წარუმატებელი სანაკრებო პაუზის შემდეგ, ქართველი ლეგიონერის გულშემატკივრობაზე უნდა გადავერთოთ. მთავარი ინტერესი ისევ "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა. მოქმედმა ჩემპიონებმა შესვენებამდე წააგეს და რუდი გარსიას გუნდი მე-4 ტურში ერთ დროს სახელოვანი ფორვარდის, ალბერტო ჯილარდინოს "ჯენოას" ესტუმრება - დღეს, 16 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე.

გენუელებმა "ლაციოსთან" მოგება (1:0) მოახერხეს, დანარჩენი ორი მატჩი კი წააგეს. კახა კალაძის ყოფილ კლუბს გიგანტური ნაბიჯის გადადგმა, სერია "ა"-ს მოქმედი ჩემპიონების დამარცხება და "ლუიჯი ფერარისზე" პირველი საშინაო გამარჯვება სურს.

გარსიამ საწყის ტურებში თითქოს სიახლეები შემოგვთავაზა, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ახალი როლი და ფუნქცია მოუძებნა; "ლაციოსთან" ეს ყველაფერი სადღაც გაქრა და "ნაპოლი" მიწაზე დაენარცხა. შაბათს მთელი ყურადღება მილანურ დერბიზეა გადატანილი, ნეაპოლელები კი ეცდებიან, ეს გადაფარონ, ლამაზად ითამაშონ, კვლავ გაიტანოს ვიქტორ ოსიმენმა, ფიფას 12 რჩეულში მოხვედრილმა "კვარამ" (მიმდინარე სეზონში ერთი "ასისტი" აქვს) კი მარტის შემდეგ გოლის გემო გაიხსენოს. კლუბის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ქართველი ფეხბურთელი გენუის გზაზე წიგნს კითხულობს.

"ჯენოას" მთავარი იმედი მატეო რეგეტია, რომელიც არგენტინაში "მოიძიეს" და იტალიის ნაკრებშია. გამარჯვების გოლი "ლაციოს" სწორედ მან გაუტანა. "ნაპოლის" შესაძლოა, პოლიტანო დააკლდეს. ლუჩანო სპალეტის ნაკრების ჩრდ. მაკედონიასთან შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ, მატეო ტრავმის გამო შეცვალეს და უკრაინასთან აღარ გამოჩენილა. ეს რასპადორის მარჯვენაფლანგელობას ნიშნავს თუ ლინდსტრომის სასტარტოში ყოფნას, ამას ერთად ვნახავთ.

შეხვედრის მთავარი არბიტრი ფაბრი იქნება, რომელმაც ბოლოს ნეაპოლელებს "იუვენტუსთან" სტუმრად (1:0) მოგებულ მატჩში უმსაჯა. კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები ამ დაპირისპირების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე პორტუგალიურ "ბრაგას" ესტუმრებიან, რასაც "ბოლონიასთან" ასევე გასვლითი მატჩი მოჰყვება.

სხვა ქართველები სერია "ა"-ში:

კვირა. 17 სექტემბერი. 17:00 სთ - "ფროზინონე" (კვერნაძე) - "სასუოლო";

ორშაბათი. 18 სექტემბერი. 20:30 სთ - "სალერნიტანა" - "ტორინო" (საზონოვი)

ესპანეთი. "ლა ლიგა". შაბათი. 16 სექტემბერი. 18:15 სთ :

"ვალენსია" (მამარდაშვილი) - "ატლეტიკო"

ინგლისი. ჩემპიონშიპი. შაბათი. 16 სექტემბერი. 18:00 სთ:

"უოტფორდი" (ჩაკვეტაძე) - "ბირმინგემი"

ნიდერლანდები. ერედივიზიონი. კვირა. 17 სექტემბერი. 16:30 სთ:

"ტვენტე" - "აიაქსი" (მიქაუტაძე).

Teknik Elektro
What tactical adjustments is Rudy Garcia likely to make in "Napoli's" strategy to bounce back from their recent loss and secure a win against "Genoa"? Tel U
გია პაპა
აგათა კრისტის დეტექტივს.
რუსთავი
ვინმემ იცით ან იკითხეთ ჩაკვეს რა სჭირს ამდენ ხანს ძირითადში რატომ ვერ ხვდება?
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
აგათა კრისტის "პადინგტონის სადგური 4:50"
იმერელი
ქართულ წიგნს კითხულობს. საინტერესოა რა წიგნია
Ika
კვარა არის ნამდვილად დიდი ტალანტი, კარგი საფეხბურთო ინტელექტის მქონე, მაგრამ ჩემის აზრით პიროვნულად ლიდერის თვისებები არ აქვს (მაგალითად ოსიმენს ეს თვისებები აქვს) ამიტომ კვარაზე გარე ფაქტორები, ანუ ფსიქოლოგიური ფაქტორები ადვილად მოქმედებს, (ქართველია რა) ამიტომ მთლიანად ფეხბურთზე უნდა გადაერთოს და უნდა დაიკიდოს იმან რა თქვა, იმან როგორი გამარჯობა უთხრა და აშ.
დათო
დალოცვა არ შვება მაგას წყევლა შვება.და ვინ იწყევლებოდა და იწყევლება კიდე კარგად მოგეხსენებათ.თქვენც მაგ შაიკიდან ხართ.
დდდ
შენც კაი მსუყედ უნდა იყო დალოცვილი, აიიი...
ILIA
ნეტა რა წიგნია?
giorgi
ვინ დალოცა ასე როვე გაიხარა? :)
beqa
არიქა იტალიელების კლუბით ვიამაყოთ ვწეროთ ვაკრიტიკოთ პრეზიდენტი მაინც არავინ არფელს გვეტყვის მოვითხოვოთ გამჭირვალეობა ხელფასებზე ა.შ კობიაშვილი,ფიფია,ბერიძე, ვაქოთ ან მინიმუმ გავჩუმდეთ.
oto
უფალი გფარავდეს! გაიბრწყინე!
დდდ
რატომღაც დარწმუნებული ვარ, ერთადერთია, ვინც ნაპოლიში წიგნს კითხულობს... მითუმეტეს ქართულად...
ანა
წინ იყურე, ხვიჩა, ნურც ძაგება დაგაბრკოლებს და ნურც ქება გაგათამამებს!წარმატებები!!!
ჩელენჯერი
იმედია ქართველი ფეხბურთელის სენი არ შეეყარა ამ ბიჭს. წარმატებები კვარა✊
თენგო
მე კი მგონია, ყველაფერი ზედმეტად მიაქვს გულთან და ამდენმა ქებამ თუ ძაგებამ გაასავათა. ნუ კითხულობს ყველაფერს. თავის საქმეს მიხედოს
Გიო
ნუ დათარსეთ ეს ბიჭი დაანებეთ თავი ცოტა ზნით მაინც აცადეთ ცხოვრება
რა მაფიაა?
ნაპოლიში გადასვლამდეც სატრანსფერო აურზაურო და მოლოდინები, ჭორები და მითქმა მოთქმა რო იყო მაშინაც უჭირდა კვარას ლაღად თამაში და მაშინაც ჩამოწერეს კრიტიკოსებმა და პანიკა იყო ნუთუ 1 სეზონის ტალანტიაო... სიმშვიდე და კარგი განწყობა სჭირდებოდა აქამდე, ეხლა ამ წნეხსაც შეეჩვევა და დაბრუნდება ძველზე უკეთესი... საპანიკო იდეაში ეხლაც არაფერია, სულ 4 თამაში ითამაშა და თამასა აწეული რო არ იყოს ვერ ვიტყოდი რომ ცუდად ითამაშა რომელიმეში ასე რომ მოთმინება, მხარდაჭერა და ყველაფერი კარგათ იქნება
მწვრთნელი
ფორმა უნდა დაიბრუნოს და ყველაფერი კარგად იქნება! ფიზიკურად უჭირს! წარმატებები ხვიჩას!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა