ხვიჩა კვარაცხელიას და "ნაპოლის" თითოეული თამაშის მიმართ ქართველ გულშემატკივრებში ძალიან დიდი ინტერესია. სასიამოვნოა, რომ უკვე მეორე წელია, ისინი ჩვენგან მუდმივად ელიან, რომ შეხვედრებისა და კონკრეტულად ქართველი ლეგიონერის გამოსვლის შესახებ ვიმსჯელებთ და ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ იქნება. ამავე კატეგორიიდანაა "უნიონთან" ნეაპოლური შეხვედრა, რომელიც ფრედ (1:1) დასრულდა, რუდი გარსიას გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ ყველაზე მაღალი საერთაშორისო შეფასება დაიმსახურა, მაგრამ მის მიერ აწეული თამასისთვის ეს ყველაფერს მაინც არ ამბობს და გვეუბნება. "კვარას" ემოციური მდგომარეობა "მშრალი" სერიის დასრულების შემდეგ უკეთესობისკენ შეიცვალა. ბოლო პერიოდში მას ერთი საწუხარი უდგას, რასაც შემტევები ყოველთვის განიცდიან - როგორც "მილანთან", ასევე "უნიონთან" 77-ე ნომერს ყველაზე გადამწყვეტ დროსა და მომენტში მატჩის ბედის გადაჭრა და გამარჯვების მომტანი დარტყმის შესრულება შეეძლო, რაც არ გამოუვიდა. ოსიმენის არყოფნაში ქართველის, როგორც ლიდერის, ფუნქციები უფრო გაიზარდა და მისი ხელში აღებისთვის ხვიჩას კარგი პლაცდარმი შეექმნა, რაც შესაბამისად ვერ გამოიყენა. რა სჭირდება ამას? - მეტი მუშაობა როგორც ინდივიდუალურად, ასევე მწვრთნელთან ერთად და შესაბამისი შედეგი აუცილებლად დადგება. ეს კვარაცხელიას, როგორც მომავლის ვარსკვლავის ჩამოყალიბების გზაზე მნიშვნელოვანი ამბავი იქნება.

სხვა მხრივ, "კვარადონა" ისეთია, თანამედროვე ფეხბურთში ბევრი რომ არაა - მუდმივად მოწადინებული, ჩასაფრებული, სახიფათო, დიდი ტექნიკური არსენალისა და დრიბლინგების უნარის მქონე. გარემარბს ნებისმიერ დროს შეუძლია მინდორზე მდგომარეობა მთლიანად შეცვალოს. ასე მიიღო მონაწილეობა საგოლე ეპიზოდში, როცა შეტევას მნიშვნელოვანი სიმწვავე შემატა. ხვიჩა ბევრს მუშაობდა ბურთის დასაუფლებლად, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მომენტი კი მაშინ შეექმნა, როცა ფლანგი შეიცვალა.

"ნაპოლის" კი მეტი სჭირდება, შარშანდელ რელსებზე რომ იმოძრაოს. პირდაპირი შედარება სტანდარტულ მდგომარეობებზე გავაკეთოთ. სპალეტის დროსაც დაგვიწერია, თუნდაც "მილანთან" მარცხის შემდეგ, როცა ამდენი კუთხურიდან რაღაც სახიფათო უნდა გამოადნო. გერმანელებთან გუნდმა 18 კუთხური ჩააწოდა და ფაქტობრივად, ერთფეროვნად. ოთხშაბათ საღამოს იდეალურად ვერც ქართველი აწვდიდა, თუმცა ისევ გაუგებარი რჩება, ზოგიერთ ფეხბურთელს აქ დიდი ავტონომია რატომ აქვს და ხშირად ვხედავთ იმავეს, რასაც საჩემპიონო სეზონში - კვარაცხელია ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე დგას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ნახევარდაცვა ვერაფრით ახერხებს, მოწინააღმდეგეები პრესინგზე შეიტყუოს და ამით შემტევებს მეტი სივრცე დაუტოვოს.

რაც შეეხება ხვიჩასგან დატოვებული სივრცეების ათვისებას, ამას პოლიტანო გაცილებით უკეთ აკეთებს, ვიდრე გასულ სეზონში. უნდა შევეგუოთ, რომ კვარაცხელიას წინააღმდეგ ახლა გაცილებით მეტს მუშაობენ და მისი საუკეთესო თვისებების ნეიტრალიზებაზე ფიქრობენ. ეს თითქოს იმას აჩენს, რომ ჩვენებურს შარშანდელი სისხარტე და ელასტიკურობა არ აქვს. ის, რომ 77-ე ნომერი ასეთი დაცვის პირობებში ბურთს უფრო უფრთხილდება და გამწვავების ნაცვლად, შენარჩუნებაზე ზრუნვა უწევს, ეს თანამედროვე ფეხბურთისთვის დამახასიათებელია!..

მახო
პირველ ტაიმშიც დაღლილი დადის.
ალეკო
რაჰმანი და მარიო რუი გასაყრელები არიან. ნაპოლიმ უნდა დაიბრუნოს გუნდური თამაშის სტილი. აშკარად ჩანს, რომ მარიო რუის გუნდში ყოფნა ხვიჩას თრგუნავს და სათანადოდ ვერ იხსნება. არ გამოვრიცხავ, რომ მარიო რუი მას ეუხეშებოდეს, რაც ღირსეული ქართველი მამაკაცისთვის ძნელი ასატანია და თუ ხვიჩა მის მოსმას ერიდება, ეს იმიტომ, რომ გულუბრყვილოდ სჯერა რომ უჯიშო რუის მოსწყინდება ტერორისტობა და ადრე თუ გვიან თავს დაანებებს, რაც არასდროს არ მოხდება და ტყუილად აქვს რუის არარსებული კეთილშობილების იმედი ...
მამუკა
ხვიჩა ს ეს არ ეხება! დანარჩენი..გუნდი თავისი მწვრთნელი თ გადაიქცა ,,ზ ა დ ნ ი. ხ ო დ ი ს" ო ს ტ ა ტ ე ბ ა დ..
Ზაზა
"რა სჭირდება ამას? - მეტი მუშაობა როგორც ინდივიდუალურად, ასევე მწვრთნელთან ერთად და შესაბამისი შედეგი აუცილებლად დადგება. ეს კვარაცხელიას, როგორც მომავლის ვარსკვლავის ჩამოყალიბების გზაზე მნიშვნელოვანი ამბავი იქნება." 1000 % !!! ვარჯიშის მერე დარჩენა და კარში მინიმუმ 100 დარტყმის შესრულება!
Ზაზა
რა ხელფასიც ნაპოლიში აქვს, იმის შესაბამისად თამაშობს. უფრო მეტს ვერც მოთხოვენ!
მამუკა
თუ რეალმა არ წააგო ნაპოლისთან და ბრაგამ მოუგო უნიონს, ურთულესი ბოლო ტური ელის ნაპოლის, ბრაგა აშკარად უნიონზე უკეთესი გუნდია
გიორგი
საშენო ტელევიზორი გიპოვია, არ მოიშორო)))
გიორგი
ძალიან ზუსტადაა მახვილები დასმული სტატიაში.
დ.დ.
ჩემს ტელევიზორში, ზუსტად იმავე დროს და იმავე არხზე, ჩოხატაურის რაიონის პირველობის მატჩი იყო, ქვაბღას და ჩხაკოურას გუნდებს შორის !
beqa
მომენტუმს ვერ გრძნობს შესრულების! უნდა იმუშაოს სწორედ დარტყმებზე.სხვა ნაიირად ტოპ დონეზე ვერასდროს ითამაშებს ფინიში თუარ დახვეწა
las
გოლის გატანა არის ფეხბურთში ყველაზე რტული. მოთამაშე თავის საფეხბურთო ზენიტს აღწევს 25 წლის ასაკში. ასე რომ ხვიჩა მიიღებს გამოცდილებას და სულ მალე სრულყოფილი მოთამაშე გახდება
გიგა
უარყოფითი: ახალ სეზონში განსაკუთრებით გამოჩნდა, რომ საფინიშო დარტყმა აქვს დასახვეწი, გასაკვირია ამ კლასის ფეხბურთელი რომ მომენტს ვერ ასრულებს. არის ეპიზოდები სადაც თითქოს ინერტულია და არ იღებს თავის თავზე. დადებითი: საგოლე შანსებს ისევ ქმნის, ყოველთვის საშიშია მეტოქისთვის მისი დრიბლინგი და არაორდინალური თამაში.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა