საჩოგბურთო სამყარო ამერიკის ღია პირველობის მოლოდინშია

საჩოგბურთო სამყარო ამერიკის ღია პირველობის მოლოდინშია, თუმცა მანამდე მამაკაც ჩოგბურთელებს ორი დიდი ტურნირი აქვთ სათამაშო - ორი კვირის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით ტორონტოსა და ცინცინატის მასტერსები გაიმართება და სწორედ ამ შეჯიბრებების შემდეგ გაირკვევა ფავორიტთა მზადყოფნა "დიდი სლემის" მეოთხე ტურნირისთვის.

რეიტინგის ლიდერებს უიმბლდონიდან მოყოლებული ხანგრძლივი შესვენება გამოუვიდათ. რა თქმა უნდა, ევროპულ კორტებზე ბატონობის შემდეგ, ტორონტოში მთავარ ფავორიტად რაფაელ ნადალს ასახელებენ, რომელსაც ახლა ბრწყინვალე სერია აქვს - როლან გაროსისა და უიმბლდონის მოგების გარდა, მან აქამდე ჩატარებულ ზედიზედ სამ მასტერსზე იმარჯვა.

ნადალს ტორონტოში სატურნირო ბადის მხრივ გაუმართლა - ფინალამდე გზას რთულს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ესპანელს არც იოლი გასეირნება ექნება. მის მეოთხედში მაღალი განთესვის ნომრები ენდი როდიკსა და მარინ ჩილიჩს აქვთ. სხვათა შორის, ნადალს მათთან ბოლო შეხვედრები წაგებული აქვს, თანაც ჰარდის საფარზე, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამერიკელსაც და ხორვატსაც ზაფხულიდან მოყოლებული სერიოზული ჩავარდნა აქვთ, თანაც ესპანელს ამ ორიდან მხოლოდ ერთ-ერთთან მოუწევს შეხვედრა.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ყველაზე მეტ საფრთხეს ამერიკელი სემ კუერისგან უნდა ელოდოს, რომელმაც ერთი კვირის წინ, ლოს ანჯელესის ფინალში ენდი მიურეი დაამარცხა. 22 წლის კუერი ბრწყინვალე სეზონს ატარებს - კალიფორნიაში გამარჯვება მისთვის მეოთხეა ამ სეზონში, თანამ მან ტიტულები ყველა საფარზე მოიპოვა. წინა სამ შემთხვევაში მას ნადალთან არ უთამაშია, მაგრამ თუ ესპანელს ნახევარფინალამდე მისვლა გაუჭირდა, ეს შეიძლება სწორედ კუერის ბრალი იყოს.

ბადის მეორე მეოთხედში კანადური მასტერსის მოქმედ ჩემპიონ ენდი მიურეის ვხედავთ. აქ ძალიან რთული ბრძოლაა მოსალოდნელი, ცენტრალური მატჩი კი გუშინ უნდა გამართულიყო - ესპანელი დავიდ ფერერი არგენტინელ დავიდ ნალბანდიანს ხვდებოდა, რომელმაც წინა კვირას ვაშინგტონის ტურნირი მოიგო. ასევე დაძაბული შეხვედრაა მოსალოდნელი გაელ მონფილსსა და ფერნანდო გონსალესს შორის, თუმცა ჩილელი წელს ვეღარ ბრწყინავს და სახიფათო მოთამაშეებს შორის მხოლოდ ძველი დამსახურებების გამო შეჰყავთ.

და, რა თქმა უნდა, მიურეის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იქნება მსოფლიოს რეიტინგის მეხუთე ნომერი რობინ სიოდერლინგი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბაშტადძში საშინაო ტურნირის ფინალში ნიკოლას ალმაგროსთან წააგო. შვედმა ამ სეზონში მხოლოდ ერთი ტურნირი მოიგო და თანაც დიდი ხნის წინ (თებერვალში როტერდამში), თუმცა სეზონს სტაბილურად ატარებს და ამის დამადასტურებელია კარიერაში ყველაზე მაღალი სარეიტინგო პოზიცია. ასე რომ, ბრიტანელს შარშანდელი ტიტულის დაცვა გაუჭირდება. მიურეის ამ მომენტისთვის მწვრთნელი არ ჰყავს და ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ წელს არც ერთი ტურნირი არ მოუგია. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სიოდერლინგმა ტორონტოს შემდეგ ენდის რეიტინგში გადაასწროს - მათ შორის ქულათა სხვაობა 500-ს უდრის. რობინს შარშან კანადაში არ უთამაშია და სარეიტინგო ქულების დაცვა არ უწევს, მიურეის კი 1000 ქულა აქვს დასაცავი.

როჯერ ფედერერმა, რომელიც 2003 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად ჩამოქვეითდა რეიტინგის მესამე საფეხურზე, "დიდი სლემის" ზედიზედ ორი ტურნირის მეოთხედფინალი წააგო და უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ შვეიცარიელის კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. პრაქტიკულად შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როდის მოიგებს მორიგ ტიტულს შვეიცარიელი ჩოგბურთელი. თუმცა სატურნირო ბადე ყველანაირად ხელს უწყობს როჯერს. მეოთხედფინალამდე ყველაზე სახიფათო მეტოქეებად ფრანგი მიკაელ ლოდრა და ესპანელი ნიკოლას ალმაგრო უნდა მივიჩნიოთ. მეოთხედფინალში კი ფედერერს სავარაუდოდ, ტომაშ ბერდიხი უნდა შეხვდეს, რომელთანაც შვეიცარიელს ბოლო ორი მატჩი აქვს წაგებული.

ბადის ბოლო მეოთხედი ყველაზე სუსტია. ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც ცოტა ხნის სერბეთის ნაკრები დევისის თასის ნახევარფინალში გაიყვანა, ჯერ ვერ მოაგვარა სათამაშო პრობლემები, რომელიც სეზონის დასაწყისიდან აწუხებს. შეიძლება პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჯოკოვიჩს მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი (!) მატჩი აქვს მოგებული ATP-ის საუკეთესო ოცეულის მოთამაშესთან, თანაც ეს გამარჯვება მან დევისის თასზე მარინ ჩილიჩის წინააღმდეგ მოიპოვა. ნიკოლაი დავიდენკო ბოლო თვეებია ორ წრეზე შორს ვერ გადის, ფერნანდო ვერდასკოს კი ოთხი თვის წინ, რომში ჰქონდა ღირსეული შედეგი... ასე რომ, აქ რთულია იმის წინასწარმეტყველება, ვინ გაუწევს კონკურენციას ჯოკოვიჩს.

საერთოდ კი, თუ ნადალი გრუნტზე და ბალახზე ნაჩვენები სპორტული ფორმის თუნდაც 80 პროცენტს გამოამჟღავნებს, მაშინ მისთვის კონკურენციის გაწევა არავის გამოუვა. რაფას ტორონტოს ნელი ჰარდიც შეუწყობს ხელს.

ლელო

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...