ქალაქ გაბალაში გამართულ საერთაშორისო ოთხგუნდიან ტურნირში გამარჯვებული გორის "დილა" გახდა
აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საერთაშორისო ტურნირი 31 ივლისს დამთავრდა, სადაც მონაწილეობას ოთხი გუნდი იღებდა: "გაბალა" (აზებაიჯანი), "ქიაფაზი" (აზერბაიჯანი), გორის "დილა" და ცხინვალის "სპარტაკი".

ტურნირის პირველ დღეს "ქიაფაზმა" დაძაბულ ბრძოლაში შეძლო "სპარტაკის" დამარცხება - 3:2. ქართული გუნდიდან ერთი ბურთი ზვიად მეტრეველმა გაიტანა, ერთიც მასპინძელმა ფეხბურთელმა მირზაევმა, ვინც ავტოგოლი გაიფორმა. სხვათა შორის, განჯას "ქიაფაზი" წლეულს დაუბრუნდა აზერბაიჯანის უმაღლეს ლიგას და ამ გუნდში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელიც ირიცხება. ამასთან, ისიც საინტერესო ფაქტია, რომ "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი ბადრი კვარაცხელია წლების განმავლობაში სწორედ "ქიაფაზში" ასპარეზობდა.

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, აქ, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა: გორის "დილამ" აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმდიდრესი გუნდი "გაბალა" დამაჯერებელი ანგარიშით (3:1) დაამარცხა. ჩვენი გუნდიდან "დუბლი" გია თოდუამ შეასრულა, ერთი ბურთიც დავით ჩაგელიშვილმა გაიტანა. შეგახსენებთ, რომ "გაბალას" მთავარი მწვრთნელი ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ლეგენდარული კაპიტანი ტონი ადამსია, ვინც უკვე ერთი წელია აზერბაიჯანში მუშაობს.

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ "დილასთან" მატჩში "გაბალამ" ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით ისპარეზა და ამ ფაქტით უკმაყოფილება არ დაუმალავს ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს გია ცეცაძეს: შეთანხმებული ვიყავით, რომ ამ ტურნირზე ყველა გუნდი ძირითადი შემადგენლობით იასპარეზებდა, "გაბალამ" კი დუბლიორები გამოიყვანაო...

ტონი ადამსმა უძლიერესი შემადგენლობა მესამე ადგილისთვის მატჩში გამოიყვანა, მაგრამ მასპინძლებს ვერც ამან უშველათ: რევაზ ჯიქიას ერთადერთი გოლით "სპარტაკმა" ფავორიტ მასპინძლებს აჯობა და მესამე პრიზიორიც გახდა.

რაც შეეხება ფინალურ მატჩს, ჩვენდა გასახარად, გორის "დილამ" დავით რაჟამაშვილის გოლით შეძლო "ქიაფაზის" დამარცხება და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ გამარჯვებულთა დაჯილდოება მოეწყო და ამ ღონისძიებაში აზერბაიჯანული ფეხბურთის ვეტერანებთან ერთად აზერბაიჯანის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი რამინ მუსაევიც მონაწილეობდა. პრიზიორებს სამახსოვრო საჩუქრები დაურიგდათ, დავით რაჟამაშვილი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გია გაგოშიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა