"ნიუ ჯერსი დევილზის" ფორვარდმა ზაკ პარიზემ თავის ამჟამინდელ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა
ჰოკეის ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ვარსკვლავი, "ნიუ ჯერსი დევილზის" ფორვარდი ზაკ პარიზე დღემდე თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, მაგრამ მან გუშინ მიაღწია შეთანხმებას თავის ამჟამინდელ კლუბთან და მასთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც 6 მილიონ დოლარს მიიღებს.

პარიზემ შარშან თითქმის მთლიანად გამოტოვა რეგულარული ჩემპიონატი. ტრავმის გამო ის მხოლოდ 13-ჯერ გავიდა ყინულზე და 6 ქულა (3+3) დააგროვა.

"დეტროიტ რედ უინგზის" ვეტერანმა ფორვარდმა მაიკ მოდანომ განაცხადა, რომ, შესაძლოა, ამ სეზონის შემდეგ დაასრულოს კარიერა.

"სავარაუდოდ, შარშანდელი სეზონი ჩემთვის "გედის სიმღერა" იყო. ტრავმამ, რომლის გამოც სამი თვე გამოვტოვე, სერიოზულად დამაზარალა. ხოლო მარტში დაბრუნების შემდეგ პლეი ოფისთვის რბოლა მიდიოდა და "დეტროიტის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბებკოკმა შემადგენლობის შეცვლა არ მოისურვა. ასე რომ, სტენლის თასის გათამაშებაში ზედმეტი აღმოვჩნდი", - ამბობს 41 წლის მოდანო.

ამერიკელი NHL-ის ერთადერთი მოქმედი ჰოკეისტია, ვინც კარიერას გასული საუკუნის 80-იან წლებში იწყებდა. ცენტრფორვარდის თქმით, ორი კვირის შემდეგ ის მზად იქნება ოფიციალური გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა