საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდის პირველ მატჩს 15 სექტემბერს გამართავს. თბილისის სპორტის სასახლეში ავთანდილ ასათიანის გუნდი სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუნდებმა მატჩის მასპინძელ არენაზე ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრების საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ჩვენ გუნდს დებიუტანტი, ვალერიო ბარბოსა დე ლიმა, იგივე ჩიმბა შეუერთდა.

მოახლოებული თამაშის შესახებ მედიასთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და გუნდის კაპიტანმა, ზვიად კუპატაძემ გააკეთა.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი): "მხოლოდ ორი დღეა, რაც სრული შემადგენლობით ვვარჯიშობთ. პირველი მატჩი ყოველთვის რთულია და მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი გვყავს, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ გულშემატკივარი გვერდში დაგვიდგება. აუცილებლად ერთად უნდა დავამარცხოთ სომხეთის ნაკრები, ამის შემდეგ კი, პორტუგალიასთან თამაშზე ვიფიქრებთ. ამ ფორმაციის ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდი პირველია. ეს გამოწვევაა, რომლისთვისაც ბიჭები მზად არიან".

ზვიად კუპატაძე (საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი): "მინდა გულშემატკივარს ვთხოვო გავავსოთ დარბაზი და ვაჩვენოთ პატივისცემა ჩვენი ნაკრების მიმართ. ეს დავიმსახურეთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშით და ნაჩვენები შედეგებით. არავინ წასულა თბილისში თამაშიდან გაწბილებული ან იმედგაცრუებული. ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით და შედეგსაც ვაღწევთ".

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი)

წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ირაკლი თოდუა (ნიუვ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), სიმი საიოტი (ელეკტრიკო, პორტუგალია), ბინიო (ვინია ალბალი, ესპანეთი), ჩიმბა (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) თალესი (კასკაველი, ბრაზილია), ფერნანდო (ჯოინვილი, ბრაზილია) შაგინია (მალიორკა, ესპანეთი), ბრუნო გომესი (მალიორკა, ესპანეთი), რონინიო (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო)

მატჩების განრიგი

14 სექტემბერი | საქართველო - სომხეთი | 20:00

21 სექტემბერი | პორტუგალია - საქართველო | 00:30

nakrebi.ge

გულშემატკივარი
აქ უყურეთ https://www.youtube.com/watch?v=h7t0FhvLDZc
გიორგი 50
სომხებს, რომ ჩვენნაირი გუნდი და მოგების შანსი ჰქონოდათ, ერევნის ცენტრში გრანდიოზულ ეკრანს დადგავდნენ და ჩვენ ტელევიზორშიც არ ვაჩვენებთ?
გფფ
პორტუგსლიაში თამაში ჯანა თბილისში კი არ, იქ შუაღემე მაგდროს სულაც არ არის.დდდდდ სასათო სარტყელზე გაგიგია რამე?დდდდ
ბესო
ვერ გავიგე , სომხებთან თამაში 14 შია , თუ 15 ში ?
koba
3 საათია სხვაობა პორტუგალიასთან, იქაა თამაში
Irakli
8-00
დავითი
00:30ზე პორტუგალიაშია გასვლაზე თამაში
G.LA
შუა ღამეს თამაშის დანიშვნა არ მინახავს აქამდე. 00-30 ზე ვის ელით, ვინ მოვა? შეცდომაა თუ მართლა ასეთ დროს იწყება?
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა