პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში, 22-წლამდელთა ჩემპიონატი ტარდება. აქამდე არსებულ 20-წლამდელთა პირველობას 2 წელი დაემატა და ეს მოხდა იმის გამო, რომ აღნიშნულ ასაკს გადაბიჯებულმა კალათბურთელებმა რომლებიც სუპერლიგასა და “ა” ლიგაში ვერ მოხვდებიან, კალათბურთს თავი არ დაანებონ და შანსი ბოლომდე გამოიყენონ.

22-წლამდელთა პირველ ჩემპიონატში 15 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი. A ჯგუფში თავმოყრილნი არიან: "ოვერტაიმი", "ბასკო", "ქუთაისი", ვსა (ვიქტორ სანიკიძის აკადემია), "სოხუმი საქართველო", "ჰიუნდაი", "თბილისი ბასკეტი" და თსსუ.

B ჯგუფს შეადგენენ: "რუსთავი", "სპორტუნი", "დრიმჩეისერსი", სტუ, "ბასკო 2", "თელავი", "სოხუმი კოლხა".

რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში, ჯგუფებში 2 წრე ჩატარდება, რის შემდეგაც თითოეულიდან 4-4 საუკეთესო გუნდი პლეი-ოფში გავა. სხვა ასაკობრივი ჩემპიონატებისგან განსხვავებით, 22-წლამდელებში მხოლოდ ერთი ლიგა იქნება.

დღეს გამართულ ორივე მატჩში დიდი სხვაობა დაფიქსირდა. რუსთავში გოგა ცეკვავას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა ნიკა გოგოხიას გაწვრთნილი, ახალდაარსებული საკალათბურთო სკოლა “დრიმჩეისერსის” გუნდი დაამარცხა. რუსთაველებმა 20 ქულის სხვაობით – 81:61 (სტატისტიკა) მოიგეს, რაშიც ლომის წილი დავით ლორიას ( 20 ქულა) მიუძღვის. 12 ქულა დავით ჩხეიძემ მიითვალა. "დრიმჩეისერსში" ყველაზე მეტი – 10 ქულა, გიორგი ბარათაშვილს ჰქონდა.

თბილისში გამართულ შეხვედრაში სპორტის უნივერსიტეტის გუნდმა (სპორტუნიმ) 70:57 (სტატისტიკა) სძლია სტუ-ს. გამარჯვებულებს 19-19 ქულით გიორგი ობგაიძემ და კახა იაგორაშვილმა ულიდერეს, დამიანე ოთხმეზურმა კი თავისი გუნდისთვის 17 ქულა და 6 მოხსნა გაიღო. ტექნიკოსთაგან 12-12 ქულა-მოხსნით საუკეთესო შედეგი დავით მეშვილდიშვილმა დააფიქსირა.

10 ნოემბერს სანიკიძის აკადემიის გუნდი “სოხუმი საქართველოს” დაუპირისპირდება.

GBF

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა