ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზუსტი პროგნოზი მძიმე სიურპრიზით

ზუსტი პროგნოზი მძიმე სიურპრიზით

რუმინეთში დამთავრებულ მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა ნაკრები დიდი წარმატებით გამოვიდა
საქართველოს ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა ნაკრები დიდი წარმატებით გამოვიდა რუმინეთში დამთავრებულ მსოფლიოს ჩემპიონატშიც. 8-დან 5-მა მედალი მოიპოვა. 2-2 ოქრო- ვერცხლი, 1 ბრინჯაო. მსოფლიოს ჩემპიონები რევაზ ნადარეიშვილი (84) და შოთა გოგისვანიძე (120) გახდნენ. ზურაბ დათუნაშვილმა (74) და სანდრო დიხამინჯიამ ფინალური შეხვედრები წააგეს, ქემალ ხარაბაძე (60) კი მესამეზე გავიდა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა გაიმარჯვა 49 ქულით. ქულით ნაკლები დააგროვა აზერბაიჯანმა, მესამე შედეგი კი რუსებს აღმოაჩნდათ - 36.

ეს ბევრად უკეთესი გამოსვლაა, ვიდრე - ევროპის პირველობაზე (4 მედალი). იქ არც ოქრო გვქონდა, ახლა კი ორი ჩემპიონი გაგვიხდა. არადა, ეს ბევრად ძლიერი შეჯიბრება იყო, მწვრთნელებიც ლიდერებს ამ ტურნირისთვის ინახავდნენ. ნაკრების თბილისში დაბრუნებისთანავე შევხვდით გუნდის მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ ადეიშვილს.

- საინტერესოა, რა გეგმით წახვედით რუმინეთში?

- ორ ოქროს ნამდვილად ვგეგმავდით - 74-ში ზურაბ დათუნაშვილსა და 84-ში რევაზ ნადარეიშვილზე, მძიმე წონისგან კი სამეულში მოხვედრას ველოდით. დათუნაშვილმა, ფაქტობრივად, თავად წააგო ფინალი, თორემ სომეხ მეტოქეს არ მოუგია მისთვის. წილისყრამ ყველა მთავარი კონკურენტი ჩვენებურის მხარეს მოახვედრა, რაფიკ მანუკიანისკენ კი ძლიერი არავინ იყო. ამის მიუხედავად, დათუნაშვილმა ყველას გადაუარა. რუს მიხაილ კორნილოვს ისეთი რამე გაუკეთა, მთელი დარბაზი აღაფრთოვანა - ჩოქბჯენიდან ვერ ატრიალებდა, მოტყუება განიზრახა: ვითომ დგებოდა და დამთავრებამდე 5 წამით ადრე შესაბამისი იმიტაცია გააკეთა. მეტოქეც მოტყუვდა, წამოიწია, ზურაბმა დრო იხელთა და დაატრიალა. დანარჩენებსაც დამაჯერებლად აჯობა და ვერ ვიფიქრებდი, მანუკიანთან თუ წააგებდა. მით უფრო, როგორც გითხარით, ფინალში იმას ქულა არც გაუკეთებია, ჩვენმა დაკარგა. რა მოუვიდა, ახლაც ვერ ამიხსნია. ალბათ, არ შეაფასა მეტოქე, თორემ მანამდე დაღლა არ ეტყობოდა. პირველი პერიოდი მოუგო კიდეც, მეორეში კი ჩოქბჯენში დგებოდა, მაგრამ სომეხი მისი დამტრიალებელი არ იყო და ამ დროს თვითონ შეუძვრა ილეთზე, როცა ამის არანაირი საჭიროება არ იყო. მერე დამატებითი პერიოდიც ასევე სუსტად ჩაატარა, თორემ მთლად უკეთესი შედეგი გვექნებოდა. ისე, გუნდის გამოსვლით უკმაყოფილო მაინც არ ვარ. მძიმე წონამ ხომ საერთოდ სენსაცია მოახდინა.

- გოგისვანიძემ მართლაც ძალიან ძლიერად იჭიდავა. არადა, ადრე მასზე ამხელა იმედებს არასოდეს ამყარებდით. რა მოხდა ახლა, რამ გარდაქმნა ასე რადიკალურად?

- მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა - მუდამ ჩქარობდა მოგებას, შეხვედრის დამთავრებას. ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად საგანგებოდ მივამაგრეთ ნაკრების მწვრთნელი ზაზა სილაგაძე, რომელმაც ნაყოფიერად იმუშავა. გოგისვანიძე ემოციური ბიჭია და ხშირად ჩხუბობდა ორთაბრძოლისას, იქაც კბილები ჩაიმტვრია ერთ-ერთ შეხვედრაში და რამდენჯერმე მსაჯებმაც გააფრთხილეს. ამაზე საგანგებოდ მივუთითე და პირობა მომცა, რომ ნერვებს გააკონტროლებდა. ასეც მოიქცა და ყველა შეხვედრა წარმატებით ჩაამთავრა. წილისყრამ ერთხელ გაუმართლა, დანარჩენი კი რაც იშრომა, ალალად დაუფასდა. ძალიან ცუდი წილისყრა შეხვდა - ოთხივე ძლიერი მოჭიდავე იყო, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორი, ხოლო აზერბაიჯანელმა ასლან ძებისოვმა, რომელიც რუსეთიდან გადაყვანილი ოსია, რუსი ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ვასილ პარშინი გააგდო.

- მისი ასეთი კარგი გამოსვლა მხოლოდ ფსიქოლოგიის დამსახურებაა, თუ მომზადებულიც უკეთ იყო?

- მომზადებაც კარგი გაიარა. მოგეხსენებათ, მას ხელის ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატი გამოვატოვებინეთ. ამიტომ წინა შეკრება, ფაქტობრივად, ფიზმომზადებაში გაიარა, რადგან ლეიბზე ვერ ვარჯიშობდა. როცა საჭირო იყო, ვასვენებდით კიდეც, ნაკლებ დატვირთვებს ვაძლევდით, ვინაიდან ემოციებიდან გამომდინარე, პერიოდულად წნევაც აწუხებს. ძალიან კარგად იმუშავა გუნდის ექიმმაც, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. გოგისვანიძეს მონაცემები ყოველთვის კარგი ჰქონდა - მძიმე წონის ფალავანი ძალიან ბევრ ილეთს აკეთებს, დგომში ისეთ მოძრაობებს ასრულებს, მძიმეს კი არა, მჩატე წონებს შეშურდებათ. ბუქარესტშიც, როცა დასჭირდა, ყოველთვის გააკეთა გდება. თუმცა წარმატების ძირითად მიზეზად მაინც ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარება მიმაჩნია - შედეგი მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა. ყველამ აღნიშნა, რომ ძალიან კარგი მძიმე წონა გვეზრდება.

- გოგისვანიძემ მძიმე წონის კი არა, საერთოდ ბერძნულ-რომაული სტილის კვალობაზე აჩვენა ლამაზი, სანახაობრივი და ტექნიკური ჭიდაობა, თუმცა ჩოქბჯენში შედარებით უჭირდა. მართალია, თავი ყოველთვის მშვენივრად დაიცვა, მაგრამ თავად ვერ ატრიალებდა მეტოქეებს.

- ჩოქბჯენი მართლაც მისი სუსტი წერტილია - თავს კი იცავს კარგად, მაგრამ ტრიალს ვერ აკეთებს, თუმცა ჩემდა მოულოდნელად ძებისოვი კი აქაჩა ერთხელ. მისი მინუსი ტრიალია, მაგრამ შეიძლება ამის გამოსწორება.

- რატომ უჭირს. ძალა არ ჰყოფნის, ხელის ტრავმაა მიზეზი თუ სათანადო ტექნიკა არ აქვს? ერთ მომენტში მომეჩვენა, რომ ძალა არ ეყო ბოლომდე დასატრიალებლად.

- ფიზიკური მომზადება ჯერ მართლაც არ აქვს საკმარისი - ასაკით ახალგაზრდაა, ერთი წელიწადი კიდევ უნდა იჭიდაოს ამ ასაკში. შესაბამისად, ჯერ ყველაფერი აკლია. მათ შორის - ტექნიკაც.

- ხასიათიც კარგი უჩანს - ჟინიანია. თან მაგ ძებისოვს ცრუ-შესვლაც ჩინებულად გაუკეთა შეტევის იმიტაციით. ეტყობა, ესეც დამუშავებული ფანდია და ლეიბზეც აზროვნებს.

- კი, დამუშავებული ფანდია, ჟინი კი ზედმეტიც აქვს. ცოტა უნდა დაიცხროს ნერვები. უნდა, უცებ დაამთავროს შეხვედრა და უკანმოუხედავად უტევს. ცდილობს, ერთბაშად დააგდოს სუფთაზე, მაგრამ გამუდმებით ვუხსნიდით, რომ მეტოქეც ადამიანია, ისიც ემზადება ტურნირისთვის, იმასაც სურს შენთან მოგება და ასე უცებ, ერთი მივარდნით თავს არავინ დაგამარცხებინებს. თან როცა უცებ მოგებას ვერ ახერხებდა, მერე ამაზე ნერვიულობდა და ორმაგ ენერგიას ხარჯავდა. ესეც მნიშვნელოვანია - ძალების გადანაწილება უნდა ისწავლოს.

- ნადარეიშვილი თავიდანვე ჩანდა ფავორიტთა შორის, რადგან უცხოეთში კარგად იჭიდავა. ფიზიკურად ისიც კარგადაა მომზადებული და სხვა შესაშური თვისებებიც გამოავლინა - სისწრაფე, აზროვნება, ტაქტიკა, ტექნიკა...

- ნადარეიშვილს ფიზიკური მომზადება მუდამ კარგი ჰქონდა, მაგრამ ტაქტიკა აკლდა და ახლა სწორედ ეს გამოვასწორეთ. ის, ფაქტობრივად, მეოთხე ნომერი იყო წონაში, რადგან წააგო საქართველოს პირველობა. ამის მიუხედავად, მისი მაშინაც მჯეროდა და ყველა ტურნირზე წავიყვანე. დავით ჩაკვეტაძემ მას ბაქოში მოუგო კიდეც და ევროპაზეც მას ვენდეთ, მაგრამ შედეგი ვერ მოგვცა. საერთოდ, ევროპის პირველობის შემდეგ ოთხი კაცი შევცვალე და იმათგან ორი ჩემპიონი გახდა.

ნადარეიშვილის ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ევროპისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორ ჟან ბელენიუკთან შედეგის გაპროტესტება მოგვიხდა. მეორე პერიოდში მეტოქეს დაუმსახურებელი ქულა მისცეს. თავიდან ჩემი პროტესტი არ მიიღეს - მხოლოდ გვერდითი მსაჯი არ აძლევდა ქულას. ამის გამო არენაზეც კი ავვარდი. ამასობაში საქმეში საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი ჩაერია, რომელმაც პირდაპირ თავისი ლოჟიდან დატუქსა მსაჯები უსამართლო გადაწყვეტილებისთვის და უკრაინელს ქულა გააუქმეს. მეც კი გამიკვირდა მარტინეტის გამოქომაგება.

- ნადარეიშვილში რა სუსტ წერტილს ხედავთ?

- ამ ტურნირზე ნამდვილად არ დამინახავს, ადრე კი ეგეც ჩქარობდა და ვერ ანაწილებდა ენერგიას - მიაწყდებოდა ერთ პერიოდში და მეორეში იღლებოდა. ამის გამოსწორებაზე მთელი 5 თვე ვიმუშავეთ და მიზანსაც მივაღწიეთ. ძალიან მშრომელი ბიჭია და ვფიქრობ, დიდ სარბიელზე უნდა იჭიდაოს. მადლობა მის პირად მწვრთნელ ბიჭიკო შელიას, გოგისვანიძის ქუთაისელ დამრიგებელ ელგუჯა მარუაშვილს, ნაკრების მწვრთნელებს ვილი ხარაზოვს და ზაზა სილაგაძეს, რომელთა მათი დამსახურება დიდია საერთო წარმატებაში.

- ხარაბაძემ და დიხამინჯიამ გაგიმართლათ იმედები?

- ხარაბაძემ მაქსიმუმი გააკეთა - მისი მომგები უზბეკი ბობირბეკ ზაილობიდინოვი ჩემპიონი გახდა და ამით ყველაფერია ნათქვამი. ის ძალიან ძლიერი ბიჭია. ალბათ, გადაზრდილიც იქნებოდა.

დიხამინჯიაც კარგად გამოვიდა, კმაყოფილი ვარ. მის ფინალშიც იყო სადავო მომენტი რუსთან მეორე პერიოდში, რომელიც გავაპროტესტეთ, თუმცა უშედეგოდ. მისი მეტოქე ასლან მაგომედოვი მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი და ძლიერი ბიჭია, თუმცა ისიც გადაზრდილი ჩანს. ჩემი შეტყობით, 24-25 წლის მაინც იქნება. რუსებიც არ მალავენ, რომ ჩრდილო კავკასიელებს 4-5 წელიწადი ყველას აქვს გადაკეთებული. ალბათ, ამიტომაცაა, რომ რუსეთის ნაკრებში ეროვნებით რუსი არცაა არავინ.

- დანარჩენი სამეულის უმედლოდ დარჩენას რითი ახსნით? არადა, ნიკა ცეცხლაძე (50) და საჩინო დავითაია (66) წლეულს ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.

- ცეცხლაძე ევროპის მერე გადაიღლა. მას წონაც დაკლებული ჰქონდა და ვატყობდი კიდეც, რომ ვერ იყო ფორმაში, მაგრამ შემცვლელიც არ მყავდა. ჭიდაობა ადრეც უჭირდა, მთელი თვე მიზანმიმართული ვარჯიშით საევროპოდ ამოვქაჩეთ, თუმცა ახლა დაკლებას ვერ გაუძლო. 55-ში ამირან შავაძე რომ ვერ იჭიდავებდა, ვატყობდი - ძალიან ბევრს იკლებს და არც ისაა ფორმაში. მან აუცილებლად უნდა შეიცვალოს წონითი კატეგორია. დავითაიაც გადაღლილი იყო ევროპის შემდეგ.

- მომავალი სეზონისთვის მზადებას როდის დაიწყებთ და თაობათა ცვლის გამო რამდენად შეიცვლება გუნდი საგაისოდ?

- ტრადიციულად, მზადებას ოქტომბერში ვიწყებთ - ჯერ ბათუმშია მუხრან ვახტანგაძის ტურნირი, საიდანაც თურქეთში მივდივართ, მერე კი საქართველოს ჩემპიონატია.

სამწუხაროდ, გაისად ამ ბიჭების უმრავლესობა დაამთავრებს ახალგაზრდებში გამოსვლას. გუნდში მხოლოდ ცეცხლაძე, შავაძე და შოთა გოგისვანიძე დარჩებიან, დანარჩენები კი უფროსებში გადავლენ. ალბათ, გაისად გაგვიჭირდება, რადგან ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის განსხვავება ბევრად დიდია, ვიდრე - ახალგაზრდებსა და უფროსებს შორის. ამიტომ ჭაბუკებიდან გადმოსულებს შედეგების მისაღწევად, საერთოდ, ახალი გუნდის შესაქმნელად 2-3 წელიწადია საჭირო.

- როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ახალგაზრდული გუნდიდან მოასწრებს ვინმე ოლიმპიურ ნაკრებში მოხვედრას?

- ეს ახალგაზრდები 1 წლით ადრე რომ გამოჩენილიყვნენ, მაშინ უფრო თამამად ვიტყოდი, ახლა კი ძნელია გადაჭრით რაიმეს თქმა. თუმცა, ვფიქრობ, უნდა მოასწრონ. ყოველ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ ამას. ვნახოთ - უფროსებში მსოფლიოს პირველობა ბევრ რამეს გამოაჩენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!