"გარდიანმა" 2006 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის 60 ყველაზე გამორჩეული დაასახელა და მათ შორისაა თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ალექსანდრე ფეიქრიშვილი.

ტოპ-60-ში ფეიქრიშვილი "პალმეირასის" თავდამსხმელ ენდრიკთან ("რეალის" მოთამაშეა), პსჟ-ის ნახევარმცველ უორენ ზაირ ემერისთან, "ბაიერნის" ფორვარდ ვალენტინ იოტოვთან და სხვა ნიჭიერ მოთამაშეებთან ერთადაა დასახელებული.

"ფეიქრიშვილი თბილისის "დინამოს" აკადემიაში ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება, კლუბში, რომელმაც ისეთი ტალანტები აღზარდა, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მამარდაშვილი და სხვები არიან. ის ძლიერი ნახევარმცველია, საჯარიმოდან საჯარიმომდე თამაში შეუძლია, ამასთან ერთად, კრეატიულია. ბურთით მარჯვედ წინსვლა ეხერხება, გრძელი გადაცემებით შეტევის მიმართულების შეცვლა, გადამწყვეტი პასის მიცემა ან იერიშის დამაჯერებლად თავად დასრულება. ასევე ყურადღებას იმსახურებს უბურთოდ სწრაფი მოძრაობით, პოზიციური და ჭკვიანური პრესინგით.

როდესაც საქმე ხმამაღალ შედარებამდე მიდის, მისი სათამაშო პროცესი სტივენ ჯერარდსა და ფედერიკო ვალვერდეს შორისაა. ვიდრე ამ ასაკისა გახდებოდა, ფეიქრიშვილმა საქართველოს 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად მოიპოვა მატჩებში გამარჯვებები, ახლახან კი თავის გუნდს დარასელიას თასის მოგებაში დაეხმარა - დაამარცხეს "მონცა", "ჯენოა" და "სევილია". ფინალში მან გამარჯვების გოლი "სევილიასთან" გაიტანა, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა", - წერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა.

beqa
ათლეტიზმის მომატებას კუნთოვანი მასის გაზრდა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებ მაკტომინეის აჯობებ!!
alexandre
ალექსანდრე! გილოცავ, შვილო. წარმატებულ კარიერას გისურვებ. მხოლოდ 1 პატარა რჩევას მოგცემ, რასაც შეძლებ, ნაკლები იფიქრე რა შთაბეჭდილებას ახდენ მაყურებელზე, მეტოქეზე შენი ჟესტებით, მიმიკებით. მთავარია თამაშით როგორი ხარ. დააკვირდი მესის! თუ გინდა ვინისიუსივით ენის გამოყოფა დაიწყო, ან კრიშტიანოსავით ყოველი გოლის შემდეგ პატარა სპექტაკლი დადგა - არ გირჩევ. ჯერ მათი დონის მეათედს მიაღწიე და მერე. კიდევ ერთხელ - ყოველივე საუკეთესოს გისურვებ.
leqso
კარგიაა, მაგას რა სჯობია თუ განვითარდება და კიდევერთი კარგი ფეხბურთელი გვეყოლება,რომელიც მართლა თამაშობს,მხოლოდ არ ირიცხება,,,,ამასთან მხოლოდ დავითაშვილის მოხსენიება და ტოლობის დასმა კვარას და მამარდას ტალანტთან, გადჭარბებულად არ გეჩვენებათ?? რა ხვიჩას დონის?? ამ ასაკში საფრანგეთის მეორე ლიგის, ერთი მაჩაჩალა კლუბის არაფრით გამორჩეული ფეხბურთელია, რაც გამოჩნდა თამაშით ვეღარ განვითარდა, დარჩე ისევ ზურიკო...კარგი გაგებით რა თქმა უნდა...ერთი სიტყვით ზურაბი ვერ გახლდა-პერიოდულად გაუვარდება ყარაულის თოფივით და სულ ეგ არის-გუნდური თუ უბურთოდ თამაში,პასი-თითქმის 00...ერთი სიტყვით ზუსტადაც მეორე ლიგის დონის ფეხბურთელია და ქე არის იქ სადაც არის.
Givi
და რატომ არ არის ეს ბიჭი U17 ში? გუშინ ავსტრიასთან რომ დამარცხდა?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა