"რეიკიავიკთან" სოლიდური ჰანდიკაპის მიუხედავად, ალექს გარსია გუნდს სრული დატვირთვით ავარჯიშებს
როგორც იტყვიან, ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ თბილისის "დინამოს" ერთგულ ქომაგს და, საერთოდ, ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს ვერც წარმოუდგენია მოვლენების ისეთი განვითარება, რომ ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახოს.

მართლაც წარმოუდგენლად გვეჩვენება ის, რომ თბილისის "დინამომ" სტუმრად მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობა გაანიავოს. სხვათა შორის, წინა კვირას ჩატარებული ევროპის ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპების პირველ მატჩებში სამად-სამი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა გუნდმა სტუმრად სამბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა: საბერძნეთის "ვოლოსმა" ლუქსემბურგის "დიფერდანჟს" 3:0 მოუგო, ფრანგულმა "რენმა" რუსთავის "მეტალურგს" 5:2 აჯობა, "დინამომ" კი "რეიკიავიკი" დაამარცხა შთამბეჭდავი ანგარიშით - 4:1!

მართლაც შორეული ისლანდიიდან და მართლაც ხანგრძლივი და მომქანცველი მგზავრობის მერე "დინამო" სამშობლოში შაბათს, გამთენიისას დაბრუნდა; ამის მიუხედავად, "დინამოს" ესპანელმა თავკაცმა ალექს გარსიამ გუნდი იმდღესვე ავარჯიშა! კვირას "დინამომ" დაისვენა, ორშაბათიდან კი გუნდი ორჯერად ვარჯიშზე გადავიდა და, მიუხედავად პირველ შეხვედრაში მოპოვებული სოლიდური ჰანდიკაპისა, ხუთშაბათის მატჩისთვის სერიოზულად ემზადება.

სამწუხაროდ, ისე, როგორც წლევანდელი ევროტურნირების, ფაქტობრივად, ყველა მატჩის წინ, გარსიას კვლავაც უამრავი საკადრო პრობლემა ექნება გადასაჭრელი: დისკვალიფიკაციის გამო "რეიკიავიკთან" საპასუხო მატჩს ჩისკო, გიორგი რეხვიაშვილი და ნიკა კვეკვესკირი გამოტოვებენ, ლევან ხმალაძე და შოთა კაშია კი ისევ ტრავმირებულები არიან და ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ამ სეზონში ჯერ არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებიათ.

"დინამოს" მთავარი მწვრთნელი წინასამატჩო პრესკონფერენციას დღეს, 19 საათსა და 15 წუთზე ჩაატარებს, 15 წუთში კი ჩვენი გუნდის ვარჯიში დაიწყება. 20 საათსა და 30 წუთზე ჟურნალისტების წინაშე "რეიკიავიკის" მთავარი მწვრთნელი რუნარ კრისტინსონი წარდგება, 21 საათიდან კი ისლანდიელთა ვარჯიშისთვის თვალის მიდევნება იქნება შესაძლებელი.

"დინამოს" მსგავსად, "რეიკიავიკსაც" ხანგრძლივი და მომქანველი მგზავრობა ელოდა: თბილისში წუხელ, გვიან ღამით უნდა ჩამოფრენილიყო რეიკიავიკი-ამსტერდამი-სტამბოლის ავიარეისით. ისლანდიელებმა დასაბინავებლად სასტუმრო "რედისონი" აირჩიეს.

გნებავთ დინამოს მაისურა?

ვიდრე გუნდი "რეიკიავიკთან" განმეორებითი მატჩისთვის ემზადება, კლუბის სხვა სიახლეებზეც გვინდა ვთქვათ. "დინამომ" სახე არამხოლოდ საფეხბურთო თვალსაზრისით იცვალა - კლუბის სტრუქტურაშიც არაერთი საინტერესო ცვლილება მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე საყრადღებო აქციის მომსწრენიც გავხდით და სწორედ ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ "დინამოს" პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს ლევან ღვინიანიძეს. სხვათა შორის, მალე ეს სამსახური ცალკე დეპარტამენტად იფუნქციონირებს კლუბში. ახლა კი სიტყვა ლევან ღვინიანიძეს:

- "რეიკიავიკთან" მატჩამდე ცოტა დროა დარჩენილი და გვინდა, ფეხბურთის ქომაგებს ვამცნოთ, რომ ამ თამაშის ბილეთების შეძენა პრესის გავრცელების ჯიხურებშიც შეეძლებათ. მსგავსი აქცია "ლანელისთან" მატჩის წინაც გვქონდა - მაშინ დედაქალაქის 25 ჯიხურში იყიდებოდა ბილეთები, ახლა კიდევ 25 დაემატა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბილეთის ფასი არ შეცვლილა და ისევ 3 და 5 ლარი ეღირება.

გულშემატკივრების მოსაზიდად კვლავაც სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს: შეგახსენებთ, რომ მოლდოვურ "მილსამისთან" საშინაო შეხვედრისას აბიტურიენტებს "დინამოს" მატჩის ბილეთები უფასოდ დაურიგდათ; სექტემბრიდან, როცა სასწავლო წელი დაიწყება, ბავშვებისთვის არაერთი სიურპრიზი გვაქვს ჩაფიქრებული და ამათგან ერთ-ერთს გაგანდობთ: აღმოსავლეთ ტრიბუნაზე გამოიყოფა ცალკე ადგილი, სადაც მხოლოდ ბავშვები განთავსდებიან. მომავალი თაობა "დინამოს" მატჩებზე უფასოდ ივლის და სადაც ისხდებიან, იმ სექტორს "მომავლის ტრიბუნა" ერქმვა.

სამწუხაროდ, როგორც გუნდშია თაობებს შორის წყვეტა, ისევე ხდება გულშემატკივრებს შორისაც. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უმცროსთა მსგავსად, უფროსი თაობის ქომაგებიც არ დავივიწყოთ და პენსიონერებსაც უფასოდ შეეძლებათ "დინამოს" მატჩებზე დასწრება. "კათარზისთან" ისედაც ვთანამშრომლობთ და, მომავალში ყველა პენსიონერს დავასაჩუქრებთ "დინამოს" მატჩებზე დასასწრები ბილეთებით - მსურველს მხოლოდ საპენსიო წიგნაკის წარმოდგენა დასჭირდება.

"ლანელისთან" საშინაო მატჩის წინ ჩვენი გუნდის ესპანელი ფეხბურთელები ჩისკო, კოტო და იაგუე მეტრო "რუსთაველთან" ამ შეხვედრისთვის საგანგებოდ დამზადებულ ფლაერებს არიგებდნენ, სადაც მათი ავტოგრაფებიც იყო. ამაჟამად მსგავსი აქცია არ ხერხდება, რადგან სამივე "რეიკიავიკთან" მატჩისთვის ემზადება.

მთავარი სიახლე მაინც სპეციალიზებულ სასპორტო მაღაზიებში "დინამოს" მაისურების გამოჩენაა: თუ ქართველ ქომაგს 150 ლარი არ ენანება "რეალის" ან სხვა უცხოური კლუბის მაისურის შესაძენად, რატომ არ უნდა შეიძინოს "დინამოს" მაისურა, რომელიც 85 ლარი ეღირება? ამ ეტაპზე ჯერჯერობით მხოლოდ ორ მაღაზიაში იყიდება "დინამოს" მაისურები - რუსთაველის პირველ და ვაჟა-ფშაველას რვა ნომრებში.

ამას გარდა, ქომაგს სიახლეს სთავაზობს ინტერნეტმაღაზია ვოვოვო.გე - პირველი 5 მყიდველი, ვინც ყველაზე ადრე შეიძენს "დინამოს" მაისურებს, 26-პროცენტიანი ფასდაკლებითაც ისარგებლებს და "რეიკიავიკთან" მატჩის ბილეთსაც მიიღებს. სექტემბერში კი, არ არის გამორიცხული, "დინამოს" საკუთარი საკლუბო მაღაზიაც ჰქონდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gaga
დინამოს იმედიღა დამრჩა იმედია დინამო მაინც იზამს რაღაცას. vous aller gagne dinamo
irakli
თუ ფასის დაწევა ვერ მოხერხდა მაშინ იმის გარანტია მაინც უნდა ჰქონდეს მყიდველს რომ რამოდენიმე წელი დინამო ამ მაისურით ითამაშებს და დიზაინს არ შეიცვლის, თორემ ეს ჩვენი 85 ლარიანი მაისურა ერთ წელში შეიძლება "ვადაგასული" გამოდგეს, ასეთ ცვლილებებს რეალი აკეთებდა ყოველთვის... რაც მე პიდარად ძალიან არ მომწონს...
ivane
თუ ქართველ ქომაგს 150 ლარი არ ენანება "რეალის" ან სხვა უცხოური კლუბის მაისურის შესაძენად, რატომ არ უნდა შეიძინოს "დინამოს" მაისურა, რომელიც 85 ლარი ეღირება? ალბათ ასეთი განცხადების გაკეთების წინ, სულ მცირე რაღაც კვლევა მაინც უნდა ჩაატაროთ. თქვენი აზრით ქართველი გულშემატკივარის რა პროცენტს აქვს შეძენილი ოფიციალური მაისურები (რომელიბც მართლაც 150 ლარის ფარგლებში და ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო ძვირი ღირს) ?? პირდაპირ გეტყვით მაქსიმუმ 15% ხოლო დანარჩენი 85% კმაყოფილდება იაფი არაოფიციალური მაისურებით. არ შეიძლება ნერგავდე დინამოს მაისურების (ზოგადად სიმბოლიკის) გულშემატკივრებისათვის გაყიდვის კულტურას და ამავე დროს მაისურებს 100 ლარამდე ფასსადებდე.
guga
პირიქითამ შემთხვევაში კარგიც არის, რომ ჩისკო, რეხვიაშვილი და კვეკვესკირი თამაშს გამოტოვებენ, რადგან ჯერ ერთი დაისვენებენ და ყვითლებიც აღარ ექნებათ მომდევნო თამაშებში
dasdfa@dsag.com
ar aris gamoricxuli ki arada uechvelad udna qondes tavisi magazini!
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: გადამწყვეტ მატჩში ინგლისური გუნდები შეხვდებიან
[VIDEO] ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ინგლისური ფინალის მოლოდინში
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს