ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარაზე უკვე ისე ლაპარაკობენ, როგორც კატალონიური კლუბის მომავალ ლიდერზე
14 აგვისტოს ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში "ბარსელონას" იბრაჰიმ აფელაის გარეშე მოუწევს ასპარეზობა. 25 წლის ჰოლანდიელი განაპირა ნახევარმცველი "მანჩესტერ იუნაიტედთთან" ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა - ბარძაყის კუნთი დაიჭიმა. ექიმების ვარაუდით, ის სრულფასოვან სავარჯიშო პროცესს მინიმუმ 4-5 კვირა ვერ დაუბრუნდება. სუპერთასის გარდა ფეხბურთელმა შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატის საწყისი 2-3 ტურიც გამოტოვოს.

სატრანსფერო სეზონის დახურვამდე ჯერ კიდევ დრო დროა, მაგრამ "კამპ ნოუზე" ფრანსესკ ფაბრეგასის გადასვლის საქმე ადგილიდან ჯერ კიდევ არ დაძრულა. ამდენი გაურკვევლობით "ბარსელონაში" ხელმძღვანელების გარდა ფეხბურთელებიც დაიღალნენ. მათ შორისაა კაპიტანი კარლეს პუიოლიც, ვინც განაცხადა, რომ ყველანაირი სათქმელი უკვე ნათქვამია, ყველა ნაბიჯი - გადადგმული და ახლა ერთადერთი რაც დაგვრჩენია, ეს ლოდინიაო.

კატალონიელები აცხადებენ, რომ თუკი კვირის ბოლომდე მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებს, ისინი პროცესს საბოლოოდ გამოეთიშებიან. თავის მხრივ, სწორედ მოლაპარაკებათა შეწყვეტის მომხრეა "არსენალი", რადგან მათ საუკეთესო ფეხბურთელთან განშორება არ უნდათ. რაც შეეხება თავად ფაბრეგასს, ფეხბურთელი ყოველგვარ კომენტარზე უარს აცხადებს.

სესკის ტრანსფერის გარდა პუიოლმა ჩვენს ესპანელ კოლეგებთან საკუთარ ჯანმრთელობაზეც ილაპარაკა. მოგეხსენებათ, მას მუხლის ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ლამის მთელი შვებულება მკურნალობას მოუნდა. "თავს ყოველდღიურად უფრო კარგად ვგრძნობ. ჯერჯერობით სრულად გამოჯანმრთელებაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ტკივილები უკვე აღარ მაწუხებს. მალე შემეძლება ძირითად ჯგუფთან ერთად ვარჯიში. დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ოფიციალური მატჩისთვის მზად ვიქნები," - განაცხადა ფეხბურთელმა.

მიუნხენში "აუდის თასზე" ჯერ ბრაზილიურ "ინტერნასიონალთან", შემდეგ კი "ბაიერნთან" შეხვედრებში "ბარსაში" ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა. ლაპარაკია ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარაზე. მიუნხენის შემდეგ "ბლაუგრანამ" კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა - "მანჩესტერ იუნაიტედთან" 1:2 წააგო. ალკანტარამ ინგლისელებთანაც მშვენივრად იასპარეზა. ფეხბურთელით აღფრთოვანებას ბევრი ვეღარ მალავს. მათ შორისაა "ბარსას" დამრიგებელი პეპ გვრადიოლაც:

"ტიაგოს კარგი დრო უდგას, რადგან მისი ლამის ყველა დარტყმა კარში გადის. ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და წინ უამრავი დრო აქვს პროგრესისთვის. აუცილებელია, რომ კიდევ უფრო მეტი იმუშაოს თავის თავზე, რათა სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ასეც მოიქცევა".

ალკანტარას შესახებ "მარკას" ჟურნალისტებთან აღმატებული ტონით ილაპარაკა "ბარსას" უნივერსალმა სერხიო ბუსკეტსმაც:

"უსამართლობა იქნება, თუკი მასზე უკვე ახლა წავა ზეწოლა. ტიაგოსთვის ახლა პასუხისმგებლობის დაკისრება ძალიან ადრე იქნებოდა. ის ახალგაზრდა და უნიჭიერესი ფეხბურთელია. სწორედ ამიტომ სჭირდება დრო. დარწმუნებული ვარ, ორიოდე წელიწადში ის ჩვენი გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა