რევოლუციას ამზადებენ რომანტიკოსები, ახდენენ ფანატიკოსები,

ხოლო მისი ნაყოფით ავაზაკები სარგებლობენ

ოტო ფონ ბისმარკი

საქართველოს ნაკრების ორმა ბოლო მატჩმა ყველას ძალიან გაგვიცრუა იმედები და არა მხოლოდ შედეგმა, არამედ ყოვლად უსახურმა თამაშმა. ვიდრე უშუალოდ მიზეზებზე ჩემს მოსაზრებას მოგახსენებდეთ, მინდა რეაქციაზე გავამახვილო ყურადღება. რა თქმა უნდა, ასეთი წაგებების შემდეგ გულშემატკივართა უკმაყოფილება ბუნებრივი და გასაგებია, მაგრამ საქმე ისაა, რა მასშტაბები შეიძინა და სამწუხაროდ, პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი გახდა. სოციალურ ქსელებში ფეხბურთის ფედერაციის მიმართ დაიწყო კარგად ორგანიზებული კამპანია და როგორც აბსოლუტურად ნეიტრალურმა პირმა, უნდა აღვნიშნო, რომ ფედერაცია ამისათვის მზად არ აღმოჩნდა და ვერავითარი კონტრზომა ვერ მიიღო. ფედერაციის მუშაობის ძირითადი განმსაზღვრელი სწორედ ნაკრები გუნდებია, მისი ასე ვთქვათ, აისბერგი კი - პირველი ნაკრები. თავისთავად, მსგავსი წარუმატებლობებიდან გამომდინარე, სფფ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა იმათ წინაშე, ვისაც საფეხბურთო რევოლუციის მოწყობა აქვს გადაწყვეტილი, მომენტის სათავისოდ გამოყენებას და საპროტესტო ტალღის აგორებას ცდილობს.

ახლა უშუალოდ განვლილ საშინელ შეხვედრებზე. ესპანეთთან დაპირისპირების წინ გამოქვეყნებულ წერილში ("რას უნდა ველოდოთ ესპანეთთან მატჩში, რა არის მეტოქის პრობლემა და ჩვენი უპირატესობა?") ხაზი გავუსვი, რომ სანამ „ჯვაროსნებში“ ფეხბურთელებს შორის კლასში უზარმაზარი განსხვავება იარსებებს, ვერ მოვახერხებთ დიდი მიზნებისთვის ბრძოლას და ლოკალური გამარჯვებებით დავკმაყოფილდებით. ეს უმრავლესობას არ მოეწონა, მაგრამ უნდა გითხრათ, არ განვეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელსაც უნდა, მკითხველს აამოს და მისთვის სასურველი პროგნოზი გააკეთოს. ამჯერადაც არაპოპულარული ვიქნები და ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ, ალბათ, ბევრისთვის მიუღებელს, თუმცა ხომ აქვს ყველას თავისი აზრის გამოთქმის უფლება? ჩვენ კომენტარებში ყველას მივეცით აზრის დელიკატურად გამოხატვის საშუალება და საერთოდ, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და განსხვავებულ მოსაზრებას პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ.

მართალი გითხრათ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდებთან დაპირისპირებისას დიდად ოპტიმისტურად არ ვიყავი განწყობილი და უფრო ნორვეგიასთან გასვლითი მატჩის დიდი ანგარიშით წაგებას ველოდი. მოხდა კი პირიქით. ორივეში მარცხი განვიცადეთ, ხოლო ესპანეთთან სრული კატასტროფა ვიხილეთ. ორი წლის წინ „ფურია როხასთან“ თბილისში 1:2 დავმარცხდით. მას შემდეგ ნაკრებმა წარმატებული სერია შემოგვთავაზა და თითქოს პესიმიზმის ნაკლები საფუძველი გაგვაჩნდა. მეც მეგონა, რომ ესპანეთს საკუთარ მოედანზე დიდ ბრძოლას გავუმართავდით. ფაქტია, ჩემი იმედი არ გამართლდა. მიზეზი: სანიოლმა უარი თქვა იმ ხუთმცველიან ტაქტიკაზე, რომელიც აქამდე ამართლებდა, ველოსიპედის გამოგონება სცადა და გამოჩნდა, რომ ვეტერანმა ფეხბურთელებმა უკანასკნელ ხანს სერიოზული რეგრესი განიცადეს. გავიმეორებ, დიდ გუნდებთან ტოლ-სწორად სათამაშოდ, ფეხბურთელთა ის რაოდენობა გვჭირდება, რომლებიც აუცილებელ შავ სამუშაოს შეასრულებენ, მეტოქეს სისწრაფესა და სხვა კომპონენტებში არ ჩამორჩებიან და მათთან ბრძოლაში პირწმინდად არ დაიჩაგრებიან.

რაც საკმარისი იყო ჩრდილოეთ მაკედონიის და ბულგარეთის დონის ნაკრებების დასაძლევად, საერთოდ არ აღმოჩნდა უფრო ძლიერ მეტოქეებთან წინააღმდეგობის თუნდაც მეტ-ნაკლებად გასაწევად საკმარისი. ასეთია სამწუხარო რეალობა და როდესაც შემადგენლობაში საკადრო ცვლილებებს მოვითხოვთ, გვავიწყდება, რომ ერთი საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელის მეორე საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელის შეცვლით არც არაფერი შეიცვლება. გვყავს მხოლოდ რამდენიმე მაღალი კლასის მოთამაშე, კიდევ რამდენიმე პერსპექტიული, რომლებიც ჯერ მაღალ დონეზე საასპარეზოდ მზად არ არიან და ვიდრე ასეთი მძიმე სურათია, რაიმე დიდ მიზანზე საუბარი ზედმეტია. ასეთია მწარე რეალობა - რაც უნდა რადიკალური ცვლილებები განხორციელდეს, ასეთი კლუბებით წარმოდგენილი კადრებით რაიმე ხელშესახებ წარმატებაზე იმედების დამყარება მართებული არაა. რატომ? უბრალოდ, ელემენტარულად, ამ მომენტისთვის მეტი არ შეუძლიათ.

გავუშვათ თუ არა სანიოლი? უმრავლესობის აზრს ვეთანხმები, რომ ის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი არაა, სერიოზული შეცდომები დაუშვა, მაგრამ მისი გამოცვლით პრობლემა არ გადაიჭრება. გავიხსენოთ, რამდენი მწვრთნელი გვყავდა, მუდამ ყველას გადაყენებას ვითხოვდით. ბოლო-ბოლო, ცვლილება ხდებოდა, ხოლო შედეგი ისევ და ისევ უარყოფითი გახლდათ. ე.ი. მხოლოდ მწვრთნელში არაა ჩვენი პრობლემა, ის გაცილებით ღრმაა და იქამდე ვერ გადაიჭრება, ვიდრე ჩვენი ფეხბურთელები კარგ გუნდებში სტაბილურად არ ითამაშებენ. ეს თეორემაც არაა, აქსიომაა.

რას ვერჩით ხვიჩა კვარაცხელიას? ბევრ გულშმატკივარს ქართული ფეხბურთისკენ გული სწორედ ამ ბიჭმა მოუბრუნა დ უკეთესი მომავლის იმედი გაუჩინა. ხუმრობა საქმე ხომ არაა, პირველივე სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა, მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, რამდენიმე თანამემამულეს გაუკვალა იტალიაში გზა, რომელთა შესახებ უცხოური გამოცემების წერილებში პირველ რიგში აღნიშნულია, რომ ის „კვარას“ თანამემამულეა. რაც შეეხება ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე არმონაწილეობას, ეს საკამათო თემაა. ჯერ ერთი, სხვებს მიეცათ თავის გამოჩენის შანსი და თანაც, ვფიქრობ, მძიმე სეზონის შემდეგ აღარ იყო სათანადო დონეზე სათამაშოდ მზად. კარგად ვხედავთ, როგორ უჭირს ფორმაში ჩადგომა, რამეთუ გასული სეზონის პირველ ნახევარს დიდი ფიზიკური ენერგია შეალია და ფსიქოლოგიურადაც დაიღალა. შიში მქონდა, დიდხანს ვერ დაიბრუნებდა ძველ კონდიციებს, რამეთუ ზაფხულში რაღაც თავის თავს არ ჰგავდა, თითქოს სისწრაფეც დაკარგული ჰქონდა, სისხარტეც, თითქოს მოედანზე მისი ორეული იყო, მაგრამ ოსლოში უკვე გამოჩნდა, რომ საქმე უკეთესობისკენ მიდის. ზოგიერთი მომედავება, რა გააკეთა ამისთანა ნორვეგიასთანო - ბევრს მუშაობდა, დაცვას ეხმარებოდა, შეტევაში თამაში იმიტომ არ გამოსდიოდა ჩვეულად, რომ მთელი გუნდი საკუთარ კარს იყო მიჯაჭვული და ბურთის მისაღებად ღრმად უკან ჩასვლა უწევდა. მაინც შექმნა ხუთი მომენტი, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. და ისმის კითხვა - რატომ შექმნა ეს ხუთი მომენტი მან და არა სხვამ? ვისაც ფეხბურთი ესმის, იმისთვის ეს ყოველივე ნათელია და დიდ ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს.

რისი იმედი უნდა გვქონდეს? ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან ვერ გავალთ, მხოლოდ უკანა კარიდან, ერთა ლიგიდან გაჭირვებით თუ გავაღწევთ. სამომავლოდ კი პერსპექტივა ჩანს, ოღონდ ამისათვის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა კარგ კლუბებში უნდა დაიმკვიდრონ თავი, სტაბილურად ითამაშონ და ოსტატობა დახვეწონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება ის ვაება, რასაც აგერ, უკვე თითქმის 30 წელია დაუსრულებლივ ვუყურებთ.

აი, სწორედ აქაა ჩვენი ფეხბურთის პრობლემათა საფუძველთა საფუძველი. ბავშვთა ფეხბურთის და საკლუბო აკადემიათა თანამედროვე დონეზე განვითარების გარეშე მუდამ მაჩანჩალათა შორის ვიქნებით. ამ საკითხის გადაჭრა კი ჩვენს სიტუაციაში ძალიან რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. დროულად გასაკეთებელია ბავშვთა და საკლუბო ფეხბურთის (თუნდათ დანიურის მსგავსი) განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური ბაზის შექმნა, რისი რესურსის მოძიება დიდი სურვილის შემთხვევაში გადაუჭრელი პრობლემა არ უნდა იყოს.

მიმომხილველი

inspector.
*რევოლუციას ამზადებენ გენიოსები. ფრაზა არასწორად გიწერიათ ბისმარკის. და რა რევოლუციაზე ლაპარაკობთ საერთოდ, ცხადაძის გაგდება და უცხოელი მწვრთნელის ჩამოთრევა როგორც 90 იანებში იყო იმ ძველი ბანძი 90იანების დროინდელი "კარუსელის" ხელახლა დატრიალება იყო რევოლუცია ისე ლაპარაკობთ ვითომ
საჩინო
სანიოლის არშეცვლის საკითხში ავტორს ვერ დავეთანხმები.ამ რესურსით ციდან ვარსკვლავებს ვერ მოწყვეტ,მაგრამ უკეთესი თამაშისა და შედეგის დადება ნამდვილად შესაძლებელია.რაც შეეხება ბავშვთა ფეხბურთს ,კი ბატონო სწორია--პატარაობიდანვე უნდა იზრდებოდეს და ყალიბდებოდეს ფეხბურთელი მაღალი დონის პროფესიონალად,მაგრამ აწი უნდა შევუდგეთ ამ მიმართულებით მუშაობას?ეს გასაკეთებელი რომ იყო ეს ხომ თავიდანვე ვიცოდით და რომ გადაგვედგა ნაბიჯები ახლა ხომ ამ დღეში არ ვიქნებოდით და სალაპარაკოც აღარ იქნებოდა? უამრავი მარტივი ტიპის მოედანი გაკეთდა ბოლო წლებში ჩვენს ეზოებში ,მაგრამ იქ,მე პირადად,ფეხბურთის მოთამაშე ბავშვები,ჟინით მოთამაშე ბავშვები,კარგა ხანია არ მინახავს.არადა მასობრიობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მეტი და ხარისხიანი ფეხბურთელის გამოვლენა-აღზრდაში.რა უშლის ფედერაციას ეზოს ფეხბურთს რომ მიხედოს?შეჯიბრებები ჩაატაროს,ბავშვები დააინტერესოს,წაახალისოს,სტიმული მისცეს?ჩვენ ["იმ დაწყევლილ დროს",]ვხოცავდით ერთმანეთს,რიგში ვიდექით ,რომ წაგებული გუნდის მაგივრად შევსულიყავით და გვეთამაშა.დღეს კი ისედაც ტელეფონ ,კომპიუტერებით გამოშტერებულ ბავშვებს სრულიად უსაქმურ ღლაბუც-მაიმუნობაში გაყავთ დრო,ან უკეთეს შემთხვევაში ისეთი სპორტის სახეობებით კავდებიან რომლებსაც საქართველოში არც ტრადიცია აქვთ და არც პერსპექტივა.ერთი სიტყვით ყველა პრობლემას სახელმწიფო პოლიტიკასთან ,სახელმწიფო აზროვნებამდე მივყავართ.გვეშველება რამე?
status quo
რად უნდა 22 წლის ბიჭს ცოლი? მოიყვანეს კვარამ და ზურიკომ ცოლები,როგორც კი ცოტა ფული ჩაიგდეს ხელში და გაფუჭდნენ.პერსპექტიულმა სპორტსმენმა განვითარებაზე უნდა იფიქროს და არა ადრეულ ასაკში ცოლის მოყვანაზე.
გულშემატკივარი
კატეგორიულად მოვთხოვოთ ფეხბურთის ფედერაციას სასწრაფოდ გაანთავისუფლოს სანიოლი და მოიყვანონ კვალიფიციური, ძლიერი უცხოელი სპეციალისტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელიდან გავუშვებთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კიდევ ერთ რეალურ შანს და ყაზახეთთან დავმარცხდებით.
მავანისგან
აი ქეცბაიას დაბრუნებას ვინც აწვება,მას არც ფეხბურთი უყვარსდა არც საქქართველო.
TanoLife
ერების ისტორია არის ადამიანური უბედურების სასწორი, რომლის დანაწევრებაც რევოლუციებით გამოირჩევა. ფრანსუა რენე დე შატობრიანი გსურთ იცხოვროთ უპრობლემოთ? ნუ შეეხებით იმას რაც თქვენ არ გეხებათ. ეს არტიკლი არ არის დაწერილი ნეიტრალური მხრიდან. ადვილი მისახვედრია, როცა თავად ხარ ნეიტრალური. დადექი ფაქტის წინაშე ბავშვივით და ყოველგვარი ცრურწმენის მიტოვებით, ნება მიეცი ბუნებას, გაჩვენოს გზა - თორემ ვერაფერს ისწავლი.
ზვიადი
ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომ არ აწევს ერთ ადგილს და ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის თამაშებს არ დაესწრება აქვს რაიმე გამართლება? ეს არის ფაქტი რომ სულ ფეხებზე კიდია თავისი სამუშაო. მინიმუმ ხუთი ძლიერი ფეხბურთელის არ გამოძახებას რომ თავი დავანებოთ. რაც შეეხება ფედერაციას 8 წელია რაც სათავეშია კობიაშვილი და მისი გუნდი და სად არის ბავშვთა ფეხბურთის განვითარება ან რაიმე პროექტი რომელიც მიზანზე იქნება ორიენტირებული. ისევ ფულიანი მამიკოს შვილების ჩემპიონატია ბავშვთა ფეხბურთში. ჟურნალისტებმა კი ენის მოჩლექით კი არ უნდა ილაპარაკონ ქარცეცხლში უნდა გაატარონ თუნდაც ჩასაფრებულის პოზიციიდან ყველა ვინც ფეხბურთში მოღვაწეობს. სადმე დაგიწერიათ ერთი სტატია მაინც და ანალიზი რა ხდება ბავშვთა ფეხბურთში?
gogi
არ მოგბეზრდათ ყოველი წაგების შემდეგ ერთი და იგივეს წერა - ბავშთა ფეხბურთი, სუსტი ჩემპიონატი და ათასი ეგეთი რამ. ასეთი კარგი ფეხბურთელები არ გვყოლია ბოლო 10-15 წელია და 7:1 არ უნდა ვაგებდეთ. ხო არაფერი შეიცვლება სანიოლის გაშვებითო - იყოს მაშინ სამუდამოდ. ეს არის რატომაც ვერ მივდივართ წინ. სანამ ყველა პასუხს არ აგებს თავის ჩავარდნებზე არაფერი შეიცვლება. იგივე ითქმის ფედერაციაზე 8 წელი საკმარისზე ბევრია
კობი 74
ფედერაციას თქვენი დაცვა არ უნდა სჭირდებოდეს, საქმით უნდა ამტკიცებდეს თავის ქმედითუნარიანობას. რა ევალება ფედერაციას? 1.განავითაროს ბავშვთა ფეხბურთი, 2.გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა, 3.შექმნას ხარისხიანი ეროვნული ჩემპიონატი, 4.შეარჩიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელი ეროვნული ნაკრებებისთვის და მოითხოვის მათგან შედეგი. 5. და მთავარი, შეიმუშაოს ფეხბურთის განვითარების მრავალწლიანი პროგრამა. ჩამოთვლითაგან რომელში რა ნიშანს დაუწერდა ფედერაციას სტატიის ავტორი? სანიოლის გასაშვებად ისიც კმარა რაც მან ნორვეგიასთან თამაში შემდეგ თქვა: "ფეხბურთელები დღეს ფოკუსირებული იყვნენ და პატივს სცემდნენ სათამაშო გეგმას პირველიდან ბოლო წუთამდე. ვფიქრობ, კარგი თამაში იყო". ეს თუ იყო სანიოლის გეგმა რომ პამპულობანა გვეთამაშა და პამპულის როლში ორ გოლზე მეტი არ გაგვეშვა, მაშინ ფედერაციას ეს დაუსახავს მისთვის გეგმად და მიზანი მიგიღწევია.
1974
რაგბის ფედერაცია ხომ სამართლიანად არის არჩეული და დაკომპლექტებული!!!
Gio
ბაჩო ბატონო, იმის გამო რომ თავის დროზე ნემსაძეს უნამუსოდ წაართვეს ფედერაციის პრეზიდენტობა, კობიაშვილსაც შერჩეს ოპონენტების ბულინგით და ძალადობით მოპოვებული თანამდებობა?
Gio
მოკლედ, ამ წერილის მთავარი მიზანი ფედერაციის დაცვაა და სხვა არაფერი. შეგახსენოთ, როგორ მოვიდა კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის სათავეში? არ შეიძლება, რომ ძალადობით მოსულმა ადამიანმა რამე სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს (თუნდაც სხვაზე "ნაკლებად" ძალადობით იყოს მოსული!).
დავითი
ელემენტარულია რომ ფედერაცია მთლიანად გასაშვებია ,ყოველგვარი გაპოლიტიკების გარეშე : 1) ვილი სანიოლს ,თავისი კარიერიდან გამომდინარე,კონტაქტებში მაღალი გაქანების კაცს,ასისტენტად ყავს დვალიშვილი ))))))))))))))))))))))))))))) . ეს აიხსნება იმით რომ სანიოლი დადის ფედერაციის ჭკუაზე და ნებისმიერი ფედერაცია არის დასაშლელი რომელიც ერევა მწვრთნელის კომპეტენციებში 2) ნაკრებში არ იძახებენ ფეხბურთელებს,რომლებიც უნდა იყვნენ გუნდში,მარა არ არიან ))) ისეთი შთაბეჭდილება მექმნება შოთა არველაძე რომ ყოფილიყო მოქმედი ,აქტიური , კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელი,მაგასაც არ გამოიძახებდნენ,იმიტომ რომ არ შედის ამათ ძმაკაცურ სასტავში. 3) ფედერაცია გავსებულია უინტელექტო, არაპროფესიონალი კადრებით,რომლებმაც მუშტი-კრივის მეტი სხვა გზა,პრობლემების მოგვარებისა არ იციან ( ყოფილი ფეხბურთელობა,კარგ მენეჯერობას არ ნიშნავს) 4) ფედერაციის სინდისზეა მაკედონიასთან უპირობო მარცხი 5) ყველაზე დიდი მინუსზე მინუსი: მოქმედი პრეზიდენტი არის მოქმედი პარლამენტარი ))))))))))))) ევროპაში არა მარა სადმე ბანტუსტანში ალბათ ვიპოვით მსგავს მაგალითად. ამ სტატიის ავტორო,რა ლოგიკით წერ რომ ხდება ფედერაციის წინაამდეგ პოლიტიზირებული კამპანიის შეტევა,როცა თვითონ ფედერაციიის პრეზიდენტი არის მოქმედი პარლამენტარი? )))))))))))))))))))))))))))))
ბაჩო
მართლა როგორ არგეზარებათ ამდენი კრიტიკა მეც არმომეწონა ნაკრების თამაში და ალბათ არც არავის მაგრამ მაინც ოპტიმისტი ვარ და ეგთაობა დადებს შედეგს! პოლიტიკური გამოხმაურებები რასაჭიროა! წინა ფედერაციაც ქარცეცხლში გაატარეთ არველაძეები მართავს ყველაფერს და კლავს ფეხბურთსო, ეხლა კობიაშვილი ვინ მოვიყვანოთ დაწერეთ მაინც?!! ახალკაცის არჩევნები თუგახსოვთ?! ნემსაძე თუგახსოვთ?!!
თენგიზს
დაწერე რა კომპეტენციის ბრძანდებით ან რა გაგიკეთებიათ?! ყველას რატო გაქვთ ამბიცია რომ საუკეთესო მენეჯერები ხართ და საქმის გაკეთება მხოლოდ ასე სურვილი რომ გაქვთ იმიტომ შეგიძლიათ. მიდი შენი გასაკეთებელი გააკეთე თუ რამის გამკეთებელი ხარ და აქ წერის დროც კი არ გექნება
ბესიკის
ბესიკ, დანაშაულია არ იციდე და არ იკითხო, 2016 წლიდან ბავშვთა რაოდენობა სკოლებში გაიზარდა 10 000 დან 40 000 მდე, რომ არა ინფრასტრუქტურული პრობლემები, ფიზიკურად მინდვრები არ ყოფნის, რიგებია სადაც ახალი მინდვრები გაკეთდა, ბავშვთა რაოდენობა უფრო მეტი იქნებოდა, 2016 წლიდანვე ორჯერ ჩატარდა უეფა პრო ლიცენზია და ყოველ წელს ასობით მწვრთნელი იმაღლებს კვალიფიკაციას. მოდი პრობლემა საკუთარ თავში და შენნაირებში ეძებეთ, ამ ქვეყანას შენება უნდა, ეკონომიკა უნდა გაიზარდოს, ქვეყანაში გაჩნდეს ფული და მოეწყოს ინფრასტრუქტურა! მაგრამ მაქაც შენნაირები კორპუსების მშენებლობას არჩევენ და სტადიონს სახურავზე ვერავინ მოაწყობს. ესაა ჩვენი პრობლემა სად ვეძებოთ დამნაშავე არ ვიცით ერმა ზოგადად და რომ ვისწავლოთ უნდა ვიკითხოთ ან მოვიკითხოთ!
ქომაგი
ნაკრებში პირველ რიგში სამწვრთნელო შტაბი უნდა შეიცვალოს სასწრაფოდ თან, წინაღმდეგ შემთხვევაში ყაზახეთთან შევრცხვებით და ევროპაზე მოხვედრის შანსს დავკარგავთ, რადგან სანიოლის ფილოსოფია ნაკრებს არ წაადგება და უკან უკან მივდივართ ფაქტია.რაც შეეხება გუნდს ის უნდა გაახალგაზრდავდეს მაგალითად დაცვაში გელაშვილი, საზონოვი, ლოჩოშვილი ამათზე უნდა გაკეთდეს აქცენტი ნახევარდაცვაში კი მარადიშვილი აუცილებლად გვჭირდება, აგრეთვე სიგუა რომელიც ალბათ ბაზელში მალე ძირითადის ფეხბურთელი გახდება ბევრი უნდა იშრომოს მან ის შეიძლება ნახევარდაცვის ლიდერიც გახდეს,,აგრეთვე ქოჩორაშვილი, ასევე საყრდენად ავსტრიაში გადასული ალთუნაშვილი რომელიც ძალიან მებრძოლი საყრდენია რომელსაც დრო და ნდობა ჭირდება ნაკრებში, აგრეთვე ძველებიდან ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, დავითაშვილი რესურსი ნამდვილად არის შემტევებზე აღარ ვლაპარაკობ აქ კვარაცხელია და მიქაუტაძეც კმარა რომელიც მსოფლიოს ერთერთ გრანდში გადავიდა და ძირითადში მოიაზრებენ, მართალია ახლა აიაქსი არ ბრწყინავს მაგრამ აიაქსია, აიაქსი და არა ტობოლი ან ალაშკერტი, დარწმუნებული იყავით აიაქსი მალე მოუმატებს, მიქაუტაძის იქ გადასვლა კი მე ასე მეჩვენება ქართული საფეხბურთო ჟურნალისტების და ვეტერანების მიერ იგნორირებულია, გეგონება აიაქსში ყოველ წელიწადს გადადის ქართველი ფეხბურთელი.
ფეხბურთის ფედერაცია
ნუ იქნება ოღონც ბუნტი!!!
ბესო
ეს სტატია კობიმ შეგიკვეთათ?! რათქმაუნდა პირველ რიგში ფეხბურთელების ბრალია ეს ფიასკო მაგრამ კორუმპირებული ფედერაცია რომ მართავს ფეხბურთს და არანაირი სისტემური წინსვლა არ გვაქვს (ერთჯერადი საშინაო ევროპის ჩემპიონატი ჯერ არაფრის მაჩვენებელია) ემ ფაქტს რა ვუყოთ?! საერთოდ რა გაკეთდა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის და მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, იცის ვინმემ??
Lm
კობიაშვილი სადაა ამ დროს ? ან იქ.იყავი ან აქ რა შე დალოცვილო. სახლის მშენებლობა საძირკცლიდან იწყება. ბავშვები ყველგან უნდა თამაშობდნენ სკოლაში, ეზოში, უბანში, სოფელში. ყველგამ ჩემპიონატი უნდა იყოს. ყველგან კლუბები. მისვლა-მოსვლა, აზარტი, პრინციპი. რა გვაქვს რეალურად ? მარტო თბილისში რამოდენიმე სკოლა და სხვაგან არაფერი. მარტო თბილისი რასაც ქაჩავს კი ვუყურებთ...
ჯონდო
ყაველა დაეხმარებოდა ეგ წერილების მასტერია
თენგოი სულაქველიძე
ფედერაციას #არაგარევინებთ!!!სტატიის პათოსი ასეთია!!!!!
ირაკლი
ფედერაცია თავის დასაცავად არ აღმოჩნდა მზადო, ეს 1:7-ის და ნაკრების უსახური თამაშების ფონზე. იმას კი არ წერს ფეხბურთის ფედერაცია რომ საერთოდ არ აღმოჩნდა მზად 8 წლის მანძილზე საქმის გასაკეთებლად და კიდევ უფრო ღრმა ჭაობში რომ ჩაგვპრესეს. კილომეტრზე იგრძნობა შეკვეთილი სტატიის სუნი. და თუ ჩემი ძმა ხარ, პოლიტიკაში ნუ გადაგყავს ყველაფერი და ყველგან ნაცი ნუ გელანდებათ, თორემ ერთხელაც მართლა პოლიტიკოსებიც არ გადაყვნენ ამ საფეხბურთო თემას.
თენგო
გასაკეთებელი ბევრია, მაგრამ ეს გასაკეთებელი ვინ უნდა გააკეთოს თუ არა ფედერაციამ? მე თუ მთხოვთ მიმიშვით ფედერაციაში, სახლიდან ხომ ვერ გავაკეთებ.

მოლდოვა,სომხეთი,ყაზახეთი,ლუქსემბურგი რომ გავიდნენ ევროპაზე არ გაპატიებთ ხალხი!!!!არც ფედერაციას, არც მწვრთნელს,არც ჟურნალისტებს,არც მოქმედ და ვეტერან ფეხბურთელებს!!!!!
ქომაგი მწარეს
მე რა მეწერა აბა: გუნდი უნდა იყოს შეკრული და უსამართლობა ვერ კრავს, ვერაააააააააა
გიგი
ნაცების ტროლობა არ ვიცი მარა ქოცობა რომ უნდა გადაშენდეს ისე როგორც დინოზავრები ეს ასიანია
მწარე
ეგ იტალიის ახლა უკვე მეორე ლიგის ფეხბურთელი არ იყო, კინაღამ კვიპროსთან წაგვაგებია. გვარები არ იგებს თამაშს, თამაშს იგებს შეკრული გუნდი.
ზურაბ
მოკლედ, ამ საქმიდან არაფერი გამოვა
ეეუ
რა უნდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს პარლამენტში?
ალეხანდრო
ყოჩაღ ნაცების ტროლებს, მაგრად სჯობნიან ქოცების და ფედერაციის ტროლებს
las
შეეშვით. იყოს სანიოლი. ეგ რო გაუშვან უარეს მოზებნიან. არ გამიკვირდება ან რუსი ჩამოიყვანონ ანაც სულაც ჩინელი. ხო უნდა იატკატონ :)
las
რა სტატიაა ეხლა ეს ფედერაციას კიდე თქვენი ადვოკატობ აუნდა? ჯგუფიდან ვერ გავალთო და არ ჯობდა თუნდაც იმ პერსპექტიული ფეხბურთელებისთვის მიეხა შანსი? ხო ყველამ ვიცით კვერკველია, კაშია, აბურკანია და მზგავსნი მათი თუ არ მოუკლეს ახალს ვერაფერს შემოგვთავაზებენ. რას ფიქრობს ფედერაცია და მწვრტნელი? ამ ხალხით აპირებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშს?
ქომაგი
იქნებ მაგიტომაც არ მისცეს, რომ ასეთი სტატიები ეწერათ.
მწვრთნელი
ბისმარკს ტყუილა დაესესხეთ ციტატას მიმომხილველო! აქ რევოლუციაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი, აქ ლაპარაკია მუქთაპურის მჭამელების მოშორებაზე!არ შეიძლება ასე მართო ნაკრები და საერთოდ ფეხბურთი საქართველოში! მარტო სტადიონების გარემონტება და იქ თამაშების გამართვა არ უნდა ითვლებოდეს დამსახურებად ფედერაციის პრეზიდენტის და მისი გარემოცვისთვის! ფედერაცია პასუხისმგებელია ყველა კონტრაქტზე და მითუმეტეს პირველი და მთავარი ნაკრების მწვრთვნელის კონტრაკტზე! ჩვენ გულშემატკივარს არ გვსმენია არც ვაისის და არც სანიოლის მოყვანის დროს მათგან ან შეფასება ან კრიტიკული გამოთქმა! ესეგი ფედერაციას ყველაფერი აკმაყოფილებს მათში! არ გავიხსენებ ვაისის ჩავარდნებს და აგერ 1-7 ესპანეთთან და 2-1 ნორვეგიასთან აკმაყოფილებს ფედერაციის წარმომადგენლებს ალბათ, რადგა სანიოლი თავის კომენტარებში ძალიან თვითდაჯერებულად გამოიყურება და ფედერაცია კიდევ დუმს ან სძინავს საღათას ძილით უკვე რამდენი წელია! ფედერაციამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველა სპორტის სახეობაში, თუ სადმე საქმე არის გამრუდებული და არ სწორდება! ფედერაცია არ არის გახსნილი არც გულშემატკივრების მიმართ და არც მოთამაშეების მიმართ! დევიდ უების მოყვანა ნაკრებში, თქვენ როგორ თვლით ასეთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო!?არ ჯობია ერთი-ორი კარგი ფსიქოლოგი (ცისფერი მთებიდან - მარკშეიდერი) იყოლიო ამ კაცის მოყვანას ნაკრებში!?
გიორგიპირველი
ავტორ, ფერხბურთისა რა გითხრა, მარა აისბერგი ნაღდად არ იცი რა არის
ქომაგი
ბოლოს რომელმა ნაკრებმა წააგო საკუთარ მოედანზე 1:7? მგონი კაი 20-30 წელია ეგ არ მომხდარა, რადგან გუნდებმა ისწავლეს მაღალი კლასის მეტოქეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა იმ კონტიგენტით, რომელიც ჰყავთ. წინააღმდეგობაში იგულისხმება თავდადების მაქსიმუმი და არა ჭაჭანაჭამი დედლებივით ბოდიალი 50 ათასი გულშემატკივრის გულის გასახეთქად. დიახ, უმაღლესი კლასით კი არა, თავგანწირვით დაწერეს ნაკრების ისტორია უკანასკნელ წლებში მაროკოელებმა, ისლანდიელებმა, მაკედონელებმა და მრავალმა სხვამ (აგერ, ყაზახებიც წერენ ამ შესარჩევში). რომელ მათგანს ჰყავდა ჩვენზე ერთი ათად უმჯობესი შემადგენლობა? არცერთს! ჰოდა, ავტორო, ნუ აბოლებ მკითხველს, რომ ამ ნაკრებით შანსი არ გვაქვს და არც ფედერაცია, არც სანიოლი არაფერ შუაშია. ჩვენებსაც შეუძლიათ იგივე გაიმეორონ, ოღონდ ამას სჭირდება ჯანსაღი ატმოსფერო გუნდში, რასაც ნამდვილად ვერ უწყობს ხელს ტენდენციური სანაკრებო სელექცია. აღმავალი კარიერის ფაზაში მყოფ სერია ბე-ს მცველს რომ არ უძახებ და ვიღაცის ბებერი, კარიერამოლეული ნათლული მოგყავს მორატას და ჰალანდის შესაკავებლად, იმ გუნდში სიჯანსაღე რანაირად დამკვიდრდება? სადაც არ არის სამართლიანობის განცდა, იქ არც თავდადებისთვის რჩება ადგილი. ჭაობში თუ ჩაყარეთ, მარგალიტებიც ვერ იბრჭყვიალებენ! სამწუხაროდ, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ავტორს ეს ყველაფერი მშვენივრად ესმის, მაგრამ ის დაწერა, რაც შეუკვეთეს.
G.LA
სპორტალ ისე მეტი წარმოდგენა მქონდა თქვენ გუნდზე. თუნდაც აკრედიტაციის გამო არ გიღირდათ. ფეხბურთი ჩვენთვის და თქვენთვისაც უფრო მეტია ვიდერე თქვენი აკრედიტაცია. ამ სტატიის შემდეგ გაღირსებენ აუცილებლად.
შეკვეთია სტატია. სპორტალმა გვიღალატა?
კობი ამხელა სტატიას ვერ დაწერდა. ალბათ ჩიჩილაკამ სთხოვა სპორტალს გამოქვეყნება ამ სტატიის.
ქომაგი
მოვთხოვოთ ფედერაციას სასწრაფოდ გაუშვას სანიოლი და მოიყვანონ ძლიერი უცხოელი სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელიდან გავუშვებთ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალურ შანს. ფეხბურთის განვითარების პროგრამაში რამდენიმე ასეული მილიონი ტყუილად წყალში გადავყარეთ შედეგი ნული, მაგას ჯობია რამდენიმე მილიონი ძლიერ მწვრთნელს გადავუხადოთ, ეროვნული ნაკრები გუნდს დაემსგავსება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი გვექნება.
სანდრო
რა შეკვეთილი წერილი, ამ "სპორტალს" ესპანეთთან მატჩზე აკრედიტაციაც კი არ მისცეს.
ალექს
100%. არც არაფერია დასამატებელი, გარდა იმისა რომ ზოგადად ქართველმა ადამიანმა უნდა ისწავლოს რეალობის დანახვა, აღქმა, შეფასება. შეძლოს მიზეზების დადგენაც და გამოსავლის ძებნაც. ორჯერ ორი ოთხია რომ ამ ნაკრებით ყარაულის თოფივით თუ გაგვივარდება სადმე. ის ვერ იქნება საშუალოზე მაღალი დონის გუნდებთან კონკურენტული, უმაღლეს დონეზე ხომ ფიქრიც ზედმეტია. საჭიროა ბავშვთა ფეხბურთში სერიოზული ინვესტირება(და არა ხელფასებში), აკადემიები, ბაზები, ინფრასტრუქტურა, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება უცხოეთში და ა.შ. ამას ჭირდება ძალიან ძალიან ბევრი წელი და შესაბამისად მოთმინება. მთავარია სწორად დაიგეგმოს და დაიწყოს, ისევე როგორც ეს რაგბში შევძელით. 25 წლის წინ რაგბში ჰოლანდია, მაროკო, პოლონეთი და ლუქსემბურგი გვიგებდა .. დღეს იტალიას და უელსს ვუგებთ. ცხვირწინ გვაქვს სწორი დაგეგმარება და ამის შედეგიც. ქართული ფეხბურთი აუცილებლად დადგება აღმავლობის გზაზე.
G.LA
ბოდიშით მაგრამ იმ აბზაცის შემდეგ სადაც სანიოლის გაშვება არ გაშვებაზე, მოგვაგონეთ სხვა ცვლილებები და უშედეგობა ამ ცვლილებების შემდეგ, აღარც წამიკითხავს ეს სტატია ბოლომდე. 1 - 7 ეს ის ანგარიშია რომლის შემდეგაც პატივმოყვარე მწყვრთნელი მიდის. მე ლი პირადად სანიოლს მას შემდეგ უკვე აღარ ვცემ პატივს, რაც მან ევროპის ახლაგაზულ თამაშს თვალიც არ მიადევნა თბილიში. თქვენც ჩემო უსახელო ბატონო და ფედერაციამაც უნდა გაითვალისწინოს ქომეგების ნება. უმრავლესობა მოითხოვს სანიოლის წასვლას ეს სოციალურ ქსელებშიც დავადასტურეთ და გეყოთ ყველაფერში პოლიტიკოსებზე გადაბრალება. ამოხვედით ყველანი ყელში ამდენი ტყუილებით. ნუ მისცემს საბაბ გედერაცია ნურავ ის რომ ამ საქმეში პოლიტიკური ქულები დაიწეროს. ეს არის სახალსო მოთხოვნა და გადახედეთ კიევ ერთხელ სოც. ქსელებს. არ არის საჭირო რევოლუციები მწვრთნელის შესაცვლელად. სანიოლი უნდა წავიდეს. თუ არ გინდათ განმეორედს სტადიონზე ბათუმის მაგალითი, როცა გულშემატკივრების გარეშე დარჩა გუნდი. გასაგებიაა?
ირაკლი
რევოლუცია არა კიტრი. გასაგდებია და დასახურია საერთოდ ეგ ფედერაცია ან მინიმუმ ქეცბაია უნდა დავსვათ და 2-3 კაცი დამხმარედ ჰანტერების მიმართულებით. დაზოგილი ფული კი ნიჭიერ ბავშვებს უნდა მოხმარდეს რომელსაც ქეცბაია ჩაწყობებით არ "აღმოაჩენს", რადგან მჯერა მისი პატრიოტიზმის და განვლილი ცხოვრების ბავშვობიდან დაწყებული. მხოლოდ ამ შემთხვეაში ეშველება ქართულ ფეხბურთს, ხოლო 1 მერცხალი რომ გაზაფხულს ვერ მოიყვანს ყველამ ვიცით.
Master
ავტორ რატომ არ წერთ თქვენს სახელს და გვარს?არანაირი მიზანმიმართული კამპანია არ წარმოებს.პოლიტიკაში ფადაგყავთ ფედერაციის სუსტი ნუშაობ.პირადად თქვენ კი,ბატონო ავტორო აშკარად შეკვეთილ სტატიას წერთ.დაბნეული და ცოტა შეშინებული ფედერაციის დაკვეთას ასრულებთ.არ გეკადრებათ ასეთი სტატიები სპორტალ.გე...სირცხვილი....
ლაშა
კახი კავსაძემ: გვეშველება რამეო? ვეჟო, სანამ ფიზიკურ მომზადებას არ გაიუმჯობესებთ, კორპუსით ორთაბრძოლებს წააგებთ. სატრენაჟორო დარბაზში შესვლა თქვენ გეზარებათ, ძალიდან კი სისწრაფე გამომდინარეობს, რაც თქვენ არ გაქვთ და კიდევ პრეტენზიები არსებობს თუ რატომ ვერ ვთამაშობთ!... ნებისმიერი ცნობილი ტოპ ვარსკვლავი სატრენაჟორო დარბაზშიცაა ასევე და თუ არ შეხვალ და არ შეიტან ლექსიკონში შტანგას, იქნები ანანიძე 2 და ნუ გაგიკვირდება! კვარას ასისტი ხომ გახსევთ სიმეონეზე ლივერპულთან, კი ხომ?! ჰო და მაშინ ფორმაში იყო, ეხლა კი აგებს ორთაბრძოლებს და ჭიჭყინებს მსაჯებთან წამაქციაო მაშინ, როცა ორთაბრძოლას აგებს. ადრე კი იგებდა... ჰო და დილეტანტობას თავი დაანებეთ. მატაობა-დრიბლინგს დიდი სისწრაფე უნდა და მხოლოდ ბურთის გორება არ გიშველით და ნუ გვაყურებინებთ თამაშს სახელად: საცოდაობა!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..