სუპერლიგის მე-5 ტური სრულდება. ბოლოსწინა შეხვედრაში ზესტაფონის "მარგვეთმა" "რუსთავი 1991"-ს უმასპინძლა და ისე დამარცხდა, წარმატების შანსი არ ჰქონია. ზესტაფონის გუნდი სტუმრებს ისევ თბილისში მასპინძლობს, თუმცა, როგორც დაგეგმილია, მეორე წრიდან "მარგვეთი" საკუთარ ქალაქში ითამაშებს და ცხადია, ადგილობრივთა ქომაგობაც შეეშველება მეტოქესთან ბრძოლაში.

"თბილისი არენაზე" გამართული შეხვედრა ზესტაფონელებმა მშვენივრად დაიწყეს და პირველი პერიოდის შემდეგ 5 ქულითაც გალიდერდნენ. ვითარება არც 2-წუთიანი შესვენების შემდეგ შეიცვალა. მართალია, რუსთაველებმა შედარებით გამოასწორეს თამაში, თუმცა ისე ვერა, რომ თამაშზე კონტროლი დაეწესებინათ. დიდ შესვენებამდე ქვემოქართლელებმა ჩამორჩენა მხოლოდ 2 ქულით შეამცირეს, თუმცა მესამე პერიოდიდან ვითარება კარდინალურად შეიცვალა.

რუსთაველთა გარდატეხის მთავარი მიზეზი დემარი კინგის შორი სროლები იყო. ამერიკელმა უკანახაზელმა 8 სამქულიანი ჩააგდო, ჯამში კი 36 ქულა დააგროვა და რუსთაველთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მესამე პერიოდი ქვემოქართლელებმა 30:20 მოიგეს და ბოლო ათწუთეულის წინ 7 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო ათწუთეულში მოვლენები ისე განვითარდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. რუსთაველები დამაჯერებლად მივიდნენ გამარჯვებამდე – 110:97 (სტატისტიკა).

დემარი კინგის კვალზე რუსთაველებს გამარჯვებაში ჯორდან ჰეენდერსონი შეეშველა, რომელმაც 28 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. 13 ქულა ლუკა ბულაშვილის ანგარიშზეა. "მარგვეთში" 29 ქულითა და 8 მოხსნით ტაიშონ კროუფორდი გამოირჩა. მაიკლს მეისის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. ირაკლი სულხანიშვილმა ზესტაფონელებს 13 ქულა შესძინა.

მე-5 ტური დღეს ბათუმში დასრულდება, სადაც სათამაშოდ ტყიბულის "ორბია" ჩასული.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა