სუპერლიგის მე-3 ტურის მორიგი 2 მატჩი დღეს რეგიონებში გაიმართა. შეხვედრებს "გურჯაანმა" და "ბათუმმა" უმასპინძლეს და ორივეგან გამარჯვებული მასპინძელი გამოვიდა. საკუთარი ქომაგების თვალწინ პირველი გამარჯვება იზეიმა "დელტამ", რომელიც ამ სეზონიდან თამაშებს გურჯაანში მასპინძლობს. პირველი შეხვედრა გურჯაანელებმა შინ "ბათუმთან" წააგეს, რის შემდეგაც გორში იმარჯვეს და სუპერლიგის მე-3 წრეში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლეს.

სუპერლიგის გასული სეზონის ბრინჯაოსმედალოსანი ფორმაში ვერაა. "კავკასიამ" მიმდინარე სუპერლიგაში მე-3 მატჩი გამართა და მოგების გემო ჯერ არ განუცდია. ნიკა ცინცაძის გუნდმა პირველ ტურში "მარგვეთთან" წააგო, შემდეგ თსუ-სთან დამარცხდა, დღეს კი გურჯაანშიც წარუმატებელი შეხვედრა ჰქონდა.

მასპინძლებმა საწყისი 3 პერიოდი დამაჯერებელი სხვაობებით მოიგეს და ბოლო ათწუთეულის წინ 22 ქულით იგებდნენ. ეს, ფაქტობრივად, გამარჯვებას ნიშნავდა. საბოლოოდ ასეც მოხდა, თუმცა კავკასიელებმა ბოლო პერიოდში მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს, 15 ქულით იმარჯვეს, თუმცა საბოლოოდ მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ. გურჯაანელებმა 89:82 (სტატისტიკა) იმარჯვეს და სუპერლიგას გაუ-სთან ერთად სათავეში ჩაუდგნენ.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ჯარვის რეიმ დააფიქსირა – 23 ქულა, 9 მოხსნა. ბექა ბექაურის ანგარიშზე 13 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. 15 ქულა ნიკა დარბაიძემ მიითვალა, კოუბი დიქსონმა შეხვედრა 14 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. "კავკასიაში" 20 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით გრეგ ფარჰემი გამოირჩა. 15 ქულა - ლევან გოგიჩაიშვილმა, 15 ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა მოაგროვეს.

რაც შეეხება ბათუმში გამართულ შეხვედრას, ის უფრო დაძაბული გამოდგა. აჭარული გუნდი თითქმის მთელი მატჩის მანძილზე უგებდა გორის "ივერიონს", თუმცა ბოლო წუთებზე შიდაქართლელებმა მოახერხეს თამაშის შემობრუნება და შეხვედრის ბოლო წუთზე ანგარიშიც გაათანაბრეს. გამარჯვების ბურთი რევაზ როგავამ ჩააგდო, რის შემდეგაც "ბათუმი" 74:72 (სტატისტიკა) დაწინაურდა და თამაშიც ამ ანგარიშით დასრულდა.

გამარჯვებულებს ოთარ ბულიავამ 18 ქულით, 12 მოხსნითა და 4 პასით ულიდერა. 15 ქულა - ჰანტერ ბოუდიმ, 12 რევაზ როგავამ დააგროვეს. გორის გუნდში 24 ქულით საუკეთესო იყო კვენტინ ჰარდრიქტი. 17 ქულა და 9 მოხსნა გეგი ბაქრაძის ანგარიშზე დაგროვდა.

სუპერლიგის მე-3 ტურის დარჩენილი შეხვედრა 30 ოქტომბერს "თბილისი არენაზე" გაიმართება: "მარგვეთი" "ქუთაისის" წინააღმდეგ.

GBF

luxuta
სუპერლიგის საიტზე მერვე ადგილზე მარგვეთი წერია თქვენთან მგზავრები გაარკვიეთ
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა