<p>სერია A-ს მე-10 ტურში "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.</p><p>"პარტენოპეის" ყოფილი კაპიტანი ჯაკომო ბრუსკოლოტი "როსონერისთან" დაპირისპირებას გამოეხმაურა. იტალიელმა ფეხბურთელმა ამირ რაჰმანი გააკრიტიკა, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯაკომო რასპადორის თამაში კი მოიწონა.</p><p>"ყველაზე ცუდი მატჩი ამირ რაჰმანის ჰქონდა. ის მოედანზე გაუგონარ რაღაცებს აკეთებდა, ძალიან უხეში შეცდომები დაუშვა. რაც შეეხება დადებითს, გარემარბების თამაში მომეწონა, კვარაცხელიასა და რასპადორის კარგი თამაში ჰქონდათ", - განაცხადა ბრუსკოლოტიმ Campania Sport-ის ეთერში.</p><p>შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ მატჩს 4 ნოემბერს, "სალერნიტანას" წინააღმდეგ გამართავს.</p><p><p><p><p><br></p>
Bs
100 პროცენტით გეთანხმებით გახსნის და ხვიჩას მიერ თავისუფალი სივრცეების მოძებნის დაბალ ხარისხში, ნაკლებად კუთხურის დროს მისი არჩეული პოზიციის შეფასებაში. ზოგადად კარგი ანალიზი იყო, კარგია რომ არ დაგეზარათ ამდენის ბეჭდვა ;-)
inviz9
ლექსენს სად დაინახე ბოღმა? ფეხბურთის აზრზე არა ხარ გეტყობა და ვერც ქართველი და სომეხი გაგირჩევია შე მართლა ბოღმა? რა არ მოგეწონა? სად არ დავწერე სიმართლე? რა არის ჩემს დაწერილში ტყუილი? არგუმენტებით მიპასუხე თუ ფეხბურთი გესმის და არა ისევ უაპელაციო ბრალდებებით. თუ უნდა დამეწერა რომ ხვიჩას ერთი ადგილი გაუსივდა და ვეღარ დარბის სწრაფად და თუ ასე გააგრძელა გია გრიგალავს დაემსგავსება? ეს უფრო მოგეწონებოდა?
inviz9
ლექსენს სად დაინახე ბოღმა? ფეხბურთის აზრზე არა ხარ გეტყობა და ვერც ქართველი და სომეხი გაგირჩევია შე მართლა ბოღმა? რა არ მოგეწონა? სად არ დავწერე სიმართლე? რა არის ჩემს დაწერილში ტყუილი? არგუმენტებით მიპასუხე თუ ფეხბურთი გესმის და არა ისევ უაპელაციო ბრალდებებით. თუ უნდა დამეწერა რომ ხვიჩას ერთი ადგილი გაუსივდა და ვეღარ დარბის სწრაფად და თუ ასე გააგრძელა გია გრიგალავს დაემსგავსება? ეს უფრო მოგეწონებოდა?
გიორგი ბ
შენ რაიმე სიზმარი ხო არ ნახე ეგრევე სომხებს რო მიახტი და აგერ მომახტი ააა? :))) ჯერ ბიჭო ეს რა ჩვევა გაქვთ დატოლება დაზომება ამ სომხებთან.კაი მაგათ აქვთ ეგ სენი მაგრამ ჩვენ ხო მაგათზე უკეთესად მივიჩნევთ თავს და იგივეს როგორ შვები??? მეორეც ერთი რა შოვინიზმი და ფაშიზმი გეტაკათ და პირველი როგორ სომხები გახსნედებათ ყველაფერზე? სიმართლე რო გოთხრათ ქართველებჯ და სომხები ზუსტად ერთი თარგზე მოჭრილები ვართ რა და ორივე ერს აი ეს სამარცხვინო თვისებები გვაქვს.ინფკრმაციისთვჯს არავინ არავისზე მეტი არ არის ამ ქვეყანაზე და არც არავინ არის არავისზე ნაკლები!
გიორგი
შენ უეჭველი გასკდი ალბათ უკვე ბოღმით.:) თუ აქ ხარ კიდევ? არსად დაგეკარგოთ არარატი და ურარტუ :) სულ ეგ არის თქვენი ფეხბურთი.
გიორგი ბ
ეს ის კაცი არ არის კუნთების გადაღლა რო ემართება ქვეყანას რო ოლიმპიური საგზური სჭირდება თუ მეშლება რა8მე? :) აი მაგიტომ არის არა კვარაცხელია არამედ კვარაცხელოვი!
გიორგი ბ
აუ რეები დაგიწერია ძმა :)) მოვა მარტი ნახავთ ამას და დანარჩენ 10 ლომს როგორ გასახელებთ ქართველობას.ერთხელ თუ ორჯერ მომხდარა მსგავსი თუ რა.დედის რძესავით შეირგებთ მაგასაც როგორ საქართველოს მუხლებზე დაჩოქება შეირგეთ 90% ქართვეელების.
გია
მარტო სომხები ცხოვრობენ აქ?
lexsen
ბოღმა სომხების შემოსევაა თუ რა ხდება, თუ გინებით იღებთ ექშენს?
მარტვილელი
ნაცი ხარ ბიჭო?
suares
meti saqme ar gqonda am disertaciis cerisas mazgachok?
inviz9
რასაც ახლა დავწერ საწყენი არ უნდა იყოს-ყველას გვინდა რომ ხვიჩამ დიდ მწვერვალებს მიაღწიოს ამიტომ სიმართლე უნდა ითქვას და მხოლოდ შექებით დათვური სასმსახური არ უნდა გავუწიოთ ჩვენს მარგალიტს ხვიჩას პირველ რიგში დიდებული და არასტანდარტული საფეღბურთო აზროვნება და გემოვნება-დიახ გემოვნება აქვს არ შემშლია-გამგები გაიგებს რასაც ვგულისხმობ ახლა ნაკლოვანებები: უბურთოდ თამაშისას ანუ გახსნის და პოზიციის შერჩევის ხარვეზებს ვგულისხმობ. ხშირია ისეთი მომენტები, როცა არ იხსნება და ძალზედ ახლოს არის და თითქოს "ფეხებში ედება" ან ზელენსკის ან ვინმე სხვას ვისაც ბურთი აქვს იმ მომენტში. ცალკე თემაა კუთხურების დროს მისი გაურკვეველი პოზიცია-არც საჯარიმოში შედის და არც გადმოვარდნილი ბურთის მოსაპოვებელ ადგილზე დგას-არის ხოლმე სადღაც შუაში კუთხურის ალამსა და საჯარომოს ხაზს შორის უაზროდ. ამას ემატება, რომ ხანდახან ეგოიზმის გამო არ აძლევენ პასს, ხანდახან გაუხსნელობის გამო რაც ზევით დავწერე და რაც მთავარია გრძელი პასის გამკეთებელი არ ყავს ნაპოლის, ბოლოს როცა ფოსტალიონივით მიუტანენ ბურთს უკვე დაგვიანებულია და ორი-სამი კაცი უდგას წინ და ადგილიდან უწევს მოტყუებაზე წასვლა და არა მოძრაობისას, რაც ძალზე ძნელია და თითქმის შეუძლებელი ადგილიდან რომ დაიწყო მოძრაობა და 2-3 კაცს გასცდე ისე ზელინსკი კარგი ფეხბურთელია ტყვილა ლანძღავთ კიდევ ერთი პრობლემა ფსიქოლოგიურია ჩემი აზრით-შარშან უფრო თამამი და ლაღი იყო ხვიჩა-წელს ნაკლებად რისკავს დრიბლინგზე წასვლას, საჯარიმოს კუთხიდან კარში დარტყმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია-არ ვიცი ვინ დააკომპლექსა ეს ბიჭი, მაგრამ ჩელებაძესავით სულ უკან იძლევა პასებს ბურთის დაკარგვის შიშით. რასპადორი ბურთის ღორია ნამდვილი თუმცა მაგარი გოლი კი გაიტანა ისე ხვიჩამ გუშინ ბევრი იშრომა, მაგრამ არის მომენტები, როცა ბურთის ართმევაზე გვიან მიდის-ეს ქართული ფეხბურთისათვის დამახასიათებელი თვისებაა: შეტევისას უყურებენ პარტნიორს თუ გასცდა მეტოქეს მერე ეხსნებიან და სთავაზობენ თავს, დაცვისას კი ჯერ პარტნიორს აცლიან მეტოქესთან ორთაბრძოლას და თუ მეტოქემ აჯობა მერე ცდილობენ ბრძოლაში ჩართვას და ბურთის ართმევას. ეს ქუჩის ფეხბურთიდან მოგვდევს -და ბევრ დადებითთან ერთად რაც იმპროვიზაციაში გამოიხატება ეს უარყოფითი თვისებაც აქვს ქუჩის ფეხბურთს-არადა მაინც ხარჯავ ენერგიას და მაშინ ეკვეთე მეტოქეს როცა დროა და შენი თანაგუნდელიც ეთამაშება და არა მერე როცა გვიანაა-ქართული ფილმის სიუჟეტისა არ იყოს-ერთი ისრის გადატეხვა უფრო მარტივია, ვიდრე რამდენიმესი ერთად და ბოლოს დარტყმაზე უნდა ივარჯიშოს. მოკლედ გახსნა, მეტი სითამამე და დარტყმა-ამაში თუ მოუმატებს ისევ ძველ დონეზე დაბრუნდება ჩვენი ხვიჩა. თორემ გუშინ კალაბრიამ აშკარად აჯობა, ორივე ბურთი მისი ფლანგიდან გავიდა, საგოლე გადაცემაც გააკეთა და ბოლოს კინაღამ თავით გაუტანა ნაპოლის-რომლის დაცვაც "პრახადნოი დვორია" კიმის წასვლის შემდეგ არადა სადაა კალაბრიას საბლატაო? შარშან მილანში ხომ ათრია ხვიჩამ
გიორგი
გენოს გეთანხმებით. თვითონ ფეხბურთი არაფერ შუაშია; არც ესმით, არც უყურებენ. საქმე სხვაა, მსოფლიო ასპარეზზე წარმატებული და გახარებული ქართველი ვერ აუტანიათ. ხვიჩა ქართველებმა კი არა საფეხბურთო მსოფლიომ აღიარა 21 წლის ასაკიდან, და ყოველდღიურად ადასტურებს ამას თავისი პრესით და საფეხბურთო სპეციალისტების ციტატებით. ეს ობიექტური ფაქტებია და უკვე ისტორიის კუთვნილებაა. დიდი ჭკუის ნიშანი არ არის ფაქტების უარყოფა, ჭკუასუსტობასთანაა ახლოსა))) მაგრამ იმდენად ვერ იტანენ მსოფლიო ასპარეზზე წარმატებულ და გახარებულ ქართველს რომ ამის მადასტურებელ ფაქტებს მარტივად არ ცნობენ, უარყოფენ. ამიტომ, ასეთებთან კამათს აზრი არა აქვს. სოციალურ მეცნიერებაში ეს ცნობილი სინდრომია მენტალიტეტის სახელით. პირველად ერთმა ფრანგმა მიაქცია ყურადღება პირველყოფილ მდგომარეობასთან ახლოს მდგომი ტომების ცხოვრების და აზროვნების წესზე დაკვირვებით და 'პრელოგიკური მენტალიტეტის' სახელით (ცნებით) შემოიტანა სოციოლოგიაში. ზოგადი ნიშანი სურვილის სინამდვილისგან ვერ გარჩევაა. ასე რომ ამათ კომენტარებში ველურის აზროვნების დაკვირვება შეგვიძლია. არ ვხუმრობ. ერთხელ უკვე დავწერე აქ, კარგი სადისერტაციო თემაა, და ხელი შეიძლება თვითონ მოვკიდო კიდეც. მაგრამ ამისთვის ამათვე უნდა ვთხოვო უფლება))) ამათში აქაური არა ქართველები ურევია; ცხადია მხოლოდ ზოგიერთი მათგანი, არა ყველა, მათში ბევრი ქართველობის პატრიოტია, და ასევე ერთი შეხედვით პარადოქსულად, ქართველებიც. 'მკლავი მომჭრეს, კარგი რატომ აგიგია'.
გენო
მაპატიეთ, ვერაფერს ხედავდით? ის გოლი რომ გაეტანა თქვენისთანები მაინც უკმაყოფილონი იქნებიან
გოგა
შენ გაიხარე ძმა ხარ
გოგა
რეებს როშავ შენ
robert 22
კაი რა მარადონა ჩემო ძმაო ეს კალაბრია გახდა გადაულახავი აგერ უკვე მეხუთე თამაშია.რაის მარადონა და რაის პელე.
:(((
მიდი რა “სვარკას” უყურე!!!
გიორგი ბ
რასპადორი კი ბატონო აი კვარაცხელოვი სად მოიწონეთ გუშინდელ თამაშში იქნებ გამანდოთ :)
HK
მარადონა ბევრისთვის ისტორიაში საუკეთესო ფეღბურთელია ბევრისთვის პელე ბევრისთვის მესი ამიტომ ამ შედარებას სხვა დატვირთვა აქვს ძალიან მარტივია ამის მიხვედრა ყველას გვინდა ხვიჩამ მარადონის დონე დადოს მაგრამ ეს ხვიჩასთვის კიარა არსებული ვარსკვლავები ვინც არიან დღეს იმათგანაც კი წარმოუდგენელია ყველა თამაში საუკეტესო ვერ გექნება მითუმეტეს 3 მცველი რომ ფეხებში გყავს და მაინც კარგად ითამაშა ლეაოსგან ათასჯერ მეტს ელიან მაგრამ რამე გააკეთა ხვიჩაზე უკეტესი
llcl
რატო იშლი ძმაო ნევებს, "ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია" ან ვატუტი სანაიას მიმდევრებმა. ცხონებულ დათო ყოფიანს იმ 1981 წლის ტრიუმფალურ თასების თასზე გოლი არ ჰქონდა გატანილი, მაგრამ იმ დიდებული დინამოს დირიჟორი და ტვინი იყო, ამათ ფეხბურთი "ფლეშკორი"-ს გოლი და საგოლე გადაცემა გონიათ. ღმერთმა მისცეს ჩვენს ოქროს ბიჭს წარმატებები კარიერაში და პირად ცხოვრებაში! დარწმუნებული ვარ ძლიერ გუნდში, ძლიერ ნახევარდაცვასთან ერთად მართლაც რომ იფრენს ჩვენი მარგალიტი, ჯერ ეხლა მიჰყავს მთელი თამაში ლობოტკას და ზელენსკის ხელში, რომლებიც ისე გავა თამაშები ერთ გრძელ და თუნდაც მოკლე მწვავე გადაცემას ვერ გააკეთებენ
ჯონდო
სრულიად ვიზიარებ: კარგი (მხოლოდ) დარტყმაც და აღებაც ლამაზი და დასაფასებელია!
ფეოლა
შენ, ჩემო ძმაო , უკუღმა იჯექი ტელევიზორთან, თუ ჭადრაკის პარტიას არჩევდი? ალბათ უფრო დამკას თამაშობდი.
რა მაფიაა?
მარტო სულ მარტო ათრია არის სრულიად აბსურდული, გაუგონარი სისულელე... გამოკვეთილი ერთპიროვნული ლიდერი სხვა თემაა. არ დაგავიწყდეთ თან რამდენი ხანი დასჭირდა გინდა ნაპოლიში და გინდა ნაკრებში ამ შედეგის მისაღწევად, არ დაგავიწყდეთ ასევე რომ ნაპოლიში შემდგარი ვარსკვლავი გადავიდა... მარადონობას არავინ აბრალებს კვარას და შედარება სიმბოლურია. თვითონაც არ ფიქრობს რომ ვსო მარადონაა უკვე და უკეთესი კიდე... რა გჭირთ ხალხო, აცადეთ...
Skeleton
აბა კიდე ერთმა დავწეროთ ის გოლი რომ გაეტანა ბოლო წუთზესთქო. საზეპიროდ გვაქვს ერს დილიდან :)) თვითონ კი არ იცის, რომ კარგი იქნებოდა ის გოლი გაეტანა, საერთოდ მარტო რომ დაექამბექებია მილანისთვის, ის 100% იანი საგოლე პასი პოლიტანოს რომ გამოეყენებინა, რასპადორიზე გაკეთებული ასისტი რომ გასულიყო. კიდე თვითონ 2-3 გოლის შანსი უეჭველი ჰქონდა და საგოლე მომენტებს მაინც ქმნიდა, მიუხედავად კალაბრიას მხრიდან ამოკეტვის მცდელობისა და მიუხედავად სამი კაცის ეგრევე მისკენ გადასვლისა, როგორც კი ბურთს მიიღებდა. მეცოდება ის ხალხი, ვინც ლამაზი მომენტებით სიამოვნებას ვერ იღებს. ლამაზად დარტყმული და ლამაზად მოგერიებული მომენტები არის ფეხბურთი, ყველა მომენტი გოლი ხომ არ იქნება. კლასიკოს ვინც უყურეთ, მსგავსი უსახური თამაში ნაკლებად მინახავს საერთოდ არ ჩანდა ბელიმგემი, იმ ორი გატანილი გოლის გარდა არც გამოჩენილა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვგულშემატკივრობ ბელინგემს და რეალს, საერთოდ არ უთამაშია ლამაზად მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელიაო უკვე დაიწყეს რადგან გოლი გაიტანა. ძალიან ცუდი სტანდარტი დაწესდა, მთელი თამაში არაფერი აკეთო, გაფუჭებული მომენტებიც არ გქონდეს რადგან არაფერი გიკეთებია, უცებ შორიდან გაგივარდეს, ან მოგერიებულზე დაამატო და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ხარ? რავიცი, მარტო მე ვუყურებ სხვანაირად ფეხბურთს?! სად წინა წლების კლასიკოები, მართლა სიამოვნებას რომ იღებდი, პუიოლის, ინიესტას, ჩავის, მესის, აქეთ მხრიდან რამოსის, რონალდუს,ბემზემას, მოდრიჩის თამაშით და სად ახლანდელი უსახური და გავარდნა გოლების იმედზე. რეალურად ხალხი რასაც ითხოვს იმაზე არის გათვლილი ყველაფერი. მაგალითად საქართველოში ინდური და თურქული სერიალების მომთხოვნი საზოგადოება გვყავს უმრავლესობა და სამწუხაროდ მაგიტომაც გადის ტელევიზიებში ის, რაც არის დაკვეთა. ასევე სეირის მოყვარულ საზოგადოებას კარგად აჭმევენ პოლიტიკირ ამბებს, კივილ-წივილს, ცემა-ტყეპას და ზუსტად იციან როგორ პოსტზე დაიწერება პლიუს ათასი კომენტარი. ასეა ფეხბურთშიც, თუ იქნება დაკვეთა, რობოტული, არასანახაობრიბი და მარტო გოლზე ორიენტირებული უფატნაზიო თამაშების, ასეთად გადაიქცევა ფეხბურთიც. მესიმ რომ ბილბაოს გაუტანა ის გოლი თუ გახსოვთ, ჩემთვის ფეხბურთი არის ეგ. ასევე ხვიჩას გოლი ატალანტასთან, მბაპეს გოლი მილანთან და ასე შემდეგ, ყველას ვერ ჩამოვთვლი. შექმნა, მოტყუება, შესრულება და სილამაზე. რომც არ დასრულებულიყო ეს მომენტები გოლებით მაინც ლამაზი იქნებოდა შექმნის პროცესი. ეს თუ არ იქნება, არაფერში მჭირდება ფეხბურთი.
ბ. დილანიშვილი
მგონი, ვხვდები შენს გვარს.
გოგას
ალბათ შენ უკეთესი თამაშები გაქვს ჩატარებული, ხვიჩა რომ არ მოგწონს?
გოგა
100მილიონი რომ ღირხარ და მარადონას გადარებენ იქნებ ცოტა მეტს მოელის ხალხი,მარადონამ მარტო სრულიად მარტომ გახადა არგენტინა ჩემპიონი და ნაპოლი 3თუ ოთხი სეზონი მარტომ ათრია
გოგას
სხვა თამაშს შენ უყურე აშკარად. რასპადორი გასაგებია შენნაირებისთვის, რადგან დილით ფლეშ სკორეზე რომ ნახე გოლი ჰქონდა გატანილი, ხვიჩამ კი უგოლო თამაში ჩაატარა. თქვენნაირებისთვის ლამაზი მომენტები და საფეხბურთო ხარისხი არაფერს ნიშნავს. არც ის, პოლიტანომ რომ 100% იანი ასისტი გაუფუჭა, არც ის, კალაბრიას რომ ფეხებს შორის გაუტარა, არც სხვა სილამაზეები რაც ფეხბურთში არსებობს. თქვენნაირებისთვის მარტო ანგარიშია ფეხბურთი და რადგან გრაფაში მისი სახელი არ ეწერა გოლზე, ესე იგი ცუდად უთამაშია. არც მის შესახებ დაწერილს კითხულობთ არაფერს და არც გაგეგებათ.ასეთი მწირი ცოდნით როგორ ხართ და ინტელექტით მიკვირს
გოგა
რასპადორი გასაგებია მარა ხვიჩას მოწონება კი გადამეტებულია, ალბათ სხვა თამაშს უყურა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ