ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 52-ე გენერალურ ასამბლეაზე, რომელსაც სტამბოლმა უმასპინძლა, 2023 წლის სპორტული მოვლენები განიხილეს. ხაზი გაესვა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მუშაობას, რომლებმაც მაღალი სტანდარტები დააწესეს.

„ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ისტორიაში ეს იყო ყველაზე დატვირთული წელი. ჩავატარეთ მეტად წარმატებული ღონისძიებები, რომლებმაც თავის მხრივ, ევროპული სპორტი ახალ სიმაღლეზე აიყვანა. კარგად ორგანიზებულ შეჯიბრებებში ვიხილეთ ევროპის საუკეთესო სპორტსმენების ასპარეზობა, - განაცხადა EOC-ის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა. - ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო ჩვენი სპორტსმენების მსახურება. მიმაჩნია, რომ საამაყოდ გვაქვს საქმე იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გავაკეთეთ ეს ყოველივე ერთად. ეს იქნა მიღწეული როგორც ევროპის, ისე რიგ შემთხვევებში საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობით და, რა თქმა უნდა, ევროპის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან ერთად. ჩვენ გავაუმჯობესეთ EOC-ის და ჩვენი ღონისძიებების იმიჯი. ყოველივეს მივაღწიეთ მკაცრად გაწერილი ბიუჯეტით.“

გენერალურ ასამბლეაზე განვლილი წლის საკვანძო საკითხებზე მოისმინეს EOC-ის გენერალური მდივნის, რაფაელ პანიოცის მოხსენება, ასევე მოხსენებები ზამთრის და ზაფხულის 2023 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე. გარდა ამისა, უახლოესი გეგმები წარმოადგინეს ზაფხულისა და ზამთრის მომავალი ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტებმა.

ასამბლეის დელეგატების წინაშე მოხსენებით და პრეზენტაციით წარდგნენ 2025 წელს ბაკურიანში გასამართი ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები. მათ დეტალურად ისაუბრეს ბაკურიანის სამზადისზე, შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე, წარმოადგინეს შესაბამისი ვიზუალური მასალა.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური ასამბლეის მსვლელობისას პიოტრ ნუროვსკის სახელობის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ნომინაციაში გამარჯვებულებად გამოცხადდნენ გერმანელი ტანმოვარჯიშე დარია ვარფოლომეევა და თურქი მოცურავე კუზეი ტუნჩელი. აღსანიშნავია, რომ ორივე სპორტსმენმა გამოკითხვაში ხმების თანაბარი რაოდენობა დააგროვა. ამიტომაც, პირველად ისტორიაში, ჯილდო ერთბაშად ორ სპორტსმენს გადაეცა.

გენერალურ ასამბლეაზე დამსწრეთ მიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმაც. IOC-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მოვლენებით გაჯერებულ წელს, რომლის ხილვის საშუალებაც ჰქონდა ევროპულ სპორტს. ასევე მადლობა გადაუხადა EOC-ს მომავლისკენ სწრაფვაში, განსაკუთრებით, მდგრადობის სფეროში. შეაქო ევროპელი სპორტსმენები, რომლებმაც 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის კვალიფიკაცია გაიარეს.

„ჩვენ ვერ დავკმაყოფილდებით იმით, რასაც წლის განმავლობაში მივაღწიეთ. ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიყუროთ და ჩვენ წინაშე არსებულ ამოცანები განვსაზღვროთ. რა თქმა უნდა, არის ერთი სფერო, რომლის მიმართაც ერთგულია ოლიმპიური მოძრაობა და ეს არის მდგრადი განვითარების მიზნები. მსურს მადლობა გადავუხადო EOC-ს, გაეროს სპორტი კლიმატის მხარდაჭერის პროგრამაში გაერთიანებისთვის, რომელიც IOC-ის მიერ გაეროსთან ერთად იყო ინიცირებული. ოლიმპიურ მოძრაობას ნათელი მომავალი აქვს, მაგრამ შეგვიძლია, რომ ის უფრო ნათელი გავხადოთ, თუკი არა მხოლოდ ვისაუბრებთ ოლიმპიურ დევიზზე, არამედ მისით ვიცხოვრებთ. მოგიწოდებთ, ცხოვრებაში გავატაროთ ახალი ოლიმპიური დევიზი, რათა სწრაფად ცვალებად სამყაროში სწრაფად ვიმოქმედოთ, ვიყოთ უფრო ძლიერები, ვისწრაფოდეთ მაღალი მიზნებისთვის და ვიყოთ უფრო ძლიერები. ყოველივეს მიღწევა შესაძლებელი იქნება, თუ ყველა ერთად სოლიდარულად დავდგებით“.

სავარაუდოდ, მეოთხე ევროპული თამაშების მასპინძელი იქნება სტამბოლი. როგორც თურქული მეგაპოლისის მერმა ეკრემ იმამოღლუმ საზეიმო მიღებაზე აღნიშნა, სტამბოლი დაინტერესებულია, რომ 2027 წლის თამაშები მათ ქალაქში გაიმართოს.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

მამუკა
ნაძირალა მექრთამე თომას ბახი.
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა