<p>ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" გასვლაზე "ბრაგა" 2:1 დაამარცხა.</p><p>"პარტენოპეიმ" გუნდის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია 65-ე წუთზე შეცვალა, რასაც ჩვენებურის უკმაყოფილება მოჰყვა.</p><p>იტალიური მედია პორტუგალიაში ხვიჩას თამაშს აფასებს და კვარაცხელიას შესახებ წერს:</p><p>Corriere Dello Sport: მისი თამაში ერთფეროვანი იყო, ის აშკარად გრძნობს ზეწოლას, რომ გოლი 19 მარტის შემდეგ არ გაუტანია, ასევე ზეწოლას რომ მისგან მუდამ ფენომენალურ თამაშს ელიან.</p><p>მისი ფეხები ადრე პეპლის ფრთებივით დაფარფატებდა, ახლა კი თითქოს სიმძიმის ქვეშ იყო. რაც შეიძლება სწრაფად გამოცოცხლება და შემსუბუქება სჭირდება.</p><p>Gazzetta: იგი ნელ-ნელა იწყებს ფორმაში შესვლას და აუმჯობესებეს კომუნიკაციას ოსიმენთან. ის უბრუნდება საკუთარი თავის წარსულს ვერსიას.</p><p>The Morning: ვიქტორ გომეზმა მისი პარალიზება მოახერხა. ის მოედანზე არ ჩანდა და ზოგიერთ შემთხვევაში გამაღიზიანებული იყო. კვარაცხელიას ცოტას დარბის და უსარგებლო დრიბლინგებს აკეთებს და ხშირად დაბნეული გამოიყურება.<br></p>
სიმართლე.
ადამიანი უნდა განსაჯოს, მასზე უკეთესმა. მაგრამ ჩვენ, სათითაოდ, ხომ ყველაზე უკეთესები ვართ.
სიმართლე.
ადამიანი უნდა განსაჯოს, მასზე უკეთესმა. მაგრამ ჩვენ, სათითაოდ, ხომ ყველაზე უკეთესები ვართ.
დაიცას!
გადახედეთ საქართველოს გამოჩენილ სპორცმენებს, ჭიდაობა, ძალოსნობა, კალათბურთი, რაგბი, თუ გინდ ფეხბურთი და კიდევ სპორტის ბევრი სახეობა. ერთ ციცქნა ქვეყანას, რამდენი შეუძლია. რა შეგიძლიათ თქვენ, რით ახარებთ ერს და სამშობლოს, სჯობს მაგაზე დავფიქრდეთ. ქართული გენი უნიკალურია, თუ სწორად გამოიყენებ.
გიორგის
მართალი ხართ მაგრამ ხვიჩა სხვა შემთხვევაა. გამონაკლისია და გამორჩეულია ყველასგან. პირველივე სეზონში მიაღწია იმას, რისთვისაც არცერთ ქართველს არ მიუღწევია. ხვიჩას სხვებთან გაიგიგება დანაშაულია. თავდაუზოგავი შრომის და პროფესიონალიზმის მაგალითია. ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავთ სხვებთან რაცარუნდა მოვინდომოთ. ნელ-ნელა ისე იქცევა უკვე ხალხი, რომ ამ ბიჭის განადგურება უნდათ და ვერ პატიობენ გამორჩეულობას. როგორც სხვა ბევრ გამორჩეულ ქართველს ვერ აპატიეს. აი ქართველები რატომ ვერ უწევენ თითქმის ვერცერთ სფეროში კონკურენციას განვითარებულ ქვეყნებს, მაგაზე დისერტაციის დაცვაა შესაძლებელი იმხელა თემაა.
კ.მარქსი ფ.ენგელსი
ქართული მენტალიტეტია პრობლემა. 2ჯერ2 არი ეგ
გიორგი
ვერც ერთ ქვეყანაში ,ვერც ერთ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდეს ქართველმა ფეხბურთელებმა და თავი ვერ დაიმკვიდრეს ძირითადში.ეს მაშინ როცა აფრიკული სოფლებიდან მოყავთ ბურთის უნახავი ბავშვები და ლიდერებად ყალიბდებიან.ესაა დასაფიქრებელი.ჩვენ ხან ამინდს ვაბრალებთ, ხან აგენტებს,ხან მწვრთნელს.ქართული მენტალიტეტით საქართველოში ვეღარ აღწევ მიზანს,არა თუ ევროპაში.
ბიძინა ივანაშვილი
პირველი წელი კვარას არაუშავდა მეორე წელი უკეთესი იქნება ხოლო მესამე წელს ყველანი თქვენ თავზე იგრძნობთ
jiji
შარშან ნაპოლის თამაშს სიხარულით ველოდებოდით ხვიჩას გამო ახლა კი ჩვეულებრივი რიგითი ფეხბურთელი გახდა და ისიც კი გვიხარია 2 პასს თუ გააკეთებს.
kako
მართლაც და რა პირფერობის პარადია, რატომ უნდა ჩავიდე ნეაპოლში ან ლიგის თამაშებზე რატომ უნდა გავყვე და ერთადგილზე მოხვეული იტალიური კლუბის დროშით, რატომ უნდა ვიხტუნავო ძირძველი ნეაპოლელივით. მე ხვიჩას კლასი და ვასკვლავობა ეროვნული ნაკრების თამაშისას მჭირდება, თუ არა ნაპოლი-ს და მის მფლობელს არ გააცივა წელშიი. ნაკრებში კი როგორც ითამაშეს ამ ძალით მარადონებმა და ძალით გერდ მიულერებმა კი ვნახეთ, ხოლო ახალგაზრდულ ევროზე საერთოდ იუკადრისეს თამაში.
გულშემატკივრებს
რა პრეტენზიებზე საუბრობ? სადმე თქვა მარადონა ვარო? არავის ვედრებიო და არავის შესაცვლელად მოვსულვარო სულ მაგას ეუბნებოდა პროცოკაციულად რომ ეკითხებოდნენ "კვარადონობაზე". ბოდიშით საუკეთესო თუ გახდა პირველივე სეზონში. ეგ არ აძლევს უფლებას არავის, მის პირად ცხოვრებაში ხელები აფათუროს ბინძურად. არსად გამოუქვეყნებია ოფიციალურად, რომ დაოჯახდა ან არ დაოჯახდა, არც სოც. ქსელებშია აქტიური და როცა ადამიანს თავისი ცხოვრება საჯაროდ გამოტანილი არ აქვს, არავის ეძლევა უფლება ორღობის ჭორიკანასავით ყველაფერზე პირი მოაღოს. რა წიგნს კითხულობდა მეც დამაინტერესა მაგრამ ამას ბოროტული მიზნები არ ჰქონია. გამიხარდა, რომ აგატა კრისტი მოსწონს, რადგან მეც მომწონს და "ენდჰაუსის საიდუმლოებას", "სიკვდილი ნილოსზეს" და "აღმოსავლეთის ექსპრესს"ვურჩევდი რომ შემეძლოს :D რაც შეეხება გინებას, ხვიჩას არავინ უგინებია, თავის თავზე იყო გაბრაზებული და რაღაც ჩაილაპარაკა ზოგადად. სამწუხაროდ თქვენ აძლევთ ისეთ ინტერპრეტაციას, თითქოს მწვრთნელს აგინა და ზოგი იწონებს, მაგარი ტიპია იგინებაო. რა სისულელეა, ყოველთვის როცა გაბრაზებულია და ემოციურად გამოხატავს, სულ ამბობს, რომ თავის თავზე ბრაზდება ამ დროს. და დიახ, თუ არ მოგწონთ და გაღიზიანებთ ფეხბურთელი, მას არ უნდა უყუროთ, რადგან უამრავი ალტერნატივა არსებობს. ყველაფერი კარგად ექნება მას, მთავარია ტრავმა არ მიიღოს. ვინც ახლა მისი ჰეითერები ხართ ძალიან, ძალიან შეგრცხვებათ. ყველას შეგრცხვებათ, ვინც ამცირებთ, შეურაცხყოფას აყენებთ, ეს ყველაფერი კარგა ხანია ფეხბურთს გასცდა და არანაირი კავშირი არ აქვს ჯანსაღ გულშემატკივრობასთან თუ კრიტიკოსობასთან.
aburjga
კრიტიკოსებს მარტივად დაგიმტკიცებთ რომ ცდებით! 1. ნაპოლიმ გასვლაზე მოიგო. 2.ხვიჩამ იმ თამაშში მინიმუმ 2 ნაღდი საგოლე გადაცემა გააკეთა. მის პარტნიორებს რომ გამოეყენებინთ დღეს ხვიჩაზე მთელი იტალიური და მსოფლიო პრესა როგორც გმირზე ისე ილაპარაკებდა! 3. ხვიჩამ თუ დრიბლინგები არ აკეთა აბა მოედანზე რა უნდა? ეს იგივეა წარმოდგენაზე რომ მიხვიდე და მომღერალმა არ იმღეროს და მხოლოდ მიხვრა მოხვრით დაკავდეს! ხვიჩას მთავარი იარაღი არის დრიბლინგი, ამიტომ ყველა მეტოქესთან ნაპოლი რიცხობრივ უპირატესობაშია 10 9-ის წინააღმდეგ.
ვაჟა
მორიგი ნიჭიერი მაგრამ არ გამოუვიდა ქართველი...
კარგით რააა!!!
ახალგაზრდულ ერვოზე მართლა ისტორიული შანსი იყო ოლიმპიადის საგზური მოგვეპოვებინა და ყველას გვეამაყა ამით,მაგრამ ხვიჩამ და მიქაუტაძემ პლიაჟზე ბაირამობა და ინტაგრამზე პოზირება არჩიეს,ხოდა ახლა იმკიან კიდეც რაც მიქარეს.........უცხოეთში რაც ტიტულები და ჩინ- მედლები მოიგეს, ან რამდენ მილიონს იჯიბავენ ხელფასს, მთლიანობაში რაში გამოადგა საქართველოს, მართლაც აზროვნებას მოკლებულნი და პირფერები ხართ.........ოოფფ! თურმე გულისწყრომა არ შეიძლება გამოხატო იმაზე რომ მიუხედავად ამდენი გახარჯული მილიონისაა ფიფას რეიტინგში უკან მივდივართ,კლუბები მაჩანჩალათა კომფერენცლიგაზეც ვერ გადიან, ამ ვითომ ვასკვლავებით დაკოპლექტებული ნაკრები კი საკუთარ მოედანზე ისტორიულად 1-7 მარცხდება.....ან კიდევ რა ბოღმა უნდა მქონდეს ხვიჩას მიმართ ჩემს ადგილს იკავებს ნაპოლში თუ ხელფასს მე ვუხდი? შეიძლება ფეხბურთი ყველას თავისებურად ესმის, მაგრამ რაც შარშან იყო კვარა დღესაც ის არის?? რაღაც არა მგონია, ვასკვლავურ-ქართული სენი რომ ჭირს ვერ ხედავთ??.....დიდი ამბავი შეცვალეს..... ჭკვიანი ბიჭია, გაიაზრებს, მიწაზე დაეშვება და ათამაშდება....
zmo
3 საგოლე პასი გააკეთა და ვერცერთი ვერ გამოიყენეს, რომ გაეტანათ გუნდელებს ხვიჩა ხომ გმირი გახდებოდა ?
წატი შენი
სექტა სახელწოდებით არმენდონა
SOSO
როგორ თავი დავანებოთ და თუ არ გვინდა არ ვუყუროთ?? რა ლოგიკაა!! თანამედროვე ფეხბურთი მსოფლიოში ნომერ პირველი სანახაობაა და ფეხბურთელები საჯარო პირები არიან,იმიტომაც არიან გამორჩეული მოთამაშეეები პრესისა და გულშემატკივრების ასეთი ინტერესის სფეროში მოქცეული არა მარტო საფეხბურთო კუთხიდ, არამედ პირადი ცხოვრების დეტალებით,სწორედაც ამიტომ იღებენ არარეალურ ანაზღაურებეს და სულ 10-ოდე წელიწადში იმდენს აგროვებენ შთამომავლობას რომ ეყოფა. კვარაც დაახლოებით ასეთივე გამოჩეულია საქართველოში დღეისათვის და იმიტომაცაა გადამეტებული ინტერესი მის მიმართ როგორც ჩვენთან ისე უცხოეთში, ამიტომაც საინტეროსოა ნიუსი იმის შესახებ როგორ კითხულობს წიგნს მზავრობისას,დაოჯახდა და ა.შ. ნუანსები...ხოდა განსაკუთრებულობის პრეტენზია რომ გაქვს, თავი კვარადონა ჰგონია,სერიას,და ჩ/ლ საუკვეთესო ფეხბურთელი გახდი,ასე არ უნდა აიჭრა და საქვეყნოდ გინება კამერების წინ არ გეკადრება, არც მწრთნელს,მსაჯს,გულსემატკივრებს,წვიმას, გადაღლილობას და რაც მთავარია თანაგუნდელებს არ უნდა დააბრალო შენი უნიათო თამაში. რაა? ნაპოლის მწრთნელი საკუთარი თავის მტერია, ხვიჩა თუ მართლა მაგრად თამაშობდა და მის დავალებებს ასრულებდა რომ შეცვალაა??. როცა ამხელა ამბიცია გაქვს ვასკვლაობაზე,კვარადონობაზე,ხუთმაგ ხელფას და გაუნჯობესებულ კონტრაქტზე, კრაიდან საჯარიმოში გაგორებული ბურთის ჩაგდება საკმარისი არ არის,ამას ყველა გუნდის შემტევი ნახევარმცველი აკეთებს სერია-ა-ში, ისეთი რაღაც განსაკუთრებული,კრიატიული უნდა შეგეძლოს გააკეთო, აი ისეთს გასული სეზონის დასაწყისში რომ აკეთებდა...... ეროვნულშიც ჩაგდებული თამაშების თანაგუნდელების სისუსტეზე გადაბრალებაც არ არის ვასკვლავური საქციელი,ისე როგორც ახალგაზრდულში თამაშზე უარის თქმა, დასვენების,ნაპოლის სეზონისათვის უკვეთ მომზადებისა და ვასკვლავური მიზეზით.
Neapoli
გაქვთ იმის შესაძლებლობა რომ ჩახვიდეთ და დაესწროთ თამაშს ნაპოლში,გაყვეთ ლიგის თამაშებზე,თუ მხოლოდ აქ წერთ და ტელევიზორთან მიშტერებული ხართ.რა ჭკუას არიგებთ ერთმანეთ..სიმდიდრეს შორიდან შენატრით..
leqso
ცხვარი რომ დაკლას არაააა???
თენგო
მე ერთი დავინახე, რომ როგორც იქნა კვარას პასებმა ადრესატები მოძებნეს. უკეთ და უკეთ თამაშობს. მოთმინებით!
დაიცა
ჩაკვეც გაქრა, აღარც ზამენაზე შემოყავთ, ჟორჟიც გაქრა ეგეც ეგრე აღარ შემოყავთ, კვარაც აორთქლდა თითქოს..და მივიღეთ 1:7-იც. ისევ კინოებს ვუყუროთ ჯობია თორე ბარსა და რეალი ისედაც სულ მოიგებენ!
დათო
ეს დროებითია კვარა ისევ ბევრჯერ გაბრწყინებს და ბევრს მოაკეტინებს ენებებს
zura222
ამათი უმადური დედააც რაა @@ აბა ვინ ჩანდა მოედანზე ?შეცვლაზე გამოსული რასპადორი და ელმასი ??თუმცა ისევ კვარას ბრალია ეხლა მისგან ერთად აღებული მარადონა-მესი-პელეობას რომ მოითხოვენ--არ უნდა დაეწყო ეგრე გიჟურად ნელნელა უნდა შეეპარებინა იმათთვის მაგარი თამაში DD
darwin
არ მინდა დავიჯერო რო კვარა-შოუ ასე მალე დამთავრდა.
qartveli.
სტილისტებში ნაღდად გეშლებათ. როგორი წვერიც ააქვს ისეთი უნდა ატაროს
Takhamata
ეს დედის გინება რა უბედურებაა პირზე მაინც აეფარებინა ხელი. ეს გინება ხვიჩას ძვირად დაუჯდება
გ.შ.
საღოლ ძმაო, ჯიგარი ხარ 10000 % , სწორია , დავანებოთ რა ცოტა ხანი , ვცადოთ აბა , ყველამ ცოტა მოუკლოთ და რაღაცა გამოვა , ნაკლები ხომ იქნება ყოველ შემთხვევაში
მამუკა
ბოღმით ივსება ხელმოცარულების გროვა. აი, ეს კი მუდამ გაქვთ, მაგრამ შემთხვევით რომ გასკდეთ? )))))))))
გულშემატკივრებს
რამდენი კომენტარია. რაარის ხალხო, აღირსეთ სხვა ფეხბურთელებსაც კომენტარები და რეიტინგი. კვერნაძეზეც დაწერეთ, საზონოვზეც, კიტეიშვილზეც. ეგერ საბა ლობჟანიძეს გოლები გააქვს, მიქაუტაძეს ვერ გააქვს და გუნდს ვერ მოერგო ჯერ. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორივე თამაში მოიგო მარა კაციშვილს არ აინტერესებს. იმათზეც ისაუბრეთ ხალხო რაარის ეგ, მარტო კვარაზე სტატიებს რომ აქვს ამდენი კომენტარი, იმიტომაც სულ კვარაზე გიწერენ და ბიჭს ტანსაცმლიდან დაწყებული თვითმფრინავში წასაკითხი წიგნებით დამთავრებული ყველაფერს უკონტროლებენ. ცოდოა ეგ ბიჭი ხალხო! წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას. ყველგან რომ დაგსდევდნენ და ყველა ნაბიჯზე გისაფრდებოდნენ. 90 იანებში ერთი როკ ვარსკვლავი იყო, სახელს არ დავასახელებ, ჩემი საყვარელი მომღერალია დღემდე, ზეწოლას ვერ გაუძლო. ხალხს ეუბნებოდა ბოლოს, ჩემს მუსიკას მოუსმინეთ და მე თავი დამანებეთო, ხორცის ნაჭერი არ ვარო და ჩემს განხილვას თავი დაანებეთო. ამ ადამიანმა თავი მოიკლა, ბევრი პრობლემის გარდა ერთ-ერთი მიზეზი ეს გაუთავებელი დევნა და მუდმივად მასზე წერაც იყო. რათქმაუნდა პასუხისმგებლობა არავინ აიღო და მარტო მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დაბრალდა თვითმკვლელობა და არავინ დასჯილა. ნუ აკეთებთ ასე. მარტო მისი თამაში განიხილეთ და შეეშვით ადამიანის ასე გაგდებას და გადავლას რეიტინგის გამო. მეცოდება მართლა. ყველაფერი არაჯანსაღი და ავადმყოფური როგორ ვიცით. ვინმეს რამე გთხოვათ? ან ნეაპოლში ჩასვლა, ან მარადონასთან შედარება, ან გულშემატკივრობა. არავისთვის არაფერი უთხოვია, არც დაუშავებია. თუ არ მოგწონთ შეეშვით უბრალოდ. შეეშვით ძალიან გთხოვთ!
მამუკა
ფაქტია, რომ პრესა-ჟურნალისტიკა აქაც და იქაც ერთნაირი ნაგავია.
NAPOLI!
საინტერესო დარიგებაა! საღოლ!
გიორგი ს
ის სუპერგოლი რო გაიტანა მისი მერე თვალნათელი მართლა
გიორგი-50
ხვიჩა, ვიცი მილიონი კაცი გწერს და შეიძლება ჩემი თხოვნა არც კი წაიკითხო, მაგრამ მინც ვცდი. 1. გოჩასთან(ანუ ოსიმენთან) უფრო ახლო-მეგობრულ-ძმაკაცური ურთიერთობა დაამყარე, ერთი-ერთზე ელაპარაკე, სამეგრელოში დაპატიჟე... და ა.შ. დამიჯერე, თქვენი დუეტი, ორივესთვის, განსაკუთრებით შენთვის ბენეფიტური იქნება. 2. ეფეარენსი უნდა შეიცვალო... იტალიელი სტილისტები განთქმულები არიან. ამას სერიოზულად გეუბნევი... შენც ხომ ხედავ, ვიღაცამ გაგთვალა... იქნებ, ეს იყოს გამოსავალი. 3. იტალიაში მართმადიდებლური ეკლესიები არიის... მიდი მოძღვართან და იმეგობრე. ღმერთმა ხელი მოგიმართოს... გაიხარე და ჩვენც გაგვახარე...
gio
წადი თქვენი უმადური დე....მოვ.....დაუნახავი ვირთხები
ჯონდო
ობიექტიურობისთვის: დალოცვილებო, სხვებზე და მთლიანად გუნდზეც გამოგექვეყებინათ კომენტარები!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
საინტერესო სტატისტიკაა. ამის მიხედვით კარგად უთამაშია, მაგრამ ჩვენ ბევრად მეტი გვინდა! ) რომელ საიტზეა ეს ინფორმაცია?
ადამიანი
ეს რამხელა გამოცდილება გქონია,გიორგი,მიღწევებიც ბევრი გექნება,გაგვაცანი პ.ს. ,,მასწავლებლებზე" და ნათლუხის ვაგონებზეც გეციდინება
გუსანი
ძალიან მგრძნობიარე და ნაცნობი თემაა, ამ თამაშიც იყო ეპიზოდები როცა ხვიჩა გამოთიშული იყო თამაშიდან, არ თავაზობდა თავს პარტნიორებს პასზე, ართმევაზე ვერ თამაშობს და ა.შ. თამასა აწია და უჩვეულო მოლოდინში გვამყოფებს, იმედია ფიზიკას მოუმატებს და გამოწვებებსაც გაუმკლავდება..
ადამიანი
რა თიკუნიც გაქვს,ზუსტად ისეთივე კომენტარი გამოგიცხვის,კლავიატურის ლომო ;) აბა სხვა რისი მაქნისი ხარ,არა?!
დავით
ნეტა არ უშლიდეთ ამ ხალხს ნერვებს რაც კვარამ საგოლე პასები აკეთა .კვარას გარდა ვინმე თუ თამაშობს ნაპოლში. ოსიმენმა რო ააცილა კვარა რო ყოფილიყო რას დაწერდით.არანაირი რეგრესი არ აქვს.
რტი
მათხოვრული ხელფასი 1 წელიწადში 1.5 მილიონი ევრო ანუ 4 000 000 ლარი. საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აქვს 1000 ლარი/თვეში ხელფასი (და თქვენც იცით, რომ ამდენი რამდენს აქვს), იგივე რომ მიიღოს, უნდა იმუშავოს და მიიღოს: 1 წელიწადში 12 000 ლარი 10 წელიწადში 120 000 ლარი 100 წელიწადში 1 200 000 ლარი 300 წელიწადში 3 600 000 ლარი და ისე რომ არც ჭამოს, არც დალიოს და არც ჩაიცვას,,, და ეს არის თურმე მათხოვრული ხელფასი... შეუსაბამო კი, მაგრამ მათხოვრული არა
roni
რა ხელფასაც აძლევთ იმაზე ათჯერ კარგად თამაშობს... ოსიმენი იყოს დოყლაპია თავზე დაასვა ბურთი და ვერ გაიტანა რა კვარას ბრალია? აგერ ვინი და როდრიგო რამდენს მაზავენ და რამდენ ბურთს კარგავენ მაგრამ არავინ არ აკრიტიკებს და უბერავენ ძველებურად... 10 მილიონად ნაყიდ 1მილიონ ხელფასიან კაცს სთხოვენ ფრენას.... პაშოლ რა! გადადი კვარა ინგლისში ან ესპანეთში მოშორდი მაგ ჟოშკა ხალხს. იტალია ყელამდე ჭაობშია ნამუსიანი ფეხბურთელი არც უნდა წავიდეს მანდეთ
ilar10N Youtube
ბოლო 10 დან 9 თამაშში თავსხმა წვიმა იყო და კვარა რობოტი კიარაა? წვიმაში სველ ბალახზე გიფინტავიათ ვინმეს?
Lobotka
ესეიგი ზოგმა ზღვარ გადასული ქება დიდებით,ზოგმაც ზღვარ გადასული ლანძღვა გინებით,ზოგმაც ზღვარ გადასული სიმყრალით ნაპოლის საიტებზე თუ ფბ გვერდებზე გინებით მივედით იქამდე,რომ ხვიჩა ამ მომენტისთვის თავის შესაძლებლობის ნახევარსაც ვეღარ თამაშობს.ფსიქოლოგიურად გაუჭირდა ამ ბიჭს თორემ რა მონაცემებიც აქვს არსად გამქრალა... დავანებოთ ცოტა ხანს თავი.თვიტონ ამ ყველაფერს თვალს ადევნებს და განიცდის უნდა თუ არა..
გუსანი
ძალიან მგრძნობიარე და ნაცნობი თემაა, ამ თამაშიც იყო ეპიზოდები როცა ხვიჩა გამოთიშული იყო თამაშიდან, არ თავაზობდა თავს პარტნიორებს პასზე, ართმევაზე ვერ თამაშობს და ა.შ. თამასა აწია და უჩვეულო მოლოდინში გვამყოფებს, იმედია ფიზიკას მოუმატებს და გამოწვებებსაც გაუმკლავდება..
ვაჟა
ცხადია, რომ ნაპოლის ისეთი სეზონი აღარ ექნება, როგორიც ჰქონსა შარშან. კიმის წასვლის შემდეგ ნაპოლის დაცვა ძალიან დასუსტდა
რედაქტორი
მარტის მერე ვერ თამაშობს ეს ადამიანი, რა ვერ გაიგეთ, ჯერ სპალეტის ხელში მოუკლო და განაგრძო უკუსვლაა. 8 თვე ქონდა პიკი და ამით დაამთავრა. აბა, როგორ ეგონა, გელენდვაგენებით რომ ხვდებოდა ხალხს და მანქანიდან როარ ჩამოდიოდა. ეგრეა ეგრე, ნაკრებს არ დაეხმარო და სადღაც კუნძულებზე ისვენებდე… ბევრი მასეთი გვინახავს, გასაკვირი არაფერია, ყველაფერი თავის ადგილზე დგება!
გიორგი
სავარჯიშო დარბაზიდან არ გამოხვიდე! 90 წუთი გაუჩერებლად უნდა დარბოდე. წაშალე ყველა სოც ქსელი რაც გაქვს. პირველ გოლს რომ გაიტან არ გაგიჟდე და არ გადაირიო რაღაცეების ჩვენება არ დაიწყო, მშვიდად წყნარად. გუნდელებთან კრეჭვა, გრეხვა, ღადაობას და ა.შ მოუკელი, აგრძნობინე ყველას რომ ბავშვი კი არ ხარ, კონკრეტული მიზნისკეკ მიმავალ გზაზე ყველას მჭამელი პროფესიონალი ხარ. აბა ჰე შენ იცი. ამის თქმა მინდა ძალიან და გადაეცით ვისაც შეგიძლიათ. წინასწარ დიდი მადლობა.
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
უკვე საცოდავები რომ ხართ ვერ ატყობთ საკუთარ თავს? ჯერ იმას იძახდით არა ყველაზე კარგად თამაშობსო,კვარადონააო,ეხლა რა ხელფასაც აძლევთ ისე თამაშობსო.თუ ხელფასი არ მოწონს წავიდეს იქ სადაც მეტს მისცემენ,მაგრამ ვინ წაიყვანს,ბათუმი?
გიო
მე ჩემი არაპროფესიონალიზმით გეტყვით როგორ დასრულდება ხვიჩას და ნაპოლის ამბავი , ხვიჩა შეხედავს თუ ასეთი სამი ასოთი გააგრძელა გარსიამ და კლუბმა , წინასწარ შეთანხმებას მიაღწევს რომელიმე ტოპ-კლუბთან ინგლისში ან ესპანეთში ან თუნდაც პსჟ სთან და ბოლო ორი თვე არ ითამაშებს. ფასიც დაუვარდება და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აიბარგება. ამის ღირსია არაადეკვატური და ფულისტი კინორეჟისორი.
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
მე რო დავწერე რეგრესი გაგრძელდება მეთქი არ გესიამოვნათ.ბუმერანგის პრინციპი ჯერ ვერავინ ვერ დაამარცხა და ვერც დაამარცხებს. ხო თავად თქვა დავიღალეო,ხო სხვას არ უთქვია? დაღლა კიდევ ეს არის. ჩამო ეხლა ბათუმში და იარე კაპიშონით რო ფანებმა არ შეგაწუხონ. არც ის გესიამოვნათ რო ვთქვი-მამარდა იქნება ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი.
სეს ს
კიდე 21 წლამდელებზე ლაპარაკობთ, რით ვერ დაოკდით? კვარას, რომელიც 18 წლის მერე ეროვნულ ნაკრებშია და არანაირი შეხვედრა აღარ ჩაუტარებია ახალგაზრდულში, რატომ უნდა ეთამაშა მაგ ჩემპიონატზე, თან სერია ა ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და რატომ უნდა წაერთმია ვინმესთვის ადგილი, ვინც იშრომა მაგ გუნდში დასამკვიდრებლად? როგორ არ გრცხვენიათ ასეთი ფარისევლები და თან უცოდინრები რომ ხართ. ვიღაცამ თქვა და იმეორებთ ცხვრებივით, საკუთარი აზრი არ გაგაჩნიათ. თან კვარას როგორც ფეხბურთელს აკნინებთ და თან იძახით ეგ რომ ყოფილიყო უეჭველი ოლიმპიადაზე გავიდოდითო? ატანთ აზრს საერთოდ რას ლაპარაკობთ? ახალგაზრდული ნაკრები ასე თუ გვაინტერესებთ რატომ თამაშობდნენ ერთი კვირის წინ ცადიელ სტადიონზე, რატომ იყო გამოხმაურება ნული და რატომ არავინ დაწერა მათზე არაფერი. რეიტინგი არ აქვს და იმიტომ. მარტო ხვიჩათი ცდილობს ყველა რეიტინგის დაწერას და თქვენნაირების დაზომბებას. რეალურად არც ახალგაზრდული ნაკრები გვაინტერესებთ და არც სხვა ფეხბურთელები, მარტო კვარა გვაინტერესებთ. მარტო მის ლანძღვაზე ხართ მომართული თან ასე ბინძურად და ასე დაუმსახურებლად. არ ვიცი თავად ვის ემლიქვნელებით და ვის ასიამოვნებთ ხვიჩას გინებით მაგრამ შემთხვევით რომ არ ხდება ამ ბიჭის მიმართ ამ სიბინძურის გაუთავებელი ნიაღვარის მიშვება მაგას ვხვდები ნამდვილად. სირცხვილი ყველას ვისაც ამ ბიჭის ცილისწამებისთვის და წნეხში ყოფნისთვის ვინმესთან ქულების დაწერა უნდა
skeleton-ს
სადა ხარ ვაზელინ აბა ეხლა გამოდი აქ და დაწერე პოემა,ასწავლე ჟკუა იტალიელებს.
Დათო
ანგისა არ შეცვალა, რომელიც ვერაფერს აკეთებს, პირიქით უამრავ შეცდომას უშვებს და ხვიჩას ცვლი? ანგისა-44 შეხება ბურთტან, 9 დაკარგვა, 0 დრიბლინგი, 1მწვავე გადაცემა, 3დან 1 გრძელი პასი. ლობოტკა 61შეხება,5დაკარგვა,0 დრიბლინგი, 0მწვავე გადაცემა, 1გრძელი პასი. ზელენსკი-62 შეხება, 15დაკარგვა,0 დრიბლინგი, 1მწვავე გადაცემა, 3გრძელი პასი. პოლიტანო-37 შეხება, 15 დაკარგვა, 0 დრიბლინგი,2 მწვავე გადაცემა, 1გრძელი პასი. დილორენცო- 65შეხება,8 დაკარგვა, 2 დრიბლინგი,1 მწვავე გადაცემა, 0 გრძელი პასი. ოსიმენსი-43 შეხება, 10 დაკარგვა, 2დრიბლინგი,0 მწვავე და გრძელი პასი. ეხლა ვნახოთ ხვიჩა 66 წუთში - 44 შეხება, 15 დაკარგვა, 6დან 3 შესრულებული დრიბლინგი, 5! მწვავე გადაცემა, 4 ზუსტი ჩაწოდება საჯარიმოში, 4დან 3 ზუსტი გრძელი პასი. დანარჩენი დასკვნები თქვენ გამოიტანე...
ადამიანი
რედაქციას როგორ ნეტარებთ ნეგატივის გამოქვეყნებით,არა?! თუ არ ნეტარებთ,უბრალოდ ბრძანება გაქვთ და ასრულებთ?
Levani
ჯანსაღი კრიტიკა საჭიროა,მაგრამ მე გულშემატკივარი რომელსაც მისი წინსვლა მინდა გუშინდელმა თამაშმა დამაკმაყოფილა. ეს ყველაფერი შავ პიარს გავს და ლაურენტესმა ხო არ იმაიმუნა რამე ვითომ? აბა რა დამძიმებული ფეხები მართლა ოეოელასავით რო გაექცა თავის მეურვეს რამდენჯერმე მე სხვა თამაშს ვუყურე? გოლი კიდე "ზელენსკის ძალისხმევას" მოყოლია რომელმაც მართლა უფანტაზიოდ ჩაუწოდა მცველს 100 მასწთი ჩაწოდებიდან 97 მცველს გამოაქვს და 2 კუთხურია
saqartvelos rigiti moqalaqe
გასაგებია, რომ არც ხვიჩაა შარშანდელ ფორმაში და არც "ნაპოლი", მაგრამ ხვიჩა თუ არ ჩანდა მოედანზე, მაშინ საერთოდ ვინ ჩანდა?
las
ფაქტია ხშირად დგას. კვარაცხელია არ არის მესი. დოინჯშემოყრილი იდგეს. უნდა ირბინოს და მუდმივად ბურთისთვის იბრძოდეს
ლადო
კარგით იტალიელებო გავიგეთ, რომ კვარა შარშანდელთან შედარებით თავისი თავის აჩრდილია,მაგრამ ნაპოლის სხვა ფეხბურთელებიც მასე არ არიან?!ლობოტკა,ზელინსკი,ანგისა,ელმასი,ოსიმენი,სიმეონე??დაცვაზე აღარაფერს არ ვლაპარაკობ,მწვრთნელი თავის ფუნქციებს კარგად ასრულებს?? კლუბის პრეზიდენტი?? ძალიან მაინტერესებს კვარას, რომ გუშინდელ თამაშში ასეთი დაბალი ქულები დაუწერეთ, ანგისას კატასტროფული თამაში რამდენი ქულით შეაფასეთ???
ირაკლი ქუთაისელი
შეეშვით ცოტა ხანი. მიხედავს თავის თავს თუ ჭკუა გონება აქვს. თუ არადა მივამატებთ განიავებული ტალანტების სიას
ბექა
ვემხრობი
ლუზერებს
საერთოდ არავინ წერს რეალობის შესაბამისად. აცდენილი არიან ყველაფერს. ჩასაფრებული პოზიციიდან არიან კვარას მიმართ. არაფერს არ მოუკლო კვარამ, თამაშის ხარისხი ისევ ისეთი აქვს და სიტუაციიდან შესაფერიაად კი არ იქცევით, სამარცხვინოდ იქცევით. უმრავლესობას მისი კარიერის უკან წასვლა გინდათ და ამას ვერც მალავთ. გოლის გარდა არსებობს ფეხბურთში სხვა კრიტერიუმები და გოლი რომ იყოს მარტო ფეხბურთი მაშინ ოსიმენი გახდებოდა ემვიპი და არა კვარა. მაგრამ ამას აქ ვერ მიხვდებით, იმდენად გეზიზღებათ ბოლომდე. ნეტა რა დააშავა იმის ფასი რომ ამ ჩამპალ ჩაჭაობებულ ქვეყანაში და ხალხში დაიბადა.
სეს
ვაი შენს პატრონს.21 წლამდელებს შანსი გვქონდა ოლიმპიადაზე გასვლის და მაგან გულაობა აირჩია მიქაუტაძემ კიდო. იტალიაში რაც გააკეთე გამაგებიეთ საქართველოს რით გამოადგა.პირფერები ხართ.არ დაბლოკოთ
ბექა
იტალიელო ჟურნალისტებო!!ლაურენტისი რომ მათხოვრულ ხელფას უხდის მაგაზე რამე დაგიწერიათ??ობიექტურობა კარგი თვისებაა,მით უმეტეს ჟურნალისტისთვის!!!!!!!
სოხუმელი ვეტერანი
ყველაფერ ამ ფონზეც კი, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საერთოდ თუ რამე სახიფათოს ქმნიდა ნაპოლი ისევ ხვიჩას თამაშიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა შარშანდელთან შედარებით არც ხვიჩაა ის ხვიჩა და არც ნაპოლია ის ნაპოლი, მაგრამ ქართველს რატომ უნდა უხაროდეს ასე ხვიჩას ედ დროებითო პრობლემა ეგაა რომ მაკვირვებს, თუმცა იმდენი სიბინძურე და არაკაც-არაქალობა მაქვს ბოლო პერიოდში ნანახი და განაგონი გამანქურთებული ქართველი ლიბერასტებისგან, რომ ის უფრო გასაკვირი იქნება თუ რამე დადებითა იტყვიან იტყვიან ეგ არარაობები. გენაცვალე ხვიჩა, ერის სიამაყე და სავიზიტო ბარათი ხარ როგორც სპორცმენიც და როგორც ადამიანიც. ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, ასე რომ არ იდარდო, მაქსიმალური კონცენტრაცია და წინ მწბერვალების დასაპყრობად. ღმერთი გფარავდეს და შეგეწიოს ხვიჩა შენ და შენს ახლადშექმნილ ოჯახს!!!
ხვიჩა
მადლობა ძმაო
ჟორა
ნათქვამია "დაჟეჟილს გატეხილი ჯობიაო". ამიტომ თუ რეალობას აღვნიშნავთ, რეალობა ასეთია: რატომღაც ხვიჩამ დაკარგა მოტივაცია. არ თამაშობს უბურთოდ და არ თავაზობს პარტნიორებს თავის თავს. ბევრჯერ დავწერე, რომ გვერდით ხაზთან დგომა სიგიჟეა, ამ შემთხვევაში მარცხენს მხარეზე მანევრირების შესაძლებლობას კარგავს და წინ მდგომი მეორე მცველის ლუკმაა. მოედნის ცენტრში დრიბლინგი სიგიჟეა, რადგან ცენტრის სწრაფი გავლა, მხოლოდ პასით შეიძლება.
???
შენ რომ გისმინოს, ბურთს კი არ უნდა დაელოდოს თავის ზონაში, მერეტტან უნდა ჩავიდეს, გამოართვას, მარტომ წამოიღოს, გზად 10 კაცი მოატყუოს და მეკარესაც თავზე გადაუგდოს ლამაზად. ალბათ ჯობია აღარ უყურო კვარას კი არა საერთოდ ფეხბურთს, ან მანამდე ცოტა გაერკვე ამ თამაშის ნიუანსებში.
ლუზერს
ხალხი წერს იმის მიხედვით რა რეალობა არის დღეს. რომ ვერ თამაშობს და მოუკლო, ამას დიდი ანალიზი არ ჭირდება. უბდა ადგეს და გამოასწოროს ეს სიტუაცია. აბა როგორ გინდა ძმაო, თან ვარსვლავია ხარ და თან ვერ შეესაბამები ამ სტატუს? ის ფაქტორები რაც ხელს უშლის გამოასწოროს და ამის შემდეგ შედეგიც დადგება.
???
მოლოდინი და მოთხოვნა არის ეომ კვარამ ყველა მატჩი უნაკლოდ ჩაატაროს, ბურთი ერთხელაც არ დაკარგოს, დაცვაში რუდიგერივით იდგეს და მერე ზეწოლას გრძნობსო. პირველ ტაიმში რამდენი საგოლე გაკეთდა მისი მოქმედებით და თანაგუნდელებმა ვერ ივარგეს. რატომღაც ამას ყველა ივიწყებს, სამაგიეროდ ოსიმენმა პენალტზე უფრო მარტივი პირისპირ გასვლა რომ გამაზა არანაირი ოდნავ გადაკრული სიტყვა და შესანიშნავად ითამაშაო. კი უსარგებლო დრიბლინგებიც ქონდა, მაგრამ ეგ გარსიას დამსახურებაა - შეაჩეჩებენ ბურთს და ან უკან უნდა გააკეთოს პასი ან დრიბლინგზე წავიდეს, მეტი არჩევანი არ აქვს. გარსიამ ლობოტკა გააქრო საერთოდ მოედნიდან, ანგისა საერთოდ არ უნდა ყავდე ძირითადში, შეტევას ვერ ავითარებენ ცენტრიდან და ... კვარამ უნდა ითამაშოს ამ ფონზე ფენომენალურად? როგორ? გარსიას გაგდება უბრალოდ გადაიდო, არ იყო ნაპოლის მოსაგები ეს თამაში და საერთოდ კვარას გაყვანაზე რომ არ დაეხურა კიდევ ერთხელ გარსიას, ბრაგას საოცარი ავტოგოლის დამსახურებაა.
გიორგი
ძვირფასო იტალიელებო!!!რა ხელფასსაც უხდით იმის შესაბამის ფეხბურთს თამაშობს!!!!
geo
ხვიჩას კარგი ფსიქოლოგი სჭირდება
ზუროსული
ქალების ხელი დაეტყო მაგას და ბევრი შეცდომა დააშვებიეს...დასვენება რომ მოუნდა ფორმიდან ამოვარდა და ასე შემდეგ.ჩემი ბავშვებიც სპორტსმენები არიან და ვიცი ზაფხული რასაც აკეთებს.კვირში 3 დღე დასვენება ქონდათ და ტონუსი შეინარჩუნეს.
Spain
ერთი მოვლენა, უბრალო ეპოზოდიც კი არ მახსენდება ხვიჩასთან დაკავშირებით, რასაც კრიტიკა და კომენტარები არ მოჰყოლოდეს. ამოჩემებული ჰყავთ რასაც ქვია, უნდათ ბოლომდე გაანადგურონ. გუშინ საბა ლობჟანიძემ გაიტანა გოლი, შევედი ოფიციალურ საიტზე და სულ 10 კომენტარი აქვს, ანუ არავინ აინტერესებდ საერთოდ. არც კი აღელვებთ სხვები რას იზამენ. გადაეკიდნენ ხვიჩას ბოლომდე, ავადმყოფობად ჩამოუყალიბდათ ამ ბიჭის ლანძღვა. მართლა ავად არიან გეფიცები
Spain
ნეტა თქვენნაირი ადამიანი ბევრი იყოს...
BICHI
ეხლა ვიღაცეები იტყვიან ცოლის მოყვანა რა შუაში არისო სწორედ რომ არის ფსიქოლოგიურად ყურადღება სხვა რამეზე გადაგაქვს იფიტები როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად ასევე მილიონი ფაქტორია არადა ფეხბურთის ესთეთიკა მის აგრესიულ თამშში მომწწონდა ეხლა მისი აჩრდილია იმის 10 პროცენტსაც ვეღარ აჩვენებს იმედია მალე დაბრუნდება ის ვინც არის სინამდვილეში
ლუზერებს
https://sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/legionerebi/152480-slucki-khvichas-mosrolil-khelthathmanze-shesvenebaze-unda-shemecvala.html#comments აჰა ნახეთ ორი წლის წინანდელი სტატია, ამავე საიტის და თქვენი ბრძნული კომენტარები ხვიჩას მომავალზე :დ რამდენი ამოიცნობთ თავებს, გავა დრო და კიდე დაგიდებთ კლავიატურის ლომებს.
მერაბი
ხვიჩა, არ ვიცი ამ კომენტარს წაიკითხავ თუ არა, თუმცა მოგაწვდინო ხმა ამის სხვა გზა არ მაქვს. ამიტომ ვიტყვი - ყველას გვიყვარხარ, ძალიან ძალიან და მადლობა იმ სიხარულისთვის რაც გვაჩუქე და რასაც გვაჩუქებ მომავალში!!!! გახსოვდეს - გაღიზიანება, სტრესი, ნეგატიური ემოციები, მნიშვნელოვანების მიცემა რაღაც მოვლენებისადმი ეს არის დამანგრეველი გრძნობები, რომელიც წინ ვერ წაგწევს. ასევე დაიმახოსვრე - გარეგანი ასახავას შინაგანს - მოაწესრიგე შენი შინაგანი მდგომარეობა და ნახავ, როგორ შეიცვლება ყველაფერი გარეგნაში ანუ შენს ირგვლივ არსებულ სამყაროში!!!! გვიყვარხარ ძმაო და გიგზავნი მადლიერებასა და სიყვარულს!!!!
მარიამი
ამ დაუნახავებს ხომ ვერ მოაწონა თავი! ბიჭმა იმ ერთადერთ გოლში(იმათ თავის კარში რომ გაიტანეს არ ითვლება) ჩაწოდება გაუკეთა და დარტყმა უკვე სხვების საქმე იყო, ორი ჩაწოდება კიდევ ისეთი გაუკეთა, გოლები სასწაულად არ გავიდა და რაღას მოელიან ხვიჩასგან, ქრისტე კი არაა სასწაულები მოუხდინოს, კვარაცხელიაა!!!! არ შეუჭამეს ტვინი!!!!
SOSO
ისე, ასეთი მძიმე და დამამცირებელი შეფასებების ფონზე მოიხსენიო პომპეზურად კვარა 'ქართველ ვასკვლავად' ცოტა გადაჭარბებული ხომ არ არის, რა ვასკვლავი, როდესაც თვითონ წერთ- ერთფეროვანი,დამძიმებულუ, ცოტას დარბის, უსარგებლო დრიბლინგებს ცდილობს,გაღიზიანებული და დაბნეული გამოიყურებოდა, ხოლო ვიღაც, არაფრით გამორჩეულმა გომეშმა ისე მიჯირყვნა სრულიათ უსარგებლო იყო გუნდისთვისო. იქნებ ცოტა ხნით მაინც დავახანოთ და სანამ ფორმას აღიდგენს ასეთი ეპიტეტებით არ მოვიხსენიოთ, თორემ უკვე სასაცილო ხდება მისი ვასკვლავობა,საუკვეთესო ფეხბურთელობა, ოქროს ბურთის ნომინანტობა თუ წიგნის კითხვა, რა ვასკვლავი, როდესაც შენი ნაკრები,რომლის ლიდერობის პრეტენზია გაქვს და თვით მარადონა ედრები მიჯნით სამ პრინციპულ თამაშს აგებს,აქედან ერთს კატასტროფულად საკუთარ კედლებში.ამან მგონი მართლა დაიჯერა რომ კვარადონაა და ა.შ. ამიტომაც ღიზიანდება როდესაც ცვლიან და შენიშვნას აძლევენ.
სიმართლე
ბოდიშით მაგრამ მინდვრი მარცხნივ დგა და ბნალახს ძოვს ძროხასავით. ეგ ფეხბურთი არ არის. თუ ბურთა არ მიუვიდა ან დგას და ელოდება ან კიდევ ნელა მისეირნობს 15 მეტრი იქეთ 15 მეტრი აქეთ. მას ევროპაში არავინ აპატიებს და ყველ ხედავ. სისწრეფეც მოაკლდა და აშკარად საჩანს. კი გააკეთა ერთო ორი პასი მაგრამ და პირველი ფოლიც მის ჩაწოდებულის გამოტანის შემდგომ გავიდა მაგრამ ადამიანს რომელსაც რეალში თამაშის ამბიციები აქვს და კრისტიანო რონალდო ჩემი კუმირიაო რაღაც მონდომებაში წაი "გრუზინებს" აი ანუ დეიგრუზა. ერთს დავამატები ახალგაზრების გასაგონად სიყვარული კარგია და აღმაფრენის გრძნობები, მაგრამ როდესაც ამხელა ამბიციები აქვს ადამიანს ამისათვის კი არის საჭირო სიმარტოვე და არა უღელში კისრის გაყოფა. წადი შვილო მსოფლიო ნახე, გეიარ გამეიარე, თვალი და სული გაახარე და და ერთი ორი ორგანო კიდევ და დაოჯახება როცა დაღვინდები მერე უკეთესია. მოკლეა ფეხბურთელის კარიერა და საერთოდ სპორტსმენების თუ გინდ ჭადრაკი იყოს. ეეჰ
LL
იმ ხალხის მართლა არ მესმის, ვინც ამბობს დააცადეთო. ხალხნო, 22 წელი თქვენ თუ ცოტა გგონიათ ფეხბურთელისთვის, მაშინ არ ვიცი... რონალდო (ფენომენი) მაგაზე პატარა იყო ორი ოქროს ბურთი რომ ჰქონდა უკვე მოგებული და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მთელი ბრაზილია როგორც ერთადერთ იმედს ისე რომ უყურებდა. მაშინ აღარაა საჭირო ეს “კვარადონა“ და უაზრო შედარებები. ჯერჯერობით ვთქვათ, რომ 1 სეზონი კარგად ითამაშა, სეზონის ნახევარი ძალიან მაგრად, მეორე ნახევარი ნორმალურად. უბრალოდ, “კვარადონაც“ გერქვას და ნახევარი წელი მოედანზე თითქმის არ ჩანდე, ერთად არ გამოდის. საქართველოს ნაკრებშიც იგივე სჭირს. ახლა არ დაიწყოთ, ბურთი ვერ მიაქვთ იქამდეო, კარგი რა.. საქართველოს ნაკრები არც შარშან ამტვრევდა კრამიტებს, მაგრამ ხვიჩა ძალიან ბევრ საოცრებას ახდენდა მოედანზე. არ ვიცი ამ ბიჭს რა სჭირს, მაგრამ ჯერ არაფერი აქვს ისეთი გაკეთებული, რისი გაკეთებაც პოტენციურად შეუძლია. არ უნდა დაიკარგოს, ტალანტი კარგია, მაგრამ თუ არ განავითარე, კაპიკია მაგის ფასი. რამდენ ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა ტალანტი? ქინქლაძეს არ ჰქონდა? ხასიათია მთავარი პრობლემა. ქართველებს ეს სენი სჭირთ, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა არ უყვართ, იმპულსური ხალხი ვართ.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
წიწილებს სეზონის ბოლოს დავითვლით
ლუზერებს
ტიპებს როგორ უხარიათ პრესაში თუ ვინმე ცუდს დაწერს კვარაზე. რუსებსაც ეგრე არ ეთანხმებოდით, ხვიჩაზე რომ დაწერდნენ ვერ თამაშობს და როტორებს ვერ გაუტანა, რაის იუვენტუსს გაუტანსო? :დდდ როგორი მარტივი ამოსაცნობი ხართ. აბა დაეწყვეთ და ვინმე იტალიელი ცუდს თუ იტყვის კვარაზე დაეთანხმეთ, აბა რა უნდა ქნათ. რაის კვარა და ქართველის წარმატება უნდა გინდოდეთ, ჭაობში არ ჯობია თბილად ყოფნა? ბიჭმა ამ დაქცეული ქვეყნისკენ მთელი საფეხბურთო სამყარო მოახედა და ესენი აქედან ეძახიან, ოღონ შენ არ მიაღწიო წარმატებას და ჩვენ ვიქნებით ისევ ამ ჩეჩმაში კომფორტულადო :დ ფუ მართლა
მამაო
იქნებ გავაძლიეროთ ყველამ ერთად ლოცვები ხვიჩასთვის.
მამაო
იქნებ გავაძლიეროთ ყველამ ერთად ლოცვები ხვიჩასთვის.
იმპერია ს
გეტყობა ძალიან გიყვარს და გულშემატკივრობ კვარას. ზუსტად თქვენნაირები იყვნენ რუსულ პრესაში რამე ცუდს რომ დაწერდნენ კვარაზე, გადმოიტანდით აქ და ეთანხმებოდით ბოლომდე ემლიქვნელებოდით რუსებს, ოღონ ხვიჩა გაგელანძღათ. თავი მაგარი ჰგონია, ხიმკის და როსტოვს ვერ გაუტანა და ტოპ ლიგებში გაიტაანს? აი ზუსტად ამ სათაურებს ეთანხმებოდით ძალიან კარგად მახსოვხართ ყველა. ისე ერთი სული რომ გქონდათ, ოღონ რუსეთში ჩარჩენილიყო და ვერაფრისთვის მიეღწია, ნამდვილ გულშემატკივარს კი გული გვისკდებოდა რადგან მაგის საშიშროება მართლა იყო. ჩვენ რომ ვნერვიულობდით, თქვენ ღლიცინებდით ბედნიერები და რუსებს ერთანხმებოდოთ ხვიჩას გინებაში. ახლაც ზუსტად იგივეს აკეთებთ. სირცხვილია. შეგრცხვებათ როცა ისევ აღმავლობის ხანა დაუდგება ხვიჩას მაგრამ თქვენ ისეთი ფარისევლები ხართ, ისევ ნეაპოლში ჩახვალთ უფასო პიცაზე, იქაურებს თავს მოაფერებინებთ და იამაყებთ ბიჭით, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ აგინებდით და ზედ უვლიდით. ყველანაირი ადამიანობა დაიკარგა და ცხოველად იქცა ადამიანი. არაფერი გამიკვირდება საერთოდ, რაც ამ ბოლო წლებში ხვიჩასთან დაკავშირებით ვნახე. ლანძღვა, გინება, მერე ისევ შეტენვა, ისევ გინება, საკუთარი სიტყვების უკან წაღება და ათასი საცოდაობა ვნახე. წარმოდგენას ნუ დამაკარგიებთ მთლად ძალიან გთხოვთ.
ლუზერებს
რა სისულელეა. ერთ-ერთი მაღალი შეფასება მიიღო. მსგავსი პრესა ყველას ჰყავს ეგ არაფერი. აი ქართველების ღვარძლს და ბოღმას რომ საზღვარი არ აქვს ის არის ყველაზე დიდი ტრაგედია. მახსენდება რუსს ექსპერტებს რომ ეთანხმებოდით აქ 99% არაფერი ფეხბურთელი არაა და ვერაფერს მიაღწევსო ვინმე რუსი რომ დაწერდა და აქ რომ გადმოგქონდათ ლუზერი ქართველების გულის მოსაფხანად. ახლაც იგივე ხდება ზუსტად. ესეც გაივლის და შეგრცხვებათ!
nika
ყველა იტალიელი გულშემატკივარი თავის ვიდეოში გარსიას ლანძღავს, არაკომპეტენტურს ეძახიან, როგორ ბედავს ხვიჩას გაყვანასო და მაინცდამაინც ქართველი გულშემატკივარია ასეთი, სულ რომ უნდა გაგინოს და ძუძუები გლოცავდნენ? აქ არც გულშემატკივრობა იციან და არც არაფერი, ოღონდ თავი „ჭკვიანად“ წარმოაჩინონ და მეტი არაფეირ უნდათ
nk
არ ვიცი, სხვა თამაშს ვუყურე მგონი. ტიპმა 2-3 თუ მეტი საგოლე ისე შექმნა, როგორც არაფერი. დაედო 1-2 ასისტი, მერე ყველა სხვანაირად იკაჭკაჭებდა ? აშკარად მწვრთნელის დავალებულ საქმეს ასრულებდა, მთელი კონცენტრაცია ოსიმენის მოამარაგებაზე . . რომლებმაც ისეთები ანიავა რავიცი.
zaza
მაინც იმ აზრზე ვარ, მაგანაც და დავითაშვილმაც იჩქარეს ცოლის მოყვანა..)
ჯანსაღი კრიტიკა სასარგებლოა
წუხანდელი შეხვედრის პირველ ტაიმს ვუყურე მხოლოდ,ხვიჩას თამაში არ მომეწონა,მაგრამ ეგ ყველაზე ნაკლებად საგანგაშოა.იმხელა კლასი ნამდვილად აქვს,რომ ამოქაჩოს,გამოასწოროს,დახვეწოს.მაგრამ,ეს ზნე-ხასიათის უეცარი ცვლილება-გაუარესება,თავკერძობა და ფხუკიანობა ყოვლად წარმოუდგენელი და დამაზიანებელია პირადად მისთვის.გასაგებია,რომ ჯერ 22 წლის ბიჭია და ცხოვრების გამოცდილება აკლია,მაგრამ ვის უბაკუნებს ფეხებს,მწრთვნელს თუ კლუბის მფლობელს?!არ მოგწონს რამე?გყავს აგენტი (ფრიად ოდიოზური ანტურაჟისა და იმიჯის) და გიშოვოს უკეთესი კლუბი და კონტრაქტი,მიდგეს,მოდგეს,შეაწუხოს ხალხი... ზედიზედ მეორე თამაშია შეცვლის გამო წარმოდგენებს აწყობს და ეგ არაფრის მომცემია,უპირველესად თვითონ ხვიჩასთვის.25 კაციანი განაცხადიდან სხვასაც უნდა მიეცეს სათამაშო დრო და როცა წინა სეზონის უპირველესი ოფცია იყავი და ვეღარ თამაშობ,ნუ გიკვირს ძმაო.66 წუთი ერთ თამაშში არაა პატარა დრო,რომ გამოასწორო საკუთარი თამაში თუ ვერ იყენებ შანსს,ჯდები სკამზე.მორჩა და გათავდა!
David
მაღალანაზღაურებად კონტრაქტზე დარდი შეიწირავს ძვირფას წლებს, ლაურენტისს კონტრაქტი არ ავალდებულებს მეტის გადახდას და ჯუღელმა ხომ გამოუცხო მმმაგარი კონტრაქტი. ახლა თუ ასე გაგრძელდა მისი ფასი დაიწყებს კლებას და იქნებ მერე ვინმე ოპტიმისტმა იყიდოს. ისე რეალთან წესით უნდა მოინდომოს თუ ოდნავ ჭკუა აქვს და ანახოს რომ ძველებურად თამაში შეუძლია და წუწურაქობის გამო არ თამაშობს თუ რა თქმა უნდა სათადარიგო არ იქნება
ასეა ეს
კვარადონაც შეიფერა, არა არ ვარო არ უთქვამს, არადა კვარადონა მარადონამდე ისეა დაცილებული როგორც მთვარე მარსიდან. ამზეა ნათქვამი თავბრუდახვევა წარმატებისგან. ივარჯიშე, კონცენტრირდი, მოინდომე და თუ შეგიძლია გამოგივა კიდეც. აბა შენ იცი.
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
ესეც მე ვარ? აჩრდილია ხვიჩასი-მეთქი და დამკორტნეს გუშინ ყორნებმა. ვითომ ჩემზე მეტად უყვართ კვარა.
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ