"დეტროიტ პისტონზმა" შეთანხმებას მიაღწია ლოურენს ფრენკთან, რომელიც ერთი პერიოდი "ნიუ ჯერსიში" წარმატებით მუშაობდა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა დერეკ ფიშერმა განაცხადა: ლოკაუტი უახლოეს პერიოდში არ დასრულდება, რადგან მისმა ორგანიზაციამ ლიგის ხელმძღვანელობასთან კონტაქტი შეწყვიტა.

"პირველ ივლისამდე ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს. ვცდილობდით რაღაცის გაკეთებას, მაგრამ ახლა სრული სიჩუმეა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ არავის არაფერი სჭირდება", - ამბობს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვეტერანი მცველი.

ამასობაში, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ NBA-ის მოთამაშეებს სხვა ლიგებში თამაშის უფლება ოფიციალურად დართო.

თუ მოთამაშე რომელიმე გუნდში გამოსვლის სურვილს გამოთქვამს, NBA-ში მის კლუბს ხელის შეშლის უფლება არ ექნება, მაგრამ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ლოკაუტის დასრულების შემდეგ კალათბურთელი ვალდებულია, მაშინვე გამოცხადდეს ძველი გუნდის შემადგენლობაში.

რაც შეეხება სავარაუდო ტრავმებს, FIBA კლუბის ხელმძღვანელობას უტოვებს უფლებას, დამატებითი დოკუმენტი გააფორმოს, რომელიც ტრავმის მიღების შემთხვევაში მოთამაშის პასუხისმგებლობას განსაზღვრავს.

"როგორც კალათბურთის მმართველი ორგანო, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა პრობლემა გადაიჭრება და NBA-ის სეზონი განრიგის მიხედვით დაიწყება. ხოლო იმის გამო, რომ ჩვენი მიზანია სპორტის ამ სახეობის განვითარება და პოპულარიზაცია, მხარი უნდა დავუჭიროთ კალათბურთელების მისწრაფებას, სადაც სურთ იქ ითამაშონ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ ირღვევა არც ერთი მხარის ინტერესები, უფლებები და მოვალეობები", - ამბობს ფედერაციის გენერალური მდივანი პატრიკ ბაუმანი.

"დეტროიტ პისტონზმა" შეთანხმებას მიაღწია ლოურენს ფრენკთან, რომელიც ერთი პერიოდი "ნიუ ჯერსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებით მუშაობდა. ოთხწლიან ხელშეკრულებას ამ კვირის დასაწყისში მოეწერება ხელი. "დეტროიტის" გარდა ფრენკს მთავარი მწვრთნელის თანამდებობას სთავაზობდნენ "ტორონტო" და "ჰიუსტონი".

აღსანიშნავია, რომ ფრენკი ახალბედა მწვრთნელებს შორის რეკორდსმენია: "ნიუ ჯერსიში" მისვლისთანავე მან გუნდს ზედიზედ 13-ჯერ მოაგებინა.

"პორტლენდის" ფორვარდი ნიკოლა ბატუმი მომავალ სეზონს საფრანგეთში დაიწყებს. გაზეთ "ეკიპის" ინფორმაციით, ფრანგმა კალათბურთელმა კლუბ "ნანსისთან" ზეპირ შეთანხმებას მიაღწია.

მიუხედავად ამისა, ხელშეკრულებას მხოლოდ მაშინ მოეწერება ხელი, როცა საბოლოოდ გაირკვევა, რომ NBA-ში სეზონი არ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბატუმი მოლაპარაკებებს აწარმოებდა "ვილერბანთან", მაგრამ "ნანსის" მიანიჭა უპირატესობა, რადგან ეს კლუბი ახალ სეზონში ევროლიგაზე ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის