მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტამდე მძლეოსნობის სეზონი კულმინაციას უახლოვდება
მძლეოსნობის სეზონი კულმინაციას უახლოვდება. მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტამდე კიდევ ოთხი კვირაა დარჩენილი, "ბრილიანტის ლიგაზე" კი მხოლოდ სამი ეტაპი დარჩა გასამართი. ეს კომერციული სერია მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დამთავრდება, თუმცა ამ უქმეებზე სტოკჰოლმში მაინც შესაძლებელი იყო ძვირფასი ქვის მფლობელის გამოვლენა.

საქმე ისაა, რომ სტოკჰოლმის ტურნირს თავისი წესი აქვს: ყოველი ათლეტი, რომელიც ტურნირის რეკორდს განაახლებს, მცირე ბრილიანტს მიიღებს. ეს შესანიშნავი მოტივაციაა ნებისმიერი სპორტსმენისთვის. ორგანიზატორებიც კმაყოფილნი არიან, რადგან შვედეთის დედაქალაქში მსოფლიოს 83 რეკორდია დამყარებული, რაც ქალაქებს შორის რეკორდი გახლავთ.

წელს ორგანიზატორებს მხოლოდ ორი ბრილიანტის გაცემა მოუწიათ. კალის სპენსერმა ახალი რეკორდი დაამყარა 400 მეტრზე თარჯრბენში, სამხტომში კი არასტანდარტული სიტუაცია მივიღეთ. ოლგა სალადუხამ იარგელის სავინიეს აჯობა, მაგრამ ორივემ საუკეთესო შედეგი ძლიერი ზურგის ქარისას (2 მ/წმ) აჩვენა და ამ შემთხვევაში რეკორდი არ ფიქსირდება. ასე რომ, ბრილიანტი კოლუმბიელმა კატერინ იბარგუენმა მიიღო, თუმცა ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა.

ორი ათლეტისკენ განსაკუთრებული ყურადღება იყო მიპყრობილი. წელს პირველად გამოჩნდა "ბრილიანტის ლიგის" ეტაპზე ელენა ისინბაევა. მასთან ერთად ჭოკით ხტომის სექტორში საუკეთესოები შეიკრიბნენ: სილკე შპიგელბურგი, ჯენიფერ შური, ფაბიანა მიურერი და სვეტლანა ფეოფანოვა.

ბრძოლა ისინბაევასა და შპიგელბურგს შორის გაიმართა. "ბრილიანტის ლიგის" ლიდერმა გერმანელმა მესამე ცდიდან აიღო 4.64 მეტრი, შემდეგ ამდენიმე ცდა დასჭირდა 4.70 მეტრის დასაძლევად. ისინბაევამ 4.64 მეტრიდან დაიწყო. პირველი ცდა არ გამოუვიდა, მეორე ნახტომის შესრულებისას შესამჩნევად შეეხო თამასას, მაგრამ გაუმართლა. 4.70 მეტრი რუსმა გამოტოვა, 4.76 კი პირველივე ცდიდან დამაჯერებლად აიღო. სხვამ ეს სიმაღლე ვერ დაძლია, რის შემდეგაც ელენამ იერიში მიიტანა ტურნირის რეკორდზე (4.86 მეტრი), მაგრამ სამივე ცდა უშედეგო აღმოჩნდა.

განსაკუთრებული სტარტი ჰქონდა უსაინ ბოლტს. ერთი წლის წინ სწორედ აქ შეწყვიტა ტაისონ გაიმ იამაიკელის გამარჯვებათა სერია და საერთოდაც, უსაინს არასოდეს გაემარჯვა შვედეთის დედაქალაქში. ამჯერად მან დაარღვია ეს უსიამოვნო ტრადიცია. ბოლტმა 200 მეტრი დამაჯერებლად მოიგო, თუმცა შედეგი მოკრძალებული ჰქონდა - 20.02 წამი. თავად მსოფლიოს რეკორდსმენმა დაბალი შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ტრავმის მიღების შიშით ახსნა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ლაშონ მერიტის დაბრუნება. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს, ახლა მის დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურა და ამერიკელი ტეგუში ტიტულის დასაცავად ემზადება. სტოკჰოლმში მერიტმა კარგი დონე აჩვენა, მაგრამ ფინიშზე სულ მცირედი წააგო ჯერმეინ გონსალესთან.

სტოკჰოლმში ასევე დაფიქსირდა სეზონის რამდენიმე საუკეთესო შედეგი. ანდრეას ტორკილდსენმა საკუთარი შედეგი გააუმჯობესა, როცა შუბი 88,43 მეტრზე ტყორცნა. მისი მთავარი მეტოქე ტერა პიტკამიაკი მეშვიდე ადგილზე გავიდა.

5000 მეტრზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა ვივან ჩერუიოტმა - 14.20.87. ეს კენიის რეკორდია, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. მიტჩელ უოტმა ლიდერობა განიმტკიცა სიგრძეზე ხტომაში. 23 წლის ავსტრალიელი სტოკჰოლმში 8,54 მეტრზე გაფრინდა.

ამ კვირას ლონდონში "ბრილიანტის ლიგის" ორდღიანი ეტაპი გაიმართება - ყველა დისციპლინაში გათამაშდება პირველობა. თანაც ეს იქნება ბოლო დიდი სტარტი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ამიტომაც ბრიტანეთის დედაქალაქში ბევრი ვარსკვლავი ჩავა.

XI ეტაპი

კაცები

200 მ. 1. უსაინ ბოლტი (იამ) - 20,03; 2. მერვინ ანდერსონი (იამ) - 20,44; 3. ალონსო ედვარდი (პან) - 20,47...

400 მ. 1. ჯერმეინ გონსალესი (იამ) - 44,69; 2. ლაშონ მერიტი (აშშ) - 44,74; 3. კრისტოფერ ბრაუნი (ბაჰ) - 44,79...

სიმაღლეზე ხტომა. 1. ივან უხოვი (რუს) - 2,34; 2. ჯესი უილიამსი (აშშ) - 2,32; 3. მოათაზ ბარშამ აჰმედი (კატ) - 2,30; 3. ანდრეი სილნოვი (რუს) - 2,30...

ბადროს ტყოცნა. 1. ვირგილიუს ალეკნა (ლიტ) - 65,05; 2. პეტრ მალახოვსკი (პოლ) - 64,96; 3. ფრანკ კასანასი (ესპ) - 63,42...

ქალები

ჭოკით ხტომა. 1. ელენა ისინბაევა (რუს) - 4,76; 2. სილკე შპიგელბურგი (გერ) - 4,70; 3. ჯენიფერ კუკი (აშშ) - 4,64...

სამხტომი. 1. ოლგა სალადუხა (უკრ) - 15,06; 2. იარგელის სავინიე (კუბ) - 14,87; 3. კატერინ იბარგუენი (კოლ) - 14,83...

ბადროს ტყორცნა. 1. ვალერი ადამსი (ზელ) - 20,57; 2. ნადეჟდა ოსტაპჩუკი (ბლრ) - 20,37; 3. ჯილიან კამარენა-უილიამსი (აშშ) - 19,87...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს