ხავიერ პასტორეს "პარკ დე პრენსზე" ელოდებიან
პსჟ-ის სპორტული დირექტორი ლეონარდო ბოლო დღეებში ჟურნალისტთა მხრიდან შეწუხებულია შეკითხვებით, ბოლოს და ბოლოს როდის დაესმება წერტილი ხავიერ პასტორეს ტრანსფერსო.

"პალერმოს" პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება ძირითად საკითხებზე უკვე მიღწეულია და დარჩენილია მხოლოდ დეტალები. სწორედ ამ "დეტალების" გამო ბრაზილიელი ჩინოვნიკი ტრანსფერს უკვე გადაწყვეტილად ჯერ არ მიიჩნევს.

"ჩვენ ძალიან ახლოს ვდგავართ საბოლოო შეთანხმებასთან. განწყობა საკმაოდ ოპტიმისტურია. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შანსი ასეთი დონის ფეხბურთელი გადავიბიროთ. ყველაფერი მხოლოდ მოლაპარაკებების საკითხია. არის დეტალები, რომელთა გადაწყვეტა ასე, ერთი ხელის მოსმით, შეუძლებელია ხოლმე. გეტყვით, რომ მოლაპარაკებათა პროცესი დასასრულს უახლოვდება. ჩვენ ველით ხავიერს," - განუცხადა ლეონარდომ ჟურნალისტებს მორიგ შეხვედრაზე. ანალოგიურ განცხადებას აკეთებს პარიზული კლუბის ყატარელი ხელმძღვანელთაგანი ნასერ ელ-ჰელაიფი. მისი თქმით, "ყველაფერი მალე მოგვარდება".

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი ანტუან კომბუარე ჟურნალისტთა წინაშე პრაქტიკულად არ ჩანს. ამას ლოგიკური ახსნა აქვს. მუსიე ანტუანს პრაქტიკულად ახალი, თანაც ზეამბიციური გუნდის ჩამოყალიბება უწევს და თავისუფალი დრო პრაქტიკულად აღარ აქვს. ამის მიუხედავად ჟურნალისტებმა მოახერხეს და თურქი მევლუთ ერდინჯის შესახებ ჰკითხეს. ისინი დაინტერესდნენ, პსჟ-ში კევინ გამეიროს, ჟერემი მენეზისა და ხავიერ პასტორეს შესაძლო გადმოსვლის შემდეგ რამდენად მიეცემა თამაშის საშუალება 24 წლის ფრანგს. "მევლუთი გუნდის განუყოფელი ნაწილია. კლუბში მასთან გამოთხოვება, მით უფრო, სხვა ტრანსფერის გაადვილების მიზნით მისი საქმეში ჩართვა აზრად არავის მოსვლია. ლაპარაკი, რომ ის "ნიუკასლში" გადავიდოდა, სრული აბსურდი იყო," - თქვა მან. ანალოგიური რამ განუცხადა ჟურნალისტებს ერდინჯის აგენტმა პიერ ფრელომაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა