გიორგი შერმადინის ჩინებული თამაშის მიუხედავად, "ლენოვო ტენერიფე" ფიბას ჩემპიონთა ლიგის მატჩში დამარცხდა. ესპანური კლუბი თურქულ "დარუშაფაკას" ესტუმრა და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 84:88 დათმო. ეს გახლდათ ტენერიფელთა მე-2 მატჩი ჯგუფურ ეტაპზე. პირველი შეხვედრა შერმადინის გუნდმა 17 ოქტომბერს, შინ ჩაატარა და ფრანგული “შოლე" 95:75 გაანადგურა. შეგახსენებთ, ეს ის "შოლეა", ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან ძირითად ეტაპზე რომ ვერ მოხვედრილიყო, ფიბა-ევროპის თასზე ინაცვლებდა და თსუ-ს ჯგუფში ჰქონდა ადგილი, თუმცა გუნდმა მოახერხა საკვალიფიკაციოს დაძლევა და ახლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ასპარეზობს.

სტამბოლში თამაში დაძაბული გამოდგა. "ტენერიფე" მატჩის მსვლელობისას 18 ქულას იგებდა, თუმცა "დარუშაფაკას" წევრებმა ბოლომდე იბრძოლეს და საბოლოოდ 4 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 26:41 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში შერმადინს 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება დაუგროვდა. ქართველი ლეგიონერი 4-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. საქართველოს ნაკრების წევრის საერთო მონაგარი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

თითო მოგება-წაგებით "ტენერიფე" ჯგუფში მე-2 ადგილზეა. მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი 8 ნოემბერს შინ ლატვიურ "ვეფ რიგასთან" გამართავს.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში