ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

"კბილებს აკრაჭუნებს და მუდამ უკმაყოფილოა" - რას წერს Gazzetta dello Sport-ი კვარაცხელიაზე

"კბილებს აკრაჭუნებს და მუდამ უკმაყოფილოა" - რას წერს Gazzetta dello Sport-ი კვარაცხელიაზე

<p>ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისა" და "უნიონ ბერლინის" (1:1) დაპირისპირებას გამოეხმაურა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშიც შეაფასა.</p><p>"ქართველის თამაშმა შოკში ჩაგვაგდო, "კვარამ" ამ მატჩში ყველაფერი ჩადო, მისმა დრიბლინგებმა გერმანული გუნდის მცველებს პრობლემები შეუქმნა, თუმცა ეგოისტობის გამო ბოლო ბარიერის გადალახვას ვეღარ ახერხებდა ან თანაგუნდელისთვის პასის გაკეთების ნაცვლად, კარისკენ ნაადრევად ურტყამდა.</p><p>ძველი "კვარა" მინდორზე ბევრად უფრო მსუბუქად გამოიყურებოდა, ახლანდელი "კვარა" კი კბილებს აკრაჭუნებს და მუდამ უკმაყოფილოა, ქართველმა "უნიონ ბერლინის" ფეხბურთელებს კვლავ აჯობა, თუმცა გერმანელებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხეს", - წერს გამოცემა.</p><p>შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში 7 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.</p><p><p><p><p><br></p>

  • იკა - ს

    კი, სამწუხაროდ ასეა, ისტერიკებს იმართებს

  • დავით 67

    რა იყო ამხელა კომენტარი. სტატიებს წერ?)) გეტყობა რომ ფეხბურთი კარგად გესმის. მაგრამ პოლუტიკის რა მოგახსენო.. მე შენი არ იყოს არც წინა და მითუმეტეს დღევანდელი მთავრობის მომხრე აე ვარ, მაგრამ რაც დღეს ხდება საქართველოში სრული მარაზმია!! რაც მეტად უწიგნური ხარ მით უფრო დაფასებული ხარ. ესაა დღევანდელობა. ის რომ დღეს ქუჩაში არავის ხვრეტენ და ციხეში არ აუპატიურებენ, ეს იმას არ ნიშნავს,რომ ესენი იმათ სჯობიან, ანდა პირიქით. მერე გადახედე იმ ეგრეთწოდებულ პოლიტიკოსებს, როგორ გადმოხტნენ იმ ნაცებიდან ქოცებში, მარტო მათი ლიდერი და სულ რამდენიმე კაცი არ გადასულა ქოცებში, ისიც იმიტომ რომ იმედი აქვთ უკან მობრუნების. და კიდევ ვინც არ გადაბარგებულან ერთიდან მეორე პარტიაშიც მშვენივრად უგებენ ერთმანეთს, უფრო სწორად ფული აგებინებს ერთმანეთს. გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ გარდაბანში რა სიამტკბილობაში არიან ერთმანეთში ორი ვითომ დაპირისპირებული მხარეები ეგ უნდა ნახო. ეხლა უკვე ორივე ყოფილი დეპუტატია, მაგრამ ყველაზე მდიდრები. (რუსთავი გარდაბანი). ასე რომ მე იმის თქმა მინდა რომ ის ამას,სჯობია ან ეს იმას სჯობია, სრული აბსურდია. მაგალითისთვის: მაგიდაზე რომ იდოს ერთი დამპალი ვაშლი და მეორე დამპალი მსხალი, შესაჭმელად, რომელიმეს აირჩევ??? ვიცი რომ არცერთს. ზოგი კიდევ ირჩევს ძირითადად ქოცების მხარდამჭერები, ასევე ძირითადად ისინი, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მათთვის რომ არაფერი შეიცვლება

  • სოსო

    შულაიას.შულაია,ჯერ რასაც ვწერ,წესიერად წაიკითხე,აზრი სწორად გამოიტანე და მერე გამაკრიტიკე.ლა გაზეტა დე ლა სპორტზე რას ვამბობ?იქ რასპადორზეც ეწერებოდა,მაგრამ თქვენ მხოლოდ კვარაზე გადმობეჭდეთ და ამიტომ სტატია ტენდენციურად ჩანს მეთქი.ეს იმ გაზეთის კრიტიკაა,თუ მისი გადმომბეჭდის?ფეტელეს ჭკვიანური კომენტარი მე არ მახსოვს და ვისაც გინდა მისცეს,ინტერვიუ,ამით რა შეიცვლება?მაგ გაზეთს ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირს,მით უფრო რომ იტალიურის გაგებაში არ ვარ და თვალითაც არ მინახია ეს გაზეთი,მაგრამ ნიკალას სტატიებს ვკითხულობ და მისი მასალები მიმაჩნია,ყვითელ პრესად.ან სად ნახე ჩემგან,ხვიჩას იაფფასიანი ქება დიდება და თვალთმაქცობა?იმ ასაკისა ვარ,მახსოვს,როცა დიდი მიხეილ მესხი,თავისი ფორმის პიკში აიძულეს ფეხბურთიდან წასულიყო,მას შემდეგ ქართულ ფეხბურთს.ასეთი კაშკაშა ტალანტი,არ ჰყოლია და როგორ გგონია,არ დავიცავ ხვიჩას,შენისთანებისაგან?არასოდეს მიკადრებია,პირადად სანაიასათვის რაიმე,მაგრამ ის მედიასაშუალებები არ იყვნენ,სადაც ეგეც ლიდერის პოზიციებზეა,რომლებიც რუსეთში მისი თამაშის დროს,ტურებივით დაესივნენ,ლანძღეს,ტალახი შეასხეს,მოღალატედაც შერაცხეს,შენისთანებიც აიყოლიეს და ყოველ მომენტში ხვრელიდან გამოსაძრომად და საკბენად არიან მზად?ვინ აგინებდა ლაშა ტალახაძეს,საქართველოს პრეზიდენტთან სურათი რატომ გადააღებინა,არაკაციაო?!ვინ დაიწყო თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ საშინელი შეურაცხყოფის კამპანია,ცსკაში რატომ წავიდა სათამაშოდ,ქვეყნის მოღალატეაო?!არადა მრავალჯერ ითქვა,რომ შენგელია წავიდოდა იმ კლუბში,რომელიც სანაკრებო მატჩების დროს,ნაკრებში გამოუშვებდა და სწორედ ცსკა აღმოჩნდა ერთადერთი კლუბი,რომელიც ამაზე თანახმა იყო.თვითონ ცსკაც უკვე დიდი ხანია,რაც აღარ არის სამხედროების კლუბი.მას რომ არ ეთამაშა ნაკრებში,გავიდოდა საქართველოს ნაკრები,მსოფლიოს ჩემპიონატზე?ხომ ცხადია,რომ ვერ გავიდოდა.მაშ ვინ ყოფილა საქართველოს მტერი და მოღალატე?ამიტომ არ არის გასაკვირი,რომ სანაიობა,სალანძღავი სიტყვა გახდა,ბევრისათვის.ისე უსვამ ხაზს,სანაიობას გვეძახიანო,ეტყობა შენც კი, თავს შეურაცხყოფილად გრძნობ,მისი სახელის დაძახებით.ვახო სანაიას არასოდეს ვახსენებდი,მაგრამ რაკი შენ მიხსენებ,გეტყვი რომ არც გვარს ვუწუნებ და არც გვარისშვილობას,მის ძმასაც ვაფასებდი,მაგრამ პირადად მასზე, კარგს მართლაც ვერაფრით ვიტყვი,თუნდაც მისი მოქალაქეობრივი პოზიციის და მისი ტელევიზიის პუბლიკაციების გამო,სწორედაც ქვეყანაში დაძაბულობის გაზრდის მიზნით რომ ავრცელებენ სიცრუეს.ეს არის სისხლიანი რეჟიმი და წინა მთავრობა ანგელოზები?7 ნოემბრის მიტინგის დარბევა დაგავიწყდა თუ გგონია ჩვენ არ ვიცით,მთელი თბილისი ცემაში რომ ჩაანგრიეს? 26 მაისის პროტესტანტების ხოცვა ჟლეტა,მიცვალებულები ზოგი სად რომ დააგდეს და ზოგიც სად,ერთი კი,მკვდარი და ხელებშეკრული,მაღაზიის სახურავზე შეაგდეს,დენმა დაარტყა და ამან მოკლაო?ან იქნებ ციხის ბუნტის დახვრეტა გაგახსენო,ჩაკეტილ საკნებში რომ გაუხსნეს ცეცხლი,პატიმრებს,ან წამებით რომ ხოცავდნენ და აუპატიურებდნენ,ან ქუჩაში ჩახოცილ ახალგაზრდებს რას ეუბნები,მათი ფიურერი რომ აცხადებდა,მათთვის ტყვიები არ გვენანებაო?აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტაზე რაღას იტყვი,საქართველოს არმიის ვერტმფრენებიდან რომ გაუხსნეს სარაკეტო ცეცხლი და 600 ჯარისკაცით გადავიდნენ შეტევაზე.ეგენი არიან სუფთები და ესენი სისხლიანები?ან მაგათი რომ გჯერა და ასდევ,შენ არ ხარ თუთიყუში და მე ვარ?არც ოცნების მოღვაწეობით ვარ მოხიბლული,მაგრამ როცა ის პარტია,რომელმაც მხოლოდ თბილისში 11 სტადიონი დაანგრია,ზედ ბათუმის სტადიონიც მიაყოლა და სამ წელიწადში აშენების პირობა მიცემული,საერთოდ უსტადიონოდ დაარჩინეს ქალაქი,ვინც გააუქმა და გაყიდა,სპორტის აკადემია,ხმას როგორ უნდა იღებდეს ამათზე,სპორტს ანგრევენო?!ნამუს შემორჩენილი კაცი,ჩუმად მაინც იქნებოდა,მაგრამ აქვთ?ერთადერთ რამეში ხარ,სიმართლესთან ახლოს,როცა დაახლოებით ასე ამბობ,ხვიჩას ხართ გადაფარებულიო.ხვიჩა,იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ნომინაციაში მიიღო მონაწილეობა,ის უკვე საფეხბურთო ისტორიაშია შესული და ამას ვერ ამოშლით,მაგრამ კარგად მახსოვს,შენისთანების უზარმაზარმა ზიზღმა რა დღეში ჩააგდო,როცა კოვიდი გამოაჩნდა და როგორც ყოველთვის კვლავ ყველაფერი აკადრეთ,მერეც,სანამ ნაპოლიში წავიდოდა,როგორ უწინასწარმეტყველებდით,ყაზახეთ უზბეკეთს და არსებითად ჯერ ისევ პატარა ბიჭს,თქვენისთანების ნამუსის ანაბარა არ დავარჩენ.არ გაქვთ და იმიტომ.მას კი,ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი და გააკეთებს კიდეც.მე მარტო არა ვარ,ჩემისთანები ბევრი არიან და ერთად დავიცავთ,თქვენისთანებისაგან,ხვიჩასაც და მთელ ქართულ სპორტსაც.კარგსაც კარგად ვხედავ და ცუდსაც,არც კრიტიკა მეშლება და სჯობია სანამ ჩემზე აუგს დაწერ,დაფიქრდე და გადაიფიქრო.ეს პირველი ასეთი თავდასხმა არ არის შენგან და ამიტომ გეუბნები. პ.ს.ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს ბოდიშს გიხდით,აქ დაწერილის გამო.ნაცების მომხრეებიც მყავს მეგობრები,ძალიან პატიოსანი ადამიანები რომ არიან და უბრალოდ მათი სჯერათ,ასეთებთან პრეტენზია არა მაქვს,მაგრამ როცა ვიღაცა თავს გესხმის,თანაც არა პირველად,მას უნდა უპასუხო.

  • გივი

    დებილურო, დაახლოებით ოთხ პოტენციურ საგოლე ჩაწოდებას რომ გაგიცუდებენ, შენი სიფათი საინტერესო სანახავი იქნება.

  • რატი

    აი, ბოღმიან ხელმოცარულ შულაია-beqaს აეწვა. :)))))

  • simartle

    მთაცვარი დამნაშავე რუდი გარსიაა. გუნდს აშკარად ვერ შეეწყო და ვერ ხვდება როგორ ათამაშოს. კვარა სულ გახსნილიდ დგას ფლანგზე მაგრამ დროულად პასს უგვიანებენ, როდესაც საჭიროა რომ გრძელი პასი საშუალო დონის მიაწოდონ ცარიელ სივრცეში ბურთს აგორავებენ და ზლოზინით მოკლე პასებით მიდიან მისკენ.ამავე დროს დაცვა ეწყობდა და ორ დამცველია მუდმივად ასწრებს მის ჩახურვას. კარში დარტყმაზე ბევრი სამუშაო აქვს სამწუხაროდ და იმედია გამოასწორებს. უნდა იმუშაოს საჯარიმოს გარედან დარტყმაზე და არა მარტო ფეხის შიდა მხრიდან ჩახვეულ დარტყმებზე, ე.წ. 'პოდიომით' სრულიად ვერ ურტყამს და ბევრჯერ მცდელობისას ბურთი ეჭრება ან კიდევ უძლურად ურტყამს არა და ამ დარტყმას ყველაზე მეტი სიძლიერე და სიზუსტე აქვს თუ ფეხბირთელმა იცის როგორ შეასრულოს

  • qomagi

    ზოგჯერ მეც მგონია, რომ კვარა ისეთ მომენტებშიც ითხოვს ბურთს, როცა პარტნიორებს უკეთესი პერსპექტივა აქვთ, თუმცა ეს ნორმალურია. ყველა თავდამსხმელს სწყურია ბურთი, ოსიმენიც ასეა და რასპადორიც. სხვა საკითხია, რომ ეგოიზმის მისთვის დაბრალება მართლა ეგოისტი თანაგუნდელების ფონზე უსამართლობაა. კვარას იგნორაცია სპალეტის დროსაც აშკარა იყო, მაგრამ ახლა მგონი უფრო ცხადი გახდა. რამდენიმე ფეხბურთელი იმდენად აცრილია თავისუფლად მდგომი კვარასთვის ბურთის მიწოდებაზე, რომ სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, აშკარად შურთ მისი. ზოგიერთს კიდევ (მაგალითად, ოლივირას), მე რომ მწვრთნელი ვიყო, ძირითადს არ გავაკარებდი, ვიდრე არ ისწავლიდა, რომ პასი, პირველი თუ არა, მეორე შეხებით მაინც უნდა გააკეთოს. „შტანგა-გოლი“ მაინც არ უნახავთ, 60-იანი წლების ფეხბურთს რომ თამაშობენ?!

  • შულაია

    ოოუუფფ! იტალიის სპორტული გამოცემა,"ლა გაზზეტა დელლა სპორტი", რომელიც ლამის120 წელია სპორტულ მოვლენებს აშუქებს იტალიაში ყვითელი პრესა ყოფილა და ვინმე სოსოს პასკვილი-ნაბოდარი არის აქსიომა რომელსაც წყალი არ გაუვა. დაანებეთ თავი ამ იაფფასიან ქებადიდებას და თვალთმაქცობას, აქ ვინც ბოლო ხმაზე გაუთავებლად იმეორებს თუთიყუშივით, რომ კვარა მაგარია,საუკვეთესოა, ფენომენი და ა.შ, ფეხბურთის გაგებაში არ არის და გონია რაღამც ქართველია ყველაზე მაგარია და ყველა მის ვალშია,სწორედაც ამიტომაც ჩამოუყალიბდა ამ ბიჭს ის ხასიათი,რაზეც საუბარია ამ სტატიაში,რაზეც აქ ბევნი ავღნიშნავდით კიდეც გაცილებით ადრე,სამაგიეროდ კვარას სექტას წევრები, ხროვად წამოგესევიან და ჩასაფრებულებს,შურიანებს და სანაიას გეძახიან...ხოო ისე ძაან მაინტერესებს აქ ბევნი ხართ ვახო სანაიაზე წარმატებული, გვარისშვილი თუ შეხედულებას უწუნებთ, ვიცი მისი სამოქალაქო პოზიცია არ მოგწონთ რადგანაც თქვენსავით არ არის აყოლილი პროტაგანდას სისხლიან ცხრა წელზე ტუ ევროპა გყვნის შესახებ და საკუთარი აზრი გააჩნია. კვარა რომ იმ დონეზე ვეღარ ირჯედა,როგორც გასული სეზონის პირველ ნახევარში ფაქტია და მას ვერანაირად კრიტიკოსების შურაცმყოფელი კომენტებით შეალამაზებთ.

  • გუსანი

    ზოგადად რაც შევამჩნიე, პასებს უგვიანებენ ერთმანეთს, მანძილზე ვერ რისკავენ და თითქმის მიაქვთ ბურთი პარტნიორთან, ეგოიზმში ხვიჩას ყველაზე ნაკლებად თუ დაანაშაულებ, კი არის ეპიზოდები მაგრამ დრიბლინგის დროს კონცენტრაცია მოწინაღმდგენის ფეხებისკენ აქვს და ურთულესია პარტნიორის მოძრაობის გამოცნობა, მაგრამ თუ ვინმე ამას აკეთებს გუნდში ის ხვიჩაა, გრძელ პასებსაც ყველაზე მეტს აკეთებს, სართო ჯამში ეს მინუსები მწვრთნელის დასალაგებელია.... ნაპოლის ბოლო წლების ისტორიას გაგახსენებთ თავიდან კარგად იწყებდნენ და მერე აღარ ყოფნიდათ ,,საწვავი" სკუდეტოს სეზონში კი ისეთი ჰანდიკაპი აკრიფეს, რომ ბოლომდე შენელებული ტემპითაც მივიდნენ, იქნებ ამჟამად შეტრიალდნენ და ნელი დასაწყისის მიუხედავად ტემპი თანდათან გაზარდონ და ლიგაზეც შორს წავიდნენ...თუმცა ჯერ ამის ნიშნები არ ჩანს -გამოჩნდება იუვესთან და ინტერთან მოახლოვებულ თამაშებში....

  • იკა

    ისე მართლა ნამეტანი იქნევს ხოლმე ხელებს და მანჭავს სახეს როცა უკმაყოფილოა, უბრალოდ არ უხდება ერთ დროს ძალიან "მოკრძალებულ და მორცხ" ფეხბურთელს... არიან ფეხბურთელები რომლებიც მუდამ უკმაყოფილოები არიან და რაღაცნაირად უხდებათ, სასაცილოები არიან. კვარას რაღაცნაირად დებილურად გამოსდის უკმაყოფილების გამოხატვა

  • ავტორს

    ნიკალა ამ ფედელეს მეტი აზრის გამომთქმელი ვერ ნახე? ან ეს რა სისულელეა, რა პასს არ აძლევს? რასპადორის ლამის კარის ხაზზე მისცა პასი და ტიპმა გამაზა. ალბათ შენც ეთანხმები და მაგიტომ გვიზიარებ ამ "სიბრძნეებს".

  • paf paf

    კვარას მისცა რასპადორის დარტყმააა...

  • სოსო

    კვარას,რამდენჯერმე დაუბლოკეს დარტყმა.თავიდანვე ჩანდა,რომ დაუბლოკავდნენ,მაგრამ არ მახსენდება მომენტი,როცა კარგ პოზიციაში მდგომი,თავისუფალი პარტნიორი ჰყოლოდა გვერდით.ჰო და ისიც ურტყამდა,რადგან რიკოშეტით ბურთს შესაძლოა სასურველი მიმართულებაც მიეღო.რასპადორი,არავის და არაფერს იმჩნევდა,კარის გარდა.ალბათ მასზეც დაწერდნენ რაიმეს,თუმცა აქ ამაზე არაფერს ამბობთ და ამიტომ,სტატიაც ტენდენციური ჩანს.კვარა,ძალიან კარგად ურთიერთქმედებს ოსიმენთან და როცა რასპადორი და სხვა ფეხბურთელები,შესაბამისად ვერ კითხულობენ მომენტს,რა თქმა უნდა უკმაყოფილოც იქნება და კბილებსაც გააკრაჭუნებს.როცა დრიბლინგით საჯარიმოსაკენ მიიწევ,წესით,კარის წინ,შემტევებმაც მოძრაობა უნდა დაიწყონ და სახიფათო პოზიციებზე თავის გათავისუფლება და თავის შეთავაზება სცადონ.ჩვენთან ერთად,მისი თანაგუნდელებიც გაჩერებულები შეჰყურებენ,მის დრიბლინგს და მიდი კვარაო,გულში უყვირიან.არ იხსნებიან და როცა იხსნებიან,უკვე იმდენი საგოლე პასი გაუფუჭეს,სათვალავი ამერია.უნდა იყოს კმაყოფილი?-არ უნდა იყოს და არც არის და ვერც იქნება.გუნდის ვარსკვლავს,ახალგაზრდული შემადგენლობის ფეხბურთელის ხელფასს უხდიან და ისევ მას აკისრებენ პასუხისმგებლობას,გუნდის ცუდ თამაშზე!ეს ნიკალა მახარობლიშვილი,ჩაიციკლა ამ სულელი ფედელეს პეტელზე და გვამარაგებს,მისი სისულელეებით.ბიჯო,შენ თუ არ შეგიძლია რაიმე ანალიზის დაწერა,რამდენი კარგი ვეტერანი სპორტსმენი გვყავს,მწვრთნელები და ცნობილი გულშემატკივრები,თავისი ერუდიციით,ბევრ სპორტულ ჟურნალისტს რომ მოიტოვებენ,უკან.მიდი და მათი ნააზრევი მოგვაწოდე,რა?ისინიც იგრძნობენ დაფასებას და კმაყოფილები დარჩებიან,აქ კი,საინტერესო გახდება შემოსვლა და შენი რეიტინგიც აიწევს.ან აგერ,ღვთისავარ ანთაძეს შეხედე,გავაბედინეთ,საკუთარი ნააზრევის გაზიარება და დღეს,ბევრ უცხოელ სპორტულ ჟურნალისტს ჩაისვამს,ჯიბეში.შენც მიდი,სცადე!ერთხელ არ გამოგივა,მეორედ და მესამედ რაღაცა ღირებული,შენც გამოგივა.ყოველ შემთხვევაში,მაგის სისულელეებზე ჭკვიანურს,აუცილებლად დაწერ.სცადე,რას ჰკარგავ?თუ არაფერი გამოგივიდა, ეგ ფედელე,არსად გაიქცევა,აღარც მეტად დაჭკვიანდება და ისევ მოგვიშლი ნერვებს,მისი სისულელეების ბეჭდვით.გულწრფელად გეტყვი ნიკალა,მირჩევნია შენი გულწრფელად ნაფიქრი,თუნდაც სისულელე წავიკითხო,ვიდრე ამ,ყველაფრის ყოფილი სპეციალისტისა.ჯერ ერთი ახალგაზრდა ხარ და ამ დროს,ყველა ცდება,მეორე კი ისაა,რომ ჩვენი ხარ და ფედელესაგან განსხვავებით,შენს შეცდომას მოვითმენთ.ის მაინც გვეცოდინება,რომ ჩვენ სპორტზე გული შეგტკივა და შეცდომაშიც გულწრფელი ხარ.არც ის არის აუცილებელი,მაინც და მაინც ფეხბურთზე წერო.საიტზე თითქმის არაფერს წერთ,ჭიდაობებზე,კალათბურთზე,რაგბიზე,წყალბურთზე,ხელბურთზე.სხვა სახეობებიც ხომ არის.რომელიც შენთან უფრო ახლოსაა,დასპეციალდი და გააკეთე ანალიზური სტატიები,ინტერვიუები.საიტიც მოიგებს,შენც და ჩვენც.ამ ყვითელ პრესაზე გაცილებით საინტერესო იქნება შენთვისაც და ჩვენთვისაც.

  • Irakli

    რომელ ეპიზოდში დაინახა ამ კაცმა რომ ხვიჩამ ეგოისტურად ითამაშა? ამ კონტექსტში ზელინსკის არ ახსენებს და ხვიჩას რას გადაეკიდა?! მეტი გოლი ხვიჩა და გააკმენდინე ხმა ამ ვაი სპეციალისტებს, ნეგატივის წერით რომ ცდილობენ ყურადღების მიქცევას!

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა

ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი

სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა

[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა

ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?

"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს

"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა

"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"ნაპოლიმ" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია