"უმცროსი ბორჯღალოსნების" (18 წ.) სამწვრთნელო შტაბმა ის 26 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 11-იდან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩეხეთში, ევროპის ჩემპიონის ზედიზედ მეხუთე ტიტულის მოპოვებას ეცდებიან.

საქართველომ 18-წლამდელთა ასაკში ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად 2018 წელს, საფრანგეთის ძლევით მოიპოვა (8:3); 2019 წელს ესპანეთი 20:10 დაამარცხა; 2020 წელს ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატრდა, შარშანწინ და შარშან კი ფინალში პორტუგალიას ჯერ 27:0 და მერე 34:10 მოუგო.

წლევანდელ 26-კაციან სატურნირო რაზმში 14 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა. ჩეხეთში წამსვლელ მოთამაშეთა შორის 6 ლეგიონერია, რომელთაგან 5 საფრანგეთში, ერთი კი ინგლისში თამაშობს. დანარჩენი 20 მოთამაშე 7 სხვადასხვა ქართულ კლუბს წარმოადგენს.

„ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს. საფრანგეთიდან კიდევ სამი ლეგიონერი დაგვემატა. სამწუხაროდ, მათ ჩვენთან ერთად მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლიათ, თუმცა დერეფნებსა თუ სხვა დეტალებზე სრული ინფორმაცია აქვთ და ინდივიდუალურად ემზადებიან. ჩეხეთში პირველ თამაშამდე სამი დღით ადრე ჩავდივართ და ვეცდებით ამ პერიოდში შეთამაშების პრობლემა აღმოვფხვრათ. სასიამოვნოა, რომ გეოგრაფია გაიზარდა და ამჯერად 18-წლამდელთა ნაკრებში რეგიონებიდან უფრო მეტი მოთამაშეა წარმოდგენილი“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" პირველ თამაშს 11 ნოემბერს გამართავს და 1/4-ფინალში ტურნირის დებიუტანტ შვეიცარიას შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში თასის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული იქნება.

„შვეიცარიისგან სიურპრიზებს არ ველოდებით და უფრო მომდევნო მეტოქეებზე ვართ ფოკუსირებული. ბელგიას და ნიდერლანდებს განაცხადში მრავლად ჰყავს ლეგიონერები საფრანგეთიდან და ბრიტანეთიდან. ვფიქრობ, მათთან თამაში საინტერესო იქნება. რაც შეეხება ესპანეთსა და პორტუგალიას, ფინალამდე ორ-ორი თამაში გვიწევს და მათ ადგილზე დავაკვირდებით. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე კარგად დაბალანსებული, მოძრავი გუნდია და ჩვენთვის უხერხული მეტოქეები არიან“ – აღნიშნავს ამონაშვილი.

18-წლამდელები დასკვნით შეკრებას ხვალ ასრულებენ, რის შემდეგაც ერთად უგულშემატკივრებენ "შავ ,ლომს" ესპანურ "იბერიანსთან", ჩეხეთში კი 7 ნოემბერს, გამთენიისას გაემგზავრებიან. რაზმში 9 ისეთი მორაგბეა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული შარშან მოიპოვა, 6 მორაგბე კი ერთი წლით უმცროსია და ევროპის ჩემპიონატზე თამაში გაისადაც ეკუთვნით.

18-წლამდელთა შემადგენლობა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე

შერკინება: გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი), მიხეილ ხახუბია (ლელო), შოთა ხელაძე (ლელო), კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), ნიკოლოზ ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), მათე ღურწკაია (ყოჩები), გიორგი მესხიძე (ხვამლი), თემო წულუკიძე (იუნკერები), ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), ნიკა აბესაძე (ლელო), ანდრო დვალი (ლელო), მიხეილ შიოშვილი (ლელო):

ხაზი: გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), გიორგი ჯაში (არმია), გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), გიორგი ხაინდრავა (ლელო), ნუგი ქევხიშვილი (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), ლუკა კეშელავა (არმია), სანდრო სესიაშვილი (არმია), გიორგი ბოლქვაძე (ლელო), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), ბუბა ნოზაძე (ბათუმი).

Rugby.ge

საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - როტაციით სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონთან
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს - მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
პორტუგალიას ახალი "7-იანი" ჰყავს - რონალდოს უკან მისაბრუნებლად აეროპორტში მწვრთნელი და პრეზიდენტი მივიდნენ
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში