სულხან ჩიხლაძე მეოთხე ქართველი რეფერია, რომელიც მსოფლიო რაგბის ეგიდით იმსაჯებს. აქამდე ეს ნიკა ამაშუკელმა, შოთა თევზაძემ და საბა აბულაშვილმა შეძლეს, ახლა კი მათ რიცხვს სულხან ჩიხლაძეც შეუერთდება, ოღონდ ჯერ მხოლოდ 7-კაცას მიმართულებით.

ის 2024 წლის მსოფლიო სერიის ჩელენჯერის ორ ეტაპზეა მიწვეული – დუბაისა და მიუნხენში. ჩელენჯერი სამ ეტაპად იმართება – 12-14 იანვარს დუბაიში (არაბეთის გაერთიანებული საემიროები), 8-10 მარტს მონტევიდეოში (ურუგვაი) და 18-19 მაისს მიუნხენში (გერმანია). შეგახსენებთ, მსოფლიო სერიის ჩელენჯერი 2020 წლიდან ტარდება და ის 7-კაცა რაგბიში მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირია. სამი ეტაპის ჯამში 4 საუკეთესო გუნდი, სერიის ბოლო 4 გუნდთან ერთად მადრიდში (ესპანეთი), 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ფინალურ ტურნირს ითამაშებს.

საქართველოს 7-კაცამ ჩელენჯერის ტურნირი 2022 წელს ჩილეში ითამაშა და მეორე ადგილი დაიკავა. წელს ჩვენი გუნდი სამივე ეტაპზე ითამაშებს და მისი მეტოქეები კენია, იაპონია, ტონგა, ურუგვაი, პორტუგალია, ჩილე, გერმანია, ჰონკონგი, უგანდა, მექსიკა და პაპუა ახალი გვინეა იქნებიან.

სულხან ჩიხლაძემ ამ ტურნირამდე დიდი გზა განვლო. შარშან მან რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირები იმსაჯა, საუკეთესო შეფასებები მიიღო და ახალმა ეტაპმაც არ დააყოვნა.

„ყველა ტურნირზე, სადაც საქართველოს სახელით ვიყავი წარდგენილი, დადებითი შთაბეჭდილება დავტოვე და ჩემპიონატის ფინალური მატჩის განსჯაც მანდეს. გადამწყვეტი, ალბათ, მაინც ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი იყო, რომელიც კრაკოვში (პოლონეთი) ჩატარდა. იქ სპეციალურად იყო ჩამოსული მსოფლიო რაგბის მსაჯთა მენეჯერი, რომელიც 6 მსაჯს გვაკვირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები 7-კაცაში საკმაოდ გამოცდილი მსაჯები იყვნენ, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინე და მიზნისკენ – 7-კაცას სერიების, მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშებისკენ მორიგი ნაბიჯი გადავდგი“ – აღნიშნავს ჩიხლაძე და განაგრძობს:

„მიღწეულზე არასდროს ვჩერდები და მაქსიმუმს გავიღებ, რათა დუბაისა და მიუნხენში ფინალში მსაჯობის უფლება მოვიპოვო, მერე კი სერიებიდან მიწვევას დაველოდები. სასიხარულოა, რომ ჩემთან ერთად საქართველოს 7-კაცა ნაკრებიც იზრდება და ჩელენჯერზე ერთად მივდივართ. ჩემი დიდი სურვილია, რომ ასევე ერთად მოვიპოვოთ სერიის საგზური და საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა“.

აღსანიშნავია, რომ ჩიხლაძე 7-კაცას პარალელურად 15-კაცა რაგბშიც წინ მიიწევს. 11 ნოემბერს მან რაგბი ევროპის ალაფაზე ლიეტუვასა და შვეიცარიის შეხვედრა განსაჯა, დეკემბრის დასაწყისში კი დებიუტი სუპერ თასზე, ნახევარფინალში ექნება:

„15-კაცა რაგბში მოედნის მსაჯად დებიუტი შარშან მქონდა და ძალიან კარგი შეფასება მივიღე, წელს კი დანიშვნა ალაფაზე მივიღე. აქაც საუკეთესო შეფასება მივიღე. საქართველოში დაბრუნებულს ახალი მიწვევა დამხვდა – სუპერ თასის ნახევარფინალს ვიმსაჯებ, თუმცა რომელ თამაშს, ჯერ არ გარკვეულა. ისევე, როგორც 7-კაცაში, 15-კაცაშიც მაქსიმალური მიზნები მაქვს და ვეცდები თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო“.

Rugby.ge

გიორგი
წარმატებები ქართველო! სუოერთასის ნახევარფინალს, სადაც საქართველო ითამაშებს, ცხადია ვერ იმსაჯებ. მეორე წყვილის თამაშს კი, აუცილებლად :)
lll
თმა გადაიპარსე, წარმატებები!
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს