"რეალი" შეკრებაზე ჩინეთის ქალაქ გუანჩჟოუში გაფრინდა, სადაც 2-საათიანი დაგვიანების მიუხედავად 2 ათასამდე გულშემატკივარი დახვდა
"რეალის" გერმანელმა საყრდენმა, 24 წლის სამი ხედირამ ფიფას ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც გულახდილად ილაპარაკა ყველაფერზე, რასაც მისი ესპანურ ცხოვრება ჰქვია, "რეალის" თამაშზე, მწვრთნელსა და თანაგუნდელებზე.

მის გამონათქვამებს ერთი მთლიანი ციტატის სახით შემოგთავაზებთ:

"ვერ გეტყვით, რომ მადრიდში გადმოსვლის შემდეგ რამე სერიოზული პრობლემა შემექმნა. გუნდში ძალიან თბილად შემხვდნენ და შესაბამისად ადაპტაცია გამიადვილდა. ცხოვრება ამ ქვეყანაში გერმანიისგან განსხვავებულად არის მოწყობილი. აქ ღამე ჩვეულებრივ ორი საათით ნაკლები მძინავს, ვიდრე ადრე, რადგან ასეთია ესპანური ცხოვრების წესი. სამაგიეროდ შუადღეზე სადილის შემდეგ ყოველთვის ვიძინებ. შემიძლია ვთქვა, რომ ესპანეთში ცხოვრება უფრო მშვიდი და უდარდელია.

ვფიქრობ, რომ შარშანდელ სეზონში როგორც ფეხბურთელი ძალიან გავიზარდე. საბედნიეროდ, ახალ სათამაშო სქემებს იოლად მოვერგე. ადვილად მივხვდი, რას ითხოვდა ჩემგან მწვრთნელი. სწორედ ამიტომ არის, რომ პირველი მატჩებიდან მოყოლებული ძირითადში ჩემი ადგილი არასოდეს დამიკარგავს. დიახ, კმაყოფილი ვარ ჩემი პროფესიული ზრდით, მაგრამ ვიცი, რომ კიდევ მეტი შემიძლია.

კრიშტიანო რონალდოს თამაშის მანერა მიმზიდველი და ცოტა პროვოკაციულია, მაგრამ როგორც კი ის გასახდელში შემოდის, უკვე აღარ არის სუპერვარსკვლავი. ზრდილობიანი და მორიდებული ყმაწვილია, რომელიც სხვებს დიდი პატივისცემით ეპყრობა.

ჟოზე მოურინიო? ის ცოცხლობს ფეხბურთით და ფიქრობს მხოლოდ გუნდზე, იმაზე, როგორ აამაღლოს ფეხბურთელების ოსტატობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხრიდან კოლოსალური ზეწოლის ქვეშ არის მოქცეული, ყოველთვის სასიამოვნო მოსაუბრედ რჩება. ის ხშირად და განსხვავებულ თემებზე გველაპარაკება ხოლმე, და არამხოლოდ ფეხბურთზე. მან მშვენივრად იცის, როგორ მოაგვაროს ურთიერთობა ფეხბურთელებთან. სწორედ ამიტომ არის ის ასეთი პოპულარული შეგირდებს შორის".

სამეფო გუნდის თავკაცმა პრესასთან საუბრისას აქო და ადიდა კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ზინედინ ზიდანი. ლეგენდარული ფრანგი ამ თანამდებობაზე სწორედ მისი ინიციატივით დაინიშნა. ზიზუს კანდიდატურას მხარი დაუჭირა ასევე ფლორენტინო პერესმა.

"პირადად ჩემი შეფასება ასეთია: ზინედინი ყოველდღიურად აუმჯობესებს საქმიანობას. ამერიკაში შეკრების დროს გუნდისთვის მისი გვერდში ყოფნა ბევრს ნიშნავდა. შემდეგ ის არ წამოგვყვა გერმანიასა ("რეალმა" "ჰერტას" ამხანაგურად 3:1 მოუგო), და ინგლისში ("ლესტერთან" 2:1 ისევ "რეალის" სასარგებლოდ), მაგრამ მას ამისთვის საფუძვლიანი მიზეზები ჰქონდა," - დასძინა მოურინიომ.

"რეალს" "სანტოსიდან" ნეიმარის გადაბირება ისე უნდა, რომ შეიძლება ამის გამო გარკვეული პრობლემები შეექმნას. ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტი ლუიშ ალვარო დე ოლივეირა აცხადებს, რომ თუკი "რეალი" ფეხბურთელთან ზურგს უკან მოლაპარაკებებს თავს არ დაანებებს, მეტიც, თუკი გაირკვევა, რომ მხარეთა შორის პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია, ის იძულებული გახდება ფიფას მიმართოს და "რეალისთვის" სანქციების დაკისრება მოითხოვოს. ასეთი რამე სეუ ოლივეირამ ბრაზილიურ გაზეთ "ტერასთან" საუბრისას განაცხადა. კანონდარღვევით მოლაპარაკებების წარმოებას კი ფიფა მკაცრად ებრძვის.

გუშინწინ "რეალი" მორიგ შეკრებაზე ჩინეთის ქალაქ გუანჩჟოუში გაფრინდა, სადაც 2-საათიანი დაგვიანების მიუხედავად 2 ათასამდე გულშემატკივარი დახვდა. ახლანდელი ვიზიტი "რეალისთვის" მესამეა ამ ქვეყანაში. იქამდე ესპანელებმა ასეთი პატივი მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანას 2003 და 2005 წლებში დასდეს.

ფანებმა საოცრად თბილი დახვედრა მოუწყვეს იკერ კასილიასს, ვინც ამ ზაფხულს პეკინში 1 კვირა გაატარა დასასვენებლად, ხოლო კრიშტიანო რონალდოს დანახვისას ლამის ისტერიკაში ჩავარდნენ. პორტუგალიელს განსაკუთრებით ძლიერი დაცვა ჰყავდა მიმაგრებული და სანამ აეროპორტის მოსაცდელ დარბაზს არ გაეცალა, იქამდე მისთვის თვალი არ მოუშორებიათ. აეროპორტიდან გუნდი სასტუმრო "შერატონში" გაემგზავრა, სადაც ფანებმა არანაკლებ თბილი დახვედრა მოუწყვეს. მადრიდელები ჩინეთში სულ რამდენიმე დღე დარჩებიან და 3 საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა