დღეს, 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, "ნაპოლი" "რეალს" უმასპინძლებს, ესპანური გამოცემა AS-ი "პარტენოპეის" ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას, სხვადასხვა საკითხზე გაესაუბრა. მოგეხსენებათ, "კვარა" ბავშვობაში "სამეფო კლუბის" გულშემატკივარი გახლდათ და მისთვის დღევანდელი მატჩი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

"ნეაპოლელი ხალხის სიყვარულს მუდმივად ვგრძნობ, მათ გარეშე აქამდე ვერ მოვაღწევდით. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვართ, რომელ ქვეყანაში, ქალაქსა თუ სტადიონზე, ისინი მუდამ გვგულშემატკივრობენ. ეს ადამიანები ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ.

როდესაც სკუდეტო მოვიგეთ, აღნიშვნა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. აპრილში "იუვენტუსთან" გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. სიმართლე გითხრათ, თვალებს ვერ ვუჯერებდი. ფეხბურთელებმა ავტობუსის სახურავზე გადავინაცვლეთ და ეს სიხარული მათთან ერთად გავიზიარეთ.

ჩვენ, ქართველი ფეხბურთელები, თამაშს ქუჩაში ვსწავლობთ. ამით ბრაზილიელებს ვგავართ.

მადრიდის "რეალის" თამაშების ყურებაში გავიზარდე, სულ მალე კი მოედანზე მათ წინააღმდეგ ვიბრძოლებ. შეუძლებელია, ამით არ აღფრთოვანდე.

კრიშტიანო რონალდო და გუტი ჩემი საყვარელი მოთამაშეები არიან. ვცდილობდი, მათთვის მიმებაძა, გამემეორებინა მათი მოძრაობები, კარში დარტყმები... განსაკუთრებით მომწონდა, თუ როგორ ეპყრობოდა გუტი ბურთს. ჩვენ ერთმანეთში რამდენიმე სიტყვაც გავცვალეთ, ამან ძალიან გამახარა, ოცნების ასრულებას ჰგავდა.

ვინისიუსი შესანიშნავი ფეხბურთელია, თავის პოზიციაზე საუკეთესოა. მის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოცდილება იქნება; ასევე - მოდრიჩის, ბელინგემის, კროოსის... შემიძლია მთელი გუნდი ჩამოგითვალოთ. ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან და პატივს ვცემთ, თუმცა არავისი გვეშინია, ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ და მათ წინააღმდეგ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

მოგეხსენებათ, "ნაპოლი" წინა სეზონამდე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში არასდროს გასულა. ეს უდიდესი მიღწევა იყო, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ვნახოთ, რამდენად შორს წასვლას შევძლებთ.

მინდა ლუჩანო სპალეტის უდიდესი მადლობა გადავუხადო, მას ჩემი სჯეროდა და პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება მომცა. მის მიმართ მადლიერებას ბოლომდე ვერასდროს გამოვხატავ, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ლუჩანოსთან დროდადრო ვსაუბრობ, ის ჩვენს მხარდაჭერას აგრძელებს.

რუდი გარსია ბრწყინვალე მწვრთნელია, ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესები ვხდებით. ნელ-ნელა მის ტაქტიკასა და ხედვებს უკეთ ვიგებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მალე საუკეთესო ფორმაში ვიქნებით. ჩვენ ვართ ჯგუფი, რომელიც მწვრთნელის მითითებებს ბოლომდე ასრულებს.

ოსიმენი განსაკუთრებული ბიჭია. როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთ მზადაა, დახმარების ხელი გამოგიწოდოს.

ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, მინდა ჩემი თამაში გავაუმჯობესო და ყველაფერი მოვიგო, რისი მოგებაც შესაძლებელია. რაზე ვოცნებობ? მსურს ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, ასევე ვითამაშო ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად", - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "რეალის" მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

შულაია
კომენტზე გეტყობათ უჭკუო ადამიანი არ ხართ და უფრო მეტად მიკვირს როგორ ამართლებ-აპრავებ იმას რაც კვარამ ახალგაზრდულის მიმართ ჩაიდინა,ვერ გამიგია ერთი რიგითი, ნორმალური, ქართველისთვის რა უფრო საამაყოა-ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში თამაში,საკუთარი ხალხის წინაშე და ოლიმპიადის საგზური თუ ნაპოლი-ში ოსიმენას ხვევნა- პროშნა. თქვენ! ბატონოო..არ ვიცი იყავით თუ არა ისრაელთან წაგებულ თამაშზე? თუ არ იყავით გეტყვით რომ ამდენი იმედგაცრუებული ქართვველი და არა ფეხბურთის ბალეშიკი მე ერთად არ მინახავს, ბევრს ეტყობოდა რომ ფეხბურთზე საერთოდ პირველად იყვნენ და საფეხბურთო ბუმმა მოიყვანა სტადიონზე,რის აგორებაშიც კვარს თავისი წვლილიც მიუძღვის, მაგრამ მოიქცა ისე როგორც მოიქცა და რაც არ უნდა დალაგებული მიზეზები მოიყვანოთ მაინც ვერ გაამართლებთ. კიდევ...ბელინგემს რომ ადარებთ ცოტა უხერხული ხომ არა არის...ინგლისელებს არაფერში ჭირდებათ ოლიმპიადაზე თუ სხვა ტურნირებზე აუცილებლად მონაწილეობა, რადგანაც ინგლისია და იმიტომ ჩვენ კი ეხლა ვიმკვიდრებთ თავს მსოფლიო რუკაზე და არა მართო სპორტში. ოლიმპიადაზე მონაწილეობა ჩვენთვის იქნებოდა ისტორიული და არა ინგლისის ან გერმანიისთვის...ის ფეხბურთელები კი რომლებიც ვითომდა კვარა-მიქაუტაძის მონაწილეობის შემთხვევაში თავის გამოჩენის შანს დაკარგავდნენ ტყუილად სიტყვების წყობაა და მეტი არაფერი, თუ არა და სად არიან ეხლა ისინი რას თამაშობენ ისეთს რომ ქვეყნის ნაკრების ოლიმპიადის საგზური ვანაცვალეთ-თქვენი ლოგიკით. ამასთან ხვიჩაც და მიქაუტაძეც იმის აჩრდილები არიან ეხლა რაც ამ ტურნირებამდე იყვნენ შედეგობრივათ. ბელინგენნმა და მუსიალამ თუ არ ითამაშეს და დაისვენეს ეტყობათ კიდეც.....
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
შულაია კი არა ვიღაც მანქურთი ხარ!!! შყლაია ამას კვარაცხელიაზე არ-ვერ დაწერს!რეებსა რომ წერ?! არ გადმოათნხია თავისი დაგროვილი ბოღმა!
Deme svani
იმედია დღეს კოსმოსიდან გადმოვხედავ დედამიწას.
Cecxli
"ჰეითერები" არ ქვია მაგას ესენი არიან განავალი ჩამპალი
სკლეროზიანებს!
ოხოხო? თქვენი ქლესა თავი რა ვთქვი? ეხლაა გახდა ხვიჩა: ბრილიანტი, ოქრო, ვერცხლი? დაგავიწყდათ როგორ, უსინდისოდ დაუმსახურებლად ლანძღავდით?
გიგი
არ მინდოდა რაიმე კომენტარის გაკეთება, მაგრამ თითქოს იძულებული ვარ. კიდევ ერთხელ: - ყველას აქვს უფლება თავისი აზრი დააფიქსიროს, მაგრამ კი არ უნდა შეგვიფიქსიროს. - ახალგაზრდული ტურნირები სპორტსმენებს აძლევს საშუალებას, რომ დაინახონ. - კვარას და მიქაუტაძეს ახალგაზრდულში რომც ეთამაშათ მათთვის ვერანაირი ხეირი ვერ იქნებოდა და ვინც მათ პოზიციებზე ითამაშა, შანსი არ ექნებოდა თავის გამოჩენის. - ოლიმპიადაზე თამაშის ისტორიული შანსი გვექნებოდაო იძახით და ისტორიული ფაქტი დააფიქსირეს კალათბურთელებმა მსოფლიოზე ასპარეზობით მაგრამ, ხორცსაკებ მანქანაში გაატარეთ. არ დაგღალათ ამ დაქირავებული მოტირალებივით ტირილმა?
toti
არ დაიღალეთ? რა შუაშია ახალგაზრდული? არც ბელინგემს უთამაშია ინგლისში და არც მუსიალას გერმანიაში მაგ რანგით დაბალ ტურნირზე, მაგრამ კაციშვილი არ აძახებს
რობი
ახალგაზრდულზე სხვებს უნდა გამოეჩინა თავი, ხვიჩას კი ჭირდებოდა დასვენება, აგერ პედრის ცოტათი მეტი თამაში ატამაშეს ერთ სეზონში ვიდრე ხვიჩას და ისე გადაიწვა რომ ეს სეზონი შეიძლება ვერც ითამაშოს! მაგრამ თქვენისთანა ვაი გულშემატკივრებს ეს არ აინტერესებს.
xishnik
სარკის გარეშეც კარგად ნახავს შე ს**O აიფონები რისთვის არის) ყურებსაც აგახევთ მაქეთ და თავზე გადაგახევთ
გიორგი
კვარაცხელიას ჰეითერებო!!!!ისეთ სპორტულ გამომცემლობას როგორიც AS-ია გარეკანზე რომელიმე ქართველი სპორტსმენი დაუბეჭდია??ან ინტერვიუ ჩაუწერია??
შულაია ავადმყოფს
თუ პატარა ბავშვი ხარ ან მოზარდი, მაშინ გასაგებია და მხოლოდ მშობლების ბრალია რომ ასეთი იზრდები. ხოლო თუ სრულწლოვანი ადამიანი ხარ, მაშინ ნაღდად მეცოდები რადგან სულიერად ავადმყოფი ხარ. ჩემი რჩევაა - ბოღმა ამოიგდე გულიდან თორემ ჯანმრთელობას დაგიზიანებს. P.ს. ერთი ვარიანტი გამომრჩა - თუ ტოტალიზატორში წააგე ხვიჩას გამო და მაგიტომ გჭირს მისი ჯინი, გირჩევ "მაზავშიკობას" შეეშვა, რადგან უფრო "დაიგრუზები" და მეტ ფულს წააგებ
ზამბო ანგისა-ს
ნამდვილი ზამობო ანგისა კვარასთან ერთად შეუტევს რეალს, ხოლო შენ კი აი რას გეტყოდი: თუ შენი ნათქვამი ახდება (რასაც ასე ცინიკურად წერ), ხმას არ მოვიღებ. ხოლო თუ ასე არ მოხდა და ხვიჩამაც გაგვახარა, გეყოს კაცობა რათა მაგ შენს პოსტზევე კომენტარის სახით დაწერო "ბოდიში, შევცდი"
ზამბო ანგისა-ს
ნამდვილი ზამობო ანგისა კვარასთან ერთად შეუტევს რეალს, ხოლო შენ კი აი რას გეტყოდი: თუ შენი ნათქვამი ახდება (რასაც ასე ცინიკურად წერ), ხმას არ მოვიღებ. ხოლო თუ ასე არ მოხდა და ხვიჩამაც გაგვახარა, გეყოს კაცობა რათა მაგ შენს პოსტზევე კომენტარის სახით დაწერო "ბოდიში, შევცდი"
Yasabi1.
თუგინდა სარკის გარეშე დაგანახებ ყურებსაც და თვალსაც.
tvalsazrisi.
თქვენნაირები არაფრის ღირსები არ ხართ და ძალიან ცუდია რომ ჯერ კიდევ ცოცხლები ხართ. რომ მოესწარით ხვიჩას ჩემპიონობას იტალიაში თამაშს
შულაიას
რა ბოღმა ხარ!!! ცუდია, განთავისუფლდი!!! წარმატებები ჩვენს ხვიჩას!!! უფალი ფარავდეს❤️ გული მიგრძნობს ძალიან მაგარი თამაში გველოდება!!!
Stf
რუსი ხარ
ბექა
ის რატომ არ თქვით,რომ ესპანეთის ერთ-ერთი ავტორიტეტული სპორტული გამოცემის ყდაზეა გამოსახული ხვიჩა!!
LUKAKU 3 - 0 ruseti
შენც ვინ ღამე დაგაძინოს იმის D.
Ras Merchodi Jonjolia?
Dagidgeba pasuxisgebis dro.
Ras Merchodi Jonjolia?
მე რომ მესროდი იმიტომ კი არ ხარ მოსაკლავი ჯონჯოლია, ფულის გულზე კაცის მოკვლა რომ შეგიძლია მიტომ.
Ras Merchodi Jonjolia?
მე რომ მესროდი იმიტომ კი არ მოსაკლავი ჯონჯოლია, ფულის გულზე კაცის მოკვლა რომ შეგიძლია მიტომ!!!
ფეოლა
გაფიცებ ხვიჩა ყველაფერს, მართლა ეგეთი ბრყინვალეა გარსია? )))))

ეეეჰ ალბათ რა სევდიანი შენი ცხვორება, ასე წინასწარ რო ხვდები ყველაფერს და ტყუილა თავს არ იწუხებ ზედმეტი ემოციებით :))))))))
Ტტტ
რეალს ვგულშემატკივრობ მეც ბავშვობიდან მაგრამ არასოდეს არ მდომებია რო ის განადგურებულიყო, მინდა, ძალიან მინდა დღეს ხვიჩა მოაჯდეს და აჭენოს თავის კარვახალიან რუდიგერიანათ, ძალიან მინდა რო იუვენტუსი ჩაუტაროს. მიდი რა ხვიჩა, მჯერა რო ეს შეგიძლია!
შულაია
მერე და გეთამაშა ახალგაზრდულში,დაგიშალეს კი არა შენი სურათებით საიმფორმაციო ბილბორდები იყო აჭრელებული მთელ საქართველოში,მაგრამ აირჩიე ის რაც აირჩიე,ეხლა ეს შენი სიტყვები ნაკრების მიმართ მხოლოთ ლიტონი სიტყვებია და მეტი არაფერი. ისე თუ ასეთი მაგარი ხარ ესპანეთან,შოტლანდიასთან ანაც ნორვეგიაში გეჩვენებინა შენი შესაძლებლობები-ყველაზე და ყველაფერზე აბიჟნიკივით რომ დარბოდი ყურებჩამოყრილი... ოოუფ!! ბიჭი დღეს აპირებს რეალს მოუგოს და ნაპოლის ბალეშიკები გაახაროს-არ გააცივა ნაპოლი -ის წელშიი,მე დღეს რეალს ვგულშემატკივრობ და გამეხარდება თუ ამოტენის, კვარა კი ისედაც მარტო ბაქი-ბუქია უკვე რამდენი ხანია და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისე ვერ ნახავს,როგორც საკუთარ ყურებს სარკის გარეშე...ასე იბრიქებოდა შარშან მე-4 ფინალში მილანთან თამაშების წინ და კი ვნახეთ მისი ვასკვლავური თამაში, ბრჭყალებში რა თქმა უნდა.
gio
ორი დღე ვწევარ სიცხიანი ვირუსი შემხვდა, სიცხე ვერცერთმა წამალმა ვერ დამიწია, ველოდები შემს თამაშს რეალთან და იმედია შენ დაამარცხებ რეალსაც და ჩემს მტანჯველ სიცხესაც, გაახარე ქართველი ხალხი, წარმატებები
ზამბო ანგისა
მძლავრი თამაში იქნება და რეალის დამანგრეველი გამარჯვებით დასრულდება. მერე ატყდება ბუზღუნი, ვახ ხვიჩამ ვერ ითამაშა..არ გამოუვიდა ... და ასე შემდეგ. მოკლედ, გთავაზობთ ნუ მოცდებით და ღამის ტეღტმეტ საათამდე მაგას ნუ დაელოდებით. თავის დროზე დაიძნეთ
გივი
ეს ბიჭი ფეხბურთელი რომ არ გამხდარიყო, ასევე ძლიერი დიპლომატი იქნებოდა. სიქუგალე!
სებო
სოკრატეა
G.LA
ხვიჩა ისიამოვნე და ჩვენც გვასიამოვნე. რეალი ის გუნდია მწვერვალს რომ ეძახიან ფეხბურთში. რეალთან არც წაგებაა დასაძრახი და მოგებაც დიდი გასახარია. ჩვენ შენი გვჯერა და გვეიმედება. ყველამ ნახოს რა ბრილიანტიც გვყავხარ. ❤️
ირაკლი
გაიხარე კვარა! ეს რა დღეები გვაჩუქე და რალამაზ ზღაპარში გვამოგზაურებ! ამის გააზრება ახლაც კი რთულია! პირველივე სეზონში სერია A-ს ჩემპიონი, საუკეთესო ფეხბურთელი. საუკეთესო გოლის ავტორი. საუკეთესო მეპასე, გენაცვალე! მსოფლიოს კიდე უფრო ახლოს გააცანი ჩვენი ქვეყანა. მსოფლიოში უამრავი ადამიანი დაინტერესდებოდა და მოიძიებდა ინფორმაციას საიდან მოხვდა ეს მარგალიტი ნეაპოლში, და ნახავდა რაც ოფიციალურად ყველგან არის დაფიქსირებული, დინამო ბათუმი. ეს უკვე ზღაპარზე მეტია. წარმატებები! უფალი გფარავდეს!
ტოტტი
ჯობდა სრულად გეთარგმნათ ინტერვიუ
ვაჟა
2:0 მოუგებს რეალი
Gia
Midi kvara, saqartvelo shentanaa.reali tuara barsa dagirekavs uechveli.aravis gadayve,qinqlaze faneb is siyvarulma dagupa.mudmivi mxolod sheni samshobloa da ar usmino zogiert vai qartvelebs.
Lasha
ყველა სურვილი აგისრულოს ღმერთმა!
მერაბი
შენი ოცნებების აღსრულებისა იყოს,ჩვენო ხვიჩა!!!
ჯონი
მაგარი ხარ ხვიჩა !!! ჩვენი დიდი იმედი!!! მთელი საქართველო და მსოფლიო დღეს შენი თამაშის მოლოდონში არის!!!! მიაწექი ხვიჩა!!
ასეა ეს
გეთამაშა მერე ძმაო ვინ დაგიშალა. თამაში კი არა ევროპის მოგებაც შეგეძლო
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
მთელი შენი სამშობლო დღეს შენთან ვიქნებით! უფალი შეგეწიოს! გურს ქგგალე ხვიჩუ!
zura222
ხვიჩინიო ორ რამეში ცდები--იმ პოზიციაზე ვინისიუსი კი არა შენ ხარ საუკეთესო ! მეორეზე ლეაოა და მესამეზეა ვინი ! და გარსია კი არაფერი მწვრთნელი არაა ! თავისი "ტაქტიკით" რავ ათამაშა გუნდი საშინლად გამოიყურებოდა და როგორც კი სპალეტის ტაქტიკაზე გადავიდა ორი თამაში მოიგო გუნდმა ლამაზად და მაგრად !!
Გაბო
ყოჩაღ მოკლედ და ლაკონურად გადმოსცა თავისი სათქმელი, წარმატებები ხვიჩა. დღეს ნაპოლი იგებს.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
რჩება თუ მიდის - "რეალისა" და ვინისიუსის ამბავი საბოლოოდ გადაწყდა?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა