ხორვატი გულშემატკივრების გასახარად, უმაგის ტურნირის ფინალში მარინ ჩილიჩი ითამაშებს
ლოს ანჯელესის ტურნირის ნახევარფინალში ოთხიდან სამი წარმომადგენელი აშშ-ს ჰყავდა, მაგრამ მაინც არ შედგება ამერიკული ფინალი. ერნესტ გულბისმა შეაჩერა ალექს ბოგომოლოვის წინსვლა და კარიერაში მეორედ გავიდა ATP-ის ტურნირის ფინალში.

აქ მისი მეტოქე მარდი ფიში იქნება, ვინც წინა კვირას ატლანტას ტურნირი მოიგო და ახლა დუბლს უმიზნებს. აღსანიშნავია, რომ ფიშმა ატლანტაში ნახევარფინალურ ეტაპზე თანამემამულე რაიან ჰარისონი ორ სეტში დაამარცხა. ახლაც ამავე სტადიაზე ისევ ამ ჩოგბურთელს გადაეყარა და ამჯერად სამი პარტიის ჩატარება დასჭირდა მის დასამარცხებლად.

მართალია, ფიში ფინალის ფავორიტად ითვლება, მაგრამ გულბისის მიერ ამ ტურნირზე განვილი გზაც არ უნდა დავივიწყოთ - მეოთხედფინალში მან თვით ხუან მარტინ დელ პოტროს მოუგო, თანაც ორ სეტში.

ხორვატი გულშემატკივრების გასახარად, უმაგის ტურნირის ფინალში ითამაშებს მარინ ჩილიჩი, რომელიც კარიერაში გრუნტის პირველი ტიტულის მოპოვებას ეშურება, თანაც ხორვატ ჩოგბურთელებს უმაგში 1990 წლის შემდეგ არ გაუმარჯვიათ. ჩილიჩმა იტალიელ ფაბიო ფონინის 73 წუთში მოუგო.

წარმატებული სერიის გაგრძელება ვერ შეძლო ესპანელმა ვეტერანმა ხუან-კარლოს ფერერომ - წინა კვირას მოგებული ტურნირის შემდეგ, ამჯერად როლან გაროსის ყოფილი ჩემპიონი ნახევარფინალურ ეტაპზე შეაჩერა უკრაინელმა ალექსანდრ დოლგოპოლოვმა, რომლისთვისაც მომავალი ფინალი კარიერაში AთP-ის დონეზე პირველი იქნება.

დაბოლოს, უმაგისგან განსხვავებით, გშტაადში ორივე ნახევარფინალში ბრძოლა იყო და ორივე სამ სეტში დასრულდა.

ნახევარფინალურ ეტაპზე სამი ესპანელი თაშაშობდა და მთავარ პრიზსაც ამ ქვეყნის წარმომადგენლები გაითამაშებენ. მარსელ გრანოლერსს რუს მიხაილ იუჟნისთან 15 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ გამოყენების პროცენტი მოიკოჭლებოდა და ამიტომაც დასჭირდა ესპანელს სამი სეტის ჩატარება ერთ-ერთი ფავორიტის დასამარცხებლად.

მეორე ნახევარფინალში, რომელშიც ნიკოლას ალმაგრო და ფერნანდო ვერდასკო ხვდებოდნენ, ორი ტაი-ბრეიკი გათამაშდა, თუმცა მატჩი დროში ძალიან არ გაწელილა და ვერდასკომ ორი საათი და 10 წუთი იკმარა თანამემამულის დასამარცხებლად.

საინტერესოა, რომ გასულ კვირას ეს ჩოგბურთელები ჰამბურგში ამავე ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ალმაგრომ გაიმარჯვა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი ვერდასკო აღმოჩნდა. არადა, მატჩის სტატისტიკის მიხედვით, ჩოგბურთელებმა თანაბარი რაოდენობის ქულები დააგროვეს.

ATP

Farmers Classic

ლოს ანჯელესი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 619 500 დოლარი

1/4 ფინალი

იენ ჰსუნ ლუ (ტაივ)-რაიან ჰარისონი (აშშ) 6:3, 3:6, 4:6; ტომაშ ბელუჩი (ბრა)-ალექს ბოგომოლოვი (აშშ) 6:1, 4:6, 1:6; მარდი ფიში (აშშ)-იგორ კუნიცინი (რუს) 6:2, 6:4; ერნესტ გულბისი (ლატ)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ) 6:2, 6:4.

1/2 ფინალი

ერნესტ გულბისი (ლატ)-ალექს ბოგომოლოვი (აშშ) 6:2, 7:6; მარდი ფიში (აშშ)-რაიან ჰარისონი (აშშ) 6:0, 4:6, 7:6.

Croatia Open

უმაგი (ხორვატია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

1/4 ფინალი

პოტიტო სტარაჩე (იტა)-ფაბიო ფონინი (იტა) 6:3, 3:6, 1:6; მარინ ჩილიჩი (ხორ)-ანდრეას სეპი (იტა) 6:1, 6:3; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ)-ალბერტ რამოსი (ესპ) 6:3, 7:5; ხუან კარლოს ფერერო (ესპ)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:1, 7:6.

1/2 ფინალი

ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ)-ხუან კარლოს ფერერო (ესპ) 6:4, 6:4; მარინ ჩილიჩი (ხორ)-ფაბიო ფონინი (იტა) 6:2, 6:2.

Suisse Open

გშტაადი (შვეიცარია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

1/4 ფინალი

ანდრეას ჰეიდერ-მაურერი (ავსტრია)-მიხაილ იუჟნი (რუს) 4:6, 7:5, 4:6; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 6:3, 6:2; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 4)-ჟულიან ბენეტო (საფ) 6:4, 5:7, 6:1; ნიკოლას ალმაგრო (ესპ)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 6:4, 7:5.

1/2 ფინალი

მიხაილ იუჟნი (რუს)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 3:6, 6:3, 2:6; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 4)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 6:7, 7:6, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა