სერია A-ს მეათე ტურში „ნაპოლიმ“ და „მილანმა“ ქულები გაიყვეს - 2:2.

დებიუტში პოზიციური თამაში იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. სადღაც მეოცე წუთისთვის თამაში გაიხსნა. აქტიურ ჟირუს ორი შანსი მიეცა, ჯერ მისი დარტყმული ბურთი რაჰმანიმ დაბლოკა, შემდეგ კი თავურით მერეტის კარი დალაშქრა და თერთმეტმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. მერე კვარაცხელიამ პოლიტანოს კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მეკარე მანიუ საჯარიმოს გარეთ გამოვიდა და თავისი გუნდი გადაარჩინა. ცოტა ხანში ხვიჩა მეურვეს გაექცა, ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მან ორიოდ მეტრიდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, "როსონერიმ" გაიტანა - 37 წლის ჟირუმ მეორე სართულზე რაჰმანი ისევ დაჯაბნა და დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში თეო ერნანდესმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი "მილანმა" 2:0 მოიგო.

შესვენებაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა რუდი გარსიამ რაჰმანი ესტეგორით, მარიო რუი ოლივეირათი, ელმასი სიმეონეთი შეცვალა, პოლიტანომ კი სხვაობა შეამცირა. მასპინძლები უპირტესობას დაეუფლნენ. „კვარას“ დარტყმული ბურთი ტომორიმ დაბლოკა, გოლი მომწიფდა და რასპადორიმ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა. სიტუაცია დაიძაბა, მსაჯმა „მილანის“ მწვრთნელი პიოლი გააძევა. გარსიამ მოედანზე ზელინსკის და პოლიტანოს ნაცვლად ანგისა და ძანოლი შეუშვა. 89-ე წუთზე ნატანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ნეაპოლელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მეკარემ ფეხით მოიგერია და საბოლოოდ ფრე - 2:2.

„ნაპოლი“ 18 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 4 ნოემბერს გასვლაზე „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - მილანი 2:2

გოლები: 0:1 ჟირუ (22), 0:2 ჟირუ (32), 1:2 პოლიტანო (50), 2:2 რასპადორი (63)

გაძევება: ნატანი (89)

Ზაზა
რაHმანი ამოვარდა ძირითადიდან. მეკარეც ვერაა მოწოდების სიმაღლეზე. კვარას ნორმალური ტამაში ქონდა და ბოლო წუთზე საგოლე მომენტიც შეუქმნა საკუთარ თავს.
სოსო
2023 წლის 15 ივნისის მონაცემებით,მისი ფასი ტრანსფერმარკეტზე,20 მილიონი ევროა.იტალიის ნაკრების ფეხბურთელია და შესანიშნავი ფეხბურთელი,მაგრამ ის ჩამშლელია და როგორც ხელოსნის გაკეთებული ნივთის ფასია მრავალჯერ ნაკლები,ხელოვანის მიერ შექმნილზე,ისე ჩამშლელის ფასია რამდენჯერმე ნაკლები,შემქმნელისაზე.მგონი იმას მაინც არ უარყოფ,რომ ხვიჩა კვარაცხელია,შემქმნელი ფეხბურთელია.
giorgi
ქართველს სიმართლეს ნუ მოასმენინებ ილუზიებში,ფანტაზიებში და ოცნებებში აცხოვრე და მეტი რა უნდა. პენალტს ეს ბიჭი ვერ ურტყამს,ჯარიმას ვერ ურტყამს,პასის კულტურა უკეთესის სურვილს ტოვებს და ფინიშერიც ვერ არის უმაღლესი კლასის და მეტი რაღა არის უმაღლესი კლასის ფეხბურთელის თვისებები??? ნუ ვიქცევით უნახავებივით და თუ სიკეთე გვინდა ის უნდა მოვუწოდოთ რომ ამ ყველაფერს მიხედოს და იმით ნუ დაკმაყოფილდება ნაპოლის დონეზე მაგარი ტიპი ვარო.
ჯონი
კალაბრიას ბულკი :((( გუშინ ნამდვილად მეგონა რომ გატეხდა ნავსს და კალაბრია აჯობებდა მაგრამ შევცდი.ხვიჩუ ცოტა ხასიათი გამოავლინე ბიჭო ასე დიდი თამაშების განიავება როგორ შეიძლება.
dato
რასპადორი უნდა იყოს ძირითადში და ცენტრში ზომბი ანგისას მაგივრად ხოლმე.
ვასო67
შენც მიშას უყურე და ისიამოვნე
თენგო
ძალიან მწყინს ძალიან სუსტი ანალიზია ბევრისგან. ჯერ ის უნდა ითქვას, რომ მილანს ყოველთვის უადვილდება ნაპოლისთან თამაში ლიაუ და ჟირუ, ყოველ მატჩში ნაპოლისთან უჩვენებენ თავის უმაღლეს შესაძლებლობებს, კიდეც უმართლებთ. ხვიჩამ მიიტმასნა და გვერდიდან ვერ შორდებოდნენ ორი სამი კაცი. გაიგეთ ეს დიდი საქმეა. ერთმა კაცმა მუდმივ მანდრაჟში და დაძაბულობაში ამყოფა, რამდენჯერმე გაექცა მათ და საგოლე სიტუაცია შექმნა. სხვას რას ელით ამ კაცისგან, ყოველ გრანდთან ორი სამი გოლი იტანოს? მილანთან იყო ეს თამაში დაიმახსოვრეთ, ყველას უჭირს ამ დიდ გუნდთან!
რიო
თუ დაცვა არ გააძლიერა ნაპოლიმ ხვიჩამ დუბლებიც რომ ასრულოს აზრი
ლუზერ ს
კალაბრიას ბევრჯერ აჯობა, ბურთი ფეხებში გაუძვრინა, პოლიტანოს პასი რომ გაუკეთა 100% იანი საგოლე, იქაც კალაბრიას გასცდა. მარა თქვენ ხო ფლეშ სკორეე უყურებთ ფეხბურთს და ერთი სული გაქვთ ნაფტალინის სუნი დააყენოთ აქ. ხვიჩას თქვენნაირების ბანძი კომენტარები ვერაფერს დააკლებს. გულში ჩაიხუტა კალაბრიამ თამაშის მერე ყველაზე ძლიერი მეტოქე. მარა თქვენ რას გაიგებთ. თქვენ იმის ღირსიც არ ხარღ ხვიჩას დონის ფეხბურთელი გყავდეთ. თქვენნაირებს ფეხბურთს საერთოდ არ უნდა აყურებინო, თუ აყურებინებ ცოტა განათლება მაინც უნდა მისცე მაგ სფეროში, სისულელეები რომ არ წერონ და არ შეარცხვინონ საფეხბურთო სამყარო
ბადრის
ვინაა სუსტი გუნდი ლივერპული, იუვენტუსი, ატალანტა? ალბათ პრესას არ ეცნობით, ენები არ იცით, ქართული ბანძი შეფასებების გარდა სხვაგან არსად შეგიძლიათ მის შესახებ რაიმე სტატიის წაკითხვა. მსოფლიო აღიარებს კვარაცხელიას როგორც მსოფლიო დონის ფეხბურთელს და თქვენ ვინ ხართ? რა გაგიკეთებიათ, სად გითამაშიათ, რაიმე გამოცდილება გაქვთ ამ საკითხში? სირცხვილია უბრალოდ. იიი მსოფლიო დონის არ არის ხო? ოქროს ბურთის 12 საუკეთესოში რომ მოხვდა არ გითხრეს? თამაშებსაც კი არუყურებენ, სადღაც ანგარიშს ნახავენ იიი გოლი ალ გაუტანია და მიდის უკვე ღარიბი ეგოს დაკმაყოფილება. აბა ჩემსავით კი არ გაათენებენ ღამეს თამაშის ყურებაში და თითოელი მომენტით კი არ მიიღებენ სიამოვნებას. დილით გაიღვიძებენ ჩამოსქროლავენ და შეფასებას აკეთებენ კლავიატურაზე. ასე გააგრძელეთ.
სოსო
შარშან თუ შარშანწინ,ვიდეო იყო დადებული,სადაც უკვე ღამეა,ხვიჩა შორიდან კარში დარტყმებზე ვარჯიშობს და იძახის:სანამ ძელს არ მოვარტყამ ბურთს,მანამდე არ დავანებებო თავს ვარჯიშს.2019 წელს,მოსკოვის ლოკომოტივმა,თავის გუნდში არ დაიტოვა და გაუშვა,ამის შემდეგ,3 წელიწადში,იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და შენ გგონია,ეს უშრომლად,ან მამამისის,ბადრი კვარაცხელიას ხათრით მოხდა?!კი,არ იყო,ეს მატჩი,ხვიჩას ბენეფისი,მაგრამ თუ ფუქრობ რომ შეხვედრა ცუდად ჩაატარა,მაშინ სპორტის სხვა სახეობას უყურო,აჯობებს.გასაგებია,რომ სულ მეტი და უკეთესი გვინდა,მაგრამ ობიექტურობა არ უნდა დავკარგოთ.ძლიერ გუნდებთან იკარგებაო!ძლიერი გუნდი,იმიტომაცაა ძლიერი,რომ მასთან ბრძოლა ძნელია,თორემ მე და შენითანას,90 წუთი,ბურთზე ფეხს არ დაგვაკარებინებს,არა მარტო ხვიჩა,არამდე,ნაპოლის ნებისმიერი ფეხბურთელიც.
ბადრი
დაიწყებენ ახლა იმ კუთხეში უნდა დაერტყა, თავზე უნდა გადაეგდო, პასი უნდა მიეცა ის გოლი რომ გაეტანა და ასე შემდეგ. ვაღიაროთ რომ სუსტ გუნდებთან ძლიერია, ძლიერებთან კი მოისუსტებს. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა,ჯერ არ არის უმაღლესი დონის ფეხბურთელი, კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს თავის თავზე. წარმატებები ვუსურვოთ.
suxumchanin
ვინც აკრიტიკებთ ხვიჩას გარტყმაში არა ხართ ფეხბურთის, ბიჭს ნახევარი დაცვა დასდევდა და შესაბამისად მარჯვენა ფლანგი უფრო სუსტი იყო მილანის, საიდანაც გაიტანა პოლიტანომ, რომელმაც მანამდე ხვიჩას პასით ცარიელ კარში ვერ გაიტანა. ხვიჩა ბურთს რომ მიიღებდა მთელი მილანის დაცვა დაზაფრული დასდევდა, 0:2-დან შემოუტრიალეს მილანს სადაც ჟირუ 2-ჯერ შეეხო ბურთს და დაცვა გადირკა, ამაზე ხმას არ იღებთ და ხვიჩამ რახან გილი არ გაიტანა მზად ხართ ანათემას გადასცეთ. საერთოდ არ უყუროთ მის თამაშს და ტოტალიზატორში სხვაზე დადევით ავადმყოფებო
გია
ამოცანა გვეკითხება კვარაცხელია თუ 100მილიონი ღირს კალაბრიას ფასი რა იქნება მითუმეტეს როცა თავის პირდაპირი მოვალეობა უმაღლეს დონეზე შეასრულა ხვიჩას ფუნქციები შეითავსა მატჩის ბოლოს
ჯუჯი
მართლაც არ იყო ხვიჩას საუკეთესო თამაში,მაგრამ მისი მოედანზე ყოფნა უკვე არის გუნდისთვის წარმატება.
Naci
უსუსტესი თამაში! კმარა ხვიჩუ დიდ გუნდებთან გაქრობა!
Giorgi
ვინ უნდა გაჩუმდეს მე100 თამაშია დიდ გუნდებთან და იუვეს მეტს ვერავის გაუტანა.რას აფარებთ ხელს ხვიჩუს ვერ გავიგე!?
Giorgi
დიდ თამაშებში იკარგება ხვიჩუ :)
გულშემატკივარი
100% !!!
Skeleton
ეს რა იყოო. ასეთი საოცარი და სანახაობრივი თამაში არ მინახავს კარგა ხანია. ესპანური ფეხბურთის ფანი არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი მაგრამ გუშინდელი ელ კლასიკო ჩაისვა ჯიბეში ამ თამაშმა, თავისი ხარისხით, სილამაზით, ტექნიკით, სილაღით და საერთოდ ყველაფერით. ხვიჩას ბოლო წუთზე დარტყმული და მეკარის ულამაზესად მოგერიებული მომენტის ემოცია მირჩევნია ყველა გოლს, რაც ელ კლასიკოში გავიდა. რომ გაეტანა ის გოლი ალბათ ჩემზე ბედნიერი რუდი გარსიაც არ იქნებოდა მაგრამ არაუშავს, ვისაც ფეხბურთი უყვარს მოგერიებულ მომენტებშიც ხედავს სილამაზეს და აფასებს. ტოპ თამაში იყო მართლაც და შეეძლო ორივე გუნდს მოგება, მილანზე მეტად ნაპოლი იმსახურებდა მოგებას, რადგან ყველაფერი დადეს მეორე ტაიმში. ასეთი შოუსთვის მართლა ღირს ღამის გათენებაც და სამსახურში დაგვიანებაც, უზომოდ მიხარია ხვიჩა რომ არის ამ საფეხბურთო ზეიმების მონაწილე. და კიდევ ერთს ვიტყვი, რასპადორი არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი და ვერ აფასებს გუნდი. სულ ვიძახდი, რაც მისი თამაში აიაქსთან ვნახე შარშან, როგორ კარგად შეეწყო ხვიჩას და 6:1 რომ მოუგეს აიაქსს ერთ-ერთი გმირი იყო ხვიჩასთან ერთად. არ იმსახურებს სკამზე ჯდომას და ბოლო თამაშებში ეგ კარგად გამოჩნდა. მაინცდამაინც ოსიმენი უნდა დაიმტვრეს რომ შანსი მიეცეს? ძალიან მაგარი ბიჭია. და ბოლოს ხვიჩას და კალაბრიას ჩახუტება იყო პიკი და საფეხბურთო ზეიმის ლამაზი დასასრული. კალაბრიამ ზუსტად იცის მისი დონე და განსაკუთრებულად მომზადებული გამოდის მის წინააღმდეგ. საოცარი სანახავია მათი დუელი. ❤️
Walter White
ემოციური თამაში იყო ნამდვილად. არც დაძაბულობა აკლდა. მაგრამ ვერ ვიტყვი რომ მაღალი დონის ფეხბურთის მოწმეები გავხდით.ოთხი გოლიდან ,მინიმუმ ორი ქუჩის ფეხბურთის დონის იყო და დაცვის ბრალი. ხვიჩამ არ ითამაშა ცუდად, განსაკუთრებით პირველ ნახევარში.
გივი-ს
ბოღმიანი ან ხელმოცარულუ რა შუაშია? ბოღმიანი რომ ვიყო არ გამიხარდებკდა ხვიჩას ცუდი თამაში? რომ მწყინს მისი ცუდი მაგიტიმ ვწერ აქ. შენ ჩანხარ ხელმოცარული ვარდიაფერი სათვალით რომ უყურებ და სხვწბის კომენტარებს აკრიტიკებ
Nick
მოგეწონათ თამაში? დუელების უმეტესობაში კალაბრია იყო გამარჯბებული. კი ეხმარებოდნენ სხვებიც მაგრამ მოუწევს ამასთან შეგუება და ისწავლოს როგორ ეთამაშოს. ბოლოს კი უნდა გაეტანა გმირი გახდებოდა
იკა
კვარა კმარა!! (ვარდნა)
zura222
აუუ ის გაეტანა რაა ბოლოს ! კუთხეში უნდა დაერტყა შორეულში ან ახლოში !
გივი
მორიგი ბოღმიანი ხელმოცარული. ))))))
ძალიან ცუდი?
ფეხბურთი თუ გესმის, გადასარევად არა მაგრამ კარგად ითამაშა, გუნდურად. პოლიტანოსაც შეუქმნა მომენტი. ძალიან ცუდად რაჰმანმა ითამაშა და შეცვალეს კიდეც
Charley
ეხ კვარა კვარა ბიჭოოო მიგეცა კუთხე გახვრეტილი იყო მენიანი ეეეხ რა გული ჩამწყდა ლამის დარტყმის მომენტში, ფინიში ისევ დასახვეწი აქვს ჩვენს ბიჭს, ტორტზე მარწყვი იქნებოდა ის გოლი რომ გასულიყო თან ზედ მატჩის ფინიშის წინ და ალბათ მართლა ამოიფრქვეოდა ამ საღამოს ვეზუვი ნაადრევად ისეთი ამბები დატრიალდებოდა ნეაპოლში. ნუ თამამად ვიტყვი რომ დინამიკის, ბრძოლის, ესთეტიურობის მხრივ დეკადის საუკეთესო თამაში ვიხილეთ. აი რატომ გვიყვარს ფეხბურთი ესეთი თამაშების გამო, ბრავო გარსიასაც მეორე ნახევარში მისმა ცვლილებებმა რადიკალურად ამოაბრუნა ვითარება და მილანი რაც იყო პირველ ტაიმში მეორეში უკვე ნაპოლიმ დაახრჩო ისეთი გაზრდილი ტემპი შესთავაზეს როსონერის, ნუ რას იზამს მწვრთნელი როცა სერია B-ეს ლევეოლი კადრების დაყენება გიწევს დაცვაში უსუსტესი რაჰმანი რუის დუეტს ვგულისხმობ, მაგრამ ეს იმ ბებერი წუწურაქი ძაღლის დელაურენტისის კისერზეა. აი კვარაცხელიას და ლეაოს შორის რა სხვაობაა. როცა არც პასი აქვთ და არც გოლი, კვარა მაინც კარგად თამაშობს. მაინც საუკეთესოებს შორის არის ხოლმე მოედანზე, გოლის გამტანების შემდეგ საუკეთესო შეფასება აქვს აქაც. ლეაო კი ეპიზოდების ფეხბურთელია, თუ მიეცა შანსი გაიქცევა მაგარ დრიბლინგს გააკეთებს მარა ეს თუ ვერ ქნა, სხვას ვერაფერს აკეთებს. ანუ ლეაომ კარგად ითამაშა თუ არა სტასტიკას უნდა ჩახედო მხოლოდ, თუ შეაგდო გოლი ან ასისტი გააკეთა რაღაცა უქნია, თუ ვერადა ე.ი. თამაში ჩააგდო. და ამ სტატისტიკაშიც კი ვერ ჯობნის კვარას, ამითაც ყველაფერი ნათქვამია.
დავით 67
კი ნამდვილად. არ ველოდი თუ ასე ამოკეტავდა. თუმცა ბოლოს მაინც გაექცა ჩვენი ბიჭი
Devkalioni
უნდა გაეტანა ბოლო წამზე და იქნებოდა საუკეთესო.
geo
ისევ მორიდებულად თამასობს ჩვენი ბიჭი, ადრინდელი სილაღე აკლია
შახრუდინი
კი მაგრამ ბოლო 2 ეპიზოდში ხვიჩამ მიუჩინა ადგილი)))გოლი რომ გასულიყო საერთოდ ჩაძირავდა კალაბრიას კარგ თამაშს
დავით
ისე შენ რა გითხრა. კარგი და ცუდის გარჩევა თუ არ შეგიძლია, გაჩუმდე არ სჯობია?
დავით 67
მაგარი თამაში იყო ნამდვილად.ბოლო წამებზე ხვიჩას რომ გაეტანა მაგრად გაასწორებდა. უნდა ვაღიარო რომ დღეს კალაბრიამ ამოკეტა. მხოლოდ ბოლოს შეძლო მისი კატენაჩოს დამსხვრევა. პირველ ტაიმში ფრთხილობდა მეთქი და ვიღაც უსახელომ მომწერა სანაია ხარო)). ასეთ ხალხს ჰგონია, რომ თუ კარგად ვერ ითამაშებს მისი ( ჩემიც) ფავორიტი უნდა იძახო რა მაგრად ითამაშაო და ეს კარგია თურმე. მერე ეს ამოჩემება ვიღაცის რა უბედურებაა. არამარტო ფეხბურთში. ყველაფერში ასეა თუ ვინმემ რაღაცა თქვა 20წლის უკან ე.ი ის ასე ფიქრობს დღესაც. ელვის სისწრაფით იცვლება დღეს ყველაფერი და ესენი ისევ წარსულში არიან ჩარჩენილნი. არავითარი აგრესია არ მაქვს მათზე, უბრალოდ სიბრალულის გრძნობა მიჩნდება მათ მიმართ
ბაჩო
კალაბრიამ უმაღლეს დონეზე ეთამაშა კვარას.
Რაგბის ფანი
კვარა, პენალტებზე რატომ აღარ ჩალიჩობ?
Nick
ძალიან ცუდი იყო ხვიჩა დღეს. კალაბრია კედილი აღმოჩნდა მისთვის. ბოლო მომენტზე კი კომენტარი ზედმეტია
გულშემატკივარი
ვთქვი მაგარი თამაში გველისთქო და ასეც მოხდა!!!:) გენაცვალე ხვიჩა როგორ არ გაგიმართლა❤️ ოხ პოლიტანო რა ასისტი გაგვიფუჭე!!!
ფეხბურთი
ხვიჩამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ დიდ გუნდებთან გოლების გატანა უნდა ისწავლოს. წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის .
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
[VIDEO] "მილანმა" დიდება უნდა დაიბრუნოს - "როსონერის" ფანები ლუკა მოდრიჩს შეეგებნენ
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
კასანოს კრიტიკით დაიღალა - ლეაომ იტალიელს პასუხი გასცა
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, "მილანში" დაბრუნდება
კვლავ იტალიაში - მორატა სერია A-ს დაუბრუნდა
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
"მილანმა" შეთავაზება გააკეთა - "როსონერის" "იანგ ბოიზის" მცველი სურს
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია