საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება.

ირის ანტმანის გუნდი, ერთა ლიგის მესამე შეხვედრას 27 ოქტომბერს, სტუმრად, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 31 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ლიეტუვას თბილისში უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო. მოახლოებული შეხვედრებისთვის ირის ანტმანმა ეროვნულ ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ფეხბურთელები მზად არიან მოახლოებული მატჩებისთვის. გვყავს ახალწვეულები, რადგან საქართველოში ვარ, ვესწრები თამაშებს და ვხედავ, ვინ ასრულებს ინდივიდუალურ დავალებებს და მზად არის ნაკრებში სათამაშოდ. ეს ნათლად ჩანს მოედანზე. გამოვიძახეთ საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ ორ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში. ვფიქრობ, კარგად ვაჩვენეთ ჩვენი განვითარება ლუქსემბურგთან მატჩში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მინდა, რომ ამ გუნდმა გამარჯვებები მოიპოვოს, რაც ნამდვილად შეუძლიათ. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა, რაც მთავარია, ფეხბურთელებს ამის სურვილი აქვთ. გუნდში კარგი განწყობაა, ყველა იბრძვის სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად, რაც ნიშნავს, რომ გუნდში ჯანსაღი გარემოა. ამავდროულად, ფეხბურთელებში ძალიან მეგობრული განწყობაა და აქვთ სურვილი მიაღწიონ შედეგს. ასე რომ, მათ ვენდობი და ვიცი, რომ ეს შეუძლიათ"

ნინო პასიკაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "ლიეტუვის ნაკრებს კარგად არ ვიცნობთ, თუმცა ეტაპობრივად შევისწავლით და კარგად გავაანალიზებთ თითოეულ დეტალს. მოსაგებად მივდივართ და საშინაო შეხვედრაშიც, გვსურს, რომ გულშემატკივარი გავახაროთ სამი ქულით".

თამარ ქველიძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "ვემზადებით, რათა თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმალურად შეასრულოს საკუთარი დავალება და იმედი მაქვს, რომ სასურველ შედეგს მივიღებთ. თურქეთთან მატჩი შედარებით მეტი ადამიანი იყო მოსული სტადიონზე. ძალიან დადებითი მომენტი იყო, რამაც დიდი მუხტი მოგვცა. ვისურვებდით, რომ შემდეგ თამაშებზეც დავიმსახუროთ მათი გვერდში დგომა".

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თეონა სუხაშვილი (სანედი, იონიშკისი, ლიეტუვა), სვეტალნა გაბელაია (კოლხეთი, ხობი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:  ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), თეონა თოდაძე (კოლხეთი, ხობი), ტატიანა მატვეევა, ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ხატია ჭყონია (ბათუმი), მაიკო ბებია (სამეგრელო), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი), ლელა ჭიჭინაძე (ლანჩხუთი)

nakrebi.ge

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
მოლდოვა 0:1 საქართველო
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
მოლდოვა 1:0 საქართველო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში