ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "შახტარმა" „ბარსელონა“ 1:0 დაამარცხა.

დონბასური გუნდის მწვრთნელმა პუშიჩმა გოჩოლეიშვილი დისკვალიფიცირებული კონოპლიას ნაცვლად დააყენა ძირითად შემადგენლობაში, აზაროვი კი, როგორც ჩანს, მიღებული ტრავმის შემდეგ ბოლომდე ვერ მომჯობინდა და სათადარიგოთა შორის დატოვა. შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო, ორხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და პირველი მომენტი პირობითმა მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც პირისპირ გასული მატვიენკოს დარტყმული ბურთი მეკარე ტერ შტეგენმა ფეხით მოიგერია. გოჩოლეიშვილი დაცვაში კარგად იდგა, იერიშებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა და 41-ე წუთზე მისი პასით სიკანმა თავურით დონეცკელები დააწინაურა. შეგახსენებთ, ამ გუნდების წინა დაპირისპირებაში საგოლე გადაცემა აზაროვმა გააკეთა.

შესვენების შემდეგ გოჩოლეიშვილი მარკო ალონსოს გაექცა, მახვილი კუთხიდან დაარტყა და გატანა ტერ შტეგენმა არ დაანება. მერე კრისტენსენმა სიკანი „მოგვერდით“ დასცა გაზონზე, რაზეც მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა. ცოტა ხანში მეკარესთან ერთი-ერთზე უკვე სიკანი გავიდა და ტერ შტეგენმა არ გაატანინა. „ბარსას“ თავკაცმა ხავიმ ოთხმაგი ცვლილება განახორციელა, ხოლო პუშიჩმა ტრავმირებული სიკანის ნაცვლად მოედანზე კელსი შეუშვა. მერე სტეპანენკოც დაშავდა და ისიც შესაცვლელი გახდა. კატალონიელებმა ზეწოლა გააძლიერეს, თუმცა „მეშახტეები“ თავს უნარიანად იცავდნენ. კონტრიერიშზე ნევერტონმა გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს და "შახტარმა" გაიმარჯვა.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, გიორგი ბრწყინვალედ გაისარჯა და საქართველოს ნაკრების მწვრთნელ სანიოლს მოახლოებული მატჩების წინ თავისი თამაშით "შეტყობინებაც" გაუგზავნა.

„შახტარი“ H ჯგუფში 6 ქულით მესამე ადგილზეა და ტურნირზე შემდეგ მატჩს 28 ნოემბერს „ანტვერპენთან“ გამართავს.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“. 49 147 მაყურებელი

შახტარი - ბარსელონა 1:0

გოლი: სიკანი (41)

III
მართლაც გამორჩეული იყო თავის გუნდში და ძალიან გაგვახარა მოგებით!
გიზოგ
უკეთესია 5-3-2 -ზე
გიზოგ

გიზოგ
ძალიან გახარებული ვარ გიორგის კარგი თამაშით, წარმატებებს ვუსურვებ შოტლანდიის და ესპანეთის წინააღმდეგ თამაშებში. სწორედ ასეთი გიორგი და დანარჩენი ბიჭები გვჭირდება. აუცილებლად გჭირდება მოგება უმოტივაციო შოტლანდიასთან და თუნდაც ფრე უმოტივაციო ესპანეთთან. ღმერთი თქვენკენ ბიჭებო!
Irakli
შეცდომები ჰქონდა მაგრამ ჯამში კარგად ითამაშა, უბრალოდ მეტი სტაბილურობა მართებს. საერთოდ კი გეთანხმები, სანიოლის გადასაწყვეტია. გოჩოლეიშვილს წარმატებები!
გიორგი
წინსვლა გიორგის კიდევ ბევრჯერ ასახელი საქართველო !
ჟორა
ისე როგორ უნდა დააბრალო წაგება ერთ ფეხბურთელს?..ვიღაც ფედერაციის პრაფესორმა ამოიჩემა ეს ფეხბურთელი და აღარ გამოიძახეს!
T.q-s
ცენზურას რა ვუთხრა თორემ ხომ ხარ ღირსი სრულად მოკითხვის…
ლმ
გოჩო ძალიან მებრძოლი, სწრაფი და განსაკუთრებით ნაყოფიერია შეტევაში. ბარსასთან გამოჩნდა. ნომინალური მარჯვენა მცველის პირობაზე აშკარად ბევრი შეტევა ქონდა. არ არის მისი ძლიერი მხარე დაცვა. ბარსასთანაც ქონდა ბევრი შეცდომები. რამოდემიმეჯერ პენალტის ზღვარზე იყო. უმჯობესია მის პოტენციალს შეტევაში თუ გამოვიყენებთ ნაკრებში. განსაკუთრებით მთლიანი ფლანგი არ უნდა ჩაიბაროს როცა დაცვაში დამზღვევიც არ ეყოლება.
ლმ
გოჩო ძალიან მებრძოლი, სწრაფი და განსაკუთრებით ნაყოფიერია შეტევაში. ბარსასთან გამოჩნდა. ნომინალური მარჯვენა მცველის პირობაზე აშკარად ბევრი შეტევა ქონდა. არ არის მისი ძლიერი მხარე დაცვა. ბარსასთანაც ქონდა ბევრი შეცდომები. რამოდემიმეჯერ პენალტის ზღვარზე იყო. უმჯობესია მის პოტენციალს შეტევაში თუ გამოვიყენებთ ნაკრებში. განსაკუთრებით მთლიანი ფლანგი არ უნდა ჩაიბაროს როცა დაცვაში დამზღვევიც არ ეყოლება.
სოსო
რიგ შემთხვევებში ზუბკოვს სწორად რომ ეთამაშა,შახტიორს და გოჩოს,გაცილებით უკეთესი სტატისტიკა შეიძლება ჰქონოდათ.
perfecto
სანიოლმა რაც თქვა მართალი იყო. ესპანეთზე მეტად ნორვეგიასთან ითამაშა ცუდად, იმ 19 თუ 20 წლის ბიჭმა აიკლო და მისი ფრთიდან დაიწყო შეტევა რომელიც გოლით დამთავრდა. ეს ის შემთხვევაა, როცა ჯანსაღი კრიტიკა ადგება საქმეს. ბარსელონას თავგადაკლული ფანი ვარ, მაგრამ დღეს ნამდვილად არ მეწყინა მისი წაგება. იმდენად სუსტი ჯგუფია, რომ ყველა ვარიანტში გავა. ასე რომ გოჩოს და ირაკლის წარმატებები!!
ilar10N Youtube
და სანიოლი გოჩოლეიშვილზე ამბობდა შეცდომები დაუშვაო )) 4-3-3 დააყენა ესპანეთის წინააღმდეგ, რომელიც ქვას ქვაზე არ ტოვებს სუსტ მეტოქეებთან და..
ILIA
გოჩომ თავიდან რამდენიმე შეცდომა დაუშვა, თუმცა მერე კარგად ითამაშა. საგოლეც მშვენიერი გააკეთა. გაუმარჯოს უკრაინას! გაუმარჯოს საქართველოს!
T.q
ბრავო გოჩელეიშვილს ბრავო შახტარს ვისაც არ გაუსწორდა ბარსას წაგება მხოლოდ იმიტომ რომ ქართველმა მოიგო გენაცვალეთ ქართულ გულში ყველას!!!
ტოტტი
ყველაზე მაღალი შეფასება გოჩოლას. ეს ისეთი თამაში იყო ბევრი რომ უყურებდა და იმედია წაადგება გიოს
მეგრელი
მაგრად მომეწონა გოჩო, რა იშრომა და რა ირბინა "კრაიზე", საღოლ ძმაო.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო - "კადისმა" "ალმერიასთან" მარცხი განიცადა
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
მუდრიკი ერთი ლონდონური გუნდიდან მეორეში გადადის და ყოფილ მწვრთნელთან იმუშავებს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
ცნობილი გახდა გოჩოლეიშვილის ესპანურ გუნდში გადასვლის დეტალები
უკრაინული კლუბები თავის ვენესუელელ ფეხბურთელებს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის უფლებას არ აძლევენ
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
გოჩოლეიშვილი "კადისში" გადავიდა - შეიძლება ამ გუნდში მესამე ქართველიც ჩაირიცხოს
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "კადისმა" ისევ ფრედ ითამაშა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს