კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ UA-Football-თან იტალიისა და უკრაინის ეროვნული გუნდების მატჩზე გააკეთა კომენტარი:

"შეხვედრის შემდეგ მთელი ღამე არ მეძინა. უკრაინამ ძალიან კარგად ითამაშა, შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩაატარა და შეეძლო მოეგო. ადრევე იყო გასაგები, რომ უეფას პრეზიდენტის, ალექსანდერ ჩეფერინის ნათქვამის მერე მსაჯობა ობიექტური არ იქნებოდა. ასეთი პოსტის მქონე პიროვნებას მსგავსი რამის თქმის უფლება არ ჰქონდა - რომელი გუნდი უნდა გასულიყო ჯგუფიდან.

მუდრიკის დაცემის მომენტში 200%-იანი პენალტი იყო, მაგრამ ჩეფერინის ნათქვამმა თავისი როლი შეასრულა. ეს უსამართლობაა. წესების დარღვევას რომ საჯარიმოს გარეთ ჰქონოდა ადგილი, მსაჯი დააფიქსირებდა. მუდრიკმა მეტოქეს სივრცე მოუგო და მან წააქცია. გამეორება რამდენიმეჯერ ვნახე, ეს უდავოდ თერთმეტმეტრიანი იყო. ჩეფერინი უნდა გადადგეს. საჭიროა ჰკითხონ, რა უთხრა არბიტრებს და როგორი რეკომენდაციები მისცა. მცველს ხელითაც რომ ეთამაშა, ამის დანახვას მაინც არ მოისურვებდნენ.

შეიძლება ითქვას, უეფას ხელმძღვანელობაში დარჩა ხალხი, რომლებიც წყვეტენ, ვინ უნდა გავიდეს შემდეგ ეტაპზე და ვინ არა, რაც სპორტული პრინციპიდან ძალიან შორსაა. მსაჯმა აშკარად გაათრია იტალია ევროპის ჩემპიონატზე. იტალიელები მეტს იძლევიან? მათ მატჩებზე მეტი მაყურებელი მივა?".

სიმართლე
გაბოროტება რა შუაშია,კაცი სიმართლეს წერს...
ლავრენტი
ზურა, ცხოვრებამ ძალიან დაგჩაგრა? სულ გაბოროტებული რატომ ხარ?
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
დაახლოებით 15 წლის წინ ფეისბუქზე ვიპოვე ეს ვიორერი და საკადრისად შევამკე. ჩემმა მეგობრებმაც მომბაძეს, თუმცა იმან მალევე ჩაკეტა თავისი გვერდი.
დათო
სააკაშვილის ნაირი ყოფილა.
Master
საიდან ამდენი ინფორმაცია ამ კაცზე?მართლა გამიკვირდა...
სოსო
ვარზე რომ ენახათ,კონტაქტი იყო და პენალტს დანიშნავდნენ,მაგრამ მანამდე ამაზე უხეში დარღვევები,მრავალჯერ გაატარა,მსაჯმა,თანაც ორივე მხარეს.სწორედ მსაჯობის სტილიდან გამომდინარე,არ იყო დასანიშნი,პენალტი.ისე,1981 წელს ფეინოორდთან სკანდალური მსაჯობით,ჩვენთვის მწარედ ცნობილი,ფრანც ვიორერი,1985 წლის თასების მფლობეელთა თასის ფინალში,კვლავ მთავარ მსაჯად დანიშნეს და მაშინაც ყველაფერი გააკეთა,მადრიდის ატლეტიკოს რომ დაემარცხებინა,კიევის დინამო.თუმცა არც მაშინ გამოუვიდა რამე და კიევის დინამოელებმა,მეორედ მოიგეს,თასი.მერე ეს მსაჯი,უეფას წარმომადგენელი იყო და უეფას მატჩებისათვის სტადიონების შესამოწმებლად.ამის შემდეგ ძნელია არ დარწმუნდე,რომ ეს კაცი,სწორედ უეფას დავალებებს ასრულებდა,მათთვის სასურველი შედეგების მისაღებად.არც ახლაა გამორიცხული,მსგავსი მანიპულაციები კეთდებოდეს.დღეს ხომ გაცილებით დიდი ფული ტრიალებს,ფეხბურთში.
zura222
ეს საბო მაგარი გველაძუაა ჯერ თავის სამშობლოს უნგრეთს უღალატა სკოლაში სტალინზე ლექსებს წერდა და მერე ხრუშოვმა სტალინი რომ გააკულტა უცბად გახდა ანტისტალინისტი და ლანძღვა დაუწყო ! ამისთვის 18 წლის ღლაპი სსსრ ნაკრებში აიყვანეს და კომსორგად დანიშნეს ! ხრუშოვი რომ გადააყენეს ისევ "რუსი" გადა და მოსკოვის დინამოში გაიქცა მაგრამ იქედან უცბად გამოაბუნძულეს და ისევ უკრაინელი გახდა D და მერე მწვრთნელობა დაიწყო მაგრამ 1 წელზე დიდხანს ვერსად ვერ გაჩერდა ყველა გუნდიდან გამოაგდეს ! 1991 წლის გკჩპ-ს პუტჩის დროს იმათი მაგარი მხარდამჭერი იყო და რომ დამაცრხდა პუტჩი უცბად გაძემოკრაწდა მაგრამ კოლოსკოვი მაგაზე დიდი გველაძუა იყო და იმას მოატყუებდა ? D კოლოსკოვმა სამ ასოზე რომ გაუშვა მერე ისევ გაუკრაინელდა და იმდენი იჩალიჩა ინტრიგებით უკრაინის ნაკრების მწვრთნელობას გამოკრა ხელი ! და სასწაული--შევჩენკოს გადაემტერა და ნაკრებში არ ათამაშებდა! და ზემოდან რომ მიაწვნენ მერე იკადრა ათამაშა და ზუსტად შევჩენკომ სასწაული ჯარიმა რომ გაუტანა ფილიმონოვს და რუსებს მარტომ რო მოუგო და გაიყვანა უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის ჯგუფიდან ! მაგრამ იქ საბოს უტვინობის და უაზრო ექსპერიმენტების გამო პლეი ოფში წააგეს ჭ კლასის სლოვენიასთან და ამის მერე საბოლოოდ მოაცილეს მწვრთნელობას ! მერე პოლიტიკოსობა მოინდომა და იანუკოვიჩის პრორუს პარტიას მიეკედლა და იანუკოვიცი რომ ჩამოაგდეს ისევ "ეროვნულს" აწვება მაგრამ რუსებმა თუ გაიმარჯვეს ისევ "რუსი" გახდება @
Tengo
რა წაიღეთ ტვინი, მიეცით უკრაინას ევროპის ჩემპიონობა და დაგვასვენეთ. არც პენალტი იყო და ყვითელი ბარათი ეკუთვნოდა 100 მილიონიონ მუდრიკს სიმულიაციისთვის!
L.J .
Mteli tamashi dacvashi ratom idgnen ukrainelebi??itamashe mogebaze italiaa agaraa ise dzlieri,exla msajis lanzgva advilia...tamashidan gamomdinare italia imsaxurebda mogebas..
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
საბო: შევალიე არავითარი მეკარე არ არის - ზაბარნი და საფონოვი ერთად როგორ იქნებიან
"ეს "პიჟონები", ეს ზაბარნები, ეს ციგანკოვები გაძვრნენ ევროპაში - უკრაინა ფეხებზე არ უნდა დაიკიდოთ" - აღშფოთებულია კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
საბო: "ჯანდაბაზე" ტატუებს იხატავენ - მუდრიკს რძე არ შეშრობია პირზე და მილიონერი გახდა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
საბო: ყოჩაღ - ქართველებს ჩვენზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ