‘ბათუმმა’ ‘ლელოს’ დიდ დიღომში სამი უპასუხო ლელო გაუტანა და „ლელო არენაზე“ ბონუს-ქულით, 22:0 დაამარცხა.

‘ლელომ’ ‘შავი ლომის’ მოთამაშეები მოისაკლისა, რაც მყისიერად აისახა გუნდის თამაშზე და ზედიზედ 6 გამარჯვების შემდეგ, სეზონში პირველი მარცხი განიცადა. ამრიგად, 7 ტურის შემდეგ დიდ 10-ში დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა, თუმცა ‘ლელო’ 25 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს და 3-ით უსწრებს ‘ყოჩებს’, 4-ით კი ‘ბათუმს’.

‘ბათუმმა’ ამ მოგებით სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და ამავდროულად, „სარბიელის სინსაც“ დაეუფლა, რომელიც ‘ლელოს’ აქამდე ამ სეზონში ხელიდან არ გაუშვია.

სტუმრები მატჩის დებიუტშივე დაეუფლნენ უპირატესობას და დურმიშხან ჯაბნიძემ ჯარიმით ანგარიში გახსნა. მე-18 წუთზე ბათუმელთა თანმიმდევრულ შეტევას უკვე ამირ ჰენდრიქსის ლელო მოყვა. ირაკლი ყიასაშვილს მალევე შეეძლო პასუხის გაცემა, თუმცა მისი დარტყმული ჯარიმა ჯერ ძელმა აისხლიტა, მერე ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს ასცდა და ტაიმი 0:8 დასრულდა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, თუმცა ‘ბათუმმა’ თავი დაიცვა, 46-ე წუთზე შერკინებიდან ვანო ფუტკარაძემ შეუტია და ხაზი გაჭრა, მას კარგად მიყვა გიორგი თხილაიშვილი და მეორე ლელო გაიტანა. დურმიშხან ჯაბნიძემ გარდასახა. 70-ე წუთამდე ანგარიში უცვლელი დარჩა, მერე ‘ლელომ’ საკუთარ 22-ში მოკლე დერეფანი დააყენა, ბურთი დაკარგა და ლაშა ფოფხაძემ პრემიის მომტანი ლელო გაიტანა. ჯაბნიძემ გარდასახა, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ბათუმმა’ სეზონში მე-4 გამარჯვება ჩაიწერა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი თხილაიშვილი გაიხდა.

GBF

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა