ხვიჩა კვარაცხელიამ "ვერონას" დუბლი შეუსრულა, "ნაპოლიმ" კი დამაჯერებლად (3:1) გაიმარჯვა და ოთხეულისთვის აქტიურად მებრძოლ გუნდად რჩება. საერთაშორისო მედია "კვარას" "დაბრუნებაზე" წერს.

ქართველი გარემარბი მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყო. ჯერ თანაგუნდელებისგან პასები ისეთ სიტუაციაში ვერ მიიღო, გაბრაზება აქტიურად გამოხატა, რაც ნაკლებად სჩვევია. ხვიჩას ეუხეშნენ და და ამასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ამის შემდეგ კვარაცხელიამ თავის სტილში გაიტანა, აღნიშვნამ კი მოწინააღმდეგეთა როგორც ფეხბურთელების, ასევე გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. არადა, ხვიჩამ ის გაიმეორა, რაც რამდენიმე დღის წინ თბილისში, როცა კვიპროსის ნაკრების კარი დალაშქრა. ყველა იმის გარკვევაშია, თუ რატომ მიმართავს ამ ხერხს 77-ე ნომერი. აღნიშვნა MMA-ს მებრძოლ ისრაილ ადესანიას დაუკავშირეს. მარიო რუის მიმართ ქართველ გულშემატკივრებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ, პორტუგალიელმა კი ამ ეპიზოდში ჩვენებურს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, რის გამოც გააფრთხილეს.

ადესანიას აღნიშვნა

ხვიჩას დატვირთული პერიოდი გამოუვიდა. მან საქართველოს ნაკრების მაისურით ორ შეხვედრაში გაიტანა. ამის შემდეგ "კვარადონას" ჯვრისწერის ცერემონიალი ჰქონდა, ნეაპოლში გადაფრენის შემდეგ კი, გასვლითი შეხვედრის ჩასატარებლად, ვერონაში ჩაფრინდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, კვარაცხელიას მონდომება და ფიზიკური შესაძლებლობები რა მაღლა დგას. ერთხელაც უნდა გავიხსენოთ ის გამოხმაურებები, გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა ხვიჩას "მშრალი" პერიოდი მის პირად ცხოვრებაში ცვლილებებს დაუკავშირა და ის ნათქვამიც გაიხსენეს, ერთ დროს ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა შოთა არველაძეს სხვა კონტექსტსა და სიტუაციაში რომ უთხრა.

ქართველმა ფეხბურთელმა "ვერონასთან" ითამაშა ისე, როგორც უკვე შემდგარმა ვარსკვლავმა - დამაჯერებლად, ზუსტად იმდენი, რამდენის საჭიროებაც არსებობდა. ხვიჩას წინააღმდეგ უხეშობასაც არ ერიდებოდნენ და იყო ეპიზოდები, როცა ტრავმის რისკის გამო ორთაბრძოლებში აქტიურად შესვლა სახიფათოც კი გახდა. როცა 77-ე ნომერი ფორმაშია, მისი შეჩერება რთული ამბავია, თანაც, თუკი ამას ხელს გუნდიც უწყობს ისე, როგორც მატეო პოლიტანო აკეთებდა. ჯაკომო რასპადორი კარგად მოძრაობდა და ნეაპოლელები შეტევას ჩაწოდებებით არ ავითარებდნენ, როგორც ეს მინდორზე ვიქტორ ოსიმენის ყოფნის შემთხვევაში ხდება. ასე რომ, ნიგერიელის დონის მიუხედავად, მისი არყოფნა ზოგჯერ იქნებ უკეთესიც იყოს, მათ შორის, "კვარასთვის", რომელიც მუდმივად იმაზეა ორიენტირებული, ოსიმენს დროული პასი მიაწოდოს. მომდევნო გაჩერება ჩემპიონთა ლიგა, ბერლინი და "უნიონია".

გივი
როცა ფეხბურთელი გატანილი გოლის შემდეგ ტრუსების იხდის და ისე გამორბის მოედნიდან ის არვის უკვირს და კვარას იმიტაცია უკვირთ.მეუღლეს ესროლა სიყვარულის ისარი.ეცლა კი დააფრინდით კვარას.

კაცმა ცოლი მოიყვანა და ალბათ ასე ამიტომ აღნიშნა, სუყვარულის ისარი გაისროლა ))) ისე ამდენ ვარაუდებს, ვინმე ღვთისნიერმა ჟურნალისტმა მიწეროს და ჰკითხოს, დარწმუნებული ვარ არ დაუმალავს!
მოცლილი
37 ევრო თუ ოკ,მაშინ პირდაპირ ნაპოლის საიტზე თამაშამდე 2 კვირით ადრე იწყება გაყიდვა: sscnapoli.it >Biglietti ,თუ არა და სტადიონის გარეთ დაძრწიან გადამყიდველები და იმათ უნდა შეევაჭრო.
გიუშა - ს
შენ ქართულად აზროვნებ, ეგ კიდევ ევროპაა - იქ შუა თითსაც კოცნიან და თითებშუაც ლოკავენ
დდდ
რა ყველაფერს უკონტროლებთ ამ ადამიანს რა გინდად როგორც უნდა და რასაც აკეთებს ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ უბრალოდ ეს არის ბოღმა ადამიანების ყ..ე კომენტარები
გიუშა
შეიძლება შუა თითისგან ვერ გაარჩიო მაგრამ ტვინი ხომ უნდა ქონდეს ადამიანს რომ მიხვდეს შუა თითს არ აკოცებდა?!)))
ბილეთი
ხომარ იცით სად შეიძლება ხელმისაწვდომ ფასად ბილეთის შეძენა? (ნაპოლის საშინაო თამაშების)
ჯონდო
ხან ვიღაც კალათბურთელს ბაძავს, ხან მოკრივეს, ტრიბუნებიდან მისი "საქორწილო" თითი როგორ უნდა გაარჩიოს მაყურებელმა შუა თითისგან? სხვას რომ არ მიბაძოს და ემოციის გამოხატვის რაიმე საკუთარი ლამაზი ჟესტი მოიფიქროს არა? ჩვენთან რომ რომელიმე ფეხბურთელს იგივე გაეკეთებია, პროვოკაციაში ჩავუთვლიდით თუ არა? და კიდევ ერთი: რასაკვირველია , მისი ნებაა ცოლთან ურტიერთობას შინ და გარეთ როგორ გამოხატავს, მაგრამ, ვფიქრობ, მეტისმეტი მოსდის.
JABA
საქმეც მაგაშიას - არა, იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე
გალილეო გალილეი
მე ეს ამურის ისარი მგონია,რომელიც აღაგნებს ჩვენს გულებს სიყვარულით და სიხარულით.
ქ. გ.
კარგი ვიდეო https://youtu.be/JhVcNmdoohM?si=ql4sLkpNuVmFddQT
რობი
ნაპოლის ყველაზე დიდი პრობელემა დაცვაშია! უფრო კონკრეტულად დაცვის მარჯვენა მხარეს, ანგისა დი ლორენცო და რახმანი ვერ არიან ჩვეულ ფორმაში, თითქმის ყველა ბურთი იქიდან გადის ნაპოლის კარში.
რობი
ნაპოლის ყველაზე დიდი პრობლემა დაცვაშია! უფრო სწორედ დაცვის მარჯვენა მხარეს ანგისა დი ლორენცო და და რახმანი ვერ არიან ჩვეულ ფორმაში:)
ბადრი
სეზონის დასაწყისში იყო მგონი, ნაპოლიმ ოსიმენის გარეშე 4:0 რომ გაიმარჯვა. დიდი არაფერი ფორვარდია, რასაც ის მომენტებს ანიავებს..... ალბათ თუნდაც მიქაუტაძე ან დავითაშვილი 80 პროცენტს გამოიყენებდნენ.
ჟორა გაბრიჭიძე
ან რა საჭიროა ეს ჟესტები? კახი ასათიანმა მსოფლიოზე მექსიკაში გაიტანა, შემოტრიალდა და კაცურად თავაწეულმა დატოვა საჯარიმო. ეს იყო ღირსეული ფეხბურთელის ღირსეულად აღნიშვნა. სხვათაშორის სსრ კავშირის ნაკრებში ბურთს ვინც გაიტანდა ხელს ჩაარტყავდენ და მორჩა, დღეს კი მთელ გუნდს ზედახორა აქვს და 2-3 წუთუ უნდებიან დაწყნარებას.
ჟორა გაბრიჭიძე
დიდი ხანია ვწერ, რომ ოსიმენი არაა ის ფეხბურთელი, რომელზედაც ყველა შეტევის დამთავრება რომ მიენდოს. დღეს ერთი-ორი მომენთი თუ შეგექმნა და ვერ გაიტანე დიდი ფუფუნებაა, ოსიმენი თამაშში 5-6 მომენტს ანიავებს. ამასთან ერთად ყურადღებით დარაჯობენ. ამ დროს მწვრთნელმა დამამთავრებელ ფაზისთვის სხვებს უნდა მისცეს საშუალება, ეს კი არ ხდება. ისე გარსია მეცოდება. ოსიმენი რომ სკამზე დასვას შეჭამენ, არადა უმისოდ შეიძლება უკეთესი იყოს. ვნახოთ, ახლაა სწორედ ამის დრო.
ქ. გ.
თითებით გოლების აღნიშვნის დამდგმელი რეჟისიორი და სცენარის ავტორი არის თქვენთვის კარგად ცნობილი ინსტაგრამელი მეტიკტოკე ნინუცა. ხვიჩას მოფიქრებული არ არის ეს ჟესტები.
ბაია
ჩვენი, ქართველი ფეხბურთელი, დაჩი ცნობილაძე სწორედ ასე აღნიშნავდა გოლის გატანას რამდენიმე წლის წინ.ადესანია სულ არ ვიცოდი...ან საწყენი რა არის?
მურმანი
შეიძლება სიმართლეა
ზვიადი
როცა არაპოპულარული, მაგრამ თამამი აზრია ოსიმენზე რაც წერია და მართლა მასეა
საქმეც მაგაშია
ჯაბა ეს შენით მოიგონე ? :)
Giorgi
ხო ნუ ვერონასთან კი მაგრამ ძლიერებთან ქრება :(
Robert22
მიხიჩა ლეგენდაა ბრატ და ივო სლავამ დავირიაუტ
JABA
მოწინააღმდეგის ფეხბურთელის და გულშემატკივრის გაღიზიანება მოყვა არა მშვილდის სროლას, არამედ იმას, რომ კვარამ აჩვენა არა თითი, რომელზეც საქორწინო ბეჭედი აქვს და ეს მიუზღვნა ახლად შერთულ მეუღლეს, ხოლო გულშემატკივარს ეგონა რომ მან აჩვენა მათ შუა თითი და შესაბამისად ატეხეს ხმაური ისევე როგორც ვერონას ფეხბურთელებმა, თუმცა მალევე გაერკვნენ სიტუაციაში და ჩაწყნარდა ყველაფერი, თორ ემეორე გოლზეც "ისროლა" მშვილდი და არავის გაუპროტესტებია.
Alegro
არის ერთი ფეხბურთელი, ვისაც „ნაპოლის“ ამ ქაოსური სეზონის სტარტის განათება და გაფერადება შეუძლია, ეს კვარაა, ვინაიდან ფიზიკურ ფორმას შეიძლება ახასიათებდეს აღმასვლა და ჩავარდნა, მაგრამ ნიჭი არ იკარგება. „ნაპოლიმ“ თავისი ხელოვანი კვლავ დაიბრუნა“ corriere de lo sport - აქ სიტყვები ზედმეტია.
მწარე სიმართლე
ხვიჩას ფანობა არ ნიშნავს, "რაც არ მომწონს, ვიძახო მომწონსთქო" ქართველებიდან ხვიჩას გულშემატკივარი ვარ და უცხოეთიდან კი ლეო მესის, ერთხელ ბარსას თამაში იყო და ლეომ ულამაზესი გოლი გაიტანა და ჩვენდა გასაკვირვად "წაცეკვებით" აღნიშნა გოლი, სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ მომეწონა, რადგანაც მესის ხასიათში არ ჯდებოდა და კომენტარშიც კი ავღნიშნე. ამით იმის თქმა მინდა, რო რახან "მოწონება არ მოწონებაზე" მიდგება საქმე, რა ამით ჩემს საყვარელ ფეხბურთელებს ვღალატობ? კარგით რა? ნუ იცით, იმ წუთას შემოტევა და რაღაც სულელური იარლიყების მოწებება.
Cheroeli
დურუ ხუნჭუა ჭირდება ჯოტია ცაავას ასე ყოფილა ცხოვრება.ხვიჩამ ისარი კრიტიკოსებს ესროლა.
las
მე მახსენდება გვარდიოლას მოსვლამდე ბარსელონა. როცა მესი კლასით აღემატებოდა პარტნიორებს. ვერ უგებდენ და ფაქტობრივად პასის მათთვის მიცემას არ ქონდა აზრი. ყოველი გადაცემა მთავრდებოდა მათი სისულელეებით. აი ეს სიტუაციაა ნაპოლიში. კვარა 3 თავით მაღლა დგას პარტნიორებზე. გინდა მიეცი პასი, გინდა არა აზრი არ აქვს მაგათთვის. ერთი ოსიმენი კიდევ უგებდა, მაგრამ დანარჩენები იმენა მეორე ლიგაა :)
lm
ხვიჩას მამასაც იგივე რომ უთხრეს ეს ამბავიც დააყოლეთ მერე ზემოდან. რომ დაეჯერებინა მიხიჩასთვის და არ მოეყვანა ცოლი ხვიჩას მამას რამხელა საცოდაობას ჩაიდენდა ქართული და მსოფლიო ფეხბურთის წინაშე :-) რაღა დროს მიხიჩაა კაით რა
ჯს.
მწარე სიმართლე არა მწარე კვახი
ირაკლი
პოლიტანოზე მთლად მასეც ნუ იტყვი. შარშან არც მე მეხატებოდა გულზე, მაგრამ წელს მაგრა მოუმატა და ერთ-ერთი საუკეთწსოა გუნდში. თანაც ორივე ასისტი მაგნ გაუკეთა ხვიჩას. მეორე საერთოდ მშვენიერი პასი.
გიორგი 11
მწარე კი ხარ, მაგრამ მართალის რა მიგახსენო?! რატომ იმწარაბ სიცოცხლეს? მაზოხისტი ხარ?
შენა
შენი მიმიკა და სახე მაჩვენა ამ კომენტარს თუ წერდი, ვითომ გიხდება?
G.LA
იმ ნათქვამს მიხიჩამ რომ თქვა აქაც ბევრნი იმეორებდნენ ხშირად. ძოძუაშვილი როგორც ფეხბურთელი მშვენიერი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს მისი მოსაზრებებით იცხოვრონ ფეხბურთელებმა. მოიყვანე არ მოიყვანე რა შუაშია? იშრომე ბევრი და დაგიფასდება. ზოგმა შეიძლება ცოლი არ მოიყვანოს და სხვა რამეს გადაყვეს. აღნიშვნას რაც შეეხება პირადად ჩემთვის სულ ერთია როგორ აღნიშნავს ხვიჩა, ოღონდ წარმატებული და კიდევ უფრო განვითარებული ვნახო.
მალაქია
გუშინდელ მატჩში სანამ ხვიჩამ არ "მიახურა" რასპადორის და პოლიტანოს, მანამდე ვერ და არ იმჩნევდნენ ხვიჩას არსებობას მოედანზე. მიუხედავად ამ ორი "პაიაცის" ფაფხურისა კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა ხვიჩას მაღალი საფეხბურთო კლასი.
Nick
რა სახე ეცვლება და ფსიქოლოგიური ანალიზი დაუწერეთ ბარემ. ჩვეულებრივი საფეხბურთო აღნიშვნაა და ნიშნავს რომ მიზანში მოარტყა. ცოცხალი ადამიანია და ემოციურია ამიტომ მიმიკა და გამომეტყველება შეეცვლება.ასეც უნდა იყოს რობოტი ხო არაა
გიორგი
ზუსტად ვისროდი, ვისვრი და მომავალშიც ზუსტი ვიქნები ყველას გასახარად! მე ასე გავიგე. ვისაც არ გიხარიათ თქვენც კარგათ იყავით, ოღონდ ნუ წამლავთ ბიჭს!
გიორგი
ზუსტად ვისროდი, ვისვრი და მომავალშიც ზუსტი ვიქნები ყველას გასახარად! მე ასე გავიგე. ვისაც არ გიხარიათ თქვენც კარგათ იყავით, ოღონდ ნუ წამლავთ ბიჭს!
Skeleton
კავანიც ეგრე აღნიშნავდა, მშვილდისრის იმიტაციას აკეთებდა. ბურთის კარში ზუსტად მოხვედრებას ნიშნავს და არაა ამდენი შეთქმულების თეორიები საჭირო. კვარაც ინსტაგრამზე მშვილდის ემოჯის წერს და არა ავტომატის. ასე რომ დამშვიდდეს ხალხი ჯობია :) გადაცხრილა ჰეითერებიო თუ რაღაც მსგავსი სისულელე წავიკითხე. ჰეითერების მიმართ სადმე ოდესმე რამე დასცდენია კვარას? არასდროს! ჰეითერობაც არ ჰქვია იმას, რასაც მის მიმართ აგორებდა ზოგი მარა აღმოაჩნდა საკმარისი თმენის უნარი, რომ არავის გამოჰყოლია, არც ნიშნის მოგებით პოსტების წერა დაუწყია სხვებივით და არც თავი უმართლებია. რა ხალხი ვართ, როგორ გვეტყობა რომ არასოდეს გვყოლია ამ დონის ვარსკვლავი და როგორ ყველაფერი გვიკვირს. არვიცით როგორ მოვექცეთ, ან ვაჰეითებთ ან ლექსებს ვუძღვნით. გოლების დროს ვყიჟინებთ, წაგების დროს დამთავრდა მაგის ფეხბურთითქო ვიძახით. შორიდან მაგარი სასაცილო ჩანს ეგ მდგომარეობა მაგრამ საკუთარი ქვეყნის ხალხზე ვერ გაიცინებ, რადგან რაღაცით მაინც მათთან ხარ გაიგივებული...
ქ. გ.
ოსიმენის გარეშე ყოველთვის კარგად თამაშობს.
მწარე სიმართლე.
რაც არ უხდება , არ უხდება ხვიჩას ეს ჟესტი. თან რაღაცნაირად სახეც ეცვლება და ცოტა არ იყოს და გვეშინია, ხომ არ უკავშირდება, ესეთი აღნიშვნა "ვარსკვლავურ სენს", ბევრმა ქებამ ხომ არ აწყინა?
ეკა.
წარმატებები კვარას,გაიხარე,როგორც ჩვენ გვახარებ!
[VIDEO] "რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!" - "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა
რატომ ჩაითვალა მამარდაშვილის კარში პირველი გოლი - VAR-ის გადაწყვეტილების მიზეზი სადავო ეპიზოდზე
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
კვარაცხელია კვლავ გასატანად, მიქაუტაძე დონარუმას წინააღმდეგ - ყველაფერი ლიგაზე
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"პსჟ-მ სახელფასო განაკვეთი შეამცირა - როგორია კვარაცხელიას გასამრჯელო?" - ფრანგული გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
"სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია..." - სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
"ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი" - სპალეტიმ "ნაპოლის" დატოვების მიზეზი დაასახელა