საქართველოს ეროვნული ნაკრების მენეჯერი გიორგი კაციტაძე მომხდარი ფაქტის შემდეგ, რომლის გამოც ხვიჩა კვარაცხელია მარტის პლეი-ოფის 1/2-ფინალურ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, საჯარო განცხადებას აკეთებს.

"პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს ჩემი შეცდომისთვის და არ შემეძლო პირადად არ მეთქვა ეს საჯაროდ. 2011 წლიდან დღემდე, რაც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში ვმუშაობ, პირველად და ყველაზე მნიშვნელოვან დროს დავუშვი ისეთი შეცდომა, რის გამოც თავს საშინლად ვგრძნობ და რეალობის მიღება ახლაც მიჭირს.

იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა, რომ ყველა ჩემს სისწორეში დავარწმუნე, არადა, არაერთხელ მკითხეს. თავის დაზღვევის მიზნით რეგულაციის აღნიშნული პუნქტები არ გადავამოწმე და ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე.

ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაშვებული შეცდომისთვის პირადად მე ვუხდი ბოდიშს ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ამ გუნდის წარმატებისთვის თავდაუზოგავად შრომობენ.

იმ მიზეზით, რომ ამ მნიშვნელოვან დროს გუნდში არსებულ ერთიანობას ზიანი არ მიადგეს, საერთო გადაწყვეტილებით, გუნდთან ერთად ვრჩები. მზად ვარ, რომ ჩვენს გუნდს მარტის მატჩებში გვერდით დავუდგე, საერთო მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო და ამით ვეცადო იმ შეცდომის გამოსწორებას, რითიც ჩემი ქვეყნის ნაკრები დავაზარალე" - გიორგი კაციტაძე.

2022 წლის განახლებული რეგლამენტით, ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათები პლეი-ოფში ფეხბურთელებს მიჰყვებათ, რის შესახებაც საქართველოს ნაკრების მენეჯერს ინფორმაცია არ ჰქონია და მატჩის წინ ფეხბურთელები შესაძლო დისკვალიფიკაციაზე არ გააფრთხილეს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი-ოფის 1/2-ფინალურ მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავს.

წყარო: Geo Team

alexandre
2011წლიდანო? არაფერი არ გენიშნათ?
გიორგი
და საქართველოს ფფ-ს ძალიან არ უნდა უნდოდეს ხვიჩას თამაში ევროპაზე მოსახვედრ ნახევარფინალში?)))
გიზოგ
დაგვცინის ეს კაცი??
სოსო
ვისაც ევალებოდა,მასაც რომ არ ჰქონდა წაკითხული და არც გადაამოწმა,ეგ არის უფრო დიდი უბედურება.
amataki
აგერ არ ყოფილა ეს პატიოსანი კაცი, თბილისიდან ლონდონამდე გვირაბი რომ გაჰყავს! ისე აღიარა, ცრემლი მოგადგება! გააგრძელე, გააგრძელე მუხლჩაუხრელი შრომა, ერთიანობის შენარჩუნებას ალტერნატივა არა აქვს!
სწორად შეხედე-ს
რა თურქეთი, რის თურქეთი, რა უნდა გელაპარაკოს კაცმა. თურქეთი გავიდა რამდენი ხანია ევროპაზე. ეტყობა ფედერაციაში ეგეც არ იციან
თენგო
როგორ არ იცოდნენ, თამაშის მერე ეგრევე გამოაცხადეს სამწუხარო რეალობააო, მაგრამ ეს არის ჩვენი სენი, არაგულიანობა, არაპროფესიონალიზმი, ადამიანის იქ დანიშვნა სადაც არაა მისი საქმე და სხვა. თვითონ ამბობს, რომ რამდენჯერმე მკითხესო, თუ ასეა რატო არ გადაამოწმე? ეხლა კიდე ვინარჩუნებთ ერთიანობას რომ ერთად გავიმარვოთო, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ
ქ. გ.
ბიძინას დავალება აქვს მიღებული კრემლიდან. ამიტომ ლუქსემბურგს თუ მოვუგებთ, მერე ფინალში ისევ რამეს მოიფიქრებს ფედერაცია: კოვიდი, მაგალითად.
DAVE
დავით67- მე დავწერე რომ მოსულა ? არ მოსულა, მაგრამ ამას აღარაფერი ეშველება. მე ვამბობ, რომ ასეთი ერთობა ერთი კაცის გადავლაში კი არა, ნაკრების გვერდზე დგომაში, დანარჩენი ბიჭების გამხნევებაში უნდა გამოვიჩინოთ, იმისთვის რომ ნაკრებმა ეგ თამაში ხვიჩას გარეშეც მოიგოს და ფინალში კი ერთობლივად გავარღვიოთ ვინც შეგვხდება.
irakli
100%
სწორად შეხედე მოცემულობას
როგორც მახსოვს ლუქსემბურგის ვხვდებით მარტში რომელსაც გამოტოვებს კვარა, 1) შესაძლოა სპეციალურად გააკეთეს ეს ყველაფერი და ხომ არ გამოვა ფედერაცია და კვარაც რომ სპეციალურად გავაკეთე ეს ყველაფერი სანქციების დაუწესებენ და წარმოიდგინეთ ვთქვათ მარტში ლუქსემბურგთან ითამაშა კვარამ მოვიგეთ მატჩი მაგრამ მიიღო ყვითელი ბარათი და რა გამოვა ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში სადაც დაგვჭირდება სავარაუდოდ თურქეთთან არ გვეყოლება კვარა ეს მოცემულობა უფრო მისაღებია? და თუ ფიქრობთ რომ კვარას გარეშე ლუსემბირგს ვერ მოვუგებთ მაშინ ძალიან ცუდ დღეში ვყოფილვართ
დავითი...
რა უაზრო თავის მართლებაა... შეეშალათ,არ გადაამოწმეს.... ყველამ ყველაფერი იცოდა მაგრამ ფიქრობდნენ ჩაივლიდა ყველაფერი ნორმალურად, კვარას მდგომარეობაში იყვნენ ჩაკვეტაძე და კაშიაც და უბარათოდ ითამაშეს,ხვიჩა იმდენი ურტყეს ფეხებში ესპანელებმა ემოციები მოეძალა და მისცეს ბარათი.... ამათმა კი თავი რომ გამოიზვრინონ ერთ კაცს დააბრალეს ყველაფერი....რუსულ არხზე ვუყურებდი თამაშს და კომენტატორმა მაშინვე აღნიშნა რომ კვარა გამოტოვებდა შემდეგ მატჩს...და ფედერაციამ არ იცოდა?... უაზრობაა... ისე რაღაც შემთხვევითობას არ გავს ეს ყველაფერი,სადაც ყველაზე საჭირო იყო და აუცილებელი ჯერ მაკედონიასთან ხვიჩას კოვიდი აქვსო,თან გულშემატკივარი არ დაუშვეს თამაშზე,მერე საშინაო ევროზე გადაღლილიაო და არ იყო,ახლა დისკვალიფიკაცია.... რაღაც ცუდ კანონზომიერებას გავს... ალბათ აწყობს ვიღაცას ასე... წარმატებები ქართულ ფეხბურთს და ქართულ სპორტს..
ქ. გ.
Re: "რუსმა კომენტატორმა მაშინვე თქვა, რომ ხვიჩა მატჩს გამოტოვებს" რატომ იცოდა ეს რუსმა? იმიტომ, რომ ძალიან არ უნდათ საქართველოს წარმატება, და სპეციალურად ეძებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი. წინასწარ ელოდა ამ მომენტს და ლოცულობდა:"Покажи Хвиче карточку! Хоть жетую. Но лучше красную!"
NAPOLI!
დავუშვათ შენ მართალი ხარდა ესენი ერთმანეთზე მიყოლებით ბოდიშს იხდიან, მაშინ ხომ უარესად გასაყრელები არიან!!!!
კოლა
ჩვენს კომენტატორებს მაქსიმუმ შეუძლიათ, დაბოლილებმა წაიყვანონ რეპირტაჟი. მოთამაშე გუნდები ერთმანეთში აურიონ. ნუ, ცოტას წაიჭორავებენ პირდაპირ ეთერში, ცოტას სტატისტიკას ჩახედავენ და ეგაა. მატჩიც დამთავრდება.
ემიგრანტი
ბოდიში და წუხილი შველის საქმეს თქვე დედაშენგრეულებო????? გამოსაყრელი ხართ ყველა მანდედან თქვე წურბელებო
მალხაზ ბოლქვაძე (ბათუმი)
... კვარას ყვითელი რომ გავასაჩივროთ, არ შეიძლება?.. მთელი თამაში უმოწყალოდ ურტყამდნენ გათახსირებული ესპანელები და გაასაჩივრა კაცმა მსაჯთან... ამის გამო მისცა გაფრთხილება სამარცხვინო ხაციგანმა... უეფამაც ჩვენთვის ამოთხარა რა ეს რასისტი ხაციგანი...
მასტერს
ქვემოთ წერს ადამიანი, რუსულ არხზე ვუყურებდი თამაშს და როგორც კი ხვიჩამ ყვითელი ბარათი მიიღო, კომენტატორმა მაშინვე თქვა, ხვიჩა მომდევნო მატჩში გუნდს ვერ დაეხმარებაო... ეს იმას ნიშნავს, რომ რუსი კომენტატორიც კი (რომ აღარაფერი ვთქვათ ესპანელ, ფრანგ, იტალიელ ჟურნალისტებზე) გაცილებით კვალიფიციურად და გულიანად ეკიდება საკუთარ სამუშაო ადგილს და იმ საქმეს, რასაც აკეთებს, ვიდრე მთელი ჩვენი ფედერაცია თავისი სტაფით!.. რად უნდა ლაპარაკი, რომ ამხელა დრო და ამხელა პაუზები საზოგადოებისთვის ამ სიტუაციის ახსნას არ ჭირდებოდა - სწორედ საზოგადოების რეაქციამ აიძულა, რაღაც პასუხი მაინც გაეცათ და რა გავიგეთ ამ პასუხით: თურმე ამხელა ფედერაციაში ერთ კაცს ევალება ასეთი მნიშვნელოვანი წესდების წაკითხვა და ყველა სხვა „უფრო მნიშვნელოვანი“ საკითხებითაა დაკავებული და უეფას წესდებს წაკითხვას საერთოდ არ თვლის საჭიროდ! ანუ, ვიღაც ჟურნალისტი იწუხებს თავს, რომ ინფორმირებული იყოს და მოემზადოს თავისი იმ დღეს გასაძღოლი თამაშისთვის და ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის სტაფს ჰგონია, რომ ამხელა ფედერაციაში მხოლოდ ერთმა კაცმა უნდა წაიკითხოს წესდება, იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე მილიონობით გულშემატკივრის ათწლეულების ოცნებას ეხება მერე კი გამოვიდეს და ქართული ფეხბურთის პროგრესზე ილაპარაკოს „დაყენებული“ სახით...
ქვემო მაჩხაანი
ე.ი. იასშვილი კობიაშვილს ჩაენაცვლა და ეს კაციტაძე იაშვილს,მითუუ კამპანიები ჩვენთან პოპულარულია და ვინ მიიღებს ამ გამოწვევას,ვინ ვის ჩაენაცველბა. ბოლოს,ისე გამოვა რო "დინამოს ექიმი" რო ყავთ,მაგას დაბრალდება ეს ამბავი და გადადგება. კობიაშვილო გადადექი და გაიყოლე შენი ნახირი
ჯარჯი
გიორგი კაციტაძეს კაცობა და ადამიანობა არ გააჩნია და ყველაფერზეა წამსვლელი.პიტალო არაკაცია
ჩელენჯერი
ამის უფროსის დონე ხომ პლინტუსს ქვემოთ არის და თვითონ ეს ტიპი გონებრივი პრობლემის წინაშე დგას.
დათა თუთაშხია
მაინც არასწორად რომ წერენ ტიპები, ამაზე ვეღარ ვხვდები რა უნდა ვთქვა - კაციტაძიან ჟურნალისტიანად ამტკიცებენ, ყვითლები პლეი ოფში მიყვებათო (სტატიაში ასე წერია). ყვითლები არ მიყვებათ! მიყვებათ მხოლოდ დისკვალიფიკაცია! კაშოს და ჩაკვეს 2-2 ყვითელი განულდა! წესდებას არც ეხლა არ ჩახედეთ ნორმალურად?
გიორგი
რას და ფულს:)
Irakli
ამ საქციელითაც ჩანს ამათი კარგი კაცობა. იმის მაგივრად თავის თავზე აეღოთ ეს შეცდომა ადგნენ და დაბალ ღობეს მოახდევინეს ბოდიში. ან თვითონ მაგას როგორ არ გაუტყდა ყველაფერი რომ მაგას დააბრალეს. ტეხავს ეს ადამიანი ამ შეურაცყოფას რომ იტანს იმის ხათრით რომ სამსახური არ დაკარგოს
irakli81
სისტემა ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ ერთ კაცზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული ამხელა პასუხისმგებლობა, ერთს თუ შეეშალა მეორემ და მესამემ უნდა გადააზღვიოს. აქ მთლისნად სისტემა ჩავარდა, ამა|თ კი ერთს შეტენეს ყველაფერი, არაორიფესიინალიზმის ზეიმია და ყველაფერ ამაზე, როცა სისტემა ვერ მუშაობს, პასუხს აგებს პირველი პირი და არა რომელიმე მენეჯერი.
ლაშა
კიდევ კარგი დარჩა გუნდთან ერთად და არ ჩამოშალა ეს საათივით აწყობილი გუნდი ))
DON
ჩვეულრბრივი მანქურთი ხარ
დავით 67
DAVE-ს! ხოოო რახან შენ იცნობ მოსულა არა? მეტი კი არაფერია ნეპოტიზმი? მე თუ ვიცნობ და საძმაკაცოა ე.ი კარგია. სხვა კი არაფერს შვება ფედერაციაც.
ეჭვი
ეს ფედერაცია ნახავარფინალში აზერებს ხომ არ ელოდებოდა შემთხვევით?! მაგათ ფულის მეტი რა აქვთ?! ჩააბარებდნენ ისე როგორც მაკედონიას ჩააბარეს თავის დროზე. აბა ლუქსემბურგი რას გადაუხდის ამათ?! )))
ცოდნა
არა მგონია ეს საკითხი მენეჯერის ფუნქცია ყოფილიყო. აქ იურისტი და ვიცე პრეზიდენტია მთავარი . თუ დებულება არ იცი მაშინ რას აკეთებენ? მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში სრული უცოდინარობა, არაპროფედიონალიზმია გაბატონებული თითქმის ყველა სფეროში. ან სკოლები ნახეთ ან ე.წ. უნივერსიტეტებში სტუდენტების 99% არაფერს და ვერაფერს სწავლობს. არც ლექტორებმა იციან საგანი. მასწავლებლების მგონი 70%_ მა სასერტიფიკაციო გამოცდა ვერ ჩააბარა და ა.შ. ამ ჩვენმა ქომაგებმაც კითხონ საკუთარ თავს - თავად კი იციან თავისი საქმე? ასეა ფედერაციაშიც! სე ლა ვი!
ქ. გ.
კობიაშვილო! უფრო კარგი ვერსია მაქვს. უთხარი კაციტაძეს, რომ ეს დაწეროს: "რეგულაციის აღნიშნული პუნქტები კი გადავამოწმე, მაგრამ ინგლისური არ ვიცი, და GoogleTranslate-მა შეცდომები დაუშვა!"
მგელიკა
არ ვიცოდიო და რა ქნას? არ ცოდნა რომ არ ცოდვაა არ იცით? ხ
ზკ
ვაი თქვენ პატრონს... თამაშს რუსეთის მატჩ ტვ-ზე ვუყურებდი და მიიღო თუ არა კვარამ ყვითელი ბარათი და იმ წამსვე თქვა კომენტატორმა-ხვიჩა შემდეგ თამაშს გამოტოვებსო და თავის გუნდს პლეი ოფის ნახევარფინალში ვერ დაეხმარებაო. დავიჯეროთ ეხლა რუსმა კომენტატორმა იცოდა ეს და თქვენ ამხელა ბრბო-არა?? მაშ რას აკეთაბთ მანდ საერთოდ???
დავით 67
მოპასუხეს!! აზრი არა აქვს,გეთანხმები, მაგრამ ფეხბურთი არის ემოციური თამაში.როგორც ჩვენთვის, ისევე ფეხბურთელისთვის ( ორმაგად). ამიტომ სხვა კომენტარშიც დავწერე, საერთოდ არ უნდა გამოეყვანათ ხვიჩა, რაც ფედერაციის ბრალია. რა არის აქ გაუგებარი?
DAVE
გიორგის ვიცნობ, ის რამდენიმე წელია ნაკრების მენეჯერია, ის და მისი გუნდი აგვარებს ნაკრების ყოველგვარ საკითხს, ლეგიონერევის ჩამოსვლა, ნაკრევის მგზავრობა , სასტუმროში განთავსება, ჩარტერი თუ ასე შემდეგ, ალბათ 100 თამაშიც კი არის მის ზურგს უკან, თუმცა მასზე აქამდე არავის არაფერი გსმენიათ და გაგიგიათ თუ რამხელა შრომას და გულს დებს თავის საქმეში. დაუშვა შეცდომა, ძალიან ცუდია, ვერ გაერკვა იმ დებულებაში თუ გამორჩა განახლებული ენახა, ამას აღარაფერი ეშველება და ნუ გადავცემთ ანათემას. იგივე შეცდომა დავუშვათ აბურჯანიას მიმართ მოსვლოდა(ისე ვთქვი აბუ თორე არაფერს ვერჩი) ასეთი ამბავი ხომ არ იქნბოდა ? თუმცა ჩვენ გვავიწყდება რომ ყოველი ნაკრების წევრი მნიშვნელოვანია და ხვიჩას გარდა შეკრების დროს იქ კიდე 22 ფეხბურთელი იქნება, ვინც ბოლომდე დაიხარჯება და ამ შეცდომის მიუხედავად გადავლახავთ ნახევარფინალს. წარმატება ნაკრებს, კაციტ დარწმინებუკი ვარ ძალიან ნერვიულობ და განიცდი, შენს გვერდით ვართ, ერთად დავდებთ ფინალის საგზურს და ევროპისასასაც დავაყოლებთ.
ნიკა
ვინც ეს შენ დაგაწერინა ის გამოვიდეს (კობიაშვილო იაშვილო კუდი გიჩანთ) , ერთ ადამიანს შეცდომა შეიძლება მოუვიდეს , მაგრამ გამართულ სისტემაში მეორემ, მესამემ და მეოთხემ უნდა გადაამოწმოს რაც არაა დანერგილი და მაზე პასუხი ხელმძღვანელობას ეკისრება და არა რიგით თანამშრომელს.
rigiti
მაინც რა ერთიანობის ზიანზე ლაპარაკობ? რომელ გუნდზე? შენი მანდ ყოფნით( და არა მარტო შენი) გუნდს უკვე ამხელა ზიანი მიაყენე და კიდევ გუნდში რჩები??? ალბათ გუნდის მაგივრად "საძმო" უნდა დაგეწერა და შეგეშალა ან ჩაგისწორეს!...
ჯონდო
ენას ძვალი არა აქვს; თავხედობის მწვერვალი; თევზი თავიდან ყროლდება. ეჰ, საშინელია გათითოკაცებული ხალხის უსუსურობის შეგრძნება.
არგუტი
სამი შეკითხვა კაციტაძეს. 1.თქვენს უფლება-მოვალეობებში შედის თუარა საკითხები რომელებიც თავისი მნიშვნელობით აღემატებიან იმ საკითხს ,რომლის გარშემოც ახლა ამხელა ვნებათა ღელვაა? თუ შედის იქნებ პატივი დაგვდოთ და მოგვახსენოთ. 2.როგორ აპირებთ შეცდომის გამოსწორებას,კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებთ და რა შეგიძლიათ? 3.2022 წლის რეგლამენტის შესახებ ინფორმაცია რატომ არ გქონდათ? .ვის უნდა მიეღო,ვის უნდა ჰქონოდა და ვის ევალებოდა მისი ასე ვთქვათ ცხოვრებაში გატარება?
გიორგი
რა სისულელეს წერს! სისტემა არ გივარგათ კორუმპირებულ ფედერაციაში!! წადით თორემ საერთოდ არ მოვალთ მაყურებელი ნაკრების გაყიდულ თამაშებზე!!!!
ცხოვრებაში
პირველად გეთანხმები!
გია_544
სურათზეა გიორგი კაციტაძე? თუ სურათი არა აქვს? ააა, "იმ მიზეზით, რომ ამ მნიშვნელოვან დროს, გუნდში არსებულ ერთიანობას ზიანი არ მიადგეს, საერთო გადაწყვეტილებით" სურათი დაგვიმალეთ ))
inviz9
ხალხნო ჩაუკვირდით ამ ვიღაც ვაი მენეჯერის კაციტაძის ნათქვამს? "საერთო გადაწყვეტილებით გუნდთან ერთად ვრჩებიო"-ვინ მიიღო ეს საერთო გადაწყვეტილება? პირველ რიგში იმან ვისაც მისი დანიშვნა და განთავისუფლება ხელეწიფება-ესეიგი ფედერაციის ხელმძღვანელობამ. ანუ ფედერაციის ხელმძღვანელობას ფეხებზე კიდია საზოგადოების აზრი-მიიღო გადაწყვეტილება დარჩი ძმაოო. ამ კაციტაძემ ფაქტიურად ჩაუშვა ამ თავისი განცხადებით ხელმძღვანელობა. ჰოდა ეგ კი არ უნდა წავიდეს მხოლოდ არამედ პირველ რიგში ბანდა კობიაშვილის თამადობით, რომელსაც ფეხებზე კიდია ხალხიც, გულშემატკივრებიც და საერთოდ ყველაფერი. თუ ესენი არ დაისაჯენ ისე აქვთ გამჯდარი დაუსჯელობის სინდრომი კიდევ ბევრ რამეს უარესს იზამენ. მარა ღირსები ვართ რაც მაკედონიასთან გააკეთეს ის რომ შევარჩინეთ
დავითს
"ხვიჩას თავი დაანებეთ ყეყეჩმა ხალხმა. რომ სცოდნოდა ( ეს მისი საქმე არაა) ხომ მოერიდებოდა?" - ანუ თუ არ გამოტოვებ შემდეგ მატჩს - მიდი მოვდივარ? აზრი აქვს მსაჯთან კამათს??? სერიოზული ლოგიკაა
გიორგი
'მენეჯერი' რომ თავისი 'შეცდომის' მიზეზის ახსნას ამგვარად ცდილობს მარტო მაგიტომაა ადგილისთვის შეუფერებელი. მე სხვა რამეს მივაქციე ყურადღება. ამ სტატიის ქვეშ ბლომად 'დიზლაიკია' მომხდარით აღშფოტებული მკითხველების ანუ ჩვენი. არადა, ეს იმას მოწმონს ადამიანები დროს არ ხარჯავენ იმის გასაგებად რა შემთხვევაში უნდა იხმარონ ეს ფუნქცია--თუ სტატიაა უხარისხო, ავტორის შეფასებაა და არა მის მიერ აღწერილი ფაქტების თუ პირების. ის მენეჯერიც სხვას არაფერს აშავებს გარდა იმისა რომ თავისი სამსახურებრივ დანიშნულებაზე აზრზე არ არის. თუ იქნებოდა უბრალოდ გადადგებოდა დიდი ბოდიშების გარეშე. ასაე რომ დიდი უმეტესობა აღშფოთებული მკითხველების დიდი ალბათობით ასევე მოიქცეოდა 'მენეჯერის' ადგილზე რომ ყოფილოყო, სამწუხაროდ. ასეთია ჩვენი სინამდვილე.
შენი კეთილის მსურველი
პასუხისმგებლობის გრძნობა არ გაგაჩნია არც შენ და არც შენ პატრონ პრეზიდენტს, ორი თანამდებობა რომ უკავია და ელემენტარულად წესდება არ აქვს წაკითხული.
ასეა ეს
პირველ რიგში თუ ნამუსი გაქ შენ უნდა გადადგე მთელი საქართველო ვერ გაპატიებს მაგას ბოდიში მოიხადო და ყველაფერი ჰეპატიტის ეგრე არაა. ეხა მეორე საკითხი რას ნიშნავს ორ თამაშში ზედიზედ ხვიჩას ორი ბარათი როცა შეიძლება საერთოდ სეზონში ერთიც არ მიიღოს??? მითხარით თუ ვინმეს გაქვთ პასუხი
100%
სრულიად გეთანხმებით
inviz9
და დარწმუნებულები ხართ რომ შემთხვევით შეეშალა? ლუქსემბურგში ძალაინ დიდი ფული ტრიალებს... მართლა ერთ კაცზეა ყველაფერი დამოკიდებული? მე პირადად არ მჯერა რომ ასეთი დებილები არიან ვისაც გჯერათ დაიჯერეთ
Martali
იმდენი გინებაა რომ დახურეთ კომენტარები? მოასმენიეთ ფედერაციას იქნებ საზღვარი უნამუსობის აღმოაჩინონ
Martali
2009 წელი კალაძე(სიცილით) ორი ავტოგოლის მერე: ფეხბურთში ყველაფერი ხდება 2023 წელი კალაძე (ისევ სიცილით) კვარას ყვითელზე: ფეხბურთში ასეთი შეცდომები ხდება
იბერია
ძმაკაც ვაპატიოთ არ ვაპატიოთ - ტყვიას რო არავინ ესვრის ( და არც უნდა) ეგ ხო ფაქტია. სხვა რა?! პროტესტის ფონზეღა თუ დაატოვებინებენ სამსახურს მარა ფედერაციას რო ხალხის აზრი მაგრა არ აინტერესებს ესეც ყველამ ვიცით და ყველა დიდად ბრალს მხოლოდ ამ კაცს რომ არ სდებს და ზოგად მდგომარეობაზე წუხს ესეც ხო ფაქტია. შე კაცო, ეს კაცი კი არა ჯაბა იოსელიანი წევს პანთეონში ასე რომ ვსიო პასტარამუ ვსიო პო პანატიამ:))) ისე მაინც კაი სიტყვა თქვი მეგობარო
გულშემატკივარი-ს
ლუქსემბურგთან რომ მიეღო ყვითელი, ფინალის გამოტოვება არ მოუწევდა, რადგან საკვალიფიკაციოს ყვითლები უქმდება. (ოღონდ დისკვალიფიკაცია რადგან "მოასწრო", ეს მოჰყვება პლეიოფშიც).
Gel-100
Makedoniastan finalshi aba vin gaavso?? Sul federaciis tanamshromlebi da mati ojax axlobloba ar iyo stadionzee?? Titoorola jurnalistebic erivnen bodishi
პესიმისტი
რატომღაც ბევრს ლუქსემბურგი იოლად გასავლელი ჰგონია(სახელმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, როგორც მაროკო მიაჩნდათ სუსტ გუნდად), არადა არაფრით არაა საქართველოზე ნაკლები და კვარასთან ერთადაც არ გვქონდა მისი ძლევა გარანტირებული. ამ აბსურდში ერთი კარგი ისაა, რომ იქნებ გამოფხილზლდნენ და უფრო მობილიზებული შეხვდნენ უმნიშვნელოვანეს შეხვადრეს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთისათვის. შანსები 50/50-ზეა მასპინძლის ფაქტორის გათვალისწინებით
odala
ვიღაც საშუალო თუ დაბალი რგოლის მოხელეს/მენეჯერს, ერთ პიროვნებას, აჰკიდეს მთელი ბრალი. რაღაც ძალიან უღირსი საქციელი მგონია ამხელა ორგანიზაციისგან. ამანაც გამოსვლა და სისულელეების ბოდიალი აირჩია, ოღონდ სამსახურიდან არ გაეშვათ.
მდააა...
აღიარება კარგია, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება და სინანული - უკეთესი. სეპუკუ (ხარაკირს რომ ეძახიან შეცდომით) გაიკეთეო არავინ გთხოვს, თუმცა უნდა გესმოდეს რომ შენი შეცდომით კერძო კანტორა კი არ დააზარალე (თუმცა ვინ იცის?!), არამედ ქვეყანა, ერი, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი. ბოლოს რასაც ამბობ ეგ კარგად კი მოგაფიქრებინეს და დაგიწერეს მაგრამ არ უშველის ეგ შენს ღირსებას. დამიჯერე, პასუხისმგებლობის აღება და სინანული სჯობს მაგ მონაჩმახს.
ლადო
პროფესიონალიზმთან ერთად სინდის ნამუსთან და შეგნებასთანაც დიდი პრობლემები ჰქონია კაციტაძეს! მთელი ერი ამ ამბებს ველით ისედაც ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ძლივს რაღაცის მოოდინი გვიჩნდება და ეს ვიღაც ტიპი ჯერ გვისვრის ოცნებებში და მერე თურმე პატივს დაგვდებს თუ არ მოგვიჯახუნებს კარს!
ბოდიში
ბოდიშიო ეს ერთი კაცი ამბობს და თურმე მარტო მაგას უნდა ცოდნოდა ეგ რეგლამენტი, ამხელა ფედერაციაში სხვას არავის - და ყველა ამ კაცს ეკითხებოდა. ცალკე თემაა ხვიჩა, რომელიც მართლაც ბოლო დროს ზედმეტად "უხტება" მსაჯებს. გვჭირდება ძველებურად ძლიერი და თავმდაბალი კვარა. საჭიროა ყველამ გამოიტანოს დასკვნები და ერთ კაცზე ჯოხის გადატეხვას შეეშვან, თუ კიდევ გადასატეხია - მაშინ ბოდიში არაა საშველი.
Bs
ამ წუთას დამთავრდა იმედზე საინფორმაციო. სტუმრად იყო კობიაშვილი. გულისამრევი იყო ეს ფარსი, ასეთ ქლესობას და მლიქვნელობას დორბლიანის დროსაც კი არ კადრულობდნენ ხელის ჟურნალისტები.
ნაპოლეონი
რას გეტყვით იცით?. . . კონტროლიორად ვმუშაობდი.კაცი მოვიდა 15 წლის გოგო დამიჯარიმეს და სად ვიჩივლოოო?. . . წესი მავალებდა რომ მერიაში გადამემისამართებინა ,მაგრამ კოლეგა შემეცოდა ვაითუ შეცდომა მოუვიდა თქო და იქვე მდგომი კოლეგებს ავუხსენი სიტუაცია. . თურმე იქ არ დგას ის ბიძა რომელმაც ამის გოგო დააჯარიმა. . .ხოდა ეს ტიპი მოვიდა შეხედა ჭაღარა ულვაშებიანიო(როგორც შვილმა დაუხასიათა)თან პეიჯზე ამოიკითხა გვარი სახელი და შენ დააჯარიმეო და წავიდა ბათქი(გაშველებაში დამალურჯა კიდეც). . . ეს ნაგავი პატრულმა წაიყვანა და მე სამსახურიდან გამომაგდეს(პირველად ისტორიაში მერია რიგით თანამშრომელს გამოესარჩლა,რაკი მიზეზი მიეცა მეორის გაგდების)მერე ისეთები მომიგონეს მე თითონ გამისკდა გული. . . არადა დაზარალებული თავად ეხვეწებოდა არ უნდოდა ამ კაცს ესე და გთხოვთ არ გაუშვათო. . . მადლობა თქვას არ ვიჭერთო შემოთვალა უფროსმა(რის საფუძველზე საინტერესოა). . . ხოდა ეხლა გამოდის კალაძე მერე რაო დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნებაო,შეცდომა ვის არ მოსვლიაო. . . ჩემი შეცდომა(მერიაში რომ არ გავგზავნე საჩივლელად)ქირით მყოფს სამსახურად დამისვეს და ამის შეცდომამ ლამის ინფარქტი რომ დამართა ნახევარ საქართველოს,ქალაქის მერისგან ლამის ორდენი დაიმსახურა . . . აი ეს უსამართლობის განცდა ზოგჯერ იმას მაფიქრებინებს რატომ არ დასძრა იმ "ცენზურა" ტანკები თბილისიკენ რომ ერთხელ და სამუდამოდ მოესპო ეს უსამართლო ქვეყანა . . .გმირულად მაინც შევაკვდებოდით.ეხლა კი ჩემიანად წოდებული ხრავს სპობს ანადგურებს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ჩემს სამშობლოს ხალხო. . .ანადგურებს ყველა აბსოლუტურად ყველა. . . მეგრელი გლეხი სუნელების აყალბებს,კახელი ღვინო-66არაყსა,ზეთს .იმერელი ხაჭაპურს,სვანი კუბდარს,თუში ხინკალს და მერე ყველა ერთად ევროპის ჩემპიონატზე ითხოვს გასვლას მზესუმზირის აკომპანიმენტით.ათიდან ცხრა თინეიჯერი ჩიპსებით დატვირთული მიდის სტადიონზე,რომელსაც შესასვლელთან სტიუარდები ართმევენ მაგრამ ყოველ შემდეგ თამაშზე მაინც იგივეს აკეთებს. . . ზღაპრის ბოლო კეთილიაო და პუტინ ხუილოოო გაჰყვირის თთრმაიკიანი ბრბო და თავს ქომაგს ეძახის და 1-7 ის მერე სიყვარულს უხსნის ნაკრების კაპიტანს,რომელიც ყველას კიდია ნაკრებში. . . ეხლა მითხარით ერთი მიზეზი რატომ უნდა ვითამაშოთ ევროპაზე. . .ერთი თავით არც ლუქსემბურგში ვჯობივართ და არც საბერძნეთს და შუაზეც რომ გაიხეთ იქ არავინ შეგიშვებთ გამორიცხულია. . . უკრაინას მთელი მსოფლიო ამარაგებს იარაღით მაგრამ ჯერ უელსთან ენითაუწერელი პენალი არ დაუდეს(ვარის დროს თანაც კაცოოო)და მსოფლიოს კარი საუკეთესო,ხოლო გუშინწინ კი იტალიასთან იგივე გაიმეორეს. . რა შემთხვევითია. . . ხოდა დაიხსომეთ კარგად მსაჯი იქნება ისეთი რომ ხვიჩა კიარა მესი და ვინისიუსიც რომ დაგვემატონ მაინც არავინ მოგვაგებინებს გამორიცხულია. ასე რომ რომ არ იყვიროს თემამ მოხდა ის რაც მოხდა.ეხლა რომ წაავაგებთ არც უეფა და არც მსაჯები არაფერშუაში იქნებიან. . ხოდა პახოდუ თუ ხეირიც იქნებოდა რატომაც არა რომ?!. . . ეს ის ხალხია ეხლა კანონს რომ იღებს გიდად შეუძლია ბანგლადეშელს იმუშაოს და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში სვეტიცხოველი ბუდისტური კულტურის ძეგლად გაუსაღოს,როგორც უფლისციხე ხოჭოების(რომლებსაც საუკუნეები ვჭამდით)ფაბრიკაში გამოაცხადა ერევნელმა გიდმა. . . ადიოს!!!!
ლადო
დაგვადო კიდე აქეთ ვალი! ტიპმა მთელი დამოუკიდებელი საქართველოს ოცნება პად ვაპროს დააყენა და კიდე კაი ტიპად უნდა დარჩეს!
პაატა
ფედერაციაში იფიქრეს, იფიქრეს და ამაზე უკეთესი მიზეზი ვერ მოიფიქრეს…:( ძაან ცოდოები ხართ, რაში გიღირთ ასეთი სამარცხვინო თავის აგდება?! ამდენი ხალხის (განსაკუთრებით უმცროსი თაობის) გულის ტკენა მერამდენედ?! გავარტყი ნებისმიერ თანამდებობას და ფულს, კიდევ ერთხელ-ძალიან სამარცხვინოები გახდით!!!
ქომაგი
ესპანეთთან რომ არ მიეღო, ის ორი ბარათი უუქმდებოდა და ლუქსემბურგთან რომც მიეღო, ფინალს არ გამოტოვებდა. შენც კაციტაძე გაწვდის ინფორმაციას თუ საერთოდ აზრზე არ ხარ, უბრალოდ ხვიჩას კბენის შანსი გამოჩნდა და ვერ გაატარებდი?
სამშობლო
რა სისულელეა?..რა კომპეტენცია გაქვს ისეთი, რომ შეცდომა გამოასწორო?..ხვიჩას ნაცვლად ითამაშებ?. თუ გადამწყვეტ გოლს გაიტან?..სწორედაც უნდა წახვიდე და თან წაიყოლო ზემდგომი კურატორი, რადგან ყველა შეცდომას თავისი ფასი აქვს და გადახდა უნდა !!! უნდა იცოდეთ ყველამ, რომ პასუხს აგებთ და მერე აღარ დაუშვებთ შეცდომებს...
დანტე
კალაძის საძმო-ბანდა გულაობს და დაგვცინის, ერთი კითხვა მაქვს მუჯირის სიძე (დის ქმარი) რა დამსახურებისთვის მუშაობს ფეხბურთის ფედერაციში? ერთი ბანდის წევრები არიან ყველა.

ამ მოცემულობაში, როცა ნაკრები კვარას გარეშეა, ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ ლუქსემბურგი უკეთესი გუნდია ვიდრე საქართველო. ლუქსემბური უკეთესი ყველა კომპონენტში თითქმის
ჟორა გაბრიჭიძე
ესაა სირეგვნისა და უპასუხისმგებლობის ზენიტი. ნათქვამია: "ბოდიში, რომ წამალი იყოს აფთიაქში გაიყიდებოდაო", ამიტომ ამას გადადგომა კი არა, ჩადენილს საბოტაჟის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს და ეს კაცი უნდა გასამართლდეს. ეს კი საცინათ გვიგდებს და ნაკრებში ვრჩებიო, ქვეყნის ნაკრებს უნდა დავეხმაროვო. არადა თავისი უპასუხისმგებლო მუშაობით დაღუპა 3 წლის ნამუშევარი და საქართველოს ნაკრების ნაცვლად ლუქსემბურგის ნაკრებს დაეხმარა. რა გარანტიაა, რომ იგივე შემდეგაც არ განმეორდეს, ასეთი უპასუხისმგებლო კაცის, ასეთ პასუხსაგებ თანამდეგობაზე დატოვებით? ბარემ გამოაქვეყნეთ ვისი ნათესავია და თავს აღარ შევიწუხებთ ასეთი პოსტების წერით, რადგან გვეცოდინება, რომ მაინც არაფერი გამოვა.
G.LA
კაი რაა.))) რა ევროპა და პრემიერ მინისტრები? ტიპი ხელფასს დაკარგავს? მეტი არაა ჩემი მტერი. ხომ თქვა ბოდიშიო და გონია საქმე მოაგვარა. თვითონაც ასე გონია და ფედერაციაში ყველასაც. ეგენი ისე არიან ჩახუტებულები ფედერაციაში არავისი გამშვებები არ არიან.
დავით 67
კარგია რომ ეყო გამბედაობა და ბოდიში მოიხადა, მაგრამ ეს უცოდინარი ბოდიშს ფედერაციას და ნაკრებს უხდის, ჩვენ ( ყველაზე მთავარ ძალას) არაფრად არ გვაგდებს. არაპროფესიონალებმა წალეკეს ეს ქვეყანა. მენეჯერი კი არა კაფელშიკი ვერ მიშოვია ნორმალური. მესამედ გადაკეთება მიწევს რემონტის. ხვიჩას თავი დაანებეთ ყეყეჩმა ხალხმა. რომ სცოდნოდა ( ეს მისი საქმე არაა) ხომ მოერიდებოდა?. ასეთ შემთხვევაში საერთოდ არ უნდა ეთამაშებინათ. ერთადერთი პლიუსი არის ამ მატჩში ის თბილისშია თამაში. მე-12 მოთამაშე მყავს მხედველობაში. ეს მენეჯერი კიდევ ჩვენს ნაცვლად ფედერაციას უხდის ბოდიშს
ქორ-პარიკმახერი
ბლა ბლა ბლა და არანაირი პასუხისმგებლობა! არც ერთ დონეზე! არც აქ და არც სხვაგან!
სტუმარი
ეგ რასაც წერს, მაგას სამსახურებრივი გულგრილობა ქვია!!! ტიპი მაგრად დასასჯელია და კიდევ აქეთ გვამადლის, დავრჩებიო. კვარას მაგივრად ხომ არ აპირებს გასვლას და გოლის გატანას?! იმას მაინც თუ ხვდება, რა გააკეთა?!
გულშემატკივარი
ნაკრების მენეჯერისშეცდომა გასაგებია, მაგრამ კვარაცხელიას შეცდომაზე რატომ არავინ საუბრობს,რა საჭირო იყო მსაჯთან ამდენი საუბარი, მითუმეტეს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო,ბოლო ორ თამაშში არაფრის გამო ორი ყვითელი მიიღოო და საერთოდ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ეკამათება მსაჯებს,ნაპოლიშიც შეიმჩნევა მისგან მსაჯების მიმართ ზედმეტი საუბარი.დაუშვათ ესპანეთთან არ მიეღო ყვითელი და ლუქსემბურგთან მიეღო,მაშინ ვისი ბრალი იქნებოდა ფინალური მატჩის გამოტოვება? ამიტომ ჯობია ლუქსემბურგთან გამოტოვოს მატჩი ვიდრე ფინალი,სადაც კვარას გარეშეც გავლენ ჩვენი ბიჭები და აი ფინალში კი ნამდვილად დაგვჭირდება კვარას დახმარება და იქ უნდა დაამტკიცოს რომ ნაკრების ნამდვილი ლიდერია.
სფფ
იმპიჩმენტი კობიაშვილს თავის გუნდთან ერთად
დდდ
იმ სხვა საქმეში ხომ აგვაშენებს... მთელი ფედერაცია უნდა გადადგეს... სხვანაირად შეიძლება, ისე მოხდეს, რომ მხოლოდ გადადგომით ვეღარ გამოძვრნენ...
D0N
შენი ძაან გულმოწყალე თავზე გავიარე ქრისტე ვაჭრებს მათრახით დაერია და გაგამათრახოთ იუზგარ?
გულშემატკივარი
ნაკრების მენეჯერისშეცდომა გასაგებია, მაგრამ კვარაცხელიას შეცდომაზე რატომ არავინ საუბრობს,რა საჭირო იყო მსაჯთან ამდენი საუბარი, მითუმეტეს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო,ბოლო ორ თამაშში არაფრის გამო ორი ყვითელი მიიღოო და საერთოდ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ეკამათება მსაჯებს,ნაპოლიშიც შეიმჩნევა მისგან მსაჯების მიმართ ზედმეტი საუბარი.დაუშვათ ესპანეთთან არ მიეღო ყვითელი და ლუქსემბურგთან მიეღო,მაშინ ვისი ბრალი იქნებოდა ფინალური მატჩის გამოტოვება? ამიტომ ჯობია ლუქსემბურგთან გამოტოვოს მატჩი ვიდრე ფინალი,სადაც კვარას გარეშეც გავლენ ჩვენი ბიჭები და აი ფინალში კი ნამდვილად დაგვჭირდება კვარას დახმარება და იქ უნდა დაამტკიცოს რომ ნაკრების ნამდვილი ლიდერია.
რიკი
"იმ მიზეზით, რომ ამ მნიშვნელოვან დროს, გუნდში არსებულ ერთიანობას ზიანი არ მიადგეს, საერთო გადაწყვეტილებით, გუნდთან ერთად ვრჩები" აბა რა ვიღაცა ფედერაციაში მომუშავე ტიპი თუ თანდამდებობას დატოვებს გუნდი აირევა :დდდ ბიჭო სირცხვილია ევროპაში პრემიერ მინისტრები და მინისტრები ტოვებენ თანამდობებობეს ბევრად უფრო უმნიშვენლო რაღაცეებზე და ჩვენთან საიდან მოგროვდა ყველა ეს თავხედი უთავმოყვარეო ხალხი?!
მოღალატე-აგენტი
ნუ გასაგებია, ალბათ სამი დღე არკვევდით რეგლამენტით თუ წესდებით ან სხვა ოფიც. დოკუმენტით (რომელიც ალბათ არავის აქვს წაკითხული) წესით ვის ევალებოდა ამის ცოდნა? და მიხვედით იქამდე რომ "ბრატვა" ხელშეუხებელი უნდა დარჩენილიყო. ოქ. ისე თუ გახსოვთ მოურინიომ რამოს და ალონსოს ძალით წითლები რომ მიაღებინა აიქსთან შემთხვევით ხომ ვერ გაიხსენებდით თამაშის დროს ვის კითხა წითელ-ყვითლების ამბები? კლუბში დარეკ თუ ასისტენტს? და ისიც გემახსოვრებათ იგივე მოუს რომ უთხრა ამას ყვითელი აქვსო და ამის მერე რომ გაახსენდა ჟოზეს და გიჟივით რომ მივარდა მსაჯს:))) 20 ასისტენტი რო გიზით მანდ სკამზს რა ფუნქცია გაქვთ - ფიშკების დალაგება "პერერივზე"? მარა ეგაა ძმა. საძმო ხელშეუხებელია. ვიღაცამ დაწერა და მართლა კიდევ კარგი დამლაგებელს მაინც არ გადააბრალეთ უეფას რეგლამენტი ნაგავს გადააყოლა და რე გვექნაო.:)) მარა ესეც რომ ნაძალადევი განცხადებებია ამასაც ვხვდებით.
TanoLife
უცოდინრებს, რომ შეეძლოთ გაეგოთ, რა ტანჯვას ვიტანთ მათ გამო, ისინიც კი შეგვიბრალებდნენ.
ადამიანი
თუ ევროპის ან ფიფას ახალ წესებს და კანონებს არ იცნობთ და ეცნობით მაშინ უდა წახვიდეთ მთელი ფედერაცია ...ფედერაციაში მუშაობს და არ იცნობ წესებს რომელსაც უნდა დაემორჩილო მიტოა ნაკრების საქმე კარგად. შედეგებიდან გამომდინარე.
სოსო
სტატიაში წერია,2022 წელს შესული ცვლილებების შესახებ,ინფორმაცია არ მქონიაო!ფაქტობრივად ამბობს,მე არ ვარ დამნაშავე,მაგრამ მაინც ჩემს თავზე ვიღებ და ბოდიშიო?გამოდის,ან უეფამ არ აცნობა,სფფს,ან კიდევ,სფფმ,მიღებული ინფორმაცია,ნაკრების მენეჯერს.თუ უეფას დანაშაულია,მაშინ ან ეს კაცი,ან ხვიჩა რაში ტყუიან,ხოლო თუ ფედერაციამ არ მიაწოდა ინფორმაცია,მაშინ იქ უნდა ვეძებოთ დამნაშავე და ბოდიშის მომხდელი.ასეა თუ ისე,მაინც გასარკვევია,ბრალეული და სასჯელი.ყველაფრის მიუხედავად,მაინც მჯერა,რომ ლუქსემბურგის თბილისში ძლევა,ხვიჩას გარეშეც შეუძლია ჩვენს ნაკრებს,რადგან იმ მატჩამდე საკმაოდ დიდი დროა,მოსამზადებლად.
ტტტ
ხომ ვერ დავხვრეტთ, რაცაა ეგაა, ისე მივმართოდ უეფას იქნებ რამე გამოვიდეს.
პეტროსი
ესენი მთლად უნამუსოები არ ყოფილან...ალბათ სანუგეშო მესიჯებს ელოდება...როგორ ებღაუჯებიან სკამებს ამათი...
ლევანი
ეს საერთოდ ვინ არის? რას აკეთებს? ხალხო, იქნებ ვინმემ იცოდეს, რა მოვალეობები აქვს? ან განათლება, კვალიფიკაცია. თან თურმე ისეთი შეუცვლელია, ყველამ სთხოვა დარჩიო, ანუთვითონ მიდიოდა, მაგრამ ძალიან სთხოვეს და რა ექნა? სწორად გავიგე? ამაზე მეტი დაცინვა, რა გინდა. ყოჩაღ ძმაო, ყოჩაღ. მილიონზე მეტი კაცი გაგინებს ეხლა, ერთდროულად. ყოჩაღ შენს გაძლებას, თავმოყვარეობაც ასეთი უნდა. ყოჩაღ!
სიმართლე
ძია ყველას ყველაფერი გვეპატიება მაგრამ თუ ვერ გადავლახეთ ეგ ეტაპი ჩაალაგე შენი რაღაცეები და წადი სახში წყნარად მშვიდად და ამოიყოლე ფედერაციის წარმომადგენლებიცც...
ქართველი.
მოიცა ვერ გავიგე, ანუ მარტო ფეხბურთელებს და ფედერაციას რო უხდი ბიდიშს, ისინი ავსებენ ხო სტადიონს. ვინ იცის რამდენია შენნაირი უცოდინარი ფედერაციაში.. წადი სხვა საქმეს მიხედე ძამა.
მირზა
არაა ძმაო, ეს ისეთი შეცდომა, ბოდიში შველოდეს. გასაგებია უცოდინრობით მოგივიდა მაგრამ კაცი რომ შემოგაკვდეს, ბოდიში უშველის.შენი შეცდომით საქართველოს მრავალწლიან ოცნებას შეიძლება ხაზი გადაესვას.
bejo
მეგობარო რა თქმა უნდა ყველას მოგვსვლია შეცდომა შეიძლება მაგაზე უარესიც მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ ... როდესაც მასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ყოფნას ხელს აწერ უშუალოდ თუ შენი პრეროგატივაა და მაინც არ იცი და კიდევ უარესი არ აზუსტებ რავიცი აბა ... დარჩეს მაშინ და მართლა ისე არ ქნას რომ ფინალიც გამოატოვებინოს რავი ( როგორც აქ ერთერთმა დაწერა კომენტარში) საქმე იმაშია რომ როცა მასეღ პოსტეზე ხარ ალბათ არ უნდა დაუშვა ეგეთი მარტივი შეცდომა მხოლოდ იმის გამო რომ აბა მეგონა ძმაო რა ვქნა ... კიდე ვიმეორებ შეუცდომელი არავინაა ... მეც ვპატიობ მიუხედავად იმისა რომ ბოდიში დაგვიანებულია სანამ ხალხმა ერთი ამბავი არ ატეხა ყური არ შეიბერტყეს ეგ მეორე სიბრიყვე კიდევ ...
სიმართლე
აზრი არ აქ ახსნას მაინც ვერ გაიგებ
სიმართლე
აუცლებლადო ისე ამბობ ჯგუფში რომელიმემ რა ქნა წარმოდგენა არ გაქ ქილიკში 5 გაქ
გია
ეს არის უპატიებელი შეცდომა, გულგრილობა და უპასუხისმგებლობა. აბა სხვა რა ავალია. არანაკლებ დამნაშავეა ფედერაციის მაღალჩინოსნები. ვისაც პირდაპირ კონტროლი და კურირბა ავალია ნაკრები გუნდების. კერძოდ ვიცეპრეზიდენტს, გენერალურ მდივანს, იურიდიული სამსახურის უფროსს და პრეზიდენტს.
მირზა
შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ თუ თანამდებობაზე დარჩები ეგ უკვე უნამუსობაა.
ნოდო
რა უნდა აპატიო თავის საქმის არ შესრულება?
ნაპოლეონი
რაზეა ბაზარი ძმა. . . ეხლა პრემიაც დაირტყი უეჭველი მოშნად
Semi-ს
გიცანი, გამოდი! შენ ხარ კოლექტიური "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია"
ზურა
იმოქმედეთ , იქნებ შეცვალოს რამე უეფამ , მე როგორც ვიცი ასეთი შემთხვევები ყოფილა , ისე კვარას გარეშეც უნდა მოვუგოთ მაგათ :)
Gia
Ar gadadga ras qvia,mizezi araa es ro samsaxuridan iqnes datxovnili? Tu bevri icis da ro gaushvan alaparakdeba?ert kacs wiraven federaciis prestijs davijero?uefadan gadmoricxuli tanxebi ro miiget dinamoebis da goris dilas klubebs rato ar azlevt? Dekembershi mogcemto gvchirdeba da movixmareto,kantorac ar xart federacia kiara. Kide ra raarvicit da gavigebt male.
ბონდო
ოოოო, აი გელაც გამოჩნდააა. ))))))))) ეს ისეთი ოღრაშია, მესაბე ფედერაციასაც მოერგება.))
ეჰჰ
ისევე როგორც ადრე, ხალხს ბოდიშს არავინ უხდის, მარტო ზემდგომებს რათა მათ ჩრდილი არ მიადგეთ. არადა პირველ რიგში, ჩვენ, ქომაგებს გვეკუთვნის ბოდიში. ჩამყაყებული მმართველობის სტილი ისევ იგრძნობა. შეცდომა ვის არ მოსვლია, ყველას მოგვდის, და უპატიებელი აქაც არაფერია, ბოდიში ისეთი რამეა, როდესაც ადამიანის გულწრფელი სინანულის გრძნობა ტანში გივლის და ამ აპიროვნების პატიებისგენ გიბიძგებს. ამ შემთხვევაში კი, ამ ე.წ. "ზეხირი" სიტყვების მერე, ასეთ ბოდიშს ძალდატანებულიდ და ზემდგომებისთვის ნამუსის მორეცხვის სუნი ასდის. თუ რამე მეშლება კიდევ, აგერ ჩემი ბოდიში კაციტაძეს: მე მაპატიოს.
QT
გიორგი, ყოჩაღად იყავი. მჯერა ძალიან განიცდი. ლუქსემბურგს აუცლიებლად დავამარცხებთ და ბერძნებთან დასვენებული ხვიჩაც გვეყოლება. ეგება და საბოლოოდ ისე გამოივდეს "კარგი შეცდომა" დაუშვი. რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების.
იბერია
კარგი ძმაო მართლა ყველაფერი მომხდარა ეგ გასაგებია მარა აბა ახლა ყველამ გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ ასეთი ამბავი რომ არ ამტყდარიყო თუნდაც აქ ამ საიტზე, ეს კომენტარი იქნებოდა საერთოდ? ან ჯიგარო იაშკა იტყოდა რამეს? თუ რა დღეს რონ თავსხმა არ ყოფილიყო იმ განცხადებაზე რაც ბებერო იაშკამ გააკეთა "ვიღაც ერთ კაცზე" ეს განცხადება იქნებოდა საერთოდ? თუ მუჯირის მოგდებული განმარტება შეგვრჩებოდა ხელთ? აბა როგორ ფიქრობთ? სად იყავით სამი დღე რას ელოდებოდით? განაახლეთ ფეისბუქი სფფ-სი თუ ისევ ბოლო პოსტი ისევ ერთი კვირისწინანდელია? ტიპებს თავიანთი ცივილიზაცია ააქვთ შექმნილი, ცივილიზაცია კი არა სხვა გალაკტიკაში არიან. რა ხალხი აზრი რის ხალხი სულ არ კ....ათ. არ იქნება მაი სულ მასე:))) როგორც საქმემ აჩენა კაი კონტტოლი და მხილება გჭირდებათ და ალბათ მიიღებთ კიდეც. ისე ბიჭო თუ არ გიტყდებათ სახელი შეგიქმნიათ გაგიკეთებიათ. ბიჭო პატარა ბიჭი ვიყავი ჯერ კიდევ 2001 წელი იყო მემგონი საქართველო ისრაელი თამში მერე ავტობუსთან გელოდებოდით და 19 წლის ხიზანას საქართველოს ჯერ კიდევ შინდისფერ დროშაზე - აფხაზეთის ომში გამოვლილ დროშაზე მოგაწერინე ხელი და მერე გამოაცხადა უცხოელი ფეხბურთელების სანახავად დადიან ჩვენი გულშემატკივრებიო.ეეჰ, კარგით რა. რა ბ მერობა რა პარლამენტი რა ტენდერები იარეთ რა ლაღად როგორ ემონებით ასე თანამდებობეს და გავლენებს კარგით რაა.
გოჩა
ამეტირა,გული ჩამეთუთქა...(ისე ბოლოში,რომ ამბობ ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო მარტის თამაშებშიო ზედმეტად ნუ გამოიდებ თავს,თორემ ფინალშიც უკვარაცხელიოდ დაგვტოვებ ვატყობ
Semi
ისე ვაპატიოთ მეგობრებო, ვინ რა იცის როგორ უჭირს იქნებ? ჩვენც ხომ დაგვიშვია შეცდომები? ქრისტე როგორ მოიქცეოდა ჩვენს ადგილას გიფიქრიათ? მან ხომ მეძავსაც მიუტევა?! პირადად მე გპატიობ მეგობარო ამ შეცდომას.
ნაკრების მენეჯერს
გადადგომით დაუდექი გვერდში ფეხბურთს.
ვოოტ ტაკ!
მოვითხოვთ სასწრაფოდ აირჩეს კაციტაძე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ!!!!!!!!!!!!!!
გულაჩუყებული
ოჰ, გთხოვ გიორგი, გეყოფა, თვალზე ცრემლი ნუ მოგვადინე. ოღონდ შენ დარჩი და ჩვენი თავი ჭირსაც წაუღია. მოვითხოვთ გაორბაგებულ პრემიას, კობიაშვილს ეგ არ შეეშლება)))
მამუკა
რა მიკვირს იცი, ადამიანმა დაუშვა შეცდომა და ინანიებს ამას და საჯაროდ ბოდიშს უხდის ყველას, გასაგებია რომ ბოდიში სიტუაციას ვერ გამოასწორებს, მაგრამ დავიჯერო აქ ყველა უცოდველები ხართ ვინც ამ ადამიანს ლანძღავს, არავის არ მოგსვლიათ ცხოვრებაში შეცდომა. ზოგი რომლის IQ ნულზე დაბლა არის იმასაც გაიძახის რომ სპეციალურად გააკეთესო რომ ევროპაზე ვერ გავიდეთო, ზოგი ხვიჩას ადანაშაულებს სპეციალურად მიიღო ყვითელი ბარათიო, ოცნებასთან არის შეკრულიო და რუსეთუმეაო. თქვენ ცოტა ხომ არ გაჟრიალებთ ერთ ადგილას? საერთოდ თუ წარმოგიდგენიათ რა ემოციებს განიცდის ფეხბურთელი სტადიონზე როცა შედის, ზიდანის მაგალითი მაინც არ გაქვთ თვალწინ, მაგრამ ვისი აგორებულიც არის ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვიღაც-ვიღაცეები ძალიან გახარებულები არიან ამ ამბით და ერთი სული აქვთ საქართველოს ფეხი სადმე დაუცდეს, ხო და ვისაც გაგიხარდათ ეს ამბავი და ვითომ ეხლა აქ აკომენტარებთ და ძალიან განიცდით ყველას მოკითხვა მინდა შემოგითვალოთ ქართულ-ჯიგრულ პონტში
ლაშა
ბოდიში არ შველის საქმეს. დებილი არაპროფესიონალი ხარ და სასწრაფოდ გადადექი!
inviz9
ჰოდა გამოვყაროთ სანამ დროა-თორემ ისევ მარტო წერა და კითხვა შეგვრჩება და ყველაფერი ისევ განმეორდება როგორც მაკედონიასთან ხომ უნდა იგრძნონ რომ დაუსჯელები არ არიან და ყველაფერი შერჩებათ
გიორგი
როგორ გვეღადავებიან, ნამუსი მთლად დაკარგეს. რომელ გვერდში დგომაზე ლაპარაკობს, ხვიჩას ნახევარი გუნდია, ვერაფერი მაგას ვერ აანაზღაურებს. ძალიან მეცოდება გულშემატკივარი, ვერ გაიხარეს მოკლედ.
ბეჟო
ეგ კაციტაძე ნაცია პირწავარდნილი ჯიგო! წინა სასტავიდან გადმოპორტირდა!
ბაბაჯანა
კაციტაძე, არ გინდა მაღაზიაში სიგარეტზე გაგეგზავნო?)))))
llcl
ბოდიშს თან ჩვენ კი არ გვიხდის, კალვერას ბანდას უხდის, თან კი არ მივდივარო, მარტამდე უნდა ვიყოო, არ დაუკონკრეტებია თან რომელი წლის მარტამდე, მიდი ძმა, აკეთე ფული რა გენაღვლება, ჩვენ მაინც აქ ვიოხებთ გულს, თორემ ჩვენ რომ ვარგოდეთ, ეხლა მინიმუმ 100 000 კაცი ვაკეში უნდა ვიყოთ და თქვენ კუს ტბის ბუჩქებში უნდა გარბოდეთ ყვარყვარესავით ცოლების ტანსაცმელში გადაცმულები
კარგით რა
13 წელი ბიუჯეტს ხრავს, ცოცხალი თავით არ გამოვა კაბინეტიდან. სულ ტყუილი იმედი გაქვთ.
Las
კალაძის კომენტარი თუ ნახეთ? როგორ იღრიჭებოდა. რა გადადგომა გადმოდგომაო. ფეხბურთში ყველაფერი ხდებაო. რა დინეზე კიდია ხალხი მერს ხო წარმოგიდგენიათ?!
Levani
რა ვიცი-თუ კვარას გარეშე კაშია-კვეკვესკირების ბუქსაობას მაყურებინებთ არ მინდა ეს გუნდი ფინალურზე. და თუ ჩაკვე,წიტაიშვილი,არაბიძე ორივე თავდამსხმელი მანამდე ათამაშდა ლუქსემბურგს სახლში ხვიჩას გარეშეც უნდა მოიგოს გუნდმა რომელსაც ამბიცია აქვს თუ არა და რა უნდა მაგ გუნდს ფინალურზე-გუნდს რომელმაც ნორვეგიელებს ბურთი ვერ წაართვა და ესპანეთთან სახლში 1-7 წააგო. გამოსავალი ერთია,ხინკალ-მწვადს მოეშვით და ივარჯოშეთ მარტში რო ფორმაში იყოთ
4444
რა დონის ბანდაა რო დაჟე ეს ტიპიც ვერ ბედავს რო გადადგეს. ყველა სფეროში ესეა.
gio
სასწრაფოდ უნდა გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი. ასეთი არაკომპეტენტურობა დაუშებელია, ფედერაციაა თუ საბავშვო ბაღი, რას ნიშნავს წესები არ იცოდნენ???
asa
რა ბოდიში ძმაო არ გრცხვენია? რა ბოდიშებს იხდი? მიდი ძმაო შეუბერე გააგრძელე მუშაობა, ჩვენ უბრალო მოკვდავები ვართ თქვენგან განსხვავებით, თქვენ სხვა ლეველზე ხართ. ჩვენ რად გვინდა ევროპის ჩემპიონატი, წარმატება და გახარება, ჩვენ ისიც გვეყოფა გორის დილამ რო გაგვახარა ზაფხულში. მეტი რა საჭიროა? ყველა ფერი სიკეთე თქვენ უნდა გქონდეთ ძმაო.თუ გინდა დაწერე და მაღაზიაშიც გაგეგზავნები არ მეზარება.
Semi
რა ბოდიშებს იხდი ჩემო ძმაო არ გრცხვენია? რა გუნდიდან გაშვება, პირიქით დაწინაურება გეკუთვნის. იმედია ხელფასსაც მოგიმატებენ, მადლობა ყველაფრისთვის.
temo
აyliveeew
გოგია
გასაგებია ყველაფერი, ფედერაციის მენეჯმენტი მთლიანად უნდა გადადგეს. ეხლა ეს ნახევრად ბარტყი გადმოაგდეს და რეაქციას ელოდებიან. თუ ხალხი არ გაჩერდა, ამ ბარტყს მთლიანად გადმოაგდევენ და ისევ დაელოდებიან რეაქციას. მოკლედ, არ ჰყავს ქართულ ფეხბურთს პატრონი და მისახედია.
ლაშა
გააბთავისუფლეთ დაკავებულუ თანამდებობისგან
ტატო
აი ეხლა გული ამერია....რას დაგამსგსვსათ არქიფო სეთურმა...
სიმართლე
არავის სამსახურის დაკარგვა არაა გასახარი, მაგრამ ამან სხვა რა უნდა გააკეთოს რომ თანამდებობიდან გაუშვა? პასუხისმგებლობა გამოიხატება ამაში, რომ დამნაშავე ვარ, ვერ გავართვი თავი ჩემს მოვალეობას, ავდექი და სხვა დაუთმე გზა რომელიც ჩემზე უკეთ გააკეთებს. ანუ კი ჩემი ბრალია მაგრამ კიდევ ერთხელ მანდეთ სიბეცე მგონია
ნუგო
ბოდიში კარგია. მაგრამ უნდა გადადგე... ბევრი აღარ შევიდოდა ტქვენს ადგილას კაბინეტსა და შენობაში.
Gio
დიდი დოზით გვეკაიფებიან ეს ნაბ.....
tngh
ათი წლის წინ ლიქსემბურგი პროვლემა არ იქნებოდა!!!
KOSTAKURTA
დარწმუნებული იყავი შენი უპასუხისმგებლო,ქარაფშუტული, თავდაჯერებიდან გამომდინარე ლოგიკით.100%-იანი დარწმუნებულიც რომ იყო,მაინც უნდა გადაამოწმო.შოტლანდიასთან ხვიჩამ ყვითელი რომ მიიღო,მაშინვე უნდა გადაგემოწმებინა მაგრამ ფეხებზე დაიკიდე. იმიტომ რომ ვარაუდით ცხოვრობთ და ვარაუდით მუშაობთ! იქნებ არ მიიღოს.... თუ.... რა უნდა მოხდეს.... შანსი არააა ტო.... და კიდევ ასეთი მრავალი უპასუხისმგებლო,შაბლონური, ტვინის დეგრადაციული მოსაზრებები. იცი რომ არ დაისჯები და ფეხებზე დაიკიდე. ისევ გააგრძელებ შენს საძმოსთან ერთად მუშაობას.შიში,რიდი და პასუხისმგებლობა რომ გქონოდა ქართული ფეხბურთისა და გულშემატკივრების წინაშე, ხვიჩა ყვითელს აღარ მიიღებდა ესპანეთთან.

რუსეთუმე კობიაშვილისგან და ფედერაციისგან სხვას რას ელოდებით?!
beqa
ასეთ განცხადებას მხოლოდ გადადგომისთვის აკეთებენ წინაამღდეგ შემთხვევაში რა აზრიააქ ანუ ის არა მევაროო შე საწყალო
Lobotka
რა აზრი აქვს შენ აწი საერთოდ სად იქნები,მაგრამ თუ გინდა შენი სიტყვების გულწრფელობა დაიჯეროს ხალხმა უნდა დატოვო თანამდებობა. თუმცა მაგას ერთი ადგილი ჭირდება....
ადამიანი
ამხელა ტექსტების წერას,ის ეთქვა,ვინ და რა ნიშნით დანიშნა მაგ თანამდებობაზე - ,,როგორ მოხვდი მანდა!" პოლ პ.ს. ხვიჩამ რაო? პ.პ.ს.ს. თვითონ ხვიჩას გარდა,გუნდის ფსიქოლოგს ( პირველ რიგში ,,ნაპოლის" და მერე ნაკრებისას) მოეთხოვებათ პასუხი,ბოლო პერიოდში აშკარად დაეტყო,სულ გაღიზიანებულია,სულ კამათობს. ელენტალური დამშვიდება სჭირდება,ამ მედიის გადამკიდე. წამებს უთვლიან ხოლმე,რამდენი ხანი გოლი არ გაუტანიაო და ა.შ.
sani
დარჩი ხო და კვარას მაგივრად შენ გაიტანე ლუქსემბურგის კარებში გოლი.
ბეჟა
ბოდიში რო წამალი იყოს აფთიაქში გაიყიდებოდაო! და ეს ბოდიში დაგვიანებულია, რადგან უკვე მესამე დღეა და ისეთი ამბავია ატეხილი - არამატრო კვარას ართამაშს, არამეტ სფფ-ს ფინანსებს, საბანკო თემებიც და სხვა საკითხებიც კი ამოყარა! პ.ს. ეს კაციტაძე არის რეზი არველაძის გუნდის წევრი, რომელიც ისე უცებ გადაპორტირდა კობიასვილის სასტავში, რომ შუბლიც არ შეუხრია! და სულ ველოდი ამისგან რომ ერთხელაც დიდ სარმას დადებდა! ხოდა ახლა უყარეთ კაკალი!
პატრიოტი
სად იყავი აქამდე, გითხრეს აიღე შენ თავზე და დარჩებიო? შენ რა განათლება გაქვს იქნებ გვითხრა. გეგონა არა? რატომ არ გადაამოწმე, ან ვის რაში სჭირდები, ასეთი შეუცვლელი ხარ, რომ შენი წასვლით თურმე ერთიანობა დაიღღვევა? გეგონა კარგია, არ უნდა გენახა დებულება, თუ შენ გევალებოდა, იქნებ გვითხრა რა მოვალეობები გაქვს საერთოდ
პატრიოტი
სად იყავი აქამდე, გითხრეს აიღე შენ თავზე და დარჩებიო? შენ რა განათლება გაქვს იქნებ გვითხრა. გეგონა არა? რატომ არ გადაამოწმე, ან ვის რაში სჭირდები, ასეთი შეუცვლელი ხარ, რომ შენი წასვლით თურმე ერთიანობა დაიღღვევა? გეგონა კარგია, არ უნდა გენახა დებულება, თუ შენ გევალებოდა, იქნებ გვითხრა რა მოვალეობები გაქვს საერთოდ
Xishnika
Dagvciniaann to arvis unda skamis datmoba:) da pasuxis geba.. Aba vis rashi swirdeba es da riti daexmareba martshi nakrebss
ირაკლი
მეთქი ეხლა დაწერს ვტოვებ ჩემს თანამდებობასო და ამან გუნდთან ერთად ვრჩებიო... დაგვცინი შე კაი ადამიანო? სულ პანღურებით ხართ გამოსაყრელი შენც და შენი უფროსობაც ფედერაციის შენობიდან.
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?