საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ევროპის ჩემპიონატის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე 7 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, ტატო გრიგალაშვილმა (-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტატო ფინალში თურქ ალბაირაქთან დამარცხდა. ლაშა შავდათუაშვილი კი (-73 კილოგრამი) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კოსოვოელ აკილ გჯაკოვასთან დამარცხდა.

გრიგალაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ლტოლვილთა ნაკრების წევრი სიბგატულა არაბი შიდოებით დაამარცხა, ახალგაზრდა ძიუდოისტმა მერვედფინალში ირლანდიელ გლენსონს იპონით მოუგო, მეოთხედფინალში კი გერმანელ დომინიკ რესელს ვაზარით სძლია.

ტატომ 1/2 ფინალში ფრანგი ალფა უმარ ჯალო იპონით დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ლაშა შავდათუაშვილმა აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევს ვაზარით სძლია, მერვედფინალში სლოვენიელ მარტინ ჰოიაკს შიდოებით აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც დანილ ლავრენტიევს ვაზარით მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სამწუხაროდ, ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი ესპანელ სალვადორ კასეს როკასთან იპონით დამარცხდა.

ფოკუზი იყო
Master
ვფიქრობ ამ ალ ბაირაქთან წაგება არ ეკადრება ტატოს.მეშინია ჭრიკიშვილი არ განმეორდეს.ისიც ამ წონაში იყო და ისიც უძლეველი ჩანდა ტატოსავით.შიდა კონკურენცია არაა და ამის გამო ხდება ასეთი ამოვარდნები.შეხედეთ მარგველაშვილს,სერიოზულ.ტურნირზე ვერაფერს ახერხებს საერთოდ,მარტივად მარცხდება ყველასთან.ასევეა შავდათუაშვილიც უკვე.კონკურენტი არ ყავს სერიოზული.სადაც კონკურენციაა მაგალითად 90 ში იქ მგლებივით არიან ბიჭები.სულამანიძეს კი აქვს ხოლმე მოულოდნელო ჩავარდნები,არც მას ყავს კონკურენტი ფაქტიურად ლიპოს თუარ ჩავთვლით.ეთოც ანალოგიურადაა.ასე რომ მწვრთნელებო შიდა საქმეებია მისახედი ჩემი აზრით. ტატოს მაქსიმალური ფსიქოლოგიური მომზადებაა საჭირო.საცოდაობა იქნება მისი ოლიმპიური ოქროს გარეშე დარჩენა...ღმერთმა დაიფაროს.
სანდრო
წასულები რომ ჩვენი დროშის ქვეშ ვაჭიდაოთ?
ჟორა გაბრიჭიძე
ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია, დაბალი წონების ჩავარდნას მაღალი წონების წარმატებით, რომ გადაფარავენ ხოლმე და ისე მოაქვთ თავი თითქოს არაფერი ხდება. სამწუხაროდ ეს ასე არ არის და ბოლოს და ბოლოს სათქმელი უნდა ითქვას. ჩვენ აუცილებელია გადავიდეთ იაპონელთა ტაქტიკაზე გუნდის დაკომპლექტების დროს. არ შეიძლება ერთი პირველი ნომრის ამარა იყოს საქართველოს ნაკრები. არადა 66 კგ. და 73 კგ. წლებია ყველა პირველხარისხოვან შეჯიბრზე პიველი ნომრით გამოვდივართ. ასეა 81-ში ბოლო 4-5 წელია და ამ წონაშიაც ასეთივე დღე გველის, როგორის 66-ში და 73-ში. რას გავდა ჩხვიმიანის და თუშიშვილის მსოფლიოს ჩემპიონობის შემდგომი ერთწლიანი შვებულება? მას შემდეგ ვერცერთი ვეღარ შედის ფორმაში. სარდალაშვილი, ეს 19-20 წლის ბიჭი მსოფლიოს პრიზიორი გახდა, იმედი მოგვცა პარიზში ჩხვიმიანს ღირსეული შემცვლელი ეყოლებოდა, მან კი მომატების ნაცვლად უკუსვლა დაიწყო. რატომ გაუცდა იმდენი ზაალიშვილს და მსოფლიოზე კარგ ფორმაში მყოფს, რატომ ამჯობინეს ლიპო? ერთი სიტყვით ფედერაციაში უნდა დაჯდონ და ამ საკითხებზე სერიოზულად უნდა დაილაპარაკონ, რადგან ოლიმპიადა კარსაა მომდგარი. საერთოდ კი მწვრთნელმა ბიჭები უნდა შეაჩვიოს ყოველგვარი კარნახის გარეშე ჭიდაობას, ამ დროს მოჭიდავე თვითონ აღარ აზროვნებს და ელოდება მწვრთნელის კარნახს. სწორედ ამ მიზეზით დაკარგა ოლიმპიური ოქრო პეტრიაშვილმა რიოდეჟანეიროში. 3 ქულიანი უპირატესობა 6 წმ. რომ ვერ შეინარჩუნა. ჭიდაობაში წამის მეასედებში ხდება ყველაფერი, ამიტომ კარნახს რა აზრი აქვს? მწვრთნელი კარნახობს, მოჭიდავე ისმენს, ეს ინფორმაცია სმენიდან გადაეცემა აზროვნებას, აზრი აღიქვამს და უნდა მოამზადოს რეაგირება, ამასობაში წამები გადის და მომენტმა გაიარა. ამიტომ სწორი იყო ჩემ დროს მწვრთნელს კარნახი კი არა, ხმის ამოღებაც რომ ეკრძალებოდათ თუ მწვრთნელის სკამზე იჯდა.
ნოე
გუჯეჯიანს და ფედერაციას რომ დაუჯერო ასე მომზადებული და ძლიერი გუნდი ჯერ არ გვყოლიაო
rable
ბოლო დროს ტატოს ის ნაპერწკალი აკლია რითაც ერთი თავით და მეტით აღემატებოდა სხვებს, მაგრამ ხდება ესე -ზედიზედ ორჯერ მსოფლიო მოიგო და მუდმივად ტონუსში იყვე ურთულესია. მთავარია საოლიმპიადოდ იყვეს ფორმის პიკში.. წარმატებები
პაატა
ვეთანხმები ალექსს, არასწორი ტაქტიკით აჭიდავა! ფაქტიურად უზნაძემ მოუგო გუჯეჯიანს!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
ტატოს აშკარად წააგებინეს, მაგრამ აქამდე არ უნდა მიეყვანა საქმე.
ალექს
ეს რა უქნეს მსაჯებმა, მსგავსი არაფერი გამიგია. ორივე ფეხით გავიდა ტატამს მიღმა ის თურქ-ქართველა აშკარად.. თუმცა გუჯეჯიანმა და ტატომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს ტაქტიკაში, არ შეიძლება ტატო დომინაციის მაგივრად მუდმივად ჩავლების გათიშვაზე აჭიდაო, არაა ეს მისი სტილი და აგერ შედეგიც.. საერთოდ ჩემპიონატი კი ფაქტია საშინლად მიმდინარეობს ჩვენთვის, პირველ ორ წონაში პირველივე წრეში მარცხი. ლაშამ კარგად დაიწყო და ძალიან ცუდად დაამთავრა და ტატომაც დაკარგა ჩემპიონობა.
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEOS] ორი ოქროს შანსი - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!
[VIDEOS] ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEOS] არიის! - ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
[VIDEO] "რუსეთი ოკუპანტია" - თბილისში ქართველმა გულშემატკივრებმა რუსი სპორტსმენის დაჯილდოვებისას ჰიმნს უსტვინეს
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე