საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ეროვნული ნაკრები გუშინ საღამოს იტალიაში გაფრინდა და რომში 10-დღიან შეკრებას გაივლის
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ეროვნული ნაკრები გუშინ საღამოს იტალიაში გაფრინდა და რომში 10-დღიან შეკრებას გაივლის.

გუნდის ავსტრიელმა თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა ადრევე შერჩეულ შემადგენლობაში ორიოდე ცვლილება შეიტანა - 81-ში გიორგი ბაინდურაშვილი დაამატა, მძიმეში კი ლაშა გუჯეჯიანი ადამ ოქრუაშვილით შეცვალა, რადგან მას ნეკნის ტრავმა აწუხებს. ბაინდურაშვილი მწვრთნელს თავდაპირველ განაცხადში კი ჰყავდა, მაგრამ მერე ფეხის ტრავმა მიიღო. ამ მიზეზით ის მსოფლიოს უნივერსიადაზე წამსვლელ გუნდსაც გამოაკლდა, მაგრამ როგორც გაირკვა, ტრავმა არც ისე საშიში ყოფილა და ზაიზენბახერმა მისი იტალიაში წაყვანა გადაწყვიტა. შედეგად, ბაინდურაშვილი ჯერ ისევ რჩება 23-28 აგვისტოს პარიზში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის კანდიდატად.

ამათ გარდა, ზაიზენბახერმა იტალიაში ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), დავით ასუმბანი, შალვა ქარდავა (ორივე - 66), ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური, (ორივე - 81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (ორივე - 90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (ორივე - 100) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100) წაიყვანა. ნაკრები თბილისში 12 აგვისტოს დაბრუნდება და პარიზში წასვლამდე მოკლე შეკრებას დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გაივლის. ზაიზენბახერი პარიზში წამსვლელ გუნდსაც იტალიური შეკრების დასრულების შემდეგ დაასახელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა