რუსეთის პირველი დივიზიონის 23-ე ტურში ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" ერთბაშად ორი ქართველის დებიუტი შედგა

რუსეთის პირველი დივიზიონის 23-ე ტურში ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" ერთბაშად ორი ქართველის დებიუტი შედგა - ამ კლუბში პირველად ითამაშეს გოჩა ხოჯავამ და გიორგი ნავალოვსკიმ. ისინი კვლავ ომარ თეთრაძის შეგირდები არიან, როგორც შარშან "ანჟიში". "ვოლგამ" კურსკის "ავანგარდს" უპრობლემოდ აჯობა - 3:0. არადა დისკვალიფიკაციის გამო მთავარი მეგოლე ოთარ მარცვალაძე (10 გოლი) აკლდა. ნავალოვსკიმ და ედიკ საჯაიამ 90-90 წუთი ითამაშეს, ხოჯავა კი მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. "ვოლგა" 38 ქულით მე-5 ადგილზეა.

თამაშის შემდეგ ომარ თეთრაძემ დებიუტანტებზეც ისაუბრა: "მათთვის იოლი მატჩი არ ყოფილა. ეტყობოდათ, რომ ნერვიულობდნენ. თავიდანვე ყველაფერი არ გამოუვიდათ, მაგრამ მოსკოვიც ხომ ერთ დღეში არ აშენებულა".

ლელო

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა