სერია A-ს მეთორმეტე ტურში "ნაპოლი" "ემპოლისთან" 0:1 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო, მოედანზე კი 54-ე წუთზე შემოვიდა, რის შემდეგაც სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. ქართველი ტრადიციულად აქტიური იყო მოედნაზე, საყვარელი მარცხენა ფლანგიდან ამწვავებდა, ერთხელ კი მარცხენა ფეხითაც მოსინჯა კარში დარტყმა, თუმცა ეტრიტ ბერიშამ ურთულესი სეივი შემოგვთავაზა.

89-ე წუთზე ხვიჩამ მორიგი ჩინებული შანსი მიიღო, მარჯვენა დაბალ კუთხეში დაარტყა, თუმცა ბერიშამ კვლავ ბრწყინვალედ იმოქმედა, ამის შემდეგ კი ვიქტორ კოვალენკომ 90+1 წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა და სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.

"ნაპოლი" 21 ქულით მე-4 ადგილზეა და შემდეგ მატჩს 25 ნოემბერს ბერგამოში "ატალანტასთან" ჩაატარებს.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"

ნაპოლი - ემპოლი 0:1

გოლი: კოვალენკო (90+1)

გიგა
აღარ ეტყობა კვარას რომ მოუმატებს. ალბათ შარშანდელი ნახევარი სეზონი იყო მისი კარიერის პიკი.
Martali
Ver movascari dadeba ☹️
ენძო
ტოტალიზატორში ვუყურე ნაპოლის თამაშს.ყველა ემპოლის ვგულშემატკივრობდით.იმედია ამ უჟმურ და უფანტაზიო გარსიას ახლა მაინც გააგდებენ.
Levani
ეჭვიც არ შემპარვია რომ ნაპოლიმ იყომარა.ისე სხვათა შორის თამაშობდნენ,ხვიჩამაც ისე სხვათა შორის გაარტყა მეკარეს,ისე სხვათა შორის არ უმატებდნენ ტემპს. რო უნდოდეთ ემპოლის 5-0 მოუგებენ ერთ ტაიმში,მაგრამ ასეა ტოტალიზატორის ბედი.ლავრენტამ აბა საიდან მოგიტანოთ მილიონები რო გინდათ ხელფასებადო ალბათ
გადასარევი გიორგი
არა, უბრალოდ სულ რომ ჯინში გიდგას ვიღაცა და გითვლის რაღაცეებს რომ სკამზე დაგსვას მოქმედებს. თან 1 ტაიმი რომ არ ათამაშა დააბრალოს თავის თავს. რა აქვს ხვიჩას მანდ დასამტკიცებელი მწვრთნელისთვის
ვაჟა მასწავლებელი
მივხვდი რასაც წერს: კინოსცენარს უმზადებს თავის ახლანდელ შეფს აურელიო დე ლავრენტის-ძეს სათაურით "გარსია სადაც მივა თარსია"!
გუგა
გარსია გაუშვეს
კოტე
ლექსებს წერს)
გელა
ვინც დაიმსახურა იმან მოიგო.ისე ჩვენი ტერმინია:"კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ"მოიგო ვისაც ეკუთვნოდა.ეგაა და ეგ
დავითი
უცოდინარი ხარ.აბა რა ხარ? ის ვერ გაგიგია რომ სწორედ ლამაზ თამაშს მოსდევვს გოლები და ასისტები.

უცოდინარი მიხვდება და გარსია ვერ მიხვდა ეომ ანგისას ასე გამოყენება კლავს ნაპოლის თამაშს. ის რამოდენიმე რაც ასე თუ ისე ნორმალურად ითამაშეს, ანგისა არ ყავდათ. გამოიყვანა და დაარჭო ისევ თავდამსხმელის უკან და ... ხოდა სახლში გარსია, ასე გააფუჭო გუნდის თამაში, მოხერხება უნდა.
saqartvelo
ბილეთს წერს )))
რომანტიკოსი
დაიკიდეთ, გოლი თუ ვერ გაიტანა, გოლი არიფებისააო ნათქვამია. როგორც დიდი ქართველი პოეტი გრიგოლ ორბელიანი იტყოდა "აბა, სოფასკორის შეფასებაში მნახე ვინა ვარ!"
ვანჩოპე
მახსოვს შენი კომენტარი. და მეც კვარას მოვუწოდე ჩაეძირა ეგ ბოთე მწვრთნელი. ამას კვარა არაფრით არ იზავდა. თუმცა იმან სამარე გაითხარა და აბსურდული ფეხბურთი ათამაშა. თუმცა დამრჩა შთაბეჭდილება რომ მართლა გაუჩალიჩეს გარსიას. ლივერპულის ფანი ვარ და ორივე თამაშზე ნაპოლის ვგულშემატკივრობდი. დღეს კი ემპოლის ვუგულშემატკივრე გარსიას გაგდების იმედით
ბიანკონერო
ეს ერთი და სხვა კიდე ძალიან ბევრი მრავალი. ფორცა იუვე
david
მე ჩემს აზრს ვიტყვი(სუბიექტურს თუ ობიექტურს სხვამ განსაჯოს). საქმე მარტო მწვრთნელში არ არის(გარსია და სპალეტი ორივე დაახლოებით ერთი დონის სპეციალისტია, ტოპი არც ერთი არ არის, ნორმალური კარგი მწვრთნელია ორივე). მაგალითისათვის სპალეტის გაწვრთნილი იტალიის ნაკრები როგორ თამაშობს და მიხვდებით რას ვგულისხმომ. კონკრეტულად კი: ნაპოლი ერთი საშუალო დონის იტალიური კლუბია(საშუალო დონის კლუბებს კი 30 წელიწადში ერთხელ კარგი "პალასა" და საფეხბურტო იღბალი ერთად მოვა ხოლმე და იქმნება ილუზია რომ ასე იქნება მერეც. ხოდა სახეზეა ის რაც მე ვთქვი. ამას ემატება ის რომ უკლო ყველამ(მარტო კვარამ არა ყველამ). გინდა გარსია მოიყვანე და გინდა კაპელო თუ სხვა დიდი მწვრთნელი. ნაპოლი იქნება იქ სადაც იყო ხოლმე სულ(მეორე ეშელონებში: უდინეზეებთან და ფიორენტინეებთან). ახლა რაც შეეხება კვარას.სულ წარმატებები მინდა ვუსურვო მომავალში და ძალიან უნდა იმუშაოს თავის თავში(ძალიან ნიჭიერია და არ მინდა რომ ნიჭში ჩაიკარგოს). აღარ დარბის, სისწრაფე მოაკლდა, ფიზიკურადაც ეტყობა მოიკოჭლებს და არც ეტყობა რომ განიცდის ამას. მაგალითისათვის აიღოს ლეაო(როგორი ჟინით და სულით და გულით თამაშობს). ვნახოთ რა იქნება. წარმატებები კვარას!!!
სოსო
იმდენი ხანი ითამაშეს,ხვიჩას გარეშე და გააკეთეს რამე?სწორედ გუნდის ინტერესშია,გარსიას მოშორება.ვერ მოერგო გუნდს და რაც მეტ ხანს დარჩება,უარესი იქნება.გუნდს რომ თამაშის ხალისი აღარ აქვს,არ ჩანს?!რაც რაიმე ღირებული შეიქმნა,ხვიჩას და ზელინსკის შემოსვლის შემდეგ შეიქმნა და მეკარემ თუ მაგრად ითამაშა,ეს ხვიჩას ბრალი არ არის.ჩემპიონატის დაწყებაამდე უკვე აშკარა იყო,ნაპოლის უკეთეს შემთხვევაში,ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის თუ შეეძლო,ბრძოლა.გარსიას ხელში კი,ათეულში თუ მოხვდა,ეგეც კარგი იქნება!მთლად მოიშალა გუნდი!
deo
მთავარია ხვიჩამ ლამაზად ითამაშოს და არც მისი გოლი მინდა და არც ასისტი. ფეხბურთის უცოდინარი კი არა ვარ.
იკა
უკვე აღარ შეიძლება ამდენის ყურება! კვარა კმარა! (ვარდნა)
სოსო
ბურთი როცა მიიღო,გაიხედა,დი ლორენცო თამაშგარეში იყო და უკან გამოდიოდა,პოზიცია დასარტყმელი იყო და ვერ დაელოდებოდა,როდის გამოვაო.გამეორებას შეხედე,ერთი წამის განმავლობაშიც კი არ იყო იყო ღია და უკვე მცველმა გადაკეტა.ამ დროში ან მოესწრებოდა პასი და დარტყმა,ან არა.უფრო არა,რადგან შეიძლებოდა პასი ჯერ კიდევ თამაშგარეში ყოფნისას გაეკეთებინა,ან კიდევ,დი ლორენცოს ბურთის დამუშავებნა ვერ მოესწრო და მცველს შეეშალა ხელი.და ბოლოს,უღირდა გარსიას გადარჩენა,ერთი საგოლე პასის გამო?ჰო და არ მიაწოდა.კარში დაარტყა!
ზურაბი
კარგი, რა!
KOSTAKURTA
ამ დისლაიქებს რომ ატყლაპუნებთ აქ, რა რაიმე მოვიგონე თუ.... არ უნდა ამის დანახვას საფეხბურთო ექსპერტი და კიდევ სხვა ალიაფურშეტი.პირველ რიგში უნდა ითამაშო გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე.ერთი მომენტიც რომ ჰქონდეს გუნდს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო და არა საკუთარი ეგოცენტრული ენთუზიაზმი გუნდის ინტერესებზე მაღლა!
ბბბ
თუ ეს ინგორმაცია სიმართლეა, დადევით ბიჭებო ფრეზე ან წაგებაზე, ასეთ შანსს თვითონ ფეხბურთელები არ გაუშვებენ ხელიდან. სადაც 7, იქ 9 ქულასაც ამოქაჩავენ, სპალეტის ფეხბურთი თუ ითამაშეს. ბბბ. ეს ჩემი გუშინდელი კომენტარია სტატიაზე, სადაც გარსიას ბოლო შანსზე იყო საუბარი
ირაკლი
დრწმუნებული არ ვარ, მაგრამ ბილის კარში რომ დაარტყა, დი ლორენცო მაშინ თამაშგარე მდგომარეობაში იყო. დარტყმას რაც შეეხება, უკეთესდაც შეიძლებოდა, მაგრმ ცუდი ნაღდად არ იყო. მეკარეს მოარტყაო, ეგეთი არ იყო რომ თქვა. უბრლოდ მეკარემ სასწაული რეაქცია გამოავლინა. ნუ ცოტა უფრო კუთხეში რომ წასულიყო, რეაქცია აღარ უშველიდა.
ლაშა
თითქმის ყველა თამაში ვნახე ნაპოლის, და რამდენ თამაშსაც ვუყურე და შედეგი წაგებაა , დამთავრებულზე ვფიქრობ იქნებ რო არ ვუყურო მოიგონ ,იქნებ ჩემი ბრალია და ითარსებიან , ხოდა აწი აღარ ვუყურებ ნერვებსაც დავიმშვიდებ!!!
მამუკა
გარსია დროზე თუ არ გაუშვეს ჩარჩებიან ლიგის ჯგუფში
ვაჟა მასწავლებელი
რაღაცას იწერს მუდმივად იმის მაგივრად, რომ ფეხბურთელებს შენიშვნებით და შეძახილებით უხელმძღვანელოს, ალბათ მალე გამოვა "რუდი გარსიას ნეაპოლური ჩანაწერები". თუ ვინმეს ჩაგივარდახ ხელში - გაავრცელეთ! ვაი და ვუი მაგის პატრონს!
KOSTAKURTA
არა რა,ნაპოლი საშინელი ეგოისტების გუნდი გახდა.და ეს პირველ რიგში გარსიას ბრალია.სპალეტის ასეთ ეგოცენტრულ გამოხდომებს ვერავინ ვერ უბედავდა. ერთი ზედმეტი შეუღრინა ბექჰემმა ფერგიუსონს და ამ უკანასკნელმა ბუცი პირდაპირ შუბლში ხია დავიდს, წარბიც გადაუხსნა.კვარა კიდევ იმენნა ბურტის გატანაზეა ჩაციკლული და მისი ასისტებიც დაიკარგა. ბოლო მომენტში, 88-ე წუთზე კარში დაარტყა იმის მაგივრად რომ ბერიშასაგან ხელმარცხნივ სრულიად მარტო მყოფ დი ლორენცოსთვის საგოლე პასი რომ გაეკეთებინა! კაპიტნის რეაქცია ხვიჩას მიმართ კი ყველამ დაინახეთთ.....
ბესო
ყველაფრის გარსიაზე გადაბრალება ძალიან მარტივი გამოსავალია. ფაქტია რომ ბიჭებიც ვერ თამაშობენ ისე როგორც წინა წელს. ხვიჩამ ისევ მეკარეს მოარტყა და რამოდენიმეჯერ ძალიან მარტივად დაკარგა ბურთი... მოკლედ გუნდი კრიზისშია
გადასარევი გიორგი-ს
რა, მწვრთნელმა უთხრა ხვიჩას გოლი არ გაიტანოო ?

შენგელიას გარდა არც ერთ ქართველ სპორტსმენს არ დაუწყია სეზონი ნორმალურად,ყველა წარუმატებლად გამოდის,შარშან შერმადინიც მაგარ ფორმაში იყო,ეხლა მაგასაც აღარაფერი გამოსდის,ისევე როგორც დანარჩენებს!!!!
გადასარევი გიორგი
ვაკოპირებ შემადგენლობის გამიცხადების მერე რაც დავწერე მატჩის დაწყებამდე დღეს (წინა თემაშია): მკითხველის კომენტარები / 18 / როგორც ჩანს დაკომპლექსებული კაცია. წაასხამენ დღეს დიდი ალბათობით და გადააყენებენ კიდეც
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან