ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ჟურნალისტებმა საუკეთესოდ ნოიერი აღიარეს!

ჟურნალისტებმა საუკეთესოდ ნოიერი აღიარეს!

გერმანელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა 25 წლის მანუელ ნოიერი 2010/2011 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ის გერმანიის ნაკრების პირველი მეკარეა და ახლა უკვე საუკეთესო გერმანული კლუბის, მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებასაც იცავს -ორი აზრი არ არსებობს, მანუელ ნოიერმა გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, რაც გახდა კიდეც იმის მიზეზი, რომ გერმანელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა 25 წლის მანუ 2010/2011 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.ეს მეტად მნიშვნელოვანი სტატუსი ნოიერმა "ბაიერნის" ჰოლანდიელ დრიბლიორ არიენ რობენს ჩამოართვა -2009/2010 წლების საუკეთესო სწორედ ეს უკანასკნელი გახლდათ.

მანუელმა ჟურნალისტებისგან 210 ხმა მიიღო და სხვათა შორის, მხოლოდ 20 ხმით გაასწრო ახალ თანაგუნდელ მარიო გომესს (190 ხმა). მესამე ადგილზე კი გასული სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი გმირი, ჩემპიონ დორტმუნდის "ბორუსიადან" მადრიდის "რეალში" გადაბარგებული ნური შაჰინი გავიდა (142) ხმა.

ნოიერის გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია, რადგან ის ფაქტი, რომ "შალკე" მთლად არ შერცხვა და თუნდაც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა ბრწყინვალედ, სწორედ გელზენკირხენელთა ყოფილი კაპიტნის დამსახურებაა. ნოიერმა არაერთი შეხვედრა ჩაატარა უმაღლეს დონეზე. მაგალითები გნებავთ? რა პრობლემაა: "ბაიერნთან" (2:0 ბუნდესლიგაში და 1:0 გერმანის თასზე) მატჩებში მან "კიკერისგან" საუკეთესო შეფასება, ერთიანი მიიღო; დორტმუნდის "ბორუსიასთან" მეორე წრეში მიღწეული ფრეც (0:0) მხოლოდ ნოიერის დამსახურება გახლდათ; პიკი კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრა გახლდათ, რომელიც "შალკემ" 0:2 წააგო და რომ არა ნოიერი, გელზენკირხენელები, ძალიან დიდი ანგარიშით განადგურდებოდნენ.

"სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვარ, რადგან ვფიქრობდი, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას რომელიმე დორტმუნდელი მოიპოვებდა, მაგალითად შაჰინი ან გიოტცე. თანაც, მეკარეს ასეთ სტატუსს იშვიათად ანიჭებენ ხოლმე. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია - როცა მითხრეს, ჟურნალისტებმა სეზონის საუკეთესოდ დაგასახელესო, თავიდან ხუმრობა მეგონა," - უთხრა ნოიერმა "კიკერს".

მანუელი ცამდე მართალია, როცა ამბობს, მეკარეს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად იშვიათად ასახელებენ ხოლმეო. გერმანიაში ასეთი რამ ბოლოს 2000 და 2001 წლებში მოხდა და წესით არ უნდა გაგიჭირდეთ იმის გამოცნობა, თუ ვინ გახდა მაშინ საუკეთესო -რა თქმა უნდა, ოლივერ კანი. სულ კი, გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ასეთი წოდება მხოლოდ რამდენიმე მეკარეს ეღირსა: 1965 წელს დორტმუნდის "ბორუსიას" კიპერ ჰანს ტილკოვსკის, 1975, 77 და 78 წლებში "ბაიერნის" მეკარე ზეპ მაიერს, 1984 და 86 წლებში "კიოლნის" კარის დარაჯ ტონი შუმახერს, ხოლო 1993 წელს კი "ნიურნბერგის" მეკარე ანდრეას კიოპკეს, რომელიც დღეს გერმანიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელია.

რაც შეეხება სეზონის საუკეთესო მწვრთნელს -აქ "ბორუსიას" თავკაცმა იურგენ კლოპმა პირველობა არავის დაუთმო. 44 წლის ჩემპიონმა სპეციალისტმა საუკეთესოს წოდება უდიდესი უპირატესობით მოიგო: კლოპმა 972-დან 743 ხმა მიიღო! მეორე ადგილზე "ჰანოვერის" დამრიგებელი მირკო სლომკა გავიდა (52 ხმით), რომელმაც მოკრძალებული კლუბი ევროპის ლიგაში გაიყვანა, მესამეზე კი მიონხენგლადბახის "ბორუსიას" გადამრჩენელი ლუსიენ ფავრი (38 ხმით).

"ეს აღიარება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ცუდ გუნდს მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელიც კი ვერაფერს მიაღწევინებს," - ტრადიციულად ენაწყლიანი გახლდათ კლოპი.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ გერმანელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად 23 წლის ფატმირ ბაირამაი დაასახელეს, რომელმაც ბირგიტ პრინცსა და ინკა გრინგსს აჯობა. საერთო ჯამში, გამოკითხვაში მონაწილეობა 972-მა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო. ამ გამოკითხვას "კიკერი" 1960 წლიდან ატარებს. ჟურნალის მთავარი რედაქტორი რაინერ ჰოლცშუ მანუელ ნოიერს კვირას, ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩის წინ (ბაიერნი-გლადბახი) დააჯილდოვებს.

გერმანელი ჟურნალისტების რჩეულნი

1. მანუელ ნოიერი (ბაიერნი) 210 ხმა

2. მარიო გომესი (ბაიერნი) 190 ხმა

3. ნური შაჰინი (ბორუსია დ) 142 ხმა

4. მარიო გიოტცე (ბორუსია დ) 101 ხმა

5. მესუთ იოზილი (რეალი) 86 ხმა

6. მატს ჰუმელსი (ბორუსია დ) 43 ხმა

7. რაული (შალკე) 27 ხმა

8. ანდრე შიურლე (მაინცი) 25 ხმა

9. მარკო როისი (ბორუსია მ) 22 ხმა

10. არიენ რობენი (ბაიერნი) 18 ხმა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს

[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა

"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს

"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...

"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს

"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს

უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს

U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში

16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს

ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს

ნაკრები ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება

18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა

"ატალანტას" რაფაელე პალადინო გაწვრთნის

ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს

"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს

ოფიციალურად: იამალი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს

მახაჩევის საუკეთესო ხუთეული: ილია მე-5, მერაბი P4P-ს მიღმა, ისლამი 1-ლი

"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო

"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა

"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია