გამოხმაურება I ჯგუფზე, სადაც საქართველოს ნაკრები ესპანეთთან, საფრანგეთთან, ბელორუსთან და ფინეთთან ერთად მოხვდა
მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის წილისყრამ მრავალმხრივი გამოხმაურება გამოიწვია. მაგალითად, ტურნირის მასპინძლის, ხუთგზის ჩემპიონის, ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა მანო მენეზეშმა თქვა, რომ უპირველეს ყოვლისა თვალში ულიდერობა ეცა. მენეზეში, რასაკვირველია უპირველეს ყოვლისა ევროპის ზონას გულისხმობდა. მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ "ბებერ კონტინენტზე" ყველა ჯგუფი დაბალანსებულია.

"წილისყრამ დაბალანსებული ჯგუფები მოგვცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ფეხბურთში ბევრი საშუალო დონის გუნდი გამოჩნდა. ადრე ხშირი იყო "სიკვდილის ჯგუფები" ახლა კი ასეთს ვეღარ ნახავთ. ძალები თანაბრად განაწილდა. განსაკუთრებით თანაბარძალოვანი B ჯგუფია, სადაც დანია, ბულგარეთი, ჩეხეთი, სომხეთი და მალტაა თავმოყრილი.

მინდა გამოვყო I ჯგუფიც, სადაც ესპანეთი და საფრანგეთი მოხვდნენ ერთად. მსოფლიოს ჩემპიონთან დაპირისპირება, რასაკვირველია, ძნელია, მაგრამ ესპანეთსაც კერკეტი კაკალი ერგო საფრანგეთის სახით. მოკლედ ორი მძიმეწონოსანი შეხვდება ერთმანეთს და გამარჯვებული დიდ გამოცდილებას შეიძენს."

I ჯგუფის შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე ილაპარაკა "ლურჯების" მწვრთნელმა ლორან ბლანმაც. მან თქვა:

"საუკეთესოსთან გაჯიბრება ძალიან ამაღელვებელია. თან, გასაგებია, რატომ ჰქვია ამ გუნდს ჩვენი ჯგუფის ფავორიტი - ის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. ზოგადად ჯგუფზეც ვერ ვიტყვი, რომ ის სუსტია. მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ბრძოლაში უნდა მოპოვება. საფრანგეთს პირველობის შანსი, რასაკვირველია აქვს, ოღონდ საამისოდ ჩვენ ლაღად, კომპლექსების გარეშე უნდა ვითამაშოთ".

შეგახსენებთ, რომ I ჯგუფში ესპანეთისა და საფრანგეთის გარდა არიან ბელარუსი, საქართველო და ფინეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა