სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზე“ 4:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი საუკეთესოდ გაისარჯა.

მიუხედავად მატჩისწინა სკანდალისა, ოსიმენი ნეაპოლური გუნდის სასტარტოში ვიხილეთ. მასპინძლებმა შეუტიეს. ზელინსკიმ ახლო მანძილიდან ააცილა კარს. კვარაცხელიას დარტყმულიც არაზუსტი იყო. შემდეგ ხვიჩა საჯარიმოში წააქციეს, მან ზიდიზედ მეორე შეხვედრაში მოიპოვა პენალტი და ზელინსკიმ გაიტანა. „ნაპოლიმ“ დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა და ალბათ, მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში აჩვენა. ისევ გაიჭრა კვარაცხელია, დაარტყა და მეკარე სილვესტრიმ არ დაანება გატანა. მერე „კვარამ“ მარიო რუი პირისპირ შეჰყარა სილვესტრის, თუმცა პორტუგალიელმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, გატანის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა ოსიმენმა და ანგარიში გაზარდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა. „კვარამ“ ლამაზი ფინტებით დაგვამახსოვრა თავი, მერე ბურთი ორჯერ გაარტყა ძელს, მეურვეს ყვითელი ბარათი მიაღებინა, ხოლო 74-ე წუთზე მცველს ბურთი მოჰპარა, სილვესტრის გასცდა და 16 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა. 81-ე წუთზე სამარჯიჩმა საოცარი დრიბლინგი განახორციელა და სხვაობა შეამცირა. ცოტა ხანში კი ხვიჩა ფლანგზე გაიჭრა და სიმეონეს საგოლე პასი გაუკეთა. ქართველი 83-ე წუთზე შეცვალეს, გარსია გადაეხვია, ტიფოზებმა კი აპლოდისმენტებით გააცილეს.

„ნაპოლი“ 11 ქულით მეხუთე ადგილზეა და 30 სექტემბერს გასვლაზე „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - უდინეზე 4:1

გოლები: 1:0 ზელინსკი (19, პენ), 2:0 ოსიმენი (39), 3:0 კვარაცხელია (74), 3:1 სამარჯიჩი (81), 4:1 სიმეონე (82)

წნევა
შენ ისე გესმის ფეხბურთი,როგორც მე ბირთვული ფიზიკა!
მდაააა
ლეჩე არა საბურთალო ...
GZP. -s
თვალის ექიმი გჭირდება, მიდი სასწრაფოდ
gzp
ფაქტია ძლიერ გუნდებთან უჭირს თამაში. ბოლო ბოლო ვისთან გაილაღა დინეზესთან, სუსტი და ბოლოადგილოსანია. რას იზამს ინტერთან და მილანთან ? რაც შარშან ქნა :)) საე რომ ნუ იჩქარებთ ჩარტერულ რეისებს :))
აუუუ აუუუ
კვარა ძლიერი ფეხბურთელი არის და მისი სიძლიერე იტალიაში ან ევროპაში არაფერში გვარგია...ნაკრებში უნდა დაამტკიცოს თავის სიძლიერე და უნდა დაემტკიცებინა ახალგაზრდულ ნაკრებშიც.თუ ნაკრებს არ გამოადგება და ზურგს აქცევს რაში უნდა გვაინტერესებდეს რას აკეთებს სადაც არის.ეგეთი ფეხბურთელები ნაკრებში თავს დებენ და ეს ადამიანი კი ზურგს უკან დგას საქართველოს ნაკრებში.
123
რა სისულეებს ბოდიალობთ რა თარსი რის თარსი ნუთუ გჯერათ ეგეთი სისულელეების?
გიო
ფაქტია რომ კვარაზე დიდი ფეხბურთი დამოუკიდებელ საქართველოში არავის უთამაშია კალაძე მაინც მცველია და არ ჩანს ისე გუნდური თამაში ვერ ვისწავლეთ ჩვენი ნაკრები 15 წელია ჟოპა სტენკას თამაშობს ძველი ქინქლაძის თაობა კიდევ რაღაცას თამაშობდა
დავით 67
კარგით რა!-ს! თამაშს უყურე მაინც? გეტყობა რეალის ქომაგი ხარ? ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ ხვიჩა თავს არ დაზოგავს რეალთან. ამაში დარწმუნებული ვარ. ისე ძალიან გამიხარდება, შენგან განსხვავებით, რეალის დაჩოქება, რაც ატლეტიკომ გაუკეთა ამ რამდენიმე დღის უკან
დავით 67
ტყუილებს რატომ წერ? ზუსტად ბერძენიშვილმა თქვა რომ ყველანი პროფესიებში დელიტანტები ვართო, მარტო კვარაცხელია არისო ყველაზე მაგარი. ეს არის მისი სიტყვები. ისე ყველა გაუნათლებელს რატომ არ მოსწონთ განათლებული ხალხი ვერ გამიგია, ამ შემთხვევაში შენ არ გგულისმობ.რადგან არ გიცნობ
ბაკარია
კვარა კვარაა, მაგრამ მისი წარმატება რატომ უნდა შურდეს, მითუმიტეს მისი ბაბუისტოლა ლ ბერძენიშვილს? რომელიღაც ცოცხტვ-ზე ვნახე მისი ჩლიფინი ხვიჩას კრუტიკით! უფრო ის მიკვირს, დედა, მამა, ძმა, ცოლი შვილი რამ შეაძულა ასე, რომ ხალხს ასეთ სისულელეებს ასმენინებს!
გიორგი-ს
რამდენი ხართ ეს სანაიას მიმდევრები
Geo
ისე მიდის საქმე სერია A-ში, ლეჩემ არ მოიგოს სკუდეტო…
ლუზერ ს
შენ ის ხარ ალბათ, უცხოელები რომ წერდნენ კვარაზე ფენომენიაო და ქართველი რომ შეუვარდა და თქვენ რაიცით მე ვიცი არაფერი ფეხბურთელი ეგ არააო. იმედია მაგ ჭაოიბში იბუყბუყებთ სულ და მანდ დარჩებით მთელი უბადრუკი ცხოვრება. ბედნიერ წუთებს მაინც ვერ ჩაგვაშხამებთ.
გიორგი
ერთი ქართველთ მოძულეა, სხვაგანაც შევნიშნე ზუსტად ესევე დაძვრება, ოსი უნდა იყოს. უტიფრად შავზე თეთრზე შავს ამბობს, კურკლად როგორ უნდა ჩააგდო.
გიორგი
ნაგლი ფრაერ ხუჟე ტანკა, შენზეა გამოჭრილი. ბრიყვულად თეთრზე შავს ამბობ, კაცმა სერიოზულად როგორ უნდა ჩაგაგდოს)))
მამუკა
ყარხართ ბოღმიანი ხელმოცარულები, ძაან მაგრად ყარხართ. ))))))))))))))))))))))
ალექს
ყარსის ციხეს და ცხუმს ხაბე აიღებს, კრემლს მიშა, კვარამ კარი უნდა აიღოს, ეს ავალია! იმ ვიღაც ჯიჯიჩია, თუ სამარაჯვიჩი პეტო გაუვარდა და ცხოვრებაში ერთხელ გაიტანა, კვარას კი ხალასი შედევრებია, არცერთი მეორეს არ გავს, სულაც არ არის სწორხაზოვანი ნაცბაიყუშებსავით , ხაბე რომაა!
გლახუნა
,,კრაიდან,, არაა(?!), არ არის გასკვირი...სზვას ვერაფერს,თუ არაფერს ხედავ(?!),იტალიელი ფეხბურთის ქომაგები- სპეციალიაყები კარგად ხედავენ და არა მარტო ისინი.
ჯონი
დედიკოს მოკითხვა
გლახუნა
,,კრაიდან,, არაა(?!), არ არის გასკვირი...სზვას ვერაფერს,თუ არაფრეს ხედავ(?!)
გლახუნა
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და -შედეგი! მისი ბრძოლა,ინდივიდუალიზმით გაიტანა გოლიც, ბრძოლის გარეშე ვერაფერს მოიპოვებ, ვერაფერს შეინაჩუნებ...არ არსებობ. იგივე შემართება- ბრძოლა რეალთან.
ID
ან მანიაკი ხარ ამ მაზოხისტი და უბრალოდ იმაზე კაიფობ შენზე რასაც მაგ აბდაუბდის წამკითხავი იფიქრებს...
კარგით რაა-ს
მართლა კარგით რა. თუ კრიტიკა გინდა აგერ გეტყვი რაშია საქმე. უდინეზეს გოლი ხო ნახე,ეს არის რომელიღაცა ბალკანეთის გუნდის მცველი(დაგუგვლა მეზარება) ხოდა ჩამოვა რომელიღაცა მონტენეგრო ან სერბეთი და გაივლის ასე ჩვენს დაცვასაც სადაც თამაშობს ერთ დროს დ დივიზიონის ლომი კაშია,რომელიც კარგი იყო რომელიღაც ყაზახ ბიმბირბათოვებთან,მაგრამ ვერ ქაჩავს ჰალანდის და მორატას წინააღმდეგ, მერე ამბობთ კვარა და ჟორჟი რატო ვერ იგებენ თამაშებს.ესაა კრიტიკა. კვარა კიდე ბევრჯერ გაიტანს და დარწმუნებული არა ვარ,მაგრამ იმედია შენც გაგიხარდება
თემური
კვარამ რა შეფასებებიც მიიღო ასეთებს იშვიათად ღებულობენ გინდ ძლიერი იყოს მოწინააღმდეგე გინდ სუსტი. ცხადია ეს გოლი კვარას მოუხსნის დაძაბულობას და ვნახოთ შემდეგ თამაშებში როგორი იქნება… ცხადია ყველა ელოდება რეალთან თამაშს. წარმატებები კვარას!
ამაშია საქმე
ყველაფერი თავად ხვიჩაზეა დამოკიდებული.ვარჯიშს მოუმატებს შედეგიც იქნება.საცოდაობა იქნება ასეთი ბუნებრივი მონაცემების და ნიჭის პატრონმა მაქსიმალურად არ გაიბრწყინოს.კარგია რომ გაბრაზებულია და თვითკმაყოფილი არ არის.
ვაჟა მასწ.
გილოცავთ "6 თვიანი ჯადოს" მოხსნას და ჩვენი კვარას "დაბრუნებას" ფეხბურთის ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს. რაც შეეხება ამ საიტზე "მოღვაწე" ანტი-კვარ-ებს ვურჩევ კვარას მიერ მათზე გუშინ საღამოს განხორციელებული სექსუალური ძალადობის შედეგების პრევენციაში დახმარებისათვის მიმართონ უფლებადამცველებს, მაგალითად ქალბატონ ბაია პატარაიას.
გუბერნია ს-s
სხვათა შორის, შენ ვის პოსტზეც კომენტარი გააკეთე, იმ ადამიანს (ნაღდად მჯერა) უხარია და გულით სურს ხვიჩას წარმატება. უბრალოდ, ხანდახან შაყირობს/კაიფობს ხოლმე და გვართან დაკავშირებით ღადაობაც აქედან მოდის
სიმართლე
აშკარად სამკურნალო ხარ!
კახა
კარგით რააა!!! -ს ლევანი ხარ ბიჭო, ბერძენიშვილი???
უცოდინრებს
ფეხბურთს არ უყურო, სვარკას უყურე შენთვის ასე ჯობია, იქნებ კურდღელი დიჭირო და ბინდი გადაგეკრას თვალზე მაინც ტყუილად გაქვს, ")
კოტე
მართლა რა ბოღმა აღრჩობს ამ ხალხს. კარგად კიარა ბრწყინვალედ ითამაშა ამ ბიჭმა და რატომ ანთხევთ ამდენ ბოღმას, გაიხარეთ სხვებთან ერთად თქვენც
ხათუნა
რაც მთავარია თარსი გატყდა.ასეთი ცეცხლი ხვიჩა გვინდა. ხვიჩა თუ " ხოდზეა" გუნდიც თამაშობს. ვინც ხვიჩას თარსი თვალით შეხედოთ, ხუთმაგად მოგიბრუნდეთ
zaza
kvarastan rame griznia gaqvs?an bogmiani adamani xar!
ხათუნა
ბოდავ რაღაცეებს, ეტყობა ერთობი ან მახინჯი ტვინი გაქვს. ჯღაბნე ჯღაბნე, არაა პრობლემა
რაბუ
გავიგე გავიგე ღვინის ფესტივალი რომ არის და წავალ ხელსახოცი კრიალათი. რა ამბავია ამდენი რეკლამა
Კახა
აშკარად არ გვაქვს რეალობის ,,აღთქმა".
აკო
კი ნამდვილად საცოდავები არიან. წარმომიდგენია გუშინდელი თამაშის შემდეგ რა დღეში იქნებიან. ალბათ მთელი ღამე კოშმარებს ხედავდნენ.
კარგით რაა-ს
რა გიკვირს სხვა შესაძლებლობა ამათ არა აქვთ,წერონ მაინც აქ.სიმდიდრეზე ოცნებობენ მაგრამ ვერ ეღირსებიან..ესენი ყოველთვის ჩვენთვის იმუშავებენ რომ იარსებონ..
ვაი შენს პატრონს
საიდან მოდის ესეთი ბოღმა ვერ ვხვდები. ღამე როგორ გძინავს წადი ფსიქოლოგს ეჩვენე.
khvicha
ყოჩაღ კვარა
დემნა
კი კარგი იყო, გოლიც და ა.შ. და ეხლა ხო შეიძლება ცოტა დაოკდეთ, სხვა ბიჭებზე და კლუბებზე ვისაუბროთ, სხვა სახეობებიც მიმოვიხილოთ.
aburjga
შეფასებები რომ დაუწერეს სპორტულმა მედიამ, 9 ქულა და მეტი ეს რაღა იყო, რა თოფი ჰქონდა იმ "ყარაულს" ასე რომ დააშინა ეს ჟურნალისტები - 9,5 9,3, 9,2 , გვითხარი რაშია საქმე?
რაბუ
9.6 ჰქონდა შეფასება ბიჭს და ეს რა კომენტარს წერს :დ წადი ძმაო ჟოკეის უყურე
ირაკლი
ჯიგარო, კოლაჟის ნაცვლად თამაშს რომ უყურო და მერე იმსჯელო, ვერა?
რაო?)))
საიდან ასეთი ბოღმა? ალბათ დიდი სტრესის შედეგია.სამწუხაროა
მამუკა
ჩადჟმული ვინცაა, სოროდან გამომძვრალ ბოღმიან ხელმოცარულებს უკვე გეტყობათ. )))) სუნი აგდით. )))))))))))))
კარგით რააა!!!
ასე ხბოს აღტაცებით,რომ წერთ ქება- დიდების კომენტებს, თითქოსდა ყარსის ციხე აეღოს ამ ბიჭს რეალობის აღთქმა საერთოდ არ გაქვთ თუ დაკარგეთ,ჯერ ერთი-ჩაიხედეთ ცხრილში და ნახეთ ვისთან გაიბრწყინა,მეორე-უკვე იმდენი თამაშია არ გაეტანა როდესღაც გაიტანდა აბა რაა?. თანდართული ვიდეო მაინც ნახეთ-68 წუთზე გაარტყა ძელს,ფლანგიდან ფეხზე რომ დაასვეს, მანამდე კოლაჟში მისი თამაში საერთოდ ვერ მოხვდა მას შემდეგ რაც თამაში უკვე გაკეთებული იყო და შეცვლები განხორციელებული, მხოლოდ მაშინ გაიხსნა,მანამდე კარში არ დაურტყავს და დასანახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია,თუ არა და ნახეთ ვიდეოო. ერთად- ერთი რაც იცის და მცველებმაც ზედმიწერით იციან- კრაიდან ცენტრისკენ შესვლაა და კარში დარტყმაა,რისი საშუალება გუშინ ერთხელ მიცეს მეტოქის დაბალი დონის მცველებმა,მაგრამ ყარაულის თოფივით გასროლა არ გამოუვიდა-ხარიხას მოხვდა. კურიოზულ გოლზე კი რა ვთქვა-მცველები ასე არ თამაშობენ....პენალტი კი როგორ დანიშნეს??...ბურთიანად ზურგით კარისკენ საჯარიმოდან გამოქონდა ბურთი...შეიძლება ფეხში მოხვდა..ასეთ პერალს 10-დან 8-შემთხვევაში არ დადებს ვარიც კიი..ასე რომ მინიმუმ რეალთან თამაშს რომ დაელოდოთ არაა??. მერე წერეთ სადღეგრძელოები რამდენიც გინდათ.... აბა გოლი ის იყო სამარჯიჩმა რომ გაიტანა........
ვანდა ჯიქია
გამოფანატებულ ხალხში სიხარულიც ბოღმას აფრქვევინებს ჩვენ გულშემატკივარს :( რა გჭირთ? რა სულ ნიშნის მოგებით გიხარიათ და ილანძღებით აქ?
გუბერნია ს
კვარაცხელოვი აღარაა? ასე მალე? როგორ მიყვარს ხოლმე ამ ჰეითერებს ფისოებივით რომ ააკრუტუნებს ფარისევლური სიხარულით
აი, ეგრე!!!
…ძელის მომენტში ყველას და ყველაფერს გაეცა პასუხი…..მიდი ხვიჩა, გამოუშვი ეგ ენერგია, ემოცია, სულისკვეთება, ჟინი…რასაც წინ ვეღარაფერი დაუდგება!!! ასახელე ოჯახი, ადიდე საქართველო!
zurabi
გატყდა ნავსი ...ისე ეტყობა ნაპოლიში არაა ის სტანდარტი როცა ჩოლოვიჩს ბურთი გაატანინა ხვიჩამ მასათან არ მიირბინა მადლობისთვის .
შოთა
ის 5 ადამიანი რა საცოდავია, ყველა კომენტარს დისლაიქს რომ უწერს :D:D:D
შოთა
ღმერთო როგორ ველოდებოდი ამ დღეს. ხვიჩასთან ერთად მეც ამოვისუნთქე)) გენაცვალეთ ყველას ვისაც ქართველის წარმატება გიხარიათ!
ირაკლი ქუთაისელი
ცოტა მოვფერიანდი მარა ეს ლომივით ბრდღვინვა ნაკრებში თუ იქნება მაშინ მთლად უკეთესია. აბა ნაპოლის მოგცბა მაინდამაინც ვერ მახარებს.
რუსთავი
არის! გილოცავთ. აშკარად ხანგრძლივი საუბარი ქონდათ გუნდში და იმედია ყველაფერი მოგვარდა ოსიმენის სახესეც შეიმჩნეოდა გოლის შემდეგ როგორ უყურებდა გარსიას.
სხვა
ბრავო ხვიჩას, მაგარი იყო, ეხლა ლარიც გამყარდება :-D
roma
ეს დღე ისედაც ყველა ქართველის მეხსიერებაშია ჩაბეჭდილი. სოხუმის დაცემის დღე. მალე დაგვებრუნებინოს...
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
აი,ესე, როგორ ველოდი!ყოველთვის და ყველგან,ნამდვილი გულშემატკივრები შენთან ვართ კვარა!სქან გურს ქგგუალე
neapol
აბა უფრო აქტიურად წერეთ სხვა საშუალება მაინც არ გაქვთ რომ ნახოთ თუ რა ხდებოდადა თამაშზე,რა ემოციაა..დროს ხარჯავთ უაზრობაში ნაცვლად იმისა რომ იმუშაოთ..შორიდან შენატრით სიმდიდრეს.
100%
სექტა ხართო, ვისაც ხვიჩა გვიყვარს. სექტანტი ვარ. სხვისი სექტანტიც ვიქნები, ვინც ესე ითამაშებს.
G.LA
ასეთ დაუფასებლობას მარტო ნაპოლიში ვხედავ. საგოლე პასის შემდეგ ყველა გუნდში ყველანი მეპასეს მადლობას უხდიან, ნაპოლიში ხვიჩას ვეღარ ხედავენ საგოლე პასის შემდეგ ხშირ შემთხვევაში ასეა.
ზუროსული
იტალიაში რას გააკეთებს ან ევროპაში და ფასი რომ მოემატოს კარგია ქართველის წარმატება მაგარმ უცხოეთში წარმატება ჩვენ რაში გამოგვადგა არაფერში ხომ.
ჯუჯი
ხვიჩა ხომ ხვიჩაა,მაგრამ სამარჯიჩის გოლიც შედევრი იყო. და ხვიჩა თუ უკეთესს არ გაიტანს წლის საუკეთესო გოლზე ექნება პრეტენზია.
კიეზა
მსოფლიო ვარსკვლავია კვარა..ამ ბიჭზე აუგს ვისაც წამოცდება..მას უბრალოდ საქართველო და ქართველი არ უყვარს..საოცარი ტექნიკა და პასის კულტურა აქვს..ეს სეზონი და გაისად რეალში..წარმატებები ჩვენს არწივს.ნაკრებს და საქართველოს.
დავით 67
ეხლა რეალურად რეალთან ველი მის გოლს ( გოლებს).აბა შენ იცი ხვიჩა. ამ გასტრალიორების( სულ 2 ესპანელი ჰყავთ) გუნდი უნდა უნდა წამოვიკიდოთ.
Ras Merchodi Jonjolia?.
ჩაი# ვა ღუბერნიამ.
Skeleton
მარტო მე არ ვიყავი ჩაციკლული გოლებზე და არ ვუთვლიდი დღეებს, თვეებს. ეს ყიჟინი გოლის მერე მალე ჩაცხრება და გასახსენებლად ის ულამაზესი მომენტები დარჩება, რაც შექმნა. ძალიან ცოტაა მისი მსგავსი მსოფლიოში, ვინც ასე ატყუებდეს მეტოქეს და ხელოვნების დონეზე ჰყავდეს აყვანილი ფეხბურთი. ძელს რომ გაარტყა ისეთი ემოცია ჰქონდა, დავიჯერე რომ არ დანებდებოდა და გაიტანდა. ნაპერწკლები ცვიოდა თვალებიდან. რამხელა ემოციას დებს აზრზე არაა ბევრი. მასზეც იმოქმედა ამ უგოლო პერიოდმა მაინც და ნერვიულობაც ეტყობოდა მაგრამ დღეს ისე ითამაშა, გოლის გარეშეც ყველაზე მაღარ შეფასებას აიღებდა. იმ გოლს რაც შეეხება, ხელოვნების ნიმუში იყო, მარტო თავისი შექმნილი, ყველას დახმარების გარეშე, თავზე გადაგდებებით და მთელი ამბებით. გილოცავთ ყველას, ვისაც გულით გაგიხარდათ. დანარჩენებმა კი უთვალეთ დღეები, სხვა რით დაგამშვიდოთ.❤️
დავით 67
ჰა შაგიგდოთ კვარამ ლუზერებო! ეხლა რას იტყვით?
იკა
ნაპოლი უფრო შეკრულ და მეგობრულ გუნდად ყალიბდება, სპალეტიმ გუნდი დაძაბა თავისი ფილოსოფიით, რაღაცნაირი ეგოისტური ატმოსფერო სუფევდა, ეხლა მგონია რომ გუნდში მეტი თავისუფლებაა
1122
ბაბშვები რა გახარებულები იყვნენ
გელა
დიდებული თამაში ჰქონდა, წარმატებები ხვიჩა, გოლი ხო შედევრი იყო, მაგრამ რა ბოღმები ხართ ვინც არმოწონებას აჭერთ, რაღაცა ლოგიკას არ უნდა მიჰყვეთ, რა არის არმოსაწონი ერთი დაწერეთ მაინც.
DD
კვა რა ცხელიაააა!!!
zura222
მე ის მომეწონა მაგრა-მეორედ რომ გაარტყა ძელს და ლამის რომ გაგიჟდა ეს რა დავითარსეო და ამ დროს მთელმა სტადიონმა ხვჩაა ხვიჩას სკანდირება რომ დაიწყო ! აი ესაა ნაღდი ქომაგობა და გამხნევება ! მადლობა ამისთვს ნაპოლის ფანებს ! ეს გამხნევება რომ არა შეიძლება ხელიც ჩაექნია ხვიჩას
მალხაზ ჯობავა
ხვიჩაა, ხვიჩაა, ნანაია ხვიჩა ქუგგალეეე. შენ შემოგასკდა! იმ რახაცნაირი ბუშტივით, შენი და საქართველოს არაკეთილმოსურნენი აბა მუჭო!
რატი
გილოცავთ (განსაკუთრებით ბოღმიან ხელმოცარულებს ;) ). ეს ერთი და სხვა მრავალი, ხვიჩა კვარაცხელია!
ვახუნა სანაია
გამიხარდა.წარნატებები ხვიჩა.
Giorgi
იუვესთან რი დაგლიჯა დაახლოებით იმ დონის თამაში ითამაშა.ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა ეს დონე შეინარჩუნოს და საბოლოოდ დამშვიდდება.
levani
3 ამი ნაციონალია შემოპარული საიდზე
ტოტო
ბრავო ხვიჩა წარმატებები!!!!!!
dislaiqebis damcers
მივმართავ იმ მანიაკს, რომელიც ახლა აქ არის ჩასაფრებული და ყველა კომენტარს დისლაიქს უსვამს - "შენ მოძოვე ჩვენი, გახარებული ქომაგების ერთი ადგილი"
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
როგორც იქნა შესანიშნავი თამაში. მაგრამ მაინც უნდა მოუმატოს რომ უფრო და უფრო მაგარი გახდეს. ინტერმა წააგო პარალელურად და 4 ქულაა სხვაობა. ახლა მთავარია ლეჩესთან რამე სისულელე არ ქნან და 3 ქულა აიხონ.
Lavrenta
Vinc dislaiks cers-magas moxvda kvaras dartkmuli burti...tr...e
გივი
კვარავაჯო ის ბექ!
რონი
სიმეონემ როგორ არ შეიმჩნია კვარას გადაცემა წესივრად არც მოუხადა მადლობა... ხვიჩა როგორ არა ეგეც თავისით თუ მოიპოვებდა გოლს თორემ პასს მაგას ვინ მისცემს ოსის ყავს მთელი გუნდი თავის ჭკუაზე მოყვანილი.. რამდენ იგნორს უკეთებენ ხვიჩას არადა პირიქით ხელისშეწყობა უნდა ბიჭს უაზროდ უბურთოდ კიარ უნდა არბეინონ..როგორ მოუხდება კვარა კაი გუნდს უჰ უჰ კარგი ხარისხიანი ნახევარმცველები რომ ეყოლებოდა და არა ეს ნაჯახები.. ანგისა ლობოტკა სუფთა ატლეტიკოზე სტილზე არიან გამოჭედილები)) ის ახალი ქერა ბიჭიც ხარისხიანი ჩანს უნდა ამოაგდოს პოლიტანო და სიმეონეც გამტანია ხშირად უნდა მისცეს შანსი რო ალპობს სკამზე
Charley-ს
გეთანხმებით!!! ხვიჩა ალამაზებს თანამედროვე ფეხბურთს!!! ეს აქამდეც ასე იყო თუნდაც რომ გოლი არ გაეტანა!!! რათქმაუნდა უსაზღვროდ გამახარა მისმა გოლმა:))) ახლა მას ვეღარავინ შეაჩერებს!!!:))) წინ და წინ ხვიჩა!!! იკაშაკაშე ჩვენო ვარსკვლავო!!! უფალი გფარავდეს❤️
fani
ამას ველოდი, მოვესწარ, ვიცინი, აღარ ვტირი მე! ახალგაზრდებო გამოდით, დაჰქუხეთ, თქვენი ჭირიმე!
ირაკლი
ხვიჩაა, ამ შტანგების მერე რომ არ გაეტანა გული გაგვისკდებოდა ნახევარ საქართველოს! ძაან ჯიგრიანად ითამაშა, მადლობა სიამოვნებისთვის როგორც ყოველთვის!
ზაზა გ.
ამას ველოდით და დადგა ეს დღეც, მაგარი ხარ კვარა - გააგრძელე ასე!
Charley
ფენომენმა დაიწყო სერია ას დარბევა. ფეხბურთი იმიტომ არსებობს რომ შენნაირმა ელეგანტურმა მოთამაშეებმა ის უფრო სრულყოფილი გახადონ.
გოგა
კვარას საუკეთესო თამაში იყო. დიდებული წარმოდგენა შექმნა და კიდევ არაერთხელ გაახარებს ქომაგებს. დღეს არულიად იტალია ლაპარაკობს მასზე. კვარა სიამაყეა, გამორჩეულია და უდიდეს ზეგავლენას ახდენს თამაშზე.
არდილეს 78
დღეს კვარავაჯო დაბრუნდა
ILIA
გენაცვალე, ხვიჩუკაააააააააა!!!!!!!!!
James
გამოვიდა და აჩვენა რა შეუძლია! ბრავო კვარა!! სასიხარულოა რომ დაიბრუნა ფორმა, სანაკრებო პაუზა ახლოვდება
გიორგი
აი, ეს ძალიან მამხიარულებს-- სტატიას ერთი დიზლაიკი უკვე აქვს, არა და მატჩის ფაქტების და სტატისტიკის გადმოცემის გარდა სხვა არაფერს შეიცავს. ფაქტებთან 'მებრძოლები' ფაქტებთან ომს აგრძელებენ და მომავალშიც ისევე ნიფხავჩახდილები იქნებიან როგორც სადღესოდ, ეჭვი არ შეგეპაროთ!)))
Iralkli
აი ამ ერთი დისლაიკის ავტორი გამაგებინა რა კაცია თუ შეცდომით არ არის დაჭერილი. გენაცვლაე კვარა!
სანდრო
ეგრე რა შენ გენაცვალე მე !!! შტანგას რო ხია რა გულით გაბრაზდა. მანდ მივხვდი რო გაიტანდა . საჭირო იყო ეს თამაში ფსიქოლოგიურად მაგრა მოეხმარება . ღმერთი შენკენ
gulshematkivari0703
აი ასე,ხვიჩა! შენ გჭირდება ხისტი ხასიათის გამოვლენა,გაბრაზება,თავხედობა,უფო მეტი მოძრაობა და ეგ არი!! შენნაირი ფეხბურთელი თანამედროე ფეხურთში დღეს არავინ არის! მიდი უფრო მეტად დაიჯერე შენი თავის!!!
საქმეც მაგაშია
კინაღამ ვიტირე. ყოჩაღ კვარა, ყოჩაღ
გაგა
დროული იყოოოო .... გენაცვალე ხვიჩაააააააააააა ..... ადამიანი ხარ ხვიჩაააააააა .....
ქორ-პარიკმახერი
ასე! აბა რაა! ეჭვიც არ მეპარებოდა!
ბესო
და ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად არ აღიარეს ?
ზურაბ
გენაცვალე კვარა ქართველების გახარებისათვის
მწრთვნელი
ჯერ "შტანგები" დათხარა, მერე გოლი გაიტანა! აი ამას ქვია მეურვეს თავგზა აუბნიაო! ხან მარცხნიდან, ხნან მარჯვნიდან, ხან ცენტრიდან და ვეღარ გაიგო უდინეზეს დაცვამ როგორ უნდა გადაწყობილიყო! თვითონ მარიო რუიც კი პირდაღებული უყურებდა ხვიჩას თამაშს! ისიც უნდა აღინიშნოს რომ უდინეზეს დაცვამ ძალიან ბევრი თავისუფალი სივრცეები დაუთმო ხვიჩას! უფრო ძლიერ გუნდს არა მგონია ამდენი თავისუფალი სივრცეები მიეცა მისთვის!
დიმო
რა ართმევა,რა გადატარება მეკარეზე და რა გოლიიიიი! მიშა მესხის სული დაგჰყურრბდა ზეციური საქართველოდან. შეიძლება ვამეტებ , მაგრამ ესაა ჩემი შეგრძნება ამ წუთას. ქუგალე ხვიჩა ჯიმა!
GzLA
ეგეც თქვენ ბუკეტი. გოლი, პასი, პენალტი და დაგლეჯილი შტანგები. არ უნდოდა ბურთს შესვლა და შეატენა გოლი. გენაცვალე ხვიჩა გულში. ❤️
ფეხბურთი
ფორმაში შედის ნამდვილი ჩვენი მონსტრი და დარწმუნებული ვარ წინ დიდი შოუ გველოდება კვარას შესრულებით. წარმატებები ხვიჩას .
გიორგი
არაფერი მიკვირს. ხვიჩას 'დაბრუნებას' მოთმინებით ველოდებოდი და აქაც არაერთხელ განმიცხადებია ეს. ნელ ნელა ჩადგება კალაპოტში უფრო გამოცდილი და გაძლიერებული. მოსახდენი მოხდა, სულ ესაა.
Martali
Whoscoreze კვარას 9,83 დაუწერეს ასეთი რამე არ მახსოვს დიდი ხანი)) საღოლ კვარა გახარებისთვის
ილო
ნავსი გატყდა! ეხლა ისა დაგვრჩენია მსგავსი სანახაობებით ვისიამოვნოთ
ჯონი
ხვიჩაააააააა!!! გენაცვალე!!!
ჯონი
ხვიჩაააააააა!!! გენაცვალე!!!
გეგი
აი ასეე გენაცვალე კვარა,მაგარი ბიჭი გვყავს და ამტკიცებს კიდეც! ეს ერთი და სხვა უთვალავი!!!
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
"ნაპოლიმ" "ახალი კრაუჩი" დაიმატა
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
[PHOTOS] 11 წლით უმცროსი რუსი მოდელი - ვინ არის ალექსის სანჩესის ახალი სიყვარული
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია