<p>საქართველოს ნაკრების განვლილი მატჩების ანალიზი ჩვენი მკითხველებისთვის საინტერესოა, თუმცა, ისეთი ამბავი გახმაურდა, ამის ხალისი ბევრმა დაკარგა. შესარჩევი ეტაპი დავასრულეთ და მთელი ყურადღება ახლა მარტისკენ უნდა მივმართოთ, ევროპირველობის შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს - პირველ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელია გარეშე...</p><p>მომხდარი ამბავის შეფასება ძალიან მარტივია, "კვარას" შესაბამისი ადამიანებიდან მატჩამდე უნდა სცოდნოდა შესაძლო საფრთხის შესახებ, ეს მიღებული და გამართლებული პრაქტიკაა. რომ არ იცოდა, ამ ამბავს ვერავინ "გააპრავებს". შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ სადღაც დაწერეს, კვარაცხელია ტოვებს ესპანეთთანო. წესი გადავამოწმეთ, ფედერაციის წარმომდგენელთანაც დავაზუსტეთ, რომ დისკვალიფიკაცია სამ გაფრთხილებაზე ხდებოდა. ალბათ, ჟურნალისტებსაც მეტი უნდა მოგვეძიებინა, გადადიოდა თუ არა პლეი-ოფში ეს ამბავი და განგაშის სიგნალი ჩაგვერთო, იქნებ შესაბამისს ხალხს ასე მაინც მიეღო პრევენციული ზომები. ისე, მუდმივად ვწერთ რომ ესაა "ერთა ლიგიდან" ბოძებული პლეო-ოფი, ანუ ევროპის ჩემპიონატის. თავად "ერთა ლიგას" პლეი-ოფი არ აქვს.</p><p><img src="pictures/artimages/original/faf2e9065e30ec783e37644473d7c760.jpg" border="0" alt="Sportall.Ge" title="ხვიჩას არყოფნა - რა არ "პრავდება", ჟურნალისტების როლი და რისი განმეორება აღარ უნდა დავუშვათ!.." /></p><p>მოთქმის დრო მართლა არაა, ფინალში უნდა გავიდეთ და იქ ითამაშებს ხვიჩა!.. ისე, მსგავსი ამბები საკმაოდ ხშირად გვემართება. შემთხვევა გვქონდა ვილი სანიოლთან მიმართებაში, რომელიც შვედეთთან მატჩის გამოტოვება მოუწია, ამის შესახებ კი ფაქტობრივად, ბოლო წუთებში გაიგო. უფრო ადრე სხვებიც გვახსოვს - კანკავა დისკვალიფიცირებული ეგონათ და ტყუილად დაისვენა; ნიკა კვეკვესკირმა ახალგაზრულში ისე ითამაშა, ამის უფლება არ ჰქონდა და დავისაჯეთ; უჩა ლობჟანიძემ ალბანელებს უცნაური გოლი რომ გაუტანა, ზედმეტი ცვლილების გამო უეფამ ამხანაგურის სტაუსითაც არ მიიღო. ბოლო-ბოლო ის ქვეყნის წარმადგენლები ვართ, ოლიმპიურ ჩემპიონს აწონვაზე რომ დაააგვიანებინეს...</p><p>ყურადღების გამახვილება სხვა საქმეზე გვსურს. ჩრდ. მაკედონიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციასა და თავად მატჩს რამდენიმე ჟურნალისტი დავეწარით. კვარაცხელიას დანაკლისზე რომ გავიგეთ, ვლადიმირ ვაისს ისეთი თვალები ჰქონდა, მას აღარაფრის სჯეროდა. იმავე განწყობა სუფევდა სოციალურ ქსელებშიც. ჩვენ ფეხბურთელებს ისედაც არ აქვთ ფსიქოლოგიური მდგრადობა და ახლა იმაზე ხაზგასმა, რომ "კვარას" გარეშე შეუძლებელია ლუქსემბურგს ვაჯობოთ, კარგს არაფერს მოგვიტანს. სხვა ეპოქაა, ბიჭები სოციალურ ქსელებს აქტიურად ეცნობიან და კომენტარებსაც კითხულობენ. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, "ჯვაროსნების" მოტივაცია ამაღლდეს და თქვან, ლიდერის გარეშეც შეგვიძლია!..</p><p>რაც შეეხება ლუქსემბურგს, რომელსაც მარტში ვუმასპინძლებთ. ერთ დროს მაჩანჩალა ნაკრები დღეს საკმაოდ ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს და ფეხბურთელები ნორმალურ კლუბებში გამოდიან. შესარჩევ ეტაპზე ისინი მესამე ადგილზე გავიდნენ, ისლანდიასა და ბოსნიას აჯობეს. დანაკლისი მეტოქეებსაც ექნებათ, გერმანიაში მოასპარეზე, ერთ დროს ჩემპიონშიპში მყოფი დანიელ სინანი არ ეყოლებათ. ლუქსემბურთან ერთხელ უგოლო ფრე ვითამაშეთ, რომლის შემდეგაც კლაუს ტომპმიორელმა რამდენიმე მოთამაშეს უდისციპლინობა დასწამა და ნაკრებიდან დაითხოვა...</p><p>შევხვდებით მარტში და იმედია, ევროპის ჩემპიონატზეც!..</p><p><p><p><br></p>
gio
ვფიქრობ ერთი ორი კარგი ბუღალტერი უნდა დავამატოთ ნაკრებში, ბარათების დასათვლელად. ერთი ორი გრელფეხება გოგოც,რომ არ მოიწყინოს ფედერაციის ბრბომ პაეზდკებში
პატრიოტი
ყაველაშვილს შეეშალა, ვერ დათვალა ყვითელი ბარათები, არ იცის არითმეტიკა, სკოლაში არ უვლია, უმაღლესში მოაწყვეს, იქაც არ იარა, სემესტრში ერთხელ რომ მისულიყო, გადაიყვანდნენ კურსიდან კურსზე, აღარ იქნებოდა სალაპარაკო, დიპლომი არა აქვსო, აი კახამ აიღო დიპლომი და რა ბრძნული გამონათქვამები აქვს, შევჩენკოსაც კი შეშურდება, იმერელი დედაკაცის"გადაშენდი" კი ხომ მაგარია კახი?
ნაპოლეონი
არანაირი სურვილი არ მაქვს ტროლბოტი გიწოდო,როგორც ეს მოდაშია მაგრამ შე დალოცვილო გლახის ნაამბობი წაკითხული თუარა ნანახი მაინც გექნება. . .ჯერ სიცოცხლე მოგვიშხამე და მერე გადაგვარჩინეო. . . შე კაი დედმამიშვილო ხორვატიასთან გოლით დათო მინაშვილი რომ ატირე ,მაგის გამო მთელი ცხოვრება შენთან ვალში უნდა ვიყო?. . მერე კიდე ფეხბურთელი ხარ და როცა ეროვნული ნაკრების მაისური გაცვია დიახაც ვალდებული ხარ და არც უნდა ელოდო მადლობას თუნდაც. . . მაგრამ იმას რა ვუყოთ რომ კობიაშვილი ვინაა იმათთან შედარებით ლივერპულები რომ აცრეს და ბაიერნები მოედნიდან გააქციეს და. . . თითქმის ყველა სხვადასხვა პერიოდში მიზეზთა გამო საგინებელი გახდა. . . ხალხის სიყვარულს გაფრთხილება ჭირდება და როცა არ უფრთხილდები მე რა ვალდებული ვარ წარსულის დამსახურების(ეგ კიდე საკითხავია რა დამსახურებებისთვის,ტონა თამაშები აქვთ ყოვლად სამარცხვინოდ წაგებული) გამო რენესანსები გიკეთო მუდმივად და იმას უყურო ნახევარზე მეტი ქალი რომ გყავთ პეტრე-პავლობით(უფალო შემინდე) დასაქმებულ კოლოსალური ხელფასებით. . . მილიონები გამოიმუშავეთ(ალალად) თავის დროზე ,გაქვთ ბიზნესები და რა ჯანდაბაა ეს თანამდებობები თავის ხელფას-პრემიებით. . . სირცხვილია და ამის გაპრავება კიდევ უფრო დიდი სირცხვილი. . ყოვლად უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ და ზოგჯერ იმას ვფიქრობ რატო არ შემოვიდა ის ცენზურადაცული პუტინი და რატომ არ გაასწორა მიწასთან,ეს ადამიანის მჩაგვრელი ქვეყანა.არ ჯობდა უცაბედი გმირული სიკვდილი,მუდმივად სიკვდილის მოლოდინში ყოფნას,იმ სიკვდილის რომელსაც შენივე სისხლი და ხორცი გიახლოვებს მხოლოდ იმის გამო რომ ფუფუნებაში იცხოვროს. . .
!!
ვარაკვლავობა არაფერი შუაშია, ემოციებზე არაფერი გსმენიათ? როცა მთელი თამაში გეუხეშებიან და მსაჯი აიგნორებს, რაღაც მომენტში ვერ გააკონტროლებ ემოციებს. თუ ვინმეს მაგის გამო ხვიჩას შეძულება უნდა შეიძულოს და შეწყვიტოს მისი თამაშების ყურება. არავისთვის დაუძალებია მიგულშემატკივრეო. არ მესმის მაყურებლის ნაწილი ასეთი მიუხვედრელი რატომ არის
ვაჟა
ფედერაცია ამ ამბავს რა თქმა უნდა ვერ გააპრავებს, მაგრამ ხვიჩამაც თავი უნდა აკონტროლოს!!!!! მორჩეს უნდა ბლატაობას მსაჯებთან, მოწინააღმდეგესთან. ისევ ისეთი თავმდაბალი და ჩუმი ხვიჩა გვინდა. თავმდაბალ ვარსკვლავზე უკეთესი არაფერია.
გიზოგ
"ვარსკვლავური" დაავადება, ძლიან ადრეა იმ ასაკში, რომელშიც ხვიჩაა, იმედია ამ მწარე გამოცდილებას მუდამ გაითვალისწინებს კარიერის მანძილზე.
რამე გვეშველება???
ყველაფერი ერთი დიდი ცირკია და ჩვენ ვუყურებთ პირდაღებულები. ბოდიში შევცდითო. უეფას წესდების წაკითხვის მეტი რა მოგეთხოვებათ აბა? ჩემმპიონატი გვაქვს ჭაობი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თუ გაწვიმდა ტბები დგას სტადიონებზე, რეგიონებში ყველგან. არ დაბლოკოთ.
გვეშველება რამე???
ჯერ იყო და ჩრდ.მაკედონიასთან ის ხალხიც არ დაუშვეს რის უფლებაც უეფამ მოგვცა, მერე ხვიჩას კოვიდი დაუდასტურდა, როგორც ამბობენ წამოსვლის დროს არ ქონდა. მოკლედ წავაგეთ. ახლა ყვითელი ბარათი რაც მიუტევებელია და ამის გამო ფედერაციამ პასუხი უნდა აგოს (მეტი რა ევალებათ აბა წაიკითხონ უეფას წესდება ყოველ თამაშის წინ იქნებ რამე ახალია). ძლივს ჩაკვეტაძე ფორმაში შევიდა ხვიჩასთან ერტად უკვე თამაში მიჰყავს და არაა გამორიცხული ფინალში ის არ იყოს ყვითლის გამო(მერე უნდა მსაჯს აბრალონ და უნდა დარაჯს). შეთქმულების თეოროები არ მიყვარს , მაგრამ ძაან ცუდად და ჩვენს საწინააღმდეგოდ ემთხვევა ყველაფერი ერთმანეთს რატომღაც.
ემილი
ამის გამართლება არ შეიძლება! რა "ადამიანური შეცდომა"! სფფ-ს ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს! ჯობს ეს ახლა გააკეთოთ, თორემ, ღმერთმა ნუ ქნას და ლუქსემბურგს თუ ვერ ვძლიეთ, მოთხოვნე უფრო მძიმე იქნება! გახსოვთ, ატლანტის ოლიმპიადაზე ხახალეიშვილი ასაწონად დროულად რომ ვერ მიიყვანეს? ისიც "ადამიანური შეცდომა" იყო?აბა რისთვის ხართ იქ და რისთვის იღებთ მსუყე ხელფასებს?
კვარაისტი
ხვიჩა უნდა მორჩეს ხელების შლას და მსაჯებთან კამათს!
G.LA
საქართველოში მშვენივრად ''პრავდება'' ყველაფერი. ახლაც რაღაცას მოახერხებენ. აკი თქვეს უბრალოდ ადამინაური შეცდომა იყო და მორჩა...
.
ჭკვიანები რო ზიან სამინისტროში და სპორტის მცოდნეები ეგეცაა. ხარისხის შემმოწმებელი არ არის სპორტში. პარლამენტარის პრეზიდენტობა მოდაშია. საძმაკაცოს მაყუთები ჭირდებათ. იგივე იქნება მალე კალათბურთში და საცა პოლიტიკა ჩაერევა ყველგან. უვიცობის ეპოქაა
დათა თუთაშხია
განულდა ყველას ყვითლები, რით ვერ გაიგეთ? ძალაშია მხოლოდ დისკვალიფიკაცია. წესდება დევს უეფას საიტზე, ვატიკანის არქივში კი არაა, ამდენ მარჩიელობას ერთხელ რომ ჩახედოთ, არა?
ელგუჯა
ერთ-ერთ სოციალურ ქსელში წავაწყდი გულშემატკივრის კომენტარს:"ხვიჩას გამო დავიწყე ისევ ფეხბურთის ყურება და, ეტყობა, ხვიჩას გამო მივატოვებ"-ო. ხვიჩამ თავი შეგვაყვარა არამარტო თავისი ნიჭით და ლამაზი თამაშით, არამედ იმითაც, რომ თავმდაბალი, ზრდილობიანი და წესიერი ბიჭია. მსაჯთან ურთიერთობის გარკვევა, თუ რამე საკამათოა, კაპიტნის პრეროგატივაა და კაპიტანი არის მოედანზე. "ხელების შლის" გამო გაფრთხილებების მიღება "ვარსკვლავური" დაავადების სიმპტომია და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ეს დაავადება დაემართება ხვიჩას.
Levani
აი ზუსტად ცხადაძე მოიქცა არაპატრიოტულად-ხო თავაზობდნენ,ხელფასი დაიკელი და თუ წარმატებას მიაღწევ გაგიორმაგებთო და ამას არ დათანხმდა-ანუ როგორ? ლამაზი საქციელია?არ მინდა ყოფილ ძალიან საშუალო კლასის ფეხბურთელს და კიდევ უფრო ნაკლები დამსახურების მწვრთნელ ცხადაძეს საქციელს სხვა სახელი დავარქვა-ულამაზოდ მოიქცა
გიორგი
და ხვიჩას ან ვინმე სხვა ფეხბურთელს სხვა უნდა ახსენებდეს, ყვითელი გაქვს მიღებული და გაფრთხილდიო? მესმის სათამაშო სიტუაციაში მიეღო, მაგრამ ხელების შლაში?! მანამდეც ეკუთვნედა (ცოდვა გამხელილი სჯობს), მაგრამ დაინდო მსაჯმა და იმასაც ამოუვიდა ყელში და მივიღეთ ეხლა ეს მოცემულობა სამწუხაროდ. არ ვიცი, იქნებ შარი ხეირად დაგვიჯდეს. ვინ იცის ლუქსემბურგთან მიეღო და ფინალი გამოეტოვა. სხვათა შორის ჩაკვეტაძე და კაშია უნდა გაფრთხილდნენ, ორ-ორი აქვთ უკვე.
გიორგი
და ხვიჩას ან ვინმე სხვა ფეხბურთელს სხვა უნდა ახსენებდეს, ყვითელი გაქვს მიღებული და გაფრთხილდიო? მესმის სათამაშო სიტუაციაში მიეღო, მაგრამ ხელების შლაში?! მანამდეც ეკუთვნედა (ცოდვა გამხელილი სჯობს), მაგრამ დაინდო მსაჯმა და იმასაც ამოუვიდა ყელში და მივიღეთ ეხლა ეს მოცემულობა სამწუხაროდ. არ ვიცი, იქნებ შარი ხეირად დაგვიჯდეს. ვინ იცის ლუქსემბურგთან მიეღო და ფინალი გამოეტოვა. სხვათა შორის ჩაკვეტაძე და კაშია უნდა გაფრთხილდნენ, ორ-ორი აქვთ უკვე.
gpi-s
ცენზურას რა ვუთხრა ფედერაციის ტროლო თორემ ხომ გეკუთვნის ტუუუუუუ.ისე გაზრდილხარ და ბაჯაღლო გამხდარხარ!
გიორგი
მინდა ვკითხო მათ, ვინც დისლაიკები დამიწერა. ჩაკვე, კიტე, ჯაბა არ მოგწონთ, თუ მათი არ გეიმედებათ? იქნებ არ მოგეწონათ ნამორნიკიანები რომ გიწოდეთ? იქნებ ტალღის აგორებას ცდილობთ ფეხბურთის ხარჯზე? არ გამოგივათ. ერთხელ მაკედონიასთან გამოგივიდათ. ლუქსენბურგსაც მოვუგებთ და საბერძნეთ-ყაზახეთსაც მივაყოლებთ!!!
ვოოტ
ტოპმიოლერის დროინდელ ფრეს ნამდვილად ვერ ვიხსენებ, მაგრამ 2018-ში რომ ამხანაგურში 1:0 მოგვიგეს, მშვენივრად მახსოვს. მაშინ ჩვენი დაცვის ბურჯები - კაშია, ხოჭოლავა, კანკავა ბევრად უკეთეს ფორმაში იყვნენ და ლუქსემბურგთან მარცხიც საკმაოდ მტკივნეული იყო. მოსაზრება, რომ ლუქსემბურგს ნებისმიერ შემთხვევაში უპრობლემოდ მოვუგებთ, უკვე მეტოქეს აძლევს უპირატესობას... მითუმეტეს, მათმა მწვრთნელმა საკმაოდ მოზომილი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სიტუაციას რეალურად აფასებენ და გრანდიოზულ გეგმებს არ აწყობენ... ასე, რომ ჩათვალეთ, ლუქსემბურგი უკვე მინიმუმ ერთი ფეხით გვისწრებს ფინალისკენ მიმავალ გზაზე და თუ მეორე ფეხი ხვიჩას არყოფნა აღმოჩნდება.... მე მოვითხოვ და ყველას გთხოვთ, მოვითხოვოთ ფედერაციისგან, რომ საჯაროდ დადონ პირობა, - თუ ლუქსემბურგი ვერ გავიარეთ, სრული შემადგენლობით გადადგებიან.
temo
Rogor sheidzleba yvelapershi ch a va jvat
ს.მ
კომენტარი* ხვიჩა დიდ ფეხბურთელს თავმდაბლობა უხდება, ხომ გაეხარდა მესიმ ხელი რომ ჩამოართვა, ხო და მიბაძე მას. ფეხბურთელები უნდა გააფრთხილოს ტრენერმა!, ის კი ფედერაციამ! ლიხტენშტეინი და ყაზახეთის ნაკრები ჩვენზე არანაკლები გუნდების, ნახეთ რამდენი ქულები დააგროვეს.
gpi-s
ქართულის მართლწერაზე თავს რომ გაითვალისწინე ტირით არა ტირეთ..ისე ფედერაციის ტროლი რომ ხარ არ გიტყდება? აეწვათ იაშვილს კობიაშვილს და გაგააქტიურეს ხო..
იბერია
ბევრს არ დავწერ უბრალოდ ერთი-ორი პარალელი - თავი და თავი ამ ქვეყნის უბედურების, მაგრამ ახლა მხოლოდ ფეხბურთზე. ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პრეზიდენტობამდე - ეკონომისტის, ბიზნესმენი საფეხბურთო ჯლუბის მფლობელი თურქეთი - პრეზიდენტობამდე ბიზმესმენი, არაერთი ბანკისა და თურქიშ ეარლაინსის ბორდის წევრი. გაზიანთების პრეზიდენტი. გერმანია - ისტორიკოსი, სოციოლოგი ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ასოშეიტედ პრესის რედაქტორი, პოლიტიკოსი და სხვა ათასი იტალია - იურისტი, უნივერსიტეტის პროფესორი და ა.შ. ნიდერლანდები - პროფესორი ბიზნესის მიმართულებით, მუშაობდა მენეჯერად ფილიფსში, როტმანსში და ა.შ. ინგლისი - უელსის პრინცი უილიამი პრეზიდენტობამდე რავი პრინცი:) და ა.შ საქართველი - ლევან კობიაშვილი განათლება - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - სპეციალობა ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა. დაამთავრო 2001 წელს ჯერ კიფევ მაშინ სწავლობფა როდესაც გაგანია ჯახა-ჯუხში იყო ფრაიბურგში. ალბათ ასწრებდა იმასაც ამასაც. დალშე... სამუშაო გამოცდილება პრეზიდენტობამდე - 2014 წელი ჰერტას აკაფემია, მენეჯერი - დღემდე იიიი 2015 წელი ფედერაციის პრეზიდენტი დღემდე, 2016 წელი პარლამენტის წევრი დღემდე. დასკვნები თქვენ გააკეთეთ ახლა ვინ სად არის. ეს ქვეყანა არის სრული საგიჟეთი სადაც არაფერი არასდროს გაიხარებს სანამ ესეთი ფაქტები არ აღიკვეთება, მარა წერე და იყავი ხვალევე რომ იყაროს ხვიჩამ კენჭი ნებისმიერ ორგანოში ხომ მიაცემს ხმას 98% ? ხოდა მანამდე ვიქნებით ჭაობში.
გიორგი
კარგი ძმაო, გავითვალისწინებთ სანამ ჩამოხვალ და მერე შენ მიხედე
მირო
ყველას გვინდა ევროზე გასვლა,მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ სიტუაციას,ლუქსემბურგთანაც გაგვიჭირდება და თუ დავძლიეთ, საბერძნეთის დაძლევა უკვე არარეალურად მიმაჩნია.განსაკუთრებით სანიოლის ხელმძღვანელობით,რომელსც ამდენი წელია,ყველაზე ნაკლები,გუნდის ძირითდი ბირთვი ვერ შეურჩევია,ტატიკაზე რომ არაფერი ვთქვათ და კიდევ ყოველ თამაშში უამრავ შეცდომებზე.მგონია,ჩვენმა ნაკრებმა მაქსიმუმი უკვე გააკეთა.
Skeleton
და თქვენ მოგწონთ ამ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები ჯანსაღ პროტესტს როცა გამოვთქვამთ ხელისუფლების ატუ ფედერაციის უნიათობის გამო და ეგრევე ნაცებად და მოგზავნილებად გვნათლავენ? მაგ ლოგიკით ვერაფერი ვერ უნდა გააპროტესტოს კაცმა და უნდა ვიჯდეთ მთელი ცხოვრება ნეხვში. პირველ რიგში ამას უნდა ვებრძოლოთ.
gpi
სიმართლე-ს ,,ერთ ერთი " იწერება ტირით , ამგვარად : ერთ-ერთი ! ,,სიმართლეს " და პრეოფესიონალიზმს რო ,,აწობი " , ქართული წერა-კითხვა ისწავლე თან - არ გაწყენს ! ხო , ეგ ,,5" მოიშორე , ნაცობას გიმჟღავნებს მამლის კუდივით )) რაც შეეხება ფედერაციას , თქვენ ხო არ გძმარავთ , ვერ უნდა დაარიგოთ მწვრთნელიან- ფეხბურთელიანად ყველას , რომ თავიდან აირიდონ ყვითელი საშიშ ზონებში მყოფებმა ?
გიორგი
თუ ლუქსემბურგს ვერ მოუგეს, ხვიჩას გარეშე, რა აზრი აქვს ევროპაზე გასვლას? გვყავვს ჩაკვეტაძე, რომელმაც ადრე ულიდერა ნაკრებს. გვყავს კიტე. დავაბრუნოთ არაბიძე. მშვენიერი იყო კაკაბაძე. ხვიჩას ადგილას აზაროვი. მოინანიოს ფედერაციამ და დააბრუნოს ჯაბა. არ არის ფერაფლის დაყრა თავზე. კოვიდის დროს რაზე იყავით ხმაჩაკმენდილი, სტადინზეც არ შეგიშვეს, ნამორნიკებით დადიოდით. ახლა გახდით ზოგიერთი ვაჟკაცები, თუ ესეც არეულობისთვის გინდათ გამოიყენოთ?
გოჩა
ხიზანიშვილს ქონდა დამსახურება და ცხადაძეს არა ხო?
Levani
არ ვცხოვრობ საქართველოში დიდი ხანია,არ მაქვს შეხება არც ნაცებთან,არც ქოცებთან-ნათესავი კი არა ნაცნობი არა მყავს სადმე. არასდროს არ ვყოფილვარ არც მიტინგზე და არც არჩევნებზე(არც ვაპირებ-გაიკეთონ ის ხმა ვისაც სადაც უნდათ)მაგრა მკიდია ვინ იქნება მთავრობაში და პოლიტიკაში-ჩემს საქმეს მაინც არავინ არ გააკეთებს-აი მკიდია და მაკრიტიკეთ თუ გინდათ,მაგრამ- აი რო გამოვარდებით და კობი გადადგეს,ხიზანა წავიდეს და ა.შ. ფეხბურთი გიყვართ და კობი არ გიყვართ? რუსეთთან მოგებულ თამაშში ხიზანამ დამტვრეული ფეხებით რო თავი არ შეაცვლევინა შუშაკის დროს იმაზე მეტი გაგიკეთებიათ,ან იაშვილზე უკეთ იცით ფეხბურთი,ან მუჯირზე? ვინ გირჩევნიათ დომენტი სიჭინავა? იმათ დროს დანგრეულ სტადიონებზე რო არ იზრდებოდა თაობა ისინი გვაკლია,ამათ დროს აშენებულზე გაზრდილები აწი წამოვლენ. ქვეყანაში რო არ არის ბიზნესი ისე რო ფეხბურთს მიხედოს ამათი ბრალია? მთავრობაც რო შეცვალოთ მაინც ასე იქნება და ფედერაცია წავიდეს რო იძახით მერეც უარესი იქნება. მე თვითონ ვარ კრიტიკული და ვერ ვაპატიებ მაკედონიასთან გულშემატკივრის არ დაშვებას-მაგრამ ეგენი წავიდნენო ყვირიან ის ხალხი რომელთაც ნაკრები კი არ აინტერესებთ არამედ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება უნდათ. იგივე ფიფია-დინამო კი კატასტროფაა,მაგრამ კაცმა ისეთი აკადემია გააკეთა ნაკრებს 20ფეხბურთელი მისცა 10წელში და ამის დაუნახაობა შეიძლება. მართლა კარგით რა..
ელგუჯა
გამოვიდეს ფედერაციის წარმომადგენელი და გააკეთოს განმარტება და აიღონ პასუხისმგებლობა. მაგრამ,არა.გაიყურსებიან ახლა,ჩაფსმული ბავშვივით.
ვაკო
ამას წინ სფფს ერთ ერთ მენეჯერზე დაიდო სტატია 14 წელია ფეხბურთს ეგ გვილაგებს რაცაა სულ ეგააო! ხოდა შე მამა ცხონებულო, ჯერ რო ამდენი ხანია ხარ და ფედერაციის მუშაობა ჩვენი ფეხბურთის წინსვლა და მეტიც ბევრი მწარე მარცხი გვაქვს ნანახი, თავის შეფუთვა, ორგანიზებიან დამენეჯმენტებიანა რას კეკლუცობ თუ ქალი ხარ, ნაგლად რო აიწყვე კარიერა და ცხოვრება ჩვენს კისერზე მაგას გვამადლი?! ხოდა ეს ბოლოც თქვენი პროფესიონალიზმისაა, რო აზიხართ კრუხებივით და დაყვლეპილი თვალებით მარტო თქვენ ბიუჯეტის მთავარ არტრრიას და ქერის ორმო გგონიათ!!! ვის რად უნდა თქვენი ბოდიში მოუსვით სახლში, გეყოთ რაც ნთქეთ და გვიხეთქეთ გულები! თაობები წავიდნენ რამე პატარა წარმატების და სიკეთის ამაო მოლოდონში! თქვენ კიდე აქეთ გვამადლით!
გ.შ.
ამდენი უაზრო სტატია და რამის ვიღაც სპიდი იუთუბერის ფეხის ზომა და არც ერთი სტატია მოსალოდნწლი საფრთხის შესახებ, არ იცოდნენ? იცოდნენ ჟურნალისტებმაც მშვენივრად და გაფრთხილებული იყვწნწ სასტიკად, არ უნდა გაემახვილებინათ ამაზე ყურადღება... ესაა დღევანდელი ფეხბურთი თავის ფედერაციით... ფულის კეთებაზე არიან გადასულები უკვე 30 წელია და მაკედონიასთან გაყიდული ჩვენი ოცნება ეხლა ლუქსემბურგთან გაყიდულით შეიცვლწბა და ეგაა და ეგ, პროჭები ხართ ყველანი ვისაც გირევიათ ხელი
simartle
დღეს ერთ ერთ სახელმწიფო ტელევიზიაში დაიგეგმა და ჩაიწერა ვიდეო ფედერაციის მხარდამჭერი,სადაც მონაწილეობენ სულგაყიდული რამოდენიმე სპორტული ჟურნალისტი და ვითომ ცნობადი სახეები.ორგანიზებას უწევდა ხიზანიშვილი და იაშვილი როგორც ამბობენ.ირიბად ხვიჩას აბრალებენ..მითხარით ერთი მიზეზი რატომ არ უნდა მოშორდეს ფედერაციას კობიაშვილი.მექრთამე იაშვილი,ვინმე ზამთარაძე,ჭუმბურიძე
ლევანი
ეეჰ ჩემო კარგებო, ასეთი შედეგები აქვს გაუნათლებლობას. ყველგან, ყველა სფეროში დიიდი დეფიციტია განათლების. ხელის გაშვერაში კი მაგრები ვართ. კარგით, ფედერაცია გავიგეთ, სტაფი ნაკრების გავიგეთ, და ჟურნალისტები? ან თუნდაც ნებისმიერი ქომაგი? ახლა ხომ მაქვს წერის საშუალება? მაშინაც მქონდა. მაგრამ ვინმეს თავში მაინც მოუვიდა ასეთი რამ? და ბოლოს ხვიჩა, აღარ არის პატარა ბიჭი, ნუ ამართლებთ. არ უნდა მოქცეულიყო ასე, არა. დავდგეთ ახლა და დავხოცოთ ერთმანეთი. პირველი ქვა იმან ისროლოს, ვინც მანამდე იფიქრა და თქვა, ან დაწერა სადმე ეს ამბავი, რომ ხვიჩა ფრთხილად ყოფილიყო. აროს ასეთი ადამიანი? არიის?
ჯონდო
რას წერდა ლევან კობიაშვილი 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელ ხელმძღვანელობაზე: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დაუდევრობის გამო სრულიად უსაფუძვლოდ გამოატოვებინა შესარჩევი მატჩები. თუნდაც მხოლოდ ამის გამო არ აქვს ფედერაციის ხელმძღვანელობას არანაირი მორალური უფლება, დარჩეს ქართული ფეხბურთის სათავეში. ისინი ვალდებულნი არიან, გულშემატკივარს მოუხადონ ბოდიში და სასწრაფოდ დანიშნონ არჩევნები, რათა ცივილური ფორმით ჩამოშორდნენ იმ საქმეს, რომლის კეთების არც კომპეტენცია და არც პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ!". ჰოდა დაუჯეროს საკუთარ თავს
irakli
მშვენიერი მიზეზი იპოვეს წაგების გასამართლებლად. ვინმეს ეჭვი ხომ არ ეპარება რომ ლუქსემბურგთანაც წააგებენ?
gpi
ჟურნალისტებს კი არა სამწვრთნელო შტაბს და ფედერაციას უნდა სცოდნოდა არსებული წესი და რიგი . ჟურნალისტების ნახევარმა წერა-კითხვა არ იცის გრამატიკულად და უეფას წესების ცოდნას ვთხოვთ ?!
გოგია
ხომ სასაცილოა კობიაშვილის და პლატინის შედარება როგორც ფეხბურთელების და პლატინიც კი გადადგა პოსტიდან კორუფციის გამო.
ციციკორე
ჰა, ვერ მოითმინეს მაინც არა?! არ შეუძლია ქართველ ჟურნალისტს იყოს პრინციპული და შეეკითხე თუ გინდა. გუშინ ერთი-ორმა იფაფხურა რაღაც ცხელ გულზე. დღეს გაუიასნეს, იმ 500 ლარიან ხელფასსაც დაემშვიდობებიან და შეარბილეს ტონი. საღოლ ბრატცი! უცადეთ კიდე 4 წელი, მერე კიდე 4 წელი და ა.შ
რუსთავი
გულშემატკივრები რომ უცმენდენ ერთ ადგილს ფედერაციას ეგ ყველაზე გულსატკენია! ... რას ნიშნავს ხვიჩაზე თუ ვართ დამოკიდებული ევროპის ღირსნი არ ვართ? საერთოდ არაფერ შუაშია ხვიჩაზე დამოკიდებულება, აქ საუბარია იმაზე თუ რაოდენ უვიცი და ფეხებზემკიდია ფედერაცია გვყავს თორემ ერთ ფეხბურთელზე რომ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი ეგ გასაგებია და ეგეც მწვრთნელის ,,დამსახურებაა,, რომ იცოდეთ! ამ შეცდომის გამო ითხოვდნენ წინა ფედერაციის გადაყენებას და ეხლა როგორ იქნება)))
Skeleton
ახლა ხვიჩასთვის გადაბრალებას მიაწვებიან. მხვდება უკვე ტროლ-ბოტების კომენტარები, იიი არ იცოდა ამხელა ბიჭმა, ყვითელი რომ არ უნდა მიეღო? და ასე შემდეგ. აი ხვიჩასთვის გადაბრლებას მართლა არ გაპატიებთ ხალხი. რაც ხვიჩა გამოჩნდა ყოველთვის ცდილობენ მიუგდონ ბრბოს საჯიჯგნად. კოვიდის დროს ხო აწერიეს ხალხს კომენტარები, ამხელა ბიჭმა არ იცოდა კოვიდი რო არ უნდა აეკიდა? ხო გადაუარეს ტყუილად, ისედაც სტრესში იყო ბავშვი, მაშინ 19 წლის... მერე 2021 ში ტრავმა რომ მიიღო რუბინში და ჩვენმა ვითომ ჟურნალისტებმა ჭორები გაუვრცელეს, რუბინი იმიტომ არ ათამაშებს, ტრანსფერზეა დაყენებული და დღე დღეზე მილანში გადადისო, სინამდვილეში ტრავმა ჰქონდა. ამ საწყალმა ხალხმა დაიჯერა და მერე ნაკრებში რომ ვერ ჩამოვიდა მაგაზე ცალკე გადაუარეს, რადგან ტრავმა რომ ჰქონდა არცერთმა ჟურნალისტმა არ გაავრცელა. რუსეთის ამბებზე და უკრაინის ომზე აღარ ვლაპარაკობ, რაც ხვიჩას იმ დღეებში აკადრეს. მერე ნაპოლიში გადასვლაზე იღლიცინეს, რა უნდა იქ ვინ წაიყვანს და ასე შემდეგ. გულის ამრევია ეგ სიტუაცია უკვე და ნუთუ ხვიჩა ამას თავად ვერ ხვდება? ხვიჩა რომ გამოვიდეს და ერთი პოსტი დაწეროს, ფედერაციას არ გაგუფრთხილებივარო და მაგათ ხელი დაადოს, ცოტა ხანში მაგათი ნასახიც აღარ დარჩება იქ. მთელი ერი გვერდით დავუდგებით. მაშინ მაინც ვეღარ დაგვიძახდბენ ყველას ნაცებს და მოსყიდულებს, ვისაც მართლა შეგვტკივა გული. უბრალოდ ხვიჩა არ გააკეთებს. ხათრიანობამ და ნაცნობების მორიდებამ დაღუპა ეს ქვეყანა...
las
თუ ყურადღებით წაიკითხავ, გაიგებ თუ რა ვიგულისხმე…
მიდი იასონ,შვეტე
მაგარი იცით,არ დავსტრესოთ,არ გავანაწყენოთ და სათუთი გულები არ დაუხეთქოთ... მოდი ასე ვიტყვი,მე რო ვიყო ნაკრების ლიდერი და ჩემზე იყოს აწყობილი გუნდის თამაში,ვიღებდე 3 ყვითელს და ვტოვებდე 1/2 ფინალს,რომელმაც პირველად ევროპაზე უნდა გაგვიყვანოს,რა განწყობაზე იქნებოდა კვარა,თუ ის იქნება ჩემს ადგილას ანუ გულშემატკივრის ადგილას? არ გაბრაზდებოდა? მერედა,რატომ უნდა მეწყინოს ეს სიბრაზე,თუ სამართლიანად მოდის და მე ნამდვილად ვიქნებოდი განაწყენებული ჩემს თავზე,მერე ფედერაციაზე და მწვრთნელებზე. რამეს ისეთ ამბობს ხალხი რო სათქმელი არ არის? იმას ვინც იძახით,ლუქსებურგს ხვიჩას გარეშეც მოვუგებთო,ეგ რიჟა ბაზარია,ან მოუგებ ან არა. ეს არის ფლეიოფი და იქ ყველა გუნდი საომრად მოდის,რა ლუქსებურგს არ უნდა ევროზე თამაში თუ რას ამბობთ? ისევე უნდა როგორც ჩვენ და ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის,ხოდა რატომ უნდა მოუსპო ქვეყანას უპირატესობის შანსი,გამოაკლო ის ფეხბურთელი,ვინ არის უპირობო ლიდერი? იქნებ გავიდეთ კიდეც ან ვერა,დიდი აზრიც არ აქვს ამას,რადგან არაფერი შეიცვლება. რატომ გვინდა ევროპაზე გასვლა? გერმანიის სტადიონებზე სელფის გადაღებისთვის თუ ქართულ ფეხბურთს ბიძგი მისცეს,განვითარებების გზაზე დადგეს? მე მეორე ვარიანტის გამო ვქომაგობ ამ ამბავს,ხოდა ამ ფედერაციის ხელში განვითარება იქნება ვითომ? შეხედეთ უკრაინას,2012 წლის შემდეგ როგორი ბიძგი ქონდათ და ეხლა სოლიდური გუნდია. ერთი რაღაც გევალება შე ოჯახაშენებულო,ინფორმაცია უნდა მიაწოდო მწვრთნელს და ფეხბურთელს,ხოდა გეზარება ამის გაკეთება,ეს დანაშაული არ არის? უფრო მეტსაც გეტყვით,დიდგორში დავითმა სამად გაყო ჯარი(200 კაცი,დიმიტრი უფლისწულის ნაწილი და მთავარი ჯარი დავითის სარდლობით),ხოდა რო ეთქვა დავითს,ამ თათრებს მაინც მოვუგებთ,რა საჭიროა დიმიტრი და მისი დანაყოფიო,იქნებოდა ძლევაი საკვირველი? ახლა ვიღაც იტყვის,ის ომი იყოოო და რა გგონიათ,ეს ომი არ არის? თუ სხვანაირად ფიქრობ,მაშინ კვარა კი არა,ყიფიანიც რო წამოაყენო არაფერი გვეშველება. დღევანდელ დღეს ფეხბურთს ალმაცერად უყურებენ,კლოპი ამბობს,რომ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები არსებობს,ვიდრე ფეხბურთია,თუმცა ის გერმანელია და არ ესმის,რომ ლივერპულში ფეხბურთი სპორტი არ არის,ეს არის ყველაფერი.სამაგიეროდ,შენკლიმ თქვა,კი ბატონო,ფეხბურთი არ არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი,ის უფრო მეტია. მან იცოდა,ის ირლანდიური წარმომავლობის შოტლანიელი იყო და იცოდა ლივერპულის გასაჭირი. ჩვენთვის,ქართველებისთვის ყველა მსგასვი თამაში არის ომი(უნდა იყოს),რადგან ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ ბევრი მტრები გვყავს გარშემო და ისედაც,ხოდა ნებისმიერი გამარჯვება ეს იქნება ძიუდო თუ ფეხბურთი არის უმნიშვნელოვანესი.რა გგონიათ,ბექაურის ოლიმპიური ჩემპიონობა მარტო მისია ან მარტო მას გაუხარდა? ეს მთელი ქვეყნის არის. ან კიდევ,რა გგონიათ,ხვიჩა თავის თავს ეკუთვნის? მან როგორც კი ჩაიცვა ჩვენი ნაკრების მაისური,მას მერე ეკუთვნის ამ ქვეყანას,მისი ყველა გამარჯვება ან გოლი ეკუთვნის საქართველოს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მისი წარმატება,მარტო ხვიჩას არ ეხება,ყველა ფეხბურთელი იქნება ეს თუ მორაგბე. სტადიონზე მიტომ მივდივარ რო იქ ჩემი ქვეყნის ბედი წყდება,ჩემს პატარა აგურს ვდებ და არა იმის გამო სელფი გადავიღო. თუ ასეთი მიდგომა გექნება,მაშინ არც ინფორმაციის მოძიება დაგეზარება და არც ამის ფეხბურთელთან მიტანა. ეს შენი ქვეყანააა,ყველაფერი უნდა გააკეთო მისი წარმატებისთვის და თუ შენ ამას არ იზავ,გაზაევი მოვა? და ბოლოს,კრიტიკა საწყენი არ არის,ეს არის განვითარების გზა. ხალხი სამართლიანად არის გაბრაზებული,ნუ ეუბნებით იმას რო გაჩუმდნენ ან ვინ ხარ რო აჩუმებ? თავისი ქვეყნის წარმატება უნდა,ნერვიულობენ,განიცდიან და შეიძლება ზედმეტიც მოსდით,თუმცა სიყვარულით აკეთებენ ამას. არასოდეს არ დაყოთ გულშემატკივარი იმისტებად და ამისტებად,ეს ქვეყანა და ნაკრები ყველასია,ყველას უნდა მისი წამრატება. ყველა ამ ქვეყნის მტერია,ვინც ამ ქვეყნის რაღაცნაირად გაყოფას თუ დაყოფას აწვება,აპელირებს ამაზე. კობიაშვილი და მისი ბანდა უნდა წავიდე,ეს უეჭველია. რაც შეეხება თვითონ თამაშს,კვარა გამოგვაკლდა და ეს აღარ შეიცველება,ამიტომ ჩაკვეტაძემ უნდა იტვირთოს ეს ამბავი და ულიდეროს გუნდს. ის ისედაც არის ამ გუნდის ჩუმი ლიდერი და ეს ანახოს ყველას,თავისი კარიერის ქამბექი უნდა დადოს. არაბიძე უნდა დაბრუნდეს ნაკრებში,ერთ სანაკრებო შესვენებაზე არის ორივე თამაში,თუმცა არავისზე ნაკლები ბიჭი არ არის და გველესიანი უნდა იყოს ნაკრებში. ძმაკაცობით კი არა,სათამაშო ფორმით უნდა იყოს გამოძახებული ფეხბურთელი და თუ ესე გაგრძელა აიაქსმა,მაშინ მიქაუტაძე არ უნდა იქნას გამოძახებული. აგერ ვოლკოვი არის და ყაზაიშვილი დააბრუნეთ ნაკრებში. თან ამ ბიჭს არაფერი დაუშავებია,თავისი ნათესავის გამო მოიშორეს ნაკრებიდან და არ შეიძლება ეგრე. ოქრი ვარჯიშს დაუბრუნდი ჯიგარო,ქინქლა წონა დაიგდე და მოემზადე,შოთი და აჩი სად არიან? თემურა არ ჩამოვიდა ქეცბაია? გოჩა სად არის ჯამარაული ან მალხაზა ასათიანი... მოკლედ,ყველა და ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ რო გავიდეთ ამ ტურნირზე. ხო მართლა,ლუქსებურგის სასტუმროს ლოკაცია უნდა გაირკვეს დროულად და მიეწოდოს გულშემატკივარს,ვანახოთ უძილოდ თამაში როგორია.ლივერპულის ქომაგები არ მოკლეს ამის გამო და ჩვენ მოგვკლავენ? 2 საათიანი მორიგეობა და მთელი ღამე ხმაური.
გიორგი
ზკ-ს მაშინ ვაი აქაურ ფეხბურთის ფედერაციას და ჩვენს ჯურნალისტებს კიდევ--ავტორმა ეს აღნიშნა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას.
გიორგი
მისამართი შეგეშალა, სპორტული ჟურნალისტია და არა შიდა პოლიტიკის კომენტატორი. პირიქით, ძალიან სწორ მომენტებზე ამახვილებს ყურადღებას და თუ შენიშნე, თვითკრიტიკაც არ აკლია. ყოჩაღ!
ხასანა ძია
ისე რომ ვთქვათ პრეტენზია თუ გვაქ ევროპაზე და ხვიჩაზე ვართ დამოკიდებული ვართ კი ღირსები?თუ ესპანეთივით ამოიტენა ნაკრები,უფრო სირცხვილი არ იქნება?ერთიკაცის ნაკრები ვერაფერს ვერ გახდება.
semi
რა სტატიაა ეხა ეს? ნამუსის მოწმენდა ფედერაციაზე და ვითომ იმედის გაღვივება? ნორმალური ჯურნალისტი და გამომცემლობა მიწასთან გააასწორებდა ფედერაციას. სად არი სკობიაშვილი ვინმეს თვალით ყავს ნანახი ბოლო 5 წელი? რატომაა ფედერაციის პრეზიდენტი და დეპუტატი ერთდროულად გვითხარით?
Skeleton
ამ დრომდე ერთი ოფიციალური განცხადებაც არ გაკეთებულა. წარმოგიდგენიათ როგორ ვკიდივართ ხალხი ფეხებზე? შეგვისწავლეს, იციან, კომენტარების წერა რომ შეგვიძლია მარტო. ერთი დღე ორთქლის გამოშვება, ცოტა ხანი ჭიჭყინი და მერე გაჩუმება. იციან, არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდებათ ხალხისგან და როგორც უნდათ ისე იქცევიან. იმდენი ექსპერტია ფეხბურთის ამ ქვეყანაში, ქვა რომ ისროლო ექსპერტს მოხვდება, თან ყველამ ყველაფერი იცის ფეხბურთზე და რომ შეეკამათო თვალებს ამოგთხრის, საქმეზე რომ მიდგა, დავიჯერო ერთი კაცი არ გამოჩნდა ესპანეთთან თამაშის წინ პოსტი მაინც რომ დაეწერა , არსებობს დისკვალიფიკაციის რისკი და ფრთხილად იყავითო? ან ჟურნალისტი, ან ექსპერტი, ან ოპოზიციურად განწყობილი რომელიმე წამყვანი, საჭირო რომ არაა ისეთ დროს რომ ყვირიან? რავიცი ისეთ არაფრისმომცემ საქმეებს განიხილავს ხალხი და რაც რეალურად პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს იმას ყველა აიგნორებს. რანაირი საზოგადოება ვართ
მწვრთნელი
მარტვილელს, კი გეთანხმები ფედერაცია,რომ გაიწმინდება სამსახურიც გამოჩნდება! ოღონდ ყველა თანამდებობაზე კონკურსი უნდა ჩატარდეს და ისე განმწესდნენ თავიანთ ადგილებზე! საძმაკაცო ქუჩაში უნდა დარჩეს სამსახურში კი არა!
qomagi
ერთი გუდრონისგან არიან ეგენი გამოძერწილი.
asa
ქვეყანას დედა აღარ ყავს! არცერთ სფეროში წინსვლა არ არის და ამაზე ხმას არავინ იღებს. პირიქით აპრავებენ. თუნდაც ძიუდო რო ავიღოთ, ოთხი ფინალი წავაგეთ ევროზე და არავინ მისულა ნაკრების მწვრთნელთან და არ უკითხია ამის მიზეზი, პირიქით იმედის და პირველი არხის სპორტულ გადაცემებში ვერცხლს გვილოცავდნენ. ვინმეს გინახიათ რომელიმე სპორტის სახეობის ვეტერანი გამოსულიყო და პრობლემებზე ესაუბრა? პირიქით. აგერ ნახავთ ვაზელინა ვეტერანები გამოვლენ და ამ ფაქტს გააპრავებენ. ისევე როგორც ვაზელინა ჟურნალისტები. რატო არცერთი ჟურნალისტი არ ამბობთ იმაზე არაფერს გაავლით თამაშებზე კაი ქვეყანაში მთელი ფედერაცია რო მიდის თავისი ნაშებითურთ? ეს ამბავიც ისე ჩაივლის როგორც სხვა დანარჩენი დარწმუნებული ვარ. გასდით და რატომაც არა?
qomagi
„გაფრთხილებები [ყვითელი ბარათები], რომლებსაც არ მოჰყვა დისკვალიფიკაცია, ანულირდება ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ და არ გადადის პლეი-ოფში ან/და ფინალურ ტურნირში [ევროპის ჩემპიონატზე]. - ესეთი მუხლი არის ფიფას წესდებაში, ანუ მეორეადგილოსნების პლეი-ოფშიც კი არ გადადის შესარჩევის ბარათების დისკვალიფიკაცია და ერთა ლიგის პლეი-ოფში რაღატომ უნდა გადავიდეს. ალბათ ბოლოს გვეტყვიან, ფედერაციამ მაგრად იმუშავა და ხვიჩა ითამაშებსო, ანუ არაფერში ქულებს დაიწერენ, ან კიდევ უარესი - ლუქსემბურგი ძალიან მდიდარი ქვეყანაა...
X-ს
ნაცების დროსაც იგივე ქაქი იყო ფედერაციაში თუ არა უარესი
მარტვილელი
მარჯვნიდან რომ მეოთხეა სურათზე,იმის პირდაპირი მოვალეობა იყო ფეხბურთელების გაფრთხილება
მარტვილელი
რა გუნდების რაოდენობა გაზარდოს,რაც არის იქ ვერ უხდიან ხელფასებს. შენ ალბათ სამსახურის შოვნა გინდა))
x
მთავარს ვერ ამბობ ჯიგარო რომ ეს ქვეყანა ქოცურია და სულ ქსე იქნება ვიდრე ქოცები იქნებიან
inviz9-ს
მასონური არა ფარაონული კიდევ... დიიიიიიიდი მსოფლიო შეთქმულება ყოფილა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ - ევროპაზე რომ გავუშვათო, ხომ გახდებიან ჩემპიონებიო, ვინ საფრანგეთი, რა ესპანეთი და რაის ინგლისიო, ხოდა ჩემპიონები რომ გახდებიან ქართველობის წართმევა და მერე იმ ქართველობის ან გაყიდვა ან მითვისება გაგვიჭირდებაო... აი მართლა რა!~ ნორმალური ფედერაცია და ნორმალური მწვრთნელი უნდა გყავდეს. აი ესაა სულ!
Gia
Ver gavige marto evropis pleifi ratoa?ce divizionis gamarjvebuli unda gamovlindes. Yvela divizions xo unda yavdes gamarjvebuli.rato miaba uefam gafrtxilebebi sxvadasxva turniris
ვანჩოპე
მაკედონიასთან ხვიჩას არყოფნა მოულოდნელობა იყო და ნაკრები შოკისდან ვერ გამოვიდა. ერთი პლიუსი ისაა რომ დრო არის ფსიქოლოგიურად შეეგუონ ხვიჩას გარეშე რომ მოუწევთ თამაში და ეს სიურპრიზი არ იქნება
ნეტა არ გინიავებდეს
მასონურ- მაფიოზური ხელი ურევია მართალი ხარ. როტშილდების მასონური ლოჟის უფროსმა პირადად დაურეკა კვარაცხელიას და მოსთხოვა მიეღო ყვითელი ბარათი.
ნეტა არ გინიავებდეს
მასონურ- მაფიოზური ხელი ურევია მართალი ხარ. როტშილდების მასონური ლოჟის უფროსმა პირადად დაურეკა კვარაცხელიას და მოსთხოვა მიეღო ყვითელი ბარათი.
ZK
მეც მასე მგონია, თამაშს რუსეთის მატჩ-ტვ ზე ვუყურებდი და მიიღო თუ არა კვარამ ყვითელი ბარათი კომენტატორმა ეგრევე თქვა ხვიჩა შემდეგ თამაშს გამოტოვებსო და თავის ნაკრებს ნახევარფინალში ვერ დაეხმარებაო. დავიჯერო ეხლა რუსმა კომენტატორმა იცოდა ხვიჩას ყვითელი ბარათების შესახებ და ვისაც უნდა ცოდნოდა მაგათმა-არა???
სვანსკი
სიდებილის ერთეული საქართველოს ფედერაციით განისაზღვრება
გოჩა
იმედია მოვუგებთ ლუქსემბურგს,მოვიგებთ ფინალს და გავალთ ევროპაზე.აღარ მინდა ამნაირი კეთილი სურვილები.კეთილი ინებონ ჩვენმა ფეხბურთის მამებმა, გამოვიდნენ ტელევიზიით და განაცხადონ:თუ საქართველო ვერ გავა ევროპის ჩემპიონატზე დავტოვებთ თანამდებობას!...ამოვიდა ყელში ეს თავის მართლებები(სულ ცოტა დაგვაკლდა,ფეხი რომ არ დაცურებოდა,ძელს რომ არ მოხვედრილიყო,კოვიდი რომ არ ყოფილიყო,წვიმა რომ არ ყოფილიყო,მიწისძვრა რომ არ მომხდარიყო,ლავას რომ არ ამოეფრქვია და ა.შ...) აღარ გაგივათ!
inviz9
ხვიჩას გარეშე გოლის გატანა გაგვიჭირდება. ლუქსემბურგი კი არ არის მარტივად ხელწამოსაკრავი გუნდი და დიდი ალბათობით გაგვიტანს კიდეც თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ როდრიგესი ყავთ რომელიც სწრაფი და ტექნიკურია, ხოლო ჩვენი ხანდაზმული ცენტრალური მცველები სისწრაფეში ვერ გაეჯიბრებიან. სასწრაფოდ არის მოსაფიქრებელი კვარას გარეშე შეტევითი სქემა, კვლავ დაცვაში დგომა და მეორე ნომრად თბილისში ლუქსემბურგთან ?... არადა სწრაფ კონტრშეტევაზე რომ დაგვიჭირონ მაგისი ალბათობაც დიდია, მით უმეტეს რომ დიდი ძალებით წავალთ ზონურ შეტევაზე სადაც მომენტებს მაინც ვერ ვქმნით ხოლმე-მოკლედ ზურიკომ და ჩაკვემ უნდა ივაჟკაცონ თორემ მოგვეჭრება თავი ისე უკაცრავდ და შეგნებულად ხომ არ გვიკეთებენ მეორეჯერ კვარას გარეშე თამაშის იძულებას-აბა დავიჯერო ამდენი და ასეთი დებილები არიან ფედერაციაში? ან თვითონ კვარა რას ფიქრობდა ამდენი არ იცის? თან უხეშობაზე კი არა უაზრო კამათზე მიიღო ეს გაფრთხილება!!! თითქოს შეგნებულად მიიღო გაფრთხილება-არ მინდა დავიჯერო მაგრამ მგონი აქაც მასონურ მაფიოზური ხელი ურევია
მწვრთნელი
ღვთისავარ, ფედერაციის მუშაობის მხრივ გთხოვე სტატია გამოგექვეყნებინა და დღემდე დუმილს ამჯობინებ! ხომ იცი, რომ ფედერაციაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თავის საქმეს თავს ვერ ართმევენ გინდ გარეთ და გინდ შინით! ჩამოთვლას არ დავიწყებ და მემგონი მომწიფდა სიტუაცია, რომ ერთი კარგი სტატია დაწერო ამ კორუფციის ბუდეზე, რომელიც ერთ პატარა სტადიონს გახსნის და მთელ ქვეყანაზე გაყვირის ეს რა საქმე "გავაკეთეო"! ერთ რამეს ვიტყვი კიდევ, სამეგრელოს (თუ ჯუღელის კოლხეთი არ გადმოვიდა წლეულს), სამაჩაბლოს და სამცხე-ჯავახეთს დღემდე არა ყავთ გუნდი უმაღლეს ლიგაში და ამ მხრივ ფედერაცია რას აკეთებს!? რით ეხმარება და რა პოლიტიკას ატარებს!? ცოტა გუნდების რაოდენობა მაინც გაზარდოს უმაღლეს ლიგაში!
las
მართალი ხარ. ჩაკვე და მამარდაც სკამზე დავსვათ. ვითომ ყვითლები აქვთ. მაგათ გარეშე თუ ვერ მოუგეთ რაღა გვინდა ევროზე ხო?
გია_544
კობიაშვილის ავტორიტეტი მოედანზე დარჩა. როგორც ფუნქციონერი ხარბი მედროვეა!
Levani
ფაქტია-ჩაკვე,კიტე,წიტაიშვილი,ზურიკო და სხვა ბიჭები თუ მარტამდე ისეთ ფორმაში ვერ შევიდნენ რო ლუქსემბურგი დინამოზე არ გააპეს შუაზე მაშინ ხვიჩასთან ერთად არც ფინალში გვინდოდეს და არც ევროპის ფინალურზე.
llcl
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის 2015 წლის კომენტარი იმდროინდელი ფედერაციის შეცდომაზე, რომელსაც ჯაბა კანკავას მიერ პოლონეთთან მატჩის გამოტოვება მოჰყვა. "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დაუდევრობის გამო სრულიად უსაფუძვლოდ გამოატოვებინა შესარჩევი მატჩები. თუნდაც მხოლოდ ამის გამო არ აქვს ფედერაციის ხელმძღვანელობას არანაირი მორალური უფლება, დარჩეს ქართული ფეხბურთის სათავეში. ისინი ვალდებულნი არიან, გულშემატკივარს მოუხადონ ბოდიში და სასწრაფოდ დანიშნონ არჩევნები, რათა ცივილური ფორმით ჩამოშორდნენ იმ საქმეს, რომლის კეთების არც კომპეტენცია და არც პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ!" - წერდა კობიაშვილი ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ფედერაციის პრეზიდენტად აირჩევდნენ.
გია_544
აუუუ, რამდენი გასიებული მუტრუკია შტაბში! და ყველას ფულს უხდიან? რაში უხდიან?
ლაშა
კი, მაგრამ ლუქსემბურგს თუ ვერ მოვუგეთ უკვაროდ, საერთოდ რაღა გვინდა ევროპაზე?! და კიდევ, ესპანეთთან არა და ლუქსემბურგთან მიეღო ყვითელი, საერთოდ ფინალს გამოტოვებდა და…
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ