27 წლის მონტენეგროელმა თავდამსხმელმა ტურინში სამედიცინო შემოწმება გაიარა და "ბებერ ქალბატონთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა
მორჩა, გადაწყდა: მირკო ვუჩინიჩი "იუვენტუსის" ფეხბურთელია! 27 წლის მონტენეგროელი თავდამსხმელი ტურინში გუშინ დილას ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და "ბებერ ქალბატონთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამრიგად, "იუვეს" თავკაცმა ანტონიო კონტემ სასურველი ფეხბურთელი მიიღო და თუ ჩვენს იტალიელ კოლეგებს ვენდობით, დიდი შანსია, რომ ფაბიო კვალიარელა გაუშვას. როგორც ამბობენ, ამ უკანასკნელსა და კონტეს შორის შავმა კატამ გაირბინა.

"იუვენტუსმა" ვუჩინიჩის ხელში ჩასაგდებად ზუსტად ერთი თვე იბრძოლა და საბოლოოდ, როგორც იქნა, "რომასთან" შეთანხმებას მიაღწია. "ჯალოროსი" "იუვესგან" 15 მილიონ ევროს მიიღებს, ვუჩინიჩის ხელფასი კი წელიწადში 3 მილიონი იქნება. მირკო ტურინული გრანდისთვის რიგით მეექვსე შენაძენია. შეგახსენებთ, რომ "ბებერმა ქალბატონმა" მანამდე პირლო, პაციენცა, ციგლერი, ლიხტშტაინერი და ვიდალი გადაიბირა. აღსანიშნავია, რომ ვუჩინიჩს ძალიან ბევრი მთხოვნელი ჰყავდა. მისი გადაბირება მიუნხენის "ბაიერნს", "ტოტენჰემს" და ლონდონის "არსენალს" სურდათ. "რომას" მაისურით ვუჩინიჩს 202 მატჩში 65 გოლი აქვს გატანილი.

"მირკო ვუჩინიჩი შესანიშნავი თავდამსხმელია. მე მას დიდი ხანია ვაკვირდები და სანამ "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად დავინიშნებოდი, ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდი, რომ თუ ახლო მომავალში რომელიმე გრანდში დამნიშნავდნენ, მის გადაბირებას ვეცდებოდი. მიხარია, რომ "რომასთან" შეთანხმებას მივაღწიეთ და მირკო ხელში ჩავიგდეთ. ვუჩინიჩი ჩვენი გუნდის წინა ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს," - აცხადებს "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე.

ისიც უნდა ითქვას, რომ ვუჩინიჩი "იუვენტუსის" სასურველ ფეხბურთელთა სიაში პირველ ადგილზე არ ყოფილა. ტურინელებს მასზე მეტად სერხიო აგუეროს (ატლეტიკოდან) ან ჯუზეპე როსის (ვილიარეალიდან) გადაბირება სურდათ, მაგრამ ვერცერთის ყიდვა ვერ მოახერხეს. აგუერომ "იუვენტუსში" გადასვლა თვითონ იუარა, როსი კი "ვილიარეალმა" აღარ დათმო. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ჩაგდების შემდეგ ("იუვენტუსმა" ევროპის ლიგის საგზურიც კი ვერ მოიპოვა), კლუბის მთავარმა ბოსმა ანდრეა ანიელიმ კონტეს ტრანსფერებისთვის 100 მილიონი ევრო გამოუყო. ამ თანხის ნახევარზე მეტი კი უკვე დახარჯულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა