რაგბი ევროპის მესამე, 2023 წლის გათამაშების ფინალურ შეხვედრას 22 დეკემბერს თბილისი, ავჭალის რაგბის სტადიონი უმასპინძლებს.

"შავ ლომსა" და ისრაელის "თელ-ავივ ჰითს" შორის გადამწყვეტი თამაში 17 საათზე დაიწყება.

რაგბი ევროპის სუპერთასი მესამედ ტარდება და ფინალურ მატჩს თბილისი მეორედ მასპინძლობს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ გათამაშებაში "შავ ლომს" უკეთესი შედეგები ჰქონდა, ფინალი ლისაბონში დაინიშნა. ჩვენმა გუნდმა ადგილობრივ "ლუზიტანუშს" 17:14 სძლია და ჩემპიონი გახდა.

მეორე გათამაშების ფინალს უკვე თბილისმა უმასპინძლა და "შავმა ლომმა" "ჰითი" შარშან 29:17 დაამარცხა.

წელს ეს გუნდები ზედიზედ მეორე ფინალს ითამაშებენ. ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც განსხვავებული სისტემით ჩატარდა, ორივე გუნდმა პირველი ორი შეხვედრა ბონუსით მოიგო – ესპანურ "იბერიანსთან" და პორტუგალიურ "ლუზიტანუშთან".

ჯგუფის დასკვნით მატჩში, კვიპროსში, ლიმასოლში, "შავმა ლომმა" პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა. "ჰითმა" შესვენების შემდეგ შეძლო ჩამორჩენის შემცირება, თუმცა გამარჯვება ქართველებს დარჩათ – 29:27.

ნახევარფინალში ორივე გუნდმა უპრობლემოდ იმარჯვა. "შავმა ლომმა" "იბერიანსი" "ავჭალაზე“ 41:0 დაამარცხა. "ჰითი" მეორე ჯგუფის გამარჯვებულ "ვულვზს" რუმინეთში ეწვია და 31:6 სძლია.

სულხან ჩიხლაძე მესამე ადგილისთვის იმსაჯებს

სუპერთასის ფინალამდე "შავი ლომი" უელსში, ჰლანეჰლიში, ადგილობრივ "სქარლეთს" ჩელენჯ თასის მეორე ტურში ერკინება. შეხვედრა 15 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:55 საათზე იწყება.

მიმდინარე კვირის ბოლოს, 16 დეკემბერს, გაიმართა რაგბი ევროპის სუპერთასის სამი თამაში, სადაც მე-7 (ვორიორზი - დელტა), მე-5 (დევილზი - ლუზიტანუში) და მესამე (იბერიანსი - ვულვზი) ადგილები გათამაშდება.

რადგან ქართული გუნდი ყოველ წელს ფინალში თამაშობს, იქ ქართველი რეფერის დანიშვნა ვერ ხერხდება და შესაბამისად, ჩვენს ბრიგადებს ბრინჯაოს ფინალის მსაჯობა უწევთ.

ამჯერად "იბერიანსისა" და "ვულვზის" შეხვედრას, რომელსაც ამსტერდამი უმასპინძლებს, სულხან ჩიხლაძე განსჯის. მან 7-კაცა რაგბიში დიდი პროგრესი განიცადა და მსოფლიო სერიის ჩელენჯერში მიიწვიეს, პარალელურად კი, 15-კაცა რაგბიშიც წინ მიიწევს და მნიშვნელოვანი თამაშის განსჯა ანდეს.

სასიხარულოა, რომ ჩიხლაძე ამსტერდამში ერთადერთი ქართველი არ იქნება. მას კიდიდან პაპუნა ჭიქაბერიძე დაეხმარება, რომელიც პირველი ასისტენტია, მეორე ასისტენტი კი მოლდოველი ეუგენიო პროკოპი იქნება.

Rugby.ge

15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
სულხან ჩიხლაძის ახალი ეტაპი – უკვე მსოფლიო რაგბის ეგიდით
სუპერთასი | ოთხი ცვლილებით პირველობისთვის
10 მსაჯით ევროპაში
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
7-კაცა | დუბაიდან მე-8 ადგილით
რაგბი ევროპა - ქართველი მსაჯები ბუქარესტში და ქუთაისელთა საერთაშორისო დებიუტი
სულხან ჩიხლაძე - ამსტერდამი, ალგარვე და კრაკოვი
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
სულხან ჩიხლაძის 5 ტურნირი ევროპაში
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
სუპერთასი | საბა აბულაშვილი დასავლეთ კონფერენციის ცენტრალურ მატჩში
სუპერთასი | "ჰითთან" მეექვსედ, ამჯერად ლიმასოლში
სუპერთასი. "შავმა ლომმა" წვიმასა და ავდარში "ჰითს" მოუგო
სუპერთასი | ზედიზედ მეორედ ფინალში "ჰითთან"
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი საქართველოს ჰყავს