საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდის მესამე მატჩს 7 ოქტომბერს გამართავს. თბილისის სპორტის სასახლეში ავთანდილ ასათიანის გუნდი ფინეთს უმასპინძლებს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუნდებმა თამაშის მასპინძელ არენაზე ივარჯიშეს. მოახლოებული თამაშის შესახებ მედიასთან საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და ფეხბურთელმა გიორგი ღავთაძემ ისაუბრა.

ავთანდილ ასათიანია (ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, რაც თამაშიდან თამაშამდე დასტურდება. ფინეთის სიძლიერეს ისიც ადასტურებს, რომ სომხეთის ნაკრებს სძლია ერევანში. მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები შესწავლილი გვაქვს. სამწუხაროდ, გვაქვს დანაკლისი, თუმცა ვეცდებით, რომ ეს გუნდს არ დაეტყოს. მნიშვნელოვანია გულშემატკივრის ფაქტორი. სომხეთის ნაკრები ერთად დავამარცხეთ, გულშემატკივარი მართლაც მრავლად იყო მოსული. იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ დაგვიდგებიან გვერდში და დაგვეხმარებიან გამარჯვების მოპოვებაში".

გიორგი ღავთაძე (ფუტსალის ნაკრების წევრი): "ვფიქრობ, ფორმაში ვართ და მიუხედავად დანაკლისისა მზად ვართ თამაშისთვის. ვეცდებით, ფინეთთან ორივე მატჩში მოვიპოვოთ გამარჯვება. ეს 6 ქულა გადამწყვეტი იქნება ჩვენთვის. მინდა, მოვუწოდო გულშემატკივარს მოვიდეს თამაშზე და მხარი დაგვიჭიროს. თითოეული ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი კომფორტია სავსე ტრიბუნების წინ თამაში".

საქართველო - ფინეთის შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორაჟს Livestream.com-ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არხზე შემოგთავაზებთ.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი) ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო)

წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), სიმი საიოტი (ელეკტრიკო, პორტუგალია), ბინიო (ვინია ალბალი, ესპანეთი), ჩიმბა (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) ელისანდრო (მაგნუსი, ბრაზილია), შაგინია (პალმა, ესპანეთი), ბრუნო გომესი (პალმა, ესპანეთი), ბრუნო პეტრი (კოზენცა, იტალია), რონინიო (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი საქართველო)

მატჩების განრიგი

7 ოქტომბერი | საქართველო - ფინეთი | 19:00

11 ოქტომბერი | ფინეთი - საქართველო | 19:10

nakrebi.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა