ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვარაცხელიას მაღალი შეფასება და გარსიასადმი პროტესტის ჟესტი [VIDEO]

კვარაცხელიას მაღალი შეფასება და გარსიასადმი პროტესტის ჟესტი [VIDEO]

სერია A-ს მეოთხე ტურში, სტუმრად "ჯენოასთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 89-ე წუთზე ალესიო ძერბინით შეცვალეს, რის გამო უკმაყოფილო დარჩა.

Tuttonapoli და spazionapoli აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია გაოცებული იყო და მწვრთნელს რუდი გარსიას ჟესტით (stizza) ამის შესახებ მიანიშნა.

რუდი გარსიამ შეხვედრას დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შანსი იმათთვის უნდა მიეცა, ვინც კარგად ვარჯიშობს, თუნდაც ეს ისეთ დიდ ფეხბურთელებს ეხებოდეს, როგორიც კვარაცხელიაა.

სხვათა შორის, ანალიტიკურმა საიტებმა "კვარას" მაღალი შეფასებები დაუწერეს: whoscored-მა 7.2, ხოლო Sofascore-მა და Flashscore-მა 7.4. ქართველზე მაღალი შეფასება მხოლოდ პიოტრ ზილენსკიმ დაიმსახურა - 7.5.

• სვანსკი

როდესაც სხეულზე იმატებს კუნთოვანი მასა ირღვევა (ზუსტი დარტყმის) წონასწორობის პრინციპი,რუბინიდან დღემდე ხომ აღიქვამთ განსხვავებას წონის მხრივ.

• Skeleton

ზუსტად თქვენნაირებისთვის დავწერე თავები რომ ამოგეცნოთ და მიზანში მოხვედრილა :)) წარმატებები ❤️

• სოსო

დავით 67-ს.სკელეტონი სწორედ მაგას ამბობს დავით!აქ ბევრი ლანძღავს ხვიჩას,ქართველია,გოლები ვეღარ გააქვს და ისე იქცევა,ჩვენ რომ არ მოგვწონს,დაოჯახებაც კი გაბედაო.ჰოდა მანაც გადაამისამართა,თუ ქართველი ხვიჩა არ გინდათ,ისიც ძალიან მაგარია,ყოველ თამაშში გოლი გააქვს,არც ქართველია,არც დაქორწინებულა და იმას უყურეთო.ჰალანდის უპატივცემულობა,მართლა ვერსად ვნახე,მის პოსტში.პირიქით,მისი აღიარებაა და სარკაზმი,ზოგიერთი ვაიგულშემატკივრის მიმართ.ჰალანდი ხომ მართლაც ძალიან მაგარია!

• ilo

გარსიას ნათქვამიდან გამოდის კვარაცხელია კარგად არ ვარჯიშობს.ეს ხომ აშკარაა.ნახევარი წელია კარში წესიერად ვეღარ არტყავს.

• ლაშა

ეგ ნიკოლოზა, გაქანებული ანტი მესისტია და რატომ გიკვირთ?

• დავით67ს

კვარაზეა პოსტი და მიახტი ლეოს, აღარ დაიღალე?!

• დავით67-ს

როდიდან გახდი ჰალანდის "მზნებარე გულშემატკივარი"? გეყოს რა აფერისტობა! რა მუცლის ჩხვერაც გაქვს კარგად ვხვდებით. ოღონდაც მესიმ არ მიიღოს ოქროს ბურთი და მაგიტომაც უძვრები ამ შენს ჰალანდს. ხომ გამოვიცანით დავითო? ვაიდა გაგიცრუვდა იმედი? მერე რას იზამ?

• რონი

ეხლა გამოჩნდა რომ ითხოვს პასებს თან აქტიურად მაგრამ ვინ აქცევს ყურადღებას? ოსიმენმაც დაიკიდა პასი არ მისცა.. კვარამაც ანალოგიური უნდა ქნას უკან პასები კიარა ყველა მიღებაზე გაამწვავოს თამაში და კარებში დაარტყას როგორც ამას სხვები აკეთებენ მანდ გუნდური თამაში არ იციან ყველა თავის თავზე ფიქრობს......

• Robert22

ვეღარ კვარობს რა კვარავაჯო

• ლევანი

ხვიჩა არ არის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი 12-ეულში. თავის დროზე, 10-ეულში დასახელდნენ ჩივაძე და რამაზ შენგელია. ახალგაზრდებო, ნუ მოსწყდებით თქვენი ქვეყნის ისტორიას. ხვიჩამდეც თამაშობდნენ ფეხბურთს და შემდეგაც ითამაშებენ.წარმატებები კვარას! დიდება საქართველოს!

• tttt

რა ენაზე ლაპარაკობ

• გულშემატკივარი

ახალგაზრდულში უნდა გაეტანა და მერე ოლიმპიადაზეც, მაგრამ არ ისურვა სამწუხაროდ.

• დავით 67

მაინტერესებს თქვენი აზრი ჰალანდი უფრო სასარგებლოა თუ ხვიჩა გუნდისთვის? ის რომ სიტი როგორც გუნდი ნაპოლის სჯობია, მემგონი ამაზე არ შემეკამათები. ხვიჩა მეც მომწონს და მისი კრიტიკა ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ჰალანდი ისე მოიხსენიე თითქოს მეორეხარისხოვანი იყოს. არადა რეალურად ოქროს ბურთი მას ეკუთვნის. ჯერ არ არის მესი მიიღებს თუ არა ამ ჯილდოს და წინასწარ ნუ ვიტყვით

• მოსეხონელი

ჯიგარი ხარ.ჩემი სათქმელიც ეგაა

• skeleton-ს

მაგარი ,,ის" რო იყავ დიდი ხანია მივხვდი და მაზოხისტიცა ხარ? არ შემოვდიოდიო,არ მეცალა და რა იყო ერთნაირად მოიოხე გული?მეტი საქმე არა გაქ?ექიმს ეჩვენე თორე უფრო მოგემატება

• Batistuta

100% იანი სიმართლე.ყველგან ეგრეა,არა მარტო ფეხბურთში და სპორტში.

• რა სეზონი

სეზონი რომ დასრულდა იყო სანაკრებო და ამხანაგური თამაშები, სადაც ასევე არ გაუტანია. რატომ აკლებთ მაგ თვეებს?

• გიორგი

ყველამ თავისი საქმე აკეთოს, უმჯობესია. გულშემგულშემატკივარის საქმეა გულშემატკივრობა და არა ვაიგულშემატკივრობა. ხვიჩამ ეს არა მარტივი სიტუაცია უნდა გადალახოს და ისევ თავის თავს დაუბრუნდეს უფრო გაძლიერებული, რაც მისი ნიჭის პატრონისთვის შეუძლებელი სილაც არ არის. 22 წლისაა, და ფიზიკურად სწორედ ეხლა გაიზარდა უცბად, იტალიის ჩემპიონატის საუკეტესო ფეხბურტელად აღიარეს უცნობი ბიჭი, ეხლა მისგან ყველა მეტს ელის, აღარ არის უცნობი ამიტომ ძველებურად ლაღიც ვერ არის, მოწინააღმდეგე გამადიდებელი შიუშიტ სწავლობს და ასე შემდეგ. აუცილებლად დაბრუნდება უFრო ძლიერი, მხოლოდ დრო, მოთმინება და საკუთარ თავზე მუშაობა სჭირდება რაც მას ნამდვილად არ უჭურს. თავისი უნარებით ძალიან ფართო დიაპაზონის ფეხბურთელია. არ არის მხოლოდ ფლანგის მოთამაშე, როგორიც გუცაევი იყო, მაგალითად. შეუძლია 'სასიკვდილო' პასებით მოამარაგოს თანაგუნდელები, თამაშის მიმდინარეობადა სურთი შეცვალოს, გაამხნევოს, უკან დაცვას ეფექტურად დაეხმაროს. ძალიან ბევრი რამე შეუძლია ფეხბურთში და მჯერა რომ ჩვენი ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურტელების, პაიჭაძის, მესხის და ყიფიანის, გვერდით დადგომას შესძლებს. ჩვენც შეგვიძლია და გვევალება კიდეც ამაში ხელი შევუწყოთ ჩვენი მოთმინებით და გვერდში დგომით, და სხვათაშორის, საკუთარ თავზე მუშაობითაც, რომ ვაიგულშემატკივარებიდან გულშემატკივრებად ვიქცეთ.

• Skeleton

12 საუკეთესოს შორის მოახვედრა ფიფამ. იქ, სადაც ლეაო, ვინიციუსი და უამრავი სხვა კვარაზე ადრე ცნობადი ვერ მოხვდა. ეგ არის ფაქტი დღეს და შეეგუეთ. თუ არ მოგწონთ და არ ეთანხმებით გაატარეთ და თუ გინდათ არასწორად აღიქვით. ყველას აქვს უფლება რაღაც, ვიღაც არ მოსწონდეს მაგრამ იმისთვის არსებობს ამდენი ფეხბურთელი და ამდენი სხვა ალტერნატიული სფერო, რაც არ მოგწონთ, იმით რომ არ გაიფუჭოთ ხასიათი და რაც მოგწონთ მხოლოდ იმით დაკავდეთ. შარშანწინ ლეაო იყო გამორჩეული, სკუდეტოც მოიგო მილანმა მაგრამ მომდევნო წელს ვერაფერი გააკეთა, აპრილიდან დაიწყო ფაფხური მაგრამ არაფერში გამოადგა გუნდს, ვერცერთი ტიტული ვერ მოაგებინა. ვინიციუსმა შარშანწინ ჩემპიონთა ლიგაზე ფინალში გაიტანა გოლი მაგრამ ამ წელს ვერ მოხვდა საუკეთესოებში. სულ ასეა ფეხბურთში, იქნება აღმასვლა, დაღმასვლა, ისევ აღმასვლა და ასე შემდეგ. 12 საუკეთესოში მოხვედრა იცით რას ნიშნავს? დაჯილდოვება რომ გაიმართება ოქროს ბურთის, კვარა იქ იქნება. წარმოდგენაც არ გაქვთ რამხელას ნიშნავს ეგ. მერე რა რომ მესი მოიგებს და ეგ უკვე გადაწყვეტილია. 12 საუკეთესოში რომელი ქართველი მოხვედრილა მსოფლიოში აქამდე? ხოდა ან მიიღეთ ეგ ფაქტი და შეირგეთ, ან გაატარეთ. ვერანაირი უგოლო სერია ვერ შეცვლის მის უნიკალურ ტალანტს, რომელიც მსოფლიომ უკვე დაინახა. იმხელა რეიტინგი აქვს, პრესის სათაურებიდან არ ჩამოდის, როგორი თამაშიც არ უნდა ჩაატაროს. გოლი პოლიტანომ გაიტანა მაგრამ პრესა მაინც იმ ორ მოტყუებულ მცველზე წერს და ერთ წუთში ორ ყვითელ ბარათზე, კვარამ რომ აჰკიდა მცველებს. ასე რომ სიმშვიდე შეინარჩუნეთ. აი ჰალანდი იტანს ბევრ გოლს და მაგას უყურეთ ხოლმე, რავიცი მეტი რა გირჩიოთ დასამშვიდებლად:)

• Skeleton

სოსოს ვეთანხმები ყველაფერში. მახსოვს ყველაზე რთულ პერიოდში კვარას რომ ვიცავდი აქ, ზუსტად თქვენ იყავით ერთადერთი გულშემატკივარი. ფეხბურთი ძალიან კარგად გესმით და სხვებივით უაზრო სათაურებით ვერავინ შეგიყვანდათ შეცდომაში, ვერც მაშინ და ვერც ახლა. ერთი დიდი სირცხვილია, რაც ხვიჩას მიმართ ხდება საქართველოში. ყველა მისი ნაბიჯის გაკონტროლება ჩვევად ექვა ერს. სრულიად უწყინარი ფოტო, რომელიც ნაპოლის ოფიციალურმა გვერდმა დადო თვითმფრინავიდან, ისიც კი სამი დღეა არ ჩამოდის ნიუსებიდან, ტელევიზიებმაც კი წაიღეს რეიტინგისთვის. სირცხვილია ხალხო, უნახაობა და უმადურობაა ეგ! რატომ მიქაუტაძეს, დავითაშვილს და სხვებს არ დასდევთ ეგრე? ახალგაზრდულმა ნაკრებმაც ითამაშა წინა კვირაში და ინტერესი ნული იყო, ტრიბუნები ცარიელი. როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ასე ამოჩემება, ეს რ სისულელე ხდება!

• G.LA

Skeleton-ს არ მგონია მაგათ გულისათვის ღირდეს ნერვების დაძაბვა. იყვნენ და იქნებიან მასეთები, მე უკვე მივხვდი კაი ხანია. კი მეც ეგენი მახსოვდება, მასეთი ორ კაც შუა შესვლები და მაგის მსგავსი რამეები. მარა რაც კვიპროსთან გააკეთა ის ჩემ თვალებიდან არ გამოდის. წინ დაიწყო მოძრაობა და ბურთი უკან წამოვიდა, მერე კი გაყვა ბურთი ხვიჩას. სასწაული რაღაც იყო. თამაშის მომენტშIვე გადავახვიე 2 ჯერ უყურე, ვერაფერს მივხვდი რა მოხდა. ასეთი რაღაც ან მსგავსი არ მაგონდება, საკამოდ ბევრი მაქვს ნანახი ფეხბურთში. ჩვენ ასე დავტკბეთ და ვისაც უნდა ბოღმით აივსნენ, რა ჩვენი საქმეა?

• gulshematkivari0703

ეს რეგვენი მწვრთნელი სულ კვარას რომ ცვლის,ოსიმენი რას აკეთებდა მთელი თამაში? ელმასის შემდეგ პირველი,ოსიმენი უნდა შეეცვალა! მაგრამ არა,ის უფრო "თავხედია".. ეს ყველაფერი ხვიჩას თავმდაბლობის ბრალია. მიდი ხვიჩა ესე უფრო ემოციურად გამოხატე ყველაფერი მოედანზე და გასახდელში!!!

• სოსო

ამ საიტზე,ორი ადამიანი ვწერთ,სოსოს სახელით.ის მეორე,როცა გამოჩნდა,რამდენჯერმე ვთხოვე,სახელი შეეცვალა,თუმცა არაფრით არ ქნა.მეტწილად არ ვეთანხმები,მის პოსტებს,მაგრამ სექტა კვარადონას გვერდით,ნამდვილად ვერც მას დავაყენებ.ის ჩასაფრებული არ არის.ხშირად არ ვეთანხმები,თუმცა ხშირად,საკმაოდ კარგადაც ფიქრობს. ვფიქრობ,მასაც გულით უყვარს ქართული სპორტი და რასაც ფიქრობს,იმას წერს.

• გლახუნა

მიდი ხვიჩა- ლიდერობის განცდა არ დაკარგო,პასებზე თამაშზე არ გადახვიდე- დაიწყომეტი ინდივიდუალუზმი-ბოლომდე ბრძოლა, შენი თამაში ითამაშე და ყველაფერი კარგად იქნება!

• სოსო

პირველი ტაიმის მიწურულს,ხვიჩაზე 5 წუთში ორჯერ აიკიდეს გაფრთხილება,მესამედ კი,ბურთის დარტყმასთან ერთად,ფეხშიც მაგრად მოარტყეს და ამის შემდეგ,რომ შეცვალეს,მაშინაც კი,მსუბუქი კოჭლობით გავიდა.გასაგებია,რომ ხვიჩას გამარჯვება უნდოდა,მაგრამ 20 სექტემბერს,ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და გარსიას,ხვიჩას დაზოგვაზეც უნდა ეფიქრა და სათადარიგოებისათვის სათამაშო დროის მიცემისთვისაც.საჭიროა ისინიც მიეჩვივნენ მოედანზე გამოსვლას და თამაშში ჩართვას,თანაც წინა თამაშებში,კვარას უფრო ადრე სცვლიდა,ახლა კი,ფაქტობრივად მთელი თამაში ათამაშა.მწვრთნელმა უნდა იცოდეს,შეცვლაზე შემსვლელიც რამდენადაა მზად,სათამაშოდ.ფაქტია,რომ შეცვლაზე შესულებმა,თამაში შეცვალეს და გარსიამ,ძერბინიც ჩართო თამაშში.სცადა,იქნებ მასაც გაესროლა.ხვიჩას უკმაყოფილება გასაგებია,თუმცა არც გარსიას გაგებაა,ძნელი.

• "სექტა კვარადონას"

თუ ძმა ხარ! აღარ დაიღალე? დაგვასვენე რა? მართლა დავიღალეთ შენი არაფრის მომცემი, უაზრო კომენტარებით. თუ მაინცდამაინც უსაქმური ხარ და მეტი საქმე არ გაქვს,აიღე დიდი მახათი და იყარე და იყარე რამდენიც გინდა!

გამახსენდა. რუსმა კომენტატორმა უთხრათ პოლ გოდა ო და ეგენი რუსებს ხო ყველაფერს უჯერებენ. მარტიდან გადათვალეს და სეზონი რომ არიყო ის თვეებიც მიათვალეს. ლა ქნან ძაან უნდათ კვარას უგოლობა

• ვაჟა მასწ.

ზოგიერთ პიროვნებებს, რომლებიც "ამძიმებთ" ამ კეთილშობილ სპორტულ საიტს, მაგალითად "მერო"-ს, "სოსო"-ს, "სექტა სახელწოდებით "კვარადონა"-ს, "დავით"-ს "ალიკა"-ს და სხებსაც - ვურჩევ კვარას მონაწილეობით ფეხბურთს ნუღარ უყურებთ - თურმე მაინც ვერაფერს ვერ "ხედავთ" ტოტალიზატორის ციფრების გარდა!

• სოსოს.

ეეეჰ, სოსო! ამ დეგენერატებს, მაინც ვერაფერს შეაგნებინებ. ასეთმა ვიგინდარებმა თუ ვინმე არ გალანძღეს მოკვდებიან, სუფთა ვამპირები არიან, სხვისი ლანძღვით იკვებებიან, რადგანაც მერე უკვე კარგად ხდებიან. დარწმუნებული ვარ ესენი არიან უსამშობლო, უჯიშო არარაობები. გამოჩნდება ვინმე ერში საუკეთესო წარმატებული? იმწავსე ყალყზე შედგებიან და თავიანთ მოკლე ჭკუით (სადა აქვთ ჭკუა თორე კი) იწყებენ და რას იწყებენ შენი თქმით ტალახის სროლას. რუსეთში წასული ქართველი სპორცმენი თუ საკუთარ სამშობლოში მოისურვებს ჩამოსვლას და სურვილს გამოთქვამს აქ თამაშზე, იმ წამსვე "აი შე რუსო" აზრზზე ხართ, ქართველზე იძახიან ასეთ რამეს და ამ ნახიშტრებს საქართველო და ქართველი ერი უყვართ? ისე არაა ჩემი მტერი! ზურა.

რა 6 თვე? თვლა იცით ელემენტარული? აპრილი და მაისი არ გაუტანია, მერე სეზონი დასრულდა და ახლა დაიწყო სეზონი. რომელი 6 თვეს იძახით? აა სეზონი რომ არ იყო მაშინაც უნდა გაეტანა? სადმე სანაპიროზე ან სახლში? :დდ სერიოზულად რომ წერენ თან და მარტიდან 6 თვეს რომ ითვლიან. მოდი და არ გაგეცინოს :DDD რაღაცის მაინც მოგერდოთ საჯაროდ როცა წერთ და თავს ირცხვენთ. მერე თქვენნაირები იჯერებენ და ისინის ცხვრებივით მარტიდან ითვლიან :დ

სლუცკისთვის მოსროლილი ხელთათმანები გამახსენდა. ძალიან ემოციურია და ამ უაზრო კომენტარებით უფრო მეტად ნუ უმატებთ. ძერბინთან არანაირი პრობლემა არ აქვს, შეცვლა გააპროტესტა და ეს ნორმალურია. ეგრე ბაკაებით შეცვალა მაშინ სლუცკიმ მაგრამ ვინმეს სადმე ბაკაევის სახელი გაუგია? ხვიჩას ხელთათმანებს კი დღემდე ვერ ივიწყებენ.

• ნორმალურ, ადეკვატურ ქომაგებს მივმართავ!

კვარას, მაკრიტიკებელი სექტანტების კრიტიკა, ძალიან გთხოვთ, მთელ ერზე ნუ გადაგაქვთ. სასტიკად ამ მომწონს და გულზე მხვდება, როცა ზოგიერთი წერს, რომ ერი ავადმყოფია, დაბალი დონე ვართ, ფეხბურთის არ გაგვეგება და ასე შემდეგ. საბედნიეროდ, უმრავლესობა ფეხბურთის მოყვარულები კვარას მიმართ ძალიან კარგად ვართ განწყობილები და ერთი ცუდი სიტყვაც არ წამოგვცვდება მის მიმართ. ამიტომ ერთი მუჭა "მაგინებლების შემოსევა" არ ნიშნავს, რო მთლიანად ერი ასეთი ვართ. გთხოვთ შემდგომში გაითვალისწინეთ და ამ ვიგინდარებზე გაბრაზებულებმა ნორმალურ გულშემატკივრებზე არ გადატეხოთ ჯოხი! კვარას მალე წარმატება ვუსურვოთ!

• zura222

უნდა წასულიყო რაა კვარა მანდედან ამ ზაფხილს ! ამ სეზონში არანაირი წინსვლა არ ექნება წუწურაქი ლაირენტისის ხელში ეს უცოდინარი გარსია რომ მოათრია იმისთვის რომ იაფად გამოძრომილიყო @@

• ალიკა

89წუთამდე ათამაშა ფეხბურთელი რომელსაც 6 თვეა გოლი არ გაუტანია და კიდე უკმაყოფილოა?!თუ ვინმეს მიმართ უკმაყოფილო უნდა იყოს ეს პირველ რიგში თავისთავის მიმართ და მერე თავისი აგენტის მიმართ,

• Skeleton

მართალი ხართ, ამ ქვეყანაში მარტო გარდაცვალილები უყვართ, ღმერთმა დაიფაროს ყველა და რამე რომ მოუვა ადამიანს მერე გახდიან გმირს. ვინც საკუთარი ხელით მოკლა ერმა ან თვითმკვლელობამდე მიიყვანა, დღეს ყველა გმირად ჰყავთ. აბა გაბედე და ერთი გადაბრუნებული სიტყვა უთხარი იმაზე. დარწმუნებული ვარ ცოცხალი რომ იყოს ის ადამიანი დღეს, ისე შეჭამდნენ და გადაუვლიდნენ, ბოლომდე გამოხრავდნენ. თქვენი არვიცი და ხვიჩას გამოჩენის დღიდან ვგულშემატკივრობ. დღემდე არ მახსოვს თანამედროვე პერიოდში ვინმეზე ამხელა წნეხი ყოფილიყოს ხალხისგან. აი ჩაკვეტაძეც ხომ გამოჩნდა ერთი პერიოდი და აიყვანეს ცაში, ცუდი პერიოდიც ჰქონდა, ტრავმაც ჰქონდა და ვერ ითამაშა მაღალ დონეზე მაგრამ ერი მაინც მხარს უჭერს და დღემდე ვნახულობ მის მხარდამჭერ კომენტარებს. ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ მის მიმართ. აცდიდნენ და აცდიან დღემდე. კვარასთან დამოკიდებულებაში კი ყველაფერი პირიქით იყო. სულ ბავშვი იყო მაკედონიასთან რომ ვერ ითამაშა კოვიდის გამო და ხალხი ისევ მას აბრალებდა კოვიდი მოიგონაო, ტრავმა მიიღო და აბრალებდა ტრავმა არ აქვს, ნაკრებში თამაში არ უნდაო, ბათუმში რომ ჩამოვიდა და 3 თვიანი ულამაზესი დღეები აჩუქა აქ ხალხს, სტადიონები რომ გაავსო, მაშინაც კი ცუდს ამბობდნენ, ხან ბავშვთან ფოტო ვერ გადაიღო, ხან ფოტოს დროს არ გაიღიმა და რაღაც აბსურდულ ბრალდებებს უყენებდნენ. ნაპოლიში გადასვლამდე ხო საერთოდ, ჯერ არავინ იჯერებდა რომ გადადიოდა, როცა გადავიდა, იძახდნენ, მოიცათ გაანათხოვრებენ მალეო, ბურთის მომტანად მიჰყავთო. როცა თავიდანვე უმაგრესი თამაშები დადო, ეს ამხანაგურია და აბა ვნახოთ რას იზამს სერია აშიო, როცა პირველივე თამაშებში გაიტანა, ეგენი არაა ძლიერი გუნდებიო, მერე ლაციოს რომ გაუტანა და ჩემპიონთა ლიგაზე ლივრპულთან და აიაქსთან სასწაულები აკეთა, ცოტა ხანი დადუმდნენ და იანვარში ინტერთან წაგების დროს ისევ აყიყინდნენ. მერე იუვენტუსთან საოცრებები რომ ჩაიდინა, არ შეარგეს სიხარული და ბებიის გარდაცვალებაზე გაუვრცელეს ტყუილი ინფორმაცია. მარტში თავისი სამოქალაქო პოზიცია რომ დააფიქსირა, საქართველოს მომავალი ევროპაშიაო, მაგაზე ერთი ბნელი მხარე გადაიკიდა, მერე პატრიარქს რომ შეხვდა, მეორე ბნელი მხარე. ყველა მხრიდან არის შემორტყმული ბოროტი ადამიანებით. ერთადერთი რასაც ვურჩევდი ხვიჩას, არის ის, რომ არ გაბოროტდეს და არ გახდეს ამათნაირი. არ დაუწყოს პასუხის გაცემა ამ ხალხს და არავის მიაქციოს ყურადღება თორე შეიძლება ჭკუიდან გადაიყვანონ ადამიანი. კიდე იმდენი რამე მაქვს სათქმელი, ყველაფერი ვიცი და ყველაფრის სქრინები მაქვს შენახული. დადგება დრო და გამოვიყენებ. და კიდევ,ის ხალხი, ეკრანებიდან მისი ლანძღვის მეტს რომ არაფერს აკეთებდა და დღემდე ნეაპოლიდან ვერ გამოვიყვანეთ, ხვიჩას ქება-დიდებაში გადავარდნილები ამას ცალკე პოსტი ეკუთვნის. რათქმაუნდა უგოლო სერია კიდევ თუ გაგრძელდა, ისინიც ამოიღებენ ხმას და დაამადლიან გულშემატკივრობას...

• სოსო

ბიჭი,იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ეს,საკმარისი არ გამოდგა.ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა 12 კაციან სიაში დაასახელეს და ესენი,ისევ შხამსა და ღვარძლს ანთხევენ.ვინ ხართ ხალხო,ასეთები!სად გაიზარდეთ,ვინ გასწავლათ,რომ თქვენი სამშობლოსი,ყველაფერი უნდა გძულდეთ?!თქვენ,თქვენი თავი, ადამიანებად მიგაჩნიათ?არ გინდათ ეს ქვეყანა?წადით თქვენს მოსაწონში და ამ ქვეყანას თავი გაანებეთ,რა!ბიჭმა სიყვარული იპოვა,დაოჯახდა და მაგასაც საგინებლად რომ უხდით,მაგას რა ჰქვია?!იქით,ლაშა ტალახაძეს აგინებდით,აქეთ,გენო პეტრიაშვილს,იქით,თორნიკე შენგელიას და კიდევ რამდენს გადასხით ტალახი.არ გეყოფათ?მაგ ხალხმა დაამტკიცა,რომ სამშობლო უყვართ და მის სახელს,მსოფლიოს არენებზე მაღლა სწევენ.მათ წინააღმდეგ ბრძოლით,თქვენ.ქვეყნის წინააღმდეგ არ გამოდიხართ?ისინი არიან ქვეყნის მტრები და თქვენ პატრიოტები?კმარა!გაიაზრეთ,რას აკეთებთ და მოეშვით ამისთანებს!არ შეიძლება ასე!უმადურობა ხომ ყველაზე საშინელი რამეა და ადამიანს,სიკეთის კეთების სურვილს უკლავს.

რა წონააა??? მაგაზე გააკეთა ჟურნალისტმა უკვე კომენტარი. რა აბსურდია. არანაირი ზედმეტი წონა მას არ აქვს. კუნთის მასა ყველა ფეხბურთელს ემატება დროთა განმავლობაში. 18 წლის რომ იყო კაფანდარა ისეთი აღარ იქნება და არც უნდა იყოს

• ალექს

100%

• ლუზერებს

როგორ ელოდებიან იქნებ ერთი თამაში კიდე ვერ გაიტანოს გოლი და აბუყბუყდებიან ჭაობივით. ჩავარდნას ვერ დავარქმევ მაგრამ რადგან გოლი არ გაუტანია ჩავარდნად უთვლიან. ვინც გუშინდელ თამაშს უყურა ვის ჰქონდა ჩავარდნილი თამაში კარგად ჩანდა, ოსიმენი საერთოდ ჩანდა? კვარას ბრალდება ყველაფერი რადგან გამორჩეულია. უნდათ ფსიქოლოგიურად მოახდინონ მასზე ზეწოლა. ძალიან კარგად ვიცი რამდენმა უდიდესმა ტალანტმა ვერ გაუძლო ამ ზეწოლას. იმედია არ იქნება ხვიჩა მაგათ რიგში და ამ ჭაობის ბაყაყებს ცხოვრებას და კარიერას არ გაანადგურებინებს.

• Spain

კარგით რა ხალხო, ცოტა მოგერიდოთ ეს ორღობული ჭორები. შარშან მთელი წელი ის გოგონა ნეაპოლში იყო და ყველა გატანილ გოლს მას უძღვნიდა. მაშინ არ უშლიდა ხელს? უხერხულში არ ვარდებით ასეთ პირადულ თემებს რომ ეხებით? სპორტული საიტია თუ ყვითელი პრესა? ხან პატრიარქს რომ აბრალებთ ხვიჩას უგოლო სერიას, ხან მარტში თავის სამოქალაქო პოზიციას, ხან იმ გოგონას და ხარ რაღაც მისტიურ ამბებს, მეუხერხულება კითხვა, ნუთუ მართლა ასე დაბლაა ჩვენი ხალხიმ ფეხბურთის არაფერი ესმის და რაღაც სისულელეებზე საუბრობს. ხვიჩას არ აქვს ჩავარდნა და არც მისი უგოლო სერია არის ამხელა ტრაგედია. თამაშის ხარისხი იგივე აქვს, რაც მანანდე ჰქონდა. ასისტებში ლიდერი გახდა და 12 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია, თან ცენტრ ფორვარდი არაა ხვიჩა, მარტო გოლები მოეთხოვებოდეს. გუშინ თუ უყურეთ დაცვაში როგორ თამაშობდა, შეტევაში ორი ყვითელი აჰკიდა ზედიზედ მეტოქეს და ძალიან ლამაზი მომენტები ჰქონდა.ოსიმენი საერთოდ დაკარგული იყო, ჩანდა სადმე? მარტო ხვიჩას რომ ბრალდება ყველაფერი აბსურდია უკვე. იტალიელები ბევრად უფრო უდგანან მხარში ვიდრე ქართველები და ტეხავს ეგ.

• Skeleton

საერთოდ არ ვაპირებდი აქ შემოსვლას სანამ ეგ მყრალი სუნი იქნებოდა კომენტარებში, თან დაკავებული ვარ ეს დღეები მაგრამ კომენტარს მაინც გავაკეთებ. ღვარძლის და სიძულვილის მეტი არაფერი ინთხევა ხვიჩას მიმართ ამით ყველაფერია ნათქვამი. ხვიჩამ რეალურად დამანახა ქართველი ხალხის უმრავლესობის სახე და რაც არ მჯეროდა ისიც კი დამაჯერა. არავის ვუპირებ ჭკუის სწავლებას და არავის ვავალდებულებ ვინმეს მხარდაჭერას, ისიც მესმის რაოდენ სიამოვნებას განიჭებთ და ჩავარდნად უთვლით თითოეულ უგოლო თამაშს. რეალურად კი ყველაფერი სხვანაირად არის. აპრილი და მაისი ხვიჩას გოლი არ გაუტანია მაგრამ სკუდეტო უკვე ჯიბეში ედო და 4 ივნისს სეზონიც დასრულდა, ახალი სეზონი სულ ახლახანს დაიწყო და ჯერ სამი თამაში ჩაატარა გუნდში, ისიც არასრული, რადგან ტრავმა ჰქონდა, პირველივე თამაშზე ასისტიც მიითვალა, აქ კი უნამუსოდ გამოდიხართ და წერთ, 6 თვეა გოლი არ გაუტანიაო, ვითომ თვლა არ ვიცოდეთ ხალხმა. როცა დასვენება იყო და სეზონი დასრულებული იყო იმ თვეებსაც რომ ათვლით უბრალოდ ძალიან სასაცილოა. ეგ არაფერი, ბევრი იჯერებს, რადგან წაკითხვა, ანგარიში და მითუმეტეს წაკითხულიდან აზრის გამოტანა ჩვენი ხალხისთვის უცხოა. საერთოდ არ მაინტერესებს რამდენი თამაში არ გაიტანს გოლს, ბრმა არ ვარ და ვხედავ, რამხელა ძალაა მთელი გუნდისთვის, რამდენი მცველი უდგას და ერთი მოძრაობითაც როგორ შეუძლია ორ კაცში გაძვრეს, ულამაზესი მომნტები შექმნას. რამდენიც გინდათ ჩაუსაფრდით მის უგოლო თამაშებს. ბოლომდე მხარს ვუჭერ და ძალიან ბევრი ვიცი, ვინც ჩემსავით ფიქრობს, თუმცა ისინი კომენტარებს არ წერენ და რათქმაუნდა ნაგავი უფრო მალე ამოდის ზედაპირზე და ცუდი უფრო თვალშისაცემია. არავის ჭირდება ისეთი ფარისეველი გულშემატკივარი, ვინც ერთ ფეხის დაცდენას ელოდება. ხვიჩა როგორც კი გამოჩნდა თავიდან, მაშინვე ვიცოდი, ვინც არაადეკვატურად აქებდა და ადიდებდა, ის რომ გადაუვლიდა რთულ პერიოდში. არ ვთვლი, რომ ახლა აქვს რთული პერიოდი, ცხოვრებაა და შეიძლება უფრო რთული პერიოდიც დადგეს მაგრამ რეალური სახე ზუსტად რთულ პერიოდში ჩანს. მიდით მეგობრებო ვინც გოლს იტანს იმის მხარეზე გადადით ყველა და ამით მოგვარდება თქვენი პრობლემები. ხვიჩამ აწი სულ რომ არაფერი გააკეთოს, ისიც ეყოფა 33 წლის ნანატრი ტიტული რომ აჩუქა გუნდს. თუმცა იმედს გაგიცრუებთ და გეტყვით, რომ ის ჯერ 22 წლისაა და მისი კარიერა ჯერ კიდევ ახლა იწყება.

• მყრალებს!

კვარას რო "ახსენებენ დაღლილობას"აქ ზოგიერთი ვიგინდარა, მათ გასაგონად, თქვენ თვითონ არ დაიღალეთ ჩასაფრებულის პოზიციიდან ლანძღვით? თქვენ თუ გგონიათ ამით კვარას რამეს აკლებთ ძალიან ცდებით. ხვიჩას დროებითი "ჩავარდნა" დროებითია! მაგრამ თქვენაირ, აქოთებულ მყრალ დურაკებს ნაღდად არაფერი ეშველება! ვაი არ გაგკარით?

• მერო

ახალი მოყვანილი ყავს ცოლი და ეს წელივერ ითამაშებს .

ვიწრო აზროვნება

• ბესო

გაუგებარია გარსიას კომენტარი. რას ნიშნავს " ვინც კარგად ვარჯიშობს?". ხვიჩა კარგად არ ვარჯიშობს? შეიძლება თარგმანშია დაშვებული შეცდომა ან კიდევ უფრო უარესი - მწვრთნელი ლაურენტესის დავალებას ასრულებს. ნახეთ მატჩის ჩანაწერი - გუნდი აგებს, ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის შემობრუნება შეუძლია, პასს ვერ იღებს. რუის გამოჩენამ ხომ საერთოდ დაშალა " ნაპოლი " - დაცვაში უვარგისი, წინ-წინ გარბის, საჯარიმოს გათამაშების საშუალებაც არ მისცა კვარას. ყველა მოთამაშე რომ მწვრთნელის დავალებას ასრულებს, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? მოკლედ, გუნდში ბარდაგია, რაც უფრო მალე გაეცლება ხვიჩა ამ ინტრიგებს, მით უკეთესი.

• სოსო

ამ არაფრისმომცემ ჟესტიკულაციებში, არაფრისგადამწყვეტ აუტის მოცემა-არმოცემაზე მსაჯებთან კამათსა და ხელების შლაში ენერგიის ხარჯვას- ბევრად ჯობია ის ძველი ფორმა და სისხარტე აღიდგინოს, წონა დაიკლოს და ეს ენერგია პროდუქტიული თამაშისთვის გამოიყენოს!!

• ლაზი აზნაური არზნევ მუსკია

მარტო ამ ქვეყანაში შეიძლება დეკადაში ერთხელ გამოჩნდეს დიდკაცი,ვინც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეებს სჩადის და ისევ ქართველებმა დაკორტნონ, ნელ-ნელა კიდევ ვიჯერებ კომპლექსიანი ერი ვართ, ჩამოუყალიბებელი,აბა როგორ შეიძლება ეს მოვლენა ადამიანი გყავდეს და ისევ ქართველი,გიწერდეს ესეთ რამეს?!! სომეხი,რომ იყოს კვარაცხელია და თამაშობდეს "სალერიტანაში" სომხეთის ეროვნული გმირი იქნებოდა! როდემდე,ესეთი უვიცობა?!ესეთი არ დაფასება?! კაცი უნდა მოკვდეს მაინცდამაინც?! არ გყოფნით ისტორიის მაგალითები?! ნუთ ვერაფერს სწავლობს ეს ერი?! რატომ ესეთი პატარა კაცობა?!! ამ ბიჭმა საფეხბურთო რუკაზე დაგვამჩნია,უამრავ ქართველს გვაამაყებს,ემიგრანტებს ადამიანად თვლიან, "ოქროს ბურთის" მოგების კანდიდატია პირველივე მისი სეზონიდან!სერია "ა"-ს საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო გოლი, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, იმ ჩემპ.ლიგისი,რომელოც აგერ 30 წელია ქართველებს,საოცნებო გვაქვს!!!! გულში უყვარხარ მთელ შეგნებულ საქართველოს და განსაკუთრებით შენს სამეგრელოს ხვიჩა ბიჭო! ფოთიდან დიდი სიყვარულით,მადლობა ყველაფერისთვის!

• კახა ქ.

დი ლორენცო, ლობოტკა და კვარა,ესენი არიან ჯერჯერობით ამ გუნდში ვინც თამაშობს.დაცვა პრახადნოი დვორი.მწვრთნელი საშუალოზე დაბალი

• სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა".

რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო.ხო დაღლილი ხარ?ხოდა დაგასვენა მწვრთნელმა

• ბათუმს ქათქათას

კვარა ჩამო ბათუმში ნუ ჯახირობ მანდ

• დავითი-ს

ისე კვარამაც რაც დათესა იმას იმკის

• alegro-ს

აეეეე სექტაააა გამოფხიზლდით.როცა ,,კვარადონა" და თავი უკვე მსოფლიო დონის ფეხბურთელი გგონია ხან ასე მიიღებ ბურთ ხან ისე.ხან მოგცემენ პასს ხან არა მაგრამ შენ უნდა შექმნა თავად.როცა არ შეგიძლია ჩამო ბათუმში და ისეირნე ბულვარზე კაპიშონით,როგორც საქართველო ნორვეგიის თამაშის წინ სეირნობდი კაპიშონით რო ვითომ ფანებს არ შეეწუხებინათ.შეეწუხებინათ ეგეც არა მყავდეს ვინისიუსი ან ჰალანდი.ჰალანდამდე იმდენი უკლია ვინ მოსთვლის.ნუსას დონეც არ არი...

• გ.შ.

სწორი დამ მართალი ხარ ძმაო, ჩვენი ბიჭი გვეჩაგრება , მაგრამ ერთადერთი რაც მომწონს ამ მწვრთნელის ხელში ,კვარას ავალებს დირიჟორობას დ ეს ხელს შეუწ ყოს თავისი ზედმეტად მორცხვი ხასიათი გაწიოს გვერძე და ლიდერად ჩამოყალიბდეს ძმაო, დამიჯერეთ ,ნანახი მაქვს ))))

• გ.შ.

"ჩვენი ბიჭია" კაიააა))))

• ნინო

ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია,საქმე იმაშია რომ,პასებს ხელსაყრელ მომენტში არ აწვდიან.გარსია ალ ნასროდან გამოაძევეს და მოუწევს ნაპოლიდანაც გაგდება.სპალეტი ღორმა ლაურენტისსმა გაუშვა,ხელფასის გაზრდის მოთხოვნის გამო.ხვიჩა უნდა წავიდეს ნაპოლიდან.

• ნინო

გარსია არაა კარგი მწვრთნელი,ღორმა ლაურენტესმა იგი მოიყვანა გუნდში და უხდის დაბალ ხელფასს.სპალეტი იმიტომ გაუშვა/თვითონ ლუჩანო წასვლას არც აპირებდა/რომ მოთხოვა ხელფასის გაზრდა.კაცი გამოაგდეს ალ ნასიროდან/გარსია/უვარგისი რომ იყო.რაც შეეხება ხვიჩას,მან უნდა დატოვოს ნაპოლი.

• ნინო

ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია,საქმე იმაშია რომ,პასებს ხელსაყრელ მომენტში არ აწვდიან.გარსია ალ ნასროდან გამოაძევეს და მოუწევს ნაპოლიდანაც გაგდება.სპალეტი ღორმა ლაურენტისსმა გაუშვა,ხელფასის გაზრდის მოთხოვნის გამო.ხვიჩა უნდა წავიდეს ნაპოლიდან.

• rubon

ისევ რუბინში

• ილია

ვეთანხმები იმ აზრს, რომ კვარას ბურთი უნდა მიეწოდოს კონტრშეტევისას თავისუფალ სივრცეში. ამ დროს მისი დრიბლინგი უფრო ეფექტურია.ამაზე მწვრთნელმა უნდა მიუთითოს.

• სიმართლეს

გარსიასთან შედარებით მეხაშე თავის საქმის პროფესიონალია გარსია .მზეა მზეთა მზე

• gio

sxvadasxva tamashs vuyiret albat

• დავითი

გარსიასგან რა გინდა,დელაურენტისმა რაც დათესა იმის იმკის

• Alegro

ბევრი რამე ითქვა ფიზიკური პრობლემები, შეისწავლეს სწორად არ იყენებს მწვრთნელი და ესე შემდეგ თუმცა პირადად მე სხვა სახის პრობლემას უფრო ვხედავ რატომღაც როცა სივრცეს პოულობს და თავისუფლდება მაგ დროს პასი არ კეთდება მასზე, ვიღაცეები მეკამათებოდნენ სივრცეზე დამოკიდებული იგროკი არააო არადა არი ზუსტადაც კვარას ბურთი ხოდზე თუ არ მიეცი ისე უჭირს თავის გამოვლენა, დღეს ხელსაყრელ სიტყაციაში ბევრჯერ აწია ხელი მოითხოვა ბურთი მარა მისცეს 0, ეს ნაპოლი გუნდი არაა, ყველა თავის პონტში უბერავს არ უნდა დარჩენილიყო თავის დროზე პასებს არ უკეთებენ და ვარდება ტონუსიდან. არცერთ საკვანძო მომენტში სადაც შეიძლებოდა პასი მიეცათ გათვლა არ გაკეთებულა, ცალკე ანგისას ლუზერ ......... აქეთა ფლანგს რომ ვერ ხედავს, ცალკე გუნდში გრძელი პასის გაკეთება არავის არ შეუძლია (ხვიჩას გარდა) რომ სწრაფად სივრცეში მისცენ პასი ჩვენ ბიჭს მაგრამ არ აქვს ნაპოლის ეს კომპონენტი და ხვიჩასაც ეფექტი ეკარგება, ნორმალურ გუნდში სხვა დონეზე იქნება, პასების 99 პროცენტი რაც მიიღო კარიდან ზურგით სადაც იძულებული ხარ უკან დახიო ბურთი, ან დაკარგავ, არ აკვირდებით პასებს რა დროს უკეთებენ. ნაპოლი არის მართლაც სოფლის გუნდი წელს. ტიპები ორასჯერ აპახავებენ პასებს ცენტრში და კვარას რომ მიცემენ ირგვლივ ტყეა მეტოქე მცველების მის ირგვლივ უკვე. როცა ხვიჩა მართლა ხელსაყრელ პოზიციაშია და გაშმაგებული ხელებს შლის ჩვენი ბიჭი პასი მომეცითო შენც არ მოგიკვდე თითქოს არც იყოს იქ ლუზერი თანაგუნდელები არც კი იმჩნევენ და თავის ეგოს ისწორებენ და ზოგი საიდან უვრახუნებს კარისკენ და ზოგი საიდან. გუნდში დისციპლინა საერთოდ მორღვეულია ეს კი ვისი ბრალია ? კი ბატონო გარსიას და მალე მიაბრძანებენ გუნდიდან. სპალეტის ანტიპოდი აღმოჩნდა ეს კაცი თან გაცილებით დაბალი ლეველის სპეციალისტია ეს აშკარაზე აშკარაა.

• სიმართლე

რაც არ უნდა ცუდად ითამაშოს კვარამ, მას რომ ძერბინით შეცვლი, მწვრთნელი კი არა, მეხაშე ხარ საქონელ ლოურენტესსთან ერთად, რომელმაც გუნდი მოკლა და თან სპალეტის იქით ედავება ფულს, ანუ დიდოსტატის არ იყოს, დამიჭირეს, ხელი მომჭრეს, რატომ კარგი ააგეო............

"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

გოგლიჩიძე შეცვალეს - "ემპოლიმ" ზედიზედ მესამედ წააგო [VIDEO]

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?

[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო

ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს

"ემპოლი" "ჯენოასთან" ფრეს დასჯერდა - გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა

ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს

"ინტერს" იან სომერი გაურკვეველი ვადით გამოაკლდა

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო

"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

ერთი ფოტოთი მოპოვებული პოპულარობა - "რომას" ულამაზესი ფანი გუნდის საგულშემატკივროდ ლიფის გარეშე მივიდა [PHOTO]

"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის სერია A-ს გუნდში გადასვლა რეალურია" - იტალიური მედია

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია