ვილაშ-ბოაში: "ასეთი პროფესიონალიზმი, თავდადება და მოწადინება ადრე არსად მინახავს"
"ბარკლაის" აზიის თასი "ჩელსიმ" მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში დასავლეთლონდონელებმა "ასტონ ვილას" აჯობეს 2:0. მანამდე, ნახერფინალში, "ლურჯებმა" ჰონკონგის "კიტჩის" მოუგეს 4:0, "ვილამ" კი "ბლექბერნს" 1:0 სძლია.

დასავლეთლონდონელთა და ბირმინგემელთა თამაში კიდევ იმით იყო საინტერესო, რომ ნავსი გატყდა და როგორც იქნა გოლი გაიტანა ფერნანდო ტორესმა. 27 წლის ესპანელი ფორვარდი თავიდან სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მეორე ნახევარში კი მოედანზე შევიდა და ბურთთან პირველივე შეხება გოლით დაასრულა. "ლურჯების" პირველი გოლი კი 35-ე წამზე (!) ჯოშ მაკეჩრანმა შეაგდო. მატჩის შემდეგ, "ჩელსის" გახარებულმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა თქვა:

"ასეთი პროფესიონალიზმი, თავდადება და მოწადინება ადრე არსად მინახავს. აზიური ტურნეს განმავლობაში "ჩელსის" ფეხბურთელებმა გამაოცეს. განა ადვილია, შინიდან ასე შორს გამოემგზავრო და ფრიად რთულ კლიმატურ პირობებში ვარჯიშისა და თამაშის ხალისი შეინარჩუნო? ამის დანახვა ჩემთვის უდიდესი სტიმული და სიამოვნება იყო.

ახალ სეზონში ჩვენი მთავარი ამოცანა სახიფათო მომენტების შექმნა იქნება. ჩვენ უწინდელზე გაცილებით შემტევი ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ. გვინდა ბურთს მეტოქეებზე მეტხანს ვფლობდეთ და დღეს, "ასტონ ვილასთან" ეს შევძელით. კიდევ, კმაყოფილი ვარ, რადგან ეს შევძელით იმის მიუხედავად, რომ ბირმინგემელები საკმაოდ აგრესიულად გვეთამაშნენ. დასახული ამოცანა პირველსავე ტაიმში შესანიშნავად შევასრულეთ, ხოლო მეორე ტაიმი კიდევ უკეთესი იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა