საქართველოს კადეტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში ლუქსემბურგს დაუპირისპირდა და 70:67 სძლია
საქართველო-ლუქსემბურგი 70:67

13:23, 19:12, 19:21, 19:11

საქართველო: ბოლქვაძე (19 წთ, 5ქ, 6მ), ქიტოშვილი (3ქ), ამირხანაშვილი (6 წთ), ლილუაშვილი (12 წთ, 5ქ), ტომარაძე (16 წთ, 4ქ), დვალი (9 წთ, 1ქ), აბულაძე (37 წთ, 21ქ, 4პ, 3ჩ), ჯაყელი (17 წთ, 6მ), ცქიტიშვილი (18 წთ, 6ქ, 7მ), გამრეკლიძე (20 წთ, 3ქ), დარახველიძე (37 წთ, 23ქ, 12მ), პულუზაშვილი (5 წთ, 2ქ)

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს კადეტთა ნაკრებიც ჩაერთო. გუშინ გია კაზანჯიანის შეგირდები ლუქსემბურგს დაუპირისპირდნენ და 70:67 დაამარცხეს.

შეიძლება, ჯუჯა ქვეყნის წარმომადგენლებთან თანაბრად თამაში ზოგისთვის გასკვირი იყოს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ორი გარემოება: ამა თუ იმ ტურნირზე პირველივე მატჩში საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება რთულია და მეორე - ლუქსემბურგს ხელამოსაკრავი გუნდი რომ არ ჰყავს, ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში რუმინელების ძლევითაც დაამტკიცა - 78:73.

რადგან ჯგუფი ხუთგუნდიანია, ყველა ნაკრები თითო დღეს ისვენებს - ქართველმა კადეტებმა პირველი დღე გამოტოვეს.

ლუქსემბურგი-საქართველოს მატჩის მეოთხე პერიოდი ეჰმანმა ორქულიანით გახსნა (58:51), თუმცა აბულაძის ხუთი და დარახველიძის 3 ქულის წყალობით ქართველები 8:0 გაიქცნენ და ბოლო წამებამდე თამაში ქულა-ქულაში მიმდინაეობდა. სირენამდე 56 წამით ადრე ელჩეროტმა ანგარიში გაათანაბრა - 67:67. თუმცა, გადამწყვეტი სიტყვა 14 წამით ადრე დარახველიძემ თქვა, კვლავ სამიანი ჩააგდო და ქართველებს პირველი გამარჯვება მოუტანა.

დღეს ჩვენი გუნდის მეტოქე ინგლისი იქნება. მატჩი 16 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა