მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონმა ფულვიო კოლოვატიმ ამ სეზონში "ნაპოლის" წარუმატებელ სტარტზე Televomero-სთან ინტერვიუში ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შეცვლებისას უკმაყოფილების გამოხატვის გამო გააკრიტიკა:

"რუდი გარსიას ჩემპიონატზე კარგი დასაწყისი არ გამოუვიდა. სიტუაციას ზოგიერთი ფეხბურთელის ნერვული მდგომარეობა ართულებს. როდესაც ორი თვის წინ "ნაპოლის" ახალი მწვრთნელის არჩევა მოუწია, გასაგები იყო, რომ ლუჩანო სპალეტის ნებისმიერი მემკვიდრე სირთულეებს გადააწყდებოდა. გასულ სეზონში სკუდეტო 16 ქულის უპირატესობით მოიგეს. ეს რაღაც ისტორიული და განუმეორებელი იყო.

"კვარას" და ოსიმენს იმის გამო, როგორც მოიქცნენ, 3-4 თამაშით სათადარიგოთა შორის დავტოვებდი. როგორ ბედავენ გარსიას არჩევანის განხილვას? მწვრთნელს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა, შემდეგ კი შეცდომის შემთხვევაში პასუხისმგებელი იქნება.

ანგისაც არაა ფორმაში, ხოლო ლობოტკა მოედანზე დადის. არის მოტივაციის პრობლემა და ზოგიერთ ფეხბურთელს ინდივიდუალობის გამოვლინება მართებს. მწვრთნელს თავისი ვალდებულებები გააჩნია, მაგრამ ისეთმა ელემენტებმა, როგორიც ოსიმენი და კვარაცხელია არიან, გადაცემათა კოლოფი უნდა გადართონ".

რრრ
ნეტა მართლა დასვამდნენ რა და რომ აღმოჩნდებიან აუტცაიდერებში მიხვდებიან რასაც წარმოადგენენ ამათ გარეშე.
fani
ქ-ნო ვანდა, თქვენ გვარად უფრო ნარა შეგეფერებათ ვიდრე ჯიქია. ამ შემთხვევაში ბევრი ფანი მოგეფერებათ და არა მხოლოდ მოგეფერებათ...
Davit
100000000000000%
ლუზერებს
რუსების დაწერილ სტატიებს რომ ეთანხმებოდით ცხვრებივით გახსოვთ? თუ არ გახსოვთ შემიძლია ლინკები ჩავაგდო და ამოიცნობთ თავებს. იიი სლუცკის ხელთათმანი ესროლა, იიი მსაჯს უსაყვედურა, მაგას დიდ გუნდში ვინ წაიყვანს და ეგეთებს რომ წერდნენ ხვიჩაზე და დარწმუნებით რომ თავებს უქნევდით ყველა სტატიას, რასაც რუსები დაწერდნენ. საკუთარი აზრი როცა არ გაგაჩნია ეგაა მერე, ყველაფერს იჯერებ.ახლა მაინც განვითარდით და ისწავლეთ ფეხბურთელის დაფასება. სადაც უსამართლობას შეამჩნევს, იქ რატო არ უნდა ამოიღოს ხმა, დებილია? დამშვიდდით, როგორადაც არ უნდა წაუვიდეს ხვიჩას საქმე, თქვენ არაფერში მოგთხოვთ დახმარებას. როგორმე მიხედავს თავს თვითონ.
ვანდას
ფეხბურთში ემოციებზე რამე გსმენიათ? ფეხბურთი აქამდე გინახავთ თუ მარტო ხვიჩას უკმაყოფილო სახე დაინახეთ შეცვლის დროს? რუბინში მსაჯს რომ სარკაზტულად ტაში დაუკრა , აქ ერთ ამბავში იყავით როგორ გაუბედაო და დიდ გუნდში არ წაიყვანენო :) ყველა ექსპერტი ხართ მოკლედ.

ურჩ ბავშვებს დავსჯიდიო :დ
სვანსკი
კოლოვატი რატომ ხარჯავ კოლოვატებს ლაქლაქში? დასვავთ სკამზე და გახდებიან მაჩანჩალები
ქართველი
მწვრთნელის საქმე მარტო სქემა არ არის გუნდის შეკვრაც უნდა შეეძლოს. დღეს რასაც უყურებ გუნდი არის მოშლილი
ემიგრანტი
გარსია კარგი მწვრთნელი რომ ყოფილიყო რონალდო არ გააგდებინებდა
გიორგი 50
მოგესალმებით, არ მინდა ამ ინსინუააციებს ავყვე... მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს ხვიჩას ვურჩიო, რომ გოჩასთან(ოსიმენთან) ძმაკაცური და უფრო ფამილარული ურთიერთობა დაამყაროს... დაპატიჟოს სამეგრელოში, გაასინჯოს განთქმული მეგრული სამზარეულო და ა.შ. მაგათ დაცილება არ იქნების... განსაკუთერებით ხვიჩასათვიის..
ალიოხა
თქვენ რომ რაიმე კომპანიისთვის მუშაობდეთ (ან იქნებ მუშაობთ) და თქვენი აქტიურობით და ნიჭით კომპანიას კარგი მოგება მოუტანოთ, როგორ ხასიათზე დადგებოდით თუ კომპანია ამას დაიკიდებდა და ხელფასს არ მოგიმატებდათ? იმუშავებდით იგივე ენთუზიაზმით?
გიორგი 50
მოგესალმებით, არ მინდა ამ ინსინუააციებს ავყვე... მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს ხვიჩას ვურჩიო, რომ გოჩასთან(ოსიმენთან) ძმაკაცური და უფრო ფამილარული ურთიერთობა დაამყაროს... დაპატიჟოს სამეგრელოში, გაასინჯოს განთქმული მეგრული სამზარეულო და ა.შ. მაგათ დაცილება არ იქნების... განსაკუთერებით ხვიჩასათვიის..
ადამიანი
ჭეშმარიტი პროფესიონალის კომენტარია !!! ქალბატონო ვანდა,საიდანღაც მახსოვს თქვენი სახელი იტალიურ ფეხბურთთან დაკავშირებით და ვერაფრით ვერ ვიხსენებ,რომელიმე გუნდს წვრთნიდით ?!
რეზი
მიიღებდი და ცხრილის ბოლო ადგილსაც მიიღებდი
:D :D
წადი რამე ისეთ სპორტს უყურე, ბურთს რო არ ხმარობენ :))) თორე ფეხბურთზე ლაპარაკისას, უხერხულში იგდებ თავს :))))))
ასეა ეს
ზოგიერთი ჭკუსკოლოფას აზრით თუ ცუდად ითამაშებს ხელფასს მოუმატებენ? პირიქით ხვიჩას სეზონის მეორე ნახევარიც ისეთ მაღალ დონეზე რომ ჩაეტარებინა როგორიც პირველი ახლა ორჯერ დიდი ხელფასი ექნებოდა.
დუდუ
სექტაა აბობოქრდააა.როგორ შეიძლება კვარას სათდარიგოთ დატოვება.ეს რა სთქვა ამ ცუდმა კოლოვატიმ.ეგ ხომ მსოფლიო ჩემპიონი 1982 წელს გახდა და მაშინ რა ფეხბურთი იყო))))))) მართლა საცოდავები ხართ.თქვენთვის ხო ფეხბურთი კვარას ნაპოლიში გადასვლის შემდეგ დაიწყო.
ვანდა ჯიქია
მართალია. ბავშვური, არაპროფესიონალური მიდგომა გამოავლინა ხვიჩამ. იმის მაგივრად დაიხვეწოს და მოედანზე თვალი და გონება მშვიდად გაახილოს, ნევროტულ უკმაყოფილებას მიეცა, ემოციებს მიყვება და მისი თამაშის ხარისხი უკვე დიდი ხანია მის სახელს ჩამორჩება. ის მაინც უთხრას ვინმემე, რომ ასეთი 'ქცევის' პატრონი არავის ენდომება სერიოზულ გუნდში.
კირკიტა
ოსიმენი და კვარა იტალიელები, რომ იყვნენ ფულვიო კოლოვატი ასე არ ილაპარაკებდა. შოვინიზმი და ფაშიზმი დედამიწაზე არ გამქრალა. ვინმეს, თუ ჰგონია ფაშისტურ გერმანიასთან ერთად გაქრა, ძალიან ცდება. ამიტომ უნდა ემსახურო ბოლომდე მხოლოდ შენს ქვეყანას. რომ არა ეს ორი ფეხბურთელი ,,ნაპოლი" ჩემპიონი ვერ გახდებოდა. ჩვენი ეროვნული დროშის ფრიალი ხვიჩასგან საქართველოს ნაკრებთან ერთად უფრო გამიხარდებოდა, ვიდრე ,,ნაპოლის" საჩემპიონო ზეიმზე, მითუმეტეს თუ ეს ახალგაზრდული ნაკრების მიერ ოლიმპიადის საგზურის მოპოვება იქნებოდა. ქართველი ერის სამწუხაროდ ეს ისტორიული შანსი დაიკარგა.
რერო
ეს ლობოტკა მართლა რას თამაშობს, სად გაქრა ის სისხარტე ვერ ვხვდები. არაა კლასი და არც ყოფილა, შარშან მართლა გაუმართლა და თავის თავს გადაახტა. წელს ისაა რაც იყო დემეს დუბლიორი! კვარა ერთი ეგაა გოლებს ვერ იტანს დანარჩენი მოედანზე საუკეტესოა მათ შორის. არ უმართლებთ კვარას და ოსიმენს და გაიყინა გუნდიც!
ბუჯანგა
ფულვიო შენ ხომ კვარა გიყვარდა..თუ მწვრთნელის უფლებაა როდის და ვის შეცვლის ფეხბურთელსაც აქვს უფლება თავისი პროტესტი ..უკმაყოფილება გამოხატოს...ეგ პროტესტი პირველ რიგში საკუთატ თავს და გუნდს ეკუთვნის..მათ შორის მწვრთნელსაც...მაგარამ კვარას ან ოსის არ მოუწოდებია არავისთვის გარსია გადავაყენოთ ამის გამოო...სათადარიგოზე არა კარცერში ჩავსვათ კიდევ....
ქომაგი
შარშან გუნდი იყო დალაგებული , დაქოქილი და შედეგზე ორიენტირებული. დადეს შედეგი, მაგრამ წუწურაქმა დე ლაურენტისმა იგივე ხელფაები დაუტოვა ჩემპიონებს. ასე, რომ ფეხბურთელებს უნდა მოტივაცია და შესაბამისი ხელფასიიი. ჩემპიონს არ შეიძლება მაჩანცალა გუნდის დონის ხელფასები ქონდეს, აი აქააა ძაღლის თავი დამარხული.
gpi
ვეთანხმები დონ ფულვიოს მიუხედავად იმისა , რომ გარსიას არ ვეთანხმები .
k
კვარაცხელისათვისაც ეგრე აჯობებს. ჭკუას ისწავლის და ენას დაიმოკლებს. გუნდში მწვრთნელი უნდა იყოს ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები, შემადგენლობის, ტაქტიკის, შეცვლების და ა.შ. კუთხით. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და უნდა დაემორჩილოს მას. სხვა შემთხვევაში გუნდი ვერასდროს დალაგდება და ვერც წარმატებას მიაღწევს. თუ გუნდი მაინც ცუდად ითამაშებს, გაუშვებენ მწვრთნელს. თავში ავარდნით და ხელების ქნევით კვარაცხელია ვერ გახდება დიდი ფეხბურთელი, შეექმნება ტოქსიკური იმიჯი და არავის ენდომება მისი ყიდვა. ჯობია ახლავე ისწავლოს ჭკუა, სანამ გვიან არაა
თენგო
ჰო საკადრისი ანაზღაურება არ მიცეთ პროტესტი არ გამოთქვას გოლები გაგიტანოთ და შოუ დაგიდგათ? კვარა და საქართველო მონობას ვერ შეეგუება
cheroeli
ხვიჩას ფულზე არაა ორიენტირებული,მაგრამ უბრალოდ შეურაცმყოფელია გუნდში თითქმის ყველაზე მცირე ხელფასი რომ აქვს.გარსია არაფერ შუაშია, პრეპარატი სჯის ხვიჩას,სპალეტი ხომ გააგდო,ახლა ლიდერების მოდრეკა უნდა,უბრალოდ ამას მწვრთნელის ხელით აკეთებს.
ზიზი
ელემენტი შენ ხარ.
:D :D
აუუფ რა დაიმუქრაა. ზამენაზე კი დატოვებ კვარას და ოსიმენს და მერე რას იზამს გუნდი, 2 საუკეთესო ფორვარდის მოშორების მერე, 3-4 თამაში იმიტო წააგებინოს მწვრთნელმა გუნდს რუ ჭუჭუს დატოლება დაუწყოს ფეხბურთელების ემოციებს? :D :D :D შეიცვალა ფეხბურთი 1982 წლის მერე კოლოვატი, არ არის ეგრე ადვილი სისულელეების კეთება, გააგდებენ მწვრთნელს გუნდიდან :)))
უტა
რატომ მხოლოდ 3-4 თამაში? 20-25 მატჩი არ უნდა ათამაშო - შენ და გარსიამ ითამაშეთ. ჰო, ლობოტკას ნაცვლად ლაურენტესი დაიმატეთ.
გიო
"ისეთმა ელემენტებმა, როგორიც ოსიმენი და კვარაცხელია არიან, გადაცემათა კოლოფი უნდა გადართონ" - ფულვიო კოლოვატი. ოსიმენი და კვარაცხელია არიან ელემენტები? ერთი იტალიის საუკეთესო ბომბარდირია, მეორე იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი. ოეეე, გაიღვიძეთ, მონები და კოლონიები აღარ არსებობენ
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
გარსიამ მადრიდში ჩააკითხა - კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა
"ნაპოლიდან" დათხოვნილ რუდი გარსიას სამწვრთნელო საქმიანობის სანაკრებო დონეზე გაგრძელების ვარიანტი გამოუჩნდა
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"ამ სიახლემ შოკში ჩამაგდო" - რუდი გარსია
"როდესაც "კვარას" ვცვლიდი და უკმაყოფილებას გამოხატავდა, არავინ მიცავდა, დე ლაურენტისი? ფეხბურთის საერთოდ არაფერი ესმის" - გარსიამ "პარტენოპეიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?