ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ეტაპით ადრე ტიტულს რვა პრეტენდენტი ჰყავს
როგორც წესი, პილოტთა საჩემპიონო შანსებზე სეზონის დასრულებამდე სამი-ოთხი რბოლით ადრე იწყებენ ლაპარაკს, მაგრამ წელს განსაკუთრებული სიტუაციაა - სებასტიან ფეტელის ლიდერობა ძალიან დამაჯერებელია და ამ ერთთვიანი საზაფხულო არდადეგების პერიოდში შესაძლებელია "რედ ბულის" პილოტის შანსებზე ლაპარაკი.

ბევრს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ფეტელი წელს მეორედ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი. თუმცა გერმანელმა ბოლო სამ რბოლაში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო და ახლა მის კონკურენტებს ბრძოლის შანსი გაუჩნდათ. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობენ.

ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ეტაპით ადრე ტიტულს რვა პრეტენდენტი ჰყავს: ფეტელი, ლუის ჰემილტონი, მარკ უებერი, ფერნანდო ალონსო, ჯენსონ ბატონი, ფელიპე მასა, ნიკო როსბერგი და ნიკ ჰაიდფელდი.

ფეტელისთვის საკმარისია გაიმარჯვოს ოთხ რბოლაში და კიდევ ერთში მეორე მივიდეს ფინიშთან - და ის ვადაზე ადრე გახდება ჩემპიონი. არსებობს სხვა უამრავი ვარიანტი. მაგალითად, ექვს რბოლაში მეორე ადგილი და ერთში - მეცხრე. ან კიდევ ასეთი ვარიანტი: უბრალოდ, მესამე ადგილზე ქვემოთ არ დაეშვას (ერთხელ კი მეოთხე ადგილზე გასვლაც შეუძლია).

ამჟამად საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე მყოფ მარკ უებერს ყველა რბოლაში გამარჯვება სჭირდება და თან იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ფეტელი მესამე ადგილზე ზემოთ ვერ ავა, ორ რბოლაში კი მეხუთე ადგილს დასჯერდება.

ჰემილტონს, ალონსოსა და ბატონს გაცილებით უარესი შანსები აქვთ, მაგრამ ჯერ ყველაფერია შესაძლებელი.

თითქმის ნული პროცენტია მასას, როსბერგისა და ჰაიდფელდის შანსები. მაგალითად, ჰაიდფელდმა ყველა რბოლა უნდა მოიგოს და ამასთან, ფეტელმა დარჩენილ რვა ეტაპზე ქულა არ უნდა აიღოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა